კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოხუმში ცხოვრობდა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს დროშით... რომელი ნარკოგამსაღებული დაატარებს სახელწიფო სიმბოლიკას?!" - როგორ ეხმიანებიან აფხაზეთში ქართველი გოგონას დაკავებას
"სოხუმში ცხოვრობდა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს დროშით... რომელი ნარკოგამსაღებული დაატარებს სახელწიფო სიმბოლიკას?!" - როგორ ეხმიანებიან აფხაზეთში ქართველი გოგონას დაკავებას

აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, სო­ხუმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც ნარ­კო­ტი­კე­ბი "აღ­მო­უ­ჩი­ნეს."

apsnypress.info-ს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულს, 29 წლის ას­მათ თა­ვა­ძეს, ჩხრე­კის დროს, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კი, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა და "შევ­რო­ნი" აღ­მო­უ­ჩი­ნეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­იღ, ას­მათ თა­ვა­ძე ასე­ვე ფლობს "აფხა­ზე­თის პას­პორ­ტსაც", რის გა­მოც ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა.

"სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - წერს apsnypress.info.

  • მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქტს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც ადას­ტუ­რებს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე ინფრორ­მი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ევ­რო­კავ­ში­რის მი­სია, რათა უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქტს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ, "თუკი ეს ამ­ბა­ვი მარ­თა­ლია და გო­გო­ნა მარ­თლაც გახ­ვე­უ­ლია ამ ამ­ბავ­ში (ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კი­თხი), ეს ნიშ­ნავს, რომ ინ­ტე­რეს­თა გა­დაკ­ვე­თას ეხე­ბა სამე და გო­გო­ნა ჩა­უშ­ვეს, სხვა­ნა­ი­რად ის სო­ხუმ­ში ვერ მოხ­ვდე­ბო­და და არც პას­პორ­ტი ექ­ნე­ბო­და."

სხვე­ბის თქმით, ას­მათ თა­ვა­ძეს­თან ერ­თად უნდა და­ა­კა­ვონ იმ ბი­ნის მფლო­ბე­ლე­ბიც, სა­დაც სო­ხუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ასე­ვე გა­მო­საკ­ვლე­ვია, რო­გორ აღ­მო­აჩ­ნდა "აფხა­ზე­თის პას­პორ­ტი."

  • abkhaz-auto-ს კომენ­ტა­რებ­ში, აფხა­ზე­ბი მომ­ხდარ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გულ­გრილ და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მიდ­გო­მას აკ­რი­ტი­კე­ბენ და კი­თხვას სვა­მენ - ვისი ჩა­რე­ვით ჰქონ­და ქარ­თველ გო­გო­ნას "აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი."

"სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა ით­ქვას, რომ კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვებს ნა­ცი­ო­ნა­ლო­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ და ქარ­თვე­ლო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. ვინც ამის გამო ენ­გუ­რის ხიდ­ზე კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბას ითხოვს, უნდა შე­ვახ­სე­ნო, რომ ფსო­უს სა­ზღვრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­დი­ან ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი. კვი­რა­ში სამი-ოთხს მა­ინც აკა­ვე­ბენ დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ნახ­ვა-გავ­რცე­ლე­ბის­თვის. ანუ რა ვქნათ, ჩავ­კე­ტოთ სა­ზღვა­რი?! თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე უფრო სა­ში­შია ვიდ­რე რუ­სე­თის?!", - წერს ინ­ტერ­ნე­ტომ­ხა­რე­ბე­ლი ელო გა­ბე­ლია.

"სო­ხუმ­ში ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით და "შევ­რო­ნით." ეს ანა­რა­ნაკ­ლებ სა­ში­შია, ვიდ­რე სხვა რამე. მე მგო­ნია, აქ ნარ­კო­ტი­კი არა­ფერ შუ­ა­შია, უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცამ შე­ი­ტყო ამის შე­სა­ხებ, ისეთ­მა, რო­მე­ლიც საქ­მე­ში არ ჩარ­თეს, შე­საძ­ლოა, ეს ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თობ­ლიც ბიზ­ნესს ან სხვა მა­ტე­რი­ა­ლურ ინ­ტე­რესს ეხე­ბო­და და "ჩა­უშ­ვა."

ნარ­კო­ტი­კის ჩა­დე­ბის მეტი რა გვი­ნა­ხავს ამ ქვე­ყა­ნა­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. თან არა­ფე­რი გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა არ უფიქ­სირ­დე­ბა, ამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა ჩვენს ზო­გი­ერთ დე­პუ­ტატს შინ ჰქონ­დეს. მა­ინც მგო­ნია, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ღა­ცე­ბის წა­ქე­ზე­ბით და სურ­ვი­ლით, რა­ღა­ცის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, პო­ლი­ტი­კურ გეგ­მას, ან რა­ღაც მოძ­რა­ო­ბას ვგუ­ლის­ხმობ. ამ ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თვე­ლე­ბის, ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი მეს­მის, იმა­ზე მეტი, ვიდ­რე ოდეს­მე. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, სა­ქო­ნე­ლი, სურ­სა­თი, ბიზ­ნე­სი... თა­ნაც, ლო­გი­კუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, რო­მე­ლი ნარ­კო­გამ­სა­ღე­ბუ­ლი და­ა­ტა­რებს სა­ხელ­წი­ფო სიმ­ბო­ლი­კას, რა ახ­სნა აქვს? არა­ვი­თა­რი", - წერს "ალი­ას სუ­ხუმსკი."

"მე­გობ­რე­ბო, ატყობთ, რომ სულ სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის ლან­ძღვა­ში ხართ ნარ­კო­მა­ნი­ის გარ­შე­მო? არ ვიცი, ვის სურს, მაგ­რამ აფხა­ზე­ბი უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის მსხვერ­პლის როლ­ში გა­მოვ­ყა­ვართ. ხან ქარ­თვე­ლი გვაც­დუ­ნებს ნარ­კო­ტი­კით, ხან ტა­ჯი­კი, ხან რუსი, ან სო­მე­ხი. მო­დით, გა­მო­ვა­ცხა­დოთ სრუ­ლი იზო­ლა­ცია, ყვე­ლა ღრი­ჭო ამოვ­ქო­ლოთ, რად­გან გარ­შე­მო სულ მტრე­ბი გვყავს და მარ­ტო ჩვენ ვართ კარ­გე­ბი, კე­თი­ლე­ბი და მი­ა­მი­ტე­ბი", - აღ­ნიშ­ნავს "ჟანა სუ­ხუმსკი."

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯ.ჯ.
0

200 წლის წინ აფხაზზე რომ გეთქვა ქართველი არ ხარო აგხანჯლავდა.200 წელი ურეცხა ტვინი რუსებმა აფხაზებს და ჯერ გააფსუა მერე გაარუსა.ამას არავინ გაუწია წინააღმეგობა იმიტომ რომ ერთმორწმუნე რუსეთს არ წყენოდა.საჭიროა რუსების პროპაგანდის მიერ დაზომბირებული ქართველების ანუ აფხაზების კვლავ გაქართველება.უნდა დავუმტკიცოდ რომ მათი სისხლი ქართულია.აფსუა ჩვენი ჩრდილო მეზობელია.აფხაზი ქართველია.

დიდება საქართველოს!

სიკვდილი საქართველოს მტრებს!

სვანსკი
0

არ უნდათ აფსუებს აღიარება,რომ თავად მათმა შვილებმა დაიწყეს ახლებური აზროვნება,მიხვდნენ რა ჭაობშიც არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სოხუმში ცხოვრობდა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს დროშით... რომელი ნარკოგამსაღებული დაატარებს სახელწიფო სიმბოლიკას?!" - როგორ ეხმიანებიან აფხაზეთში ქართველი გოგონას დაკავებას

"სოხუმში ცხოვრობდა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს დროშით... რომელი ნარკოგამსაღებული დაატარებს სახელწიფო სიმბოლიკას?!" - როგორ ეხმიანებიან აფხაზეთში ქართველი გოგონას დაკავებას

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოხუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკები "აღმოუჩინეს."

apsnypress.info-ს ცნობით, დაკავებულს, 29 წლის ასმათ თავაძეს, ჩხრეკის დროს, დიდი ოდენობით ნარკოტიკი, საქართველოს დროშა და "შევრონი" აღმოუჩინეს. მათივე ინფორმაციიღ, ასმათ თავაძე ასევე ფლობს "აფხაზეთის პასპორტსაც", რის გამოც ადგილობრივებში კითხვები გაჩნდა.

"სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე დაპატიმრებულია, თუმცა გამოძიება გრძელდება", - წერს apsnypress.info.

  • მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, უკვე ინფრორმირებულია საქართველოში მოქმედი ევროკავშირის მისია, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთონ.

საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს ოკუპირებულ რეგიონში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ, "თუკი ეს ამბავი მართალია და გოგონა მართლაც გახვეულია ამ ამბავში (ნარკოტიკების საკითხი), ეს ნიშნავს, რომ ინტერესთა გადაკვეთას ეხება სამე და გოგონა ჩაუშვეს, სხვანაირად ის სოხუმში ვერ მოხვდებოდა და არც პასპორტი ექნებოდა."

სხვების თქმით, ასმათ თავაძესთან ერთად უნდა დააკავონ იმ ბინის მფლობელებიც, სადაც სოხუმში იმყოფებოდა და ასევე გამოსაკვლევია, როგორ აღმოაჩნდა "აფხაზეთის პასპორტი."

  • abkhaz-auto-ს კომენტარებში, აფხაზები მომხდარში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობის გულგრილ და არაპროფესიონალურ მიდგომას აკრიტიკებენ და კითხვას სვამენ - ვისი ჩარევით ჰქონდა ქართველ გოგონას "აფხაზური პასპორტი."

"სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კანონის დამრღვევებს ნაციონალობა არ გააჩნიათ და ქართველობა არაფერ შუაშია. ვინც ამის გამო ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, უნდა შევახსენო, რომ ფსოუს საზღვრიდან წლების განმავლობაში შემოდიან ნარკორეალიზატორები. კვირაში სამი-ოთხს მაინც აკავებენ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-გავრცელებისთვის. ანუ რა ვქნათ, ჩავკეტოთ საზღვარი?! თუ საქართველოს მოქალაქე უფრო საშიშია ვიდრე რუსეთის?!", - წერს ინტერნეტომხარებელი ელო გაბელია.

"სოხუმში ბინაში ცხოვრობდა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს დროშით და "შევრონით." ეს ანარანაკლებ საშიშია, ვიდრე სხვა რამე. მე მგონია, აქ ნარკოტიკი არაფერ შუაშია, უბრალოდ, ვიღაცამ შეიტყო ამის შესახებ, ისეთმა, რომელიც საქმეში არ ჩართეს, შესაძლოა, ეს ქართველებთან ერთობლიც ბიზნესს ან სხვა მატერიალურ ინტერესს ეხებოდა და "ჩაუშვა."

ნარკოტიკის ჩადების მეტი რა გვინახავს ამ ქვეყანაში, წლების განმავლობაში. თან არაფერი გასაკუთრებული რაოდენობა არ უფიქსირდება, ამდენი შეიძლება ჩვენს ზოგიერთ დეპუტატს შინ ჰქონდეს. მაინც მგონია, ჩვენი ახალგაზრდები ვიღაცების წაქეზებით და სურვილით, რაღაცისთვის ემზადებიან, პოლიტიკურ გეგმას, ან რაღაც მოძრაობას ვგულისხმობ. ამ ბოლოს საქართველოს, ქართველების, ყველაფერი ქართულის შესახებ ბევრი მესმის, იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე. ქართული სიმღერები, საქონელი, სურსათი, ბიზნესი... თანაც, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რომელი ნარკოგამსაღებული დაატარებს სახელწიფო სიმბოლიკას, რა ახსნა აქვს? არავითარი", - წერს "ალიას სუხუმსკი."

"მეგობრებო, ატყობთ, რომ სულ სხვა ეროვნების ადამიანების ლანძღვაში ხართ ნარკომანიის გარშემო? არ ვიცი, ვის სურს, მაგრამ აფხაზები უცხოელი აგენტების მსხვერპლის როლში გამოვყავართ. ხან ქართველი გვაცდუნებს ნარკოტიკით, ხან ტაჯიკი, ხან რუსი, ან სომეხი. მოდით, გამოვაცხადოთ სრული იზოლაცია, ყველა ღრიჭო ამოვქოლოთ, რადგან გარშემო სულ მტრები გვყავს და მარტო ჩვენ ვართ კარგები, კეთილები და მიამიტები", - აღნიშნავს "ჟანა სუხუმსკი."