მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქანიე უესტის "30-დღიანი წმენდა" - რეპერი უარს ამბობს საუბარზე, სექსზე, ფილმების ნახვასა და ალკოჰოლზე
ქანიე უესტის "30-დღიანი წმენდა" - რეპერი უარს ამბობს საუბარზე, სექსზე, ფილმების ნახვასა და ალკოჰოლზე

ქა­ნიე უეს­ტმა კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. რე­პე­რი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უარს ამ­ბობს ლა­პა­რაკ­ზე, სექსზე, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა­სა და ალ­კოჰოლ­ზე და რო­გორც ამ­ბობს, "სი­ტყვი­ერ მარ­ხვას" იწყებს.

45 წლის ქა­ნი­ემ Twitter-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის "30-დღი­ა­ნი წმენ­დის" ფარ­გლებ­ში, არა­ვის­თან ისა­უბ­რებს.

  • "მე ვი­წყებ 30-დღი­ან წმენ­დას, ეს სი­ტყვი­ე­რი მარ­ხვაა. არა სა­უ­ბარს, არა ალ­კოჰოლს, არა კი­ნოს, არა­ნა­ი­რი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი. ღმერ­თს ვა­დი­დებთ. ამინ. მაგ­რამ ჩემი Twitter მა­ინც ან­თია...", - და­წე­რა რე­პერ­მა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ქა­ნიე უეს­ტი სკან­და­ლებ­ში ხში­რად ეხ­ვე­ვა. გა­სულ თვე­ში მას "ტვი­ტე­რის" ან­გა­რი­ში გა­ა­უქ­მეს, რად­გან ან­ტი­სე­მი­ტუ­რი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მაგ­რამ Twitter-ის ახალ­მა მფლო­ბელ­მა ილონ მასკმა გა­სულ კვი­რას ვარ­სკვლა­ვის ან­გა­რი­ში აღად­გი­ნა.

ქა­ნი­ეს ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ კიმ კარ­და­ში­ან­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა უეს­ტის ან­ტი­სე­მი­ტუ­რი მე­სი­ჯე­ბის მი­მართ. კი­მის თქმით, სი­ძულ­ვი­ლის ენა "არას­დროს არის კარ­გი", ან "მი­სა­ტე­ვე­ბე­ლი."

"მე მხარს ვუ­ჭერ ებ­რა­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მო­ვუ­წო­დებ ქა­ნი­ეს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს მათ მი­მართ სა­ში­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბა და სი­ძულ­ვი­ლის ენით სა­უ­ბა­რი“, - და­წე­რა კიმ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე“.

სკან­და­ლე­ბის შემ­დეგ, უკვე ორი კვი­რაა, რაც რე­პე­რი მი­ლი­არ­დე­რო­ბას და­ემ­შვი­დო­ბა. მას­თან თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ამ შე­ა­ჩე­რა კონ­ტრაქ­ტი. შე­დე­გად კი უკვე მი­ლი­არ­დე­რის სტა­ტუ­სი და­კარ­გა. მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში ის მას შემ­დეგ აღარ არის, რაც სპორ­ტულ­მა კომ­პა­ნია Adidas-მა რე­პერ­თან კონ­ტრაქ­ტი გა­წყვი­ტა. ქა­ნიე და Adidas-ი 2013 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

გერ­მა­ნულ კომ­პა­ნი­ას­თან გა­რი­გე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი 1,5 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენ­და. ახლა კი, Adidas-ის გა­რე­შე, Forbes-ის მი­ხედ­ვით, ქა­ნი­ეს ქო­ნე­ბა 400 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ქა­ნი­ეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი თქვეს Vogue-მ, Gap-მა და Balenciaga-მ.. 45 წლის უეს­ტი თვის და­სა­წყის­ში Drink Champs-ის პოდ­კას­ტში სტუმ­რო­ბი­სას ამ­ტკი­ცებ­და, რომ შე­უძ­ლია თქვას ნე­ბის­მი­ე­რი რამ, მათ შო­რის, გა­ა­კე­თოს ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მაგ­რამ მას­თან კონ­ტრაქტს არა­ვინ გა­წყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს ისე...
0

ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამაც და ტელევიზიებმაც რომ მიბაძონ, საუკეთესო თვე გვექნება...

აუცილებელია?
0

ამის გამოპრუტუნებულ სიფათს დღე გამოშვებით გვაყურებინოთ?

ავტორი:

ქანიე უესტის "30-დღიანი წმენდა" - რეპერი უარს ამბობს საუბარზე, სექსზე, ფილმების ნახვასა და ალკოჰოლზე

ქანიე უესტის "30-დღიანი წმენდა" - რეპერი უარს ამბობს საუბარზე, სექსზე, ფილმების ნახვასა და ალკოჰოლზე

ქანიე უესტმა კიდევ ერთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. რეპერი 30 დღის განმავლობაში უარს ამბობს ლაპარაკზე, სექსზე, ფილმების ყურებასა და ალკოჰოლზე და როგორც ამბობს, "სიტყვიერ მარხვას" იწყებს.

45 წლის ქანიემ Twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ის "30-დღიანი წმენდის" ფარგლებში, არავისთან ისაუბრებს.

  • "მე ვიწყებ 30-დღიან წმენდას, ეს სიტყვიერი მარხვაა. არა საუბარს, არა ალკოჰოლს, არა კინოს, არანაირი სქესობრივი კავშირი. ღმერთს ვადიდებთ. ამინ. მაგრამ ჩემი Twitter მაინც ანთია...", - დაწერა რეპერმა.

ბოლო პერიოდში ქანიე უესტი სკანდალებში ხშირად ეხვევა. გასულ თვეში მას "ტვიტერის" ანგარიში გააუქმეს, რადგან ანტისემიტური შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა. მაგრამ Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა გასულ კვირას ვარსკვლავის ანგარიში აღადგინა.

ქანიეს ყოფილმა მეუღლემ კიმ კარდაშიანმა უკმაყოფილება გამოხატა უესტის ანტისემიტური მესიჯების მიმართ. კიმის თქმით, სიძულვილის ენა "არასდროს არის კარგი", ან "მისატევებელი."

"მე მხარს ვუჭერ ებრაულ საზოგადოებას და მოვუწოდებ ქანიეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მათ მიმართ საშინელი ძალადობა და სიძულვილის ენით საუბარი“, - დაწერა კიმმა "ინსტაგრამზე“.

სკანდალების შემდეგ, უკვე ორი კვირაა, რაც რეპერი მილიარდერობას დაემშვიდობა. მასთან თითქმის ყველა კომპანიამ შეაჩერა კონტრაქტი. შედეგად კი უკვე მილიარდერის სტატუსი დაკარგა. მილიარდერთა სიაში ის მას შემდეგ აღარ არის, რაც სპორტულმა კომპანია Adidas-მა რეპერთან კონტრაქტი გაწყვიტა. ქანიე და Adidas-ი 2013 წლიდან თანამშრომლობდნენ.

გერმანულ კომპანიასთან გარიგებით მიღებული სარგებელი 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ახლა კი, Adidas-ის გარეშე, Forbes-ის მიხედვით, ქანიეს ქონება 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ქანიესთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს Vogue-მ, Gap-მა და Balenciaga-მ.. 45 წლის უესტი თვის დასაწყისში Drink Champs-ის პოდკასტში სტუმრობისას ამტკიცებდა, რომ შეუძლია თქვას ნებისმიერი რამ, მათ შორის, გააკეთოს ანტისემიტური განცხადებები, მაგრამ მასთან კონტრაქტს არავინ გაწყვეტს.