საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომს გამოქცეული რუსები, რუსული ფულის ტალღა, "ეკონომიკური ბუმი" და პრობლემები, რომლებიც ქართველებს შეექმნათ - რას წერს Reuters-ი საქართველოზე
ომს გამოქცეული რუსები, რუსული ფულის ტალღა, "ეკონომიკური ბუმი" და პრობლემები, რომლებიც ქართველებს შეექმნათ - რას წერს Reuters-ი საქართველოზე

სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი" სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ აღ­მავ­ლო­ბა­ზე რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა გან­ხი­ლუ­ლია რუ­სე­თი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და რუ­სუ­ლი ფუ­ლის შე­მო­დი­ნე­ბის ჭრილ­ში.

  • "მა­შინ, როცა ომი ევ­რო­პას სულს უხუ­თავს, რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი პა­ტა­რა ერი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ბუ­მით სარ­გებ­ლობს. ყვე­ლა­ფე­რი იმის­კენ მი­დის, რომ შე­საძ­ლოა, მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი ეკო­ნო­მი­კა გახ­დეს. ეს ხდე­ბა 100 000-ზე მეტი რუ­სის შე­დი­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ მას შემ­დეგ, რაც მოს­კო­ვი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა და პუ­ტინ­მა მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

მისი ავ­ტო­რი, ჯეიკ ქორ­დე­ლი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, 2022 წელს ამ შავი ზღვის­პი­რა ქვე­ყა­ნა­ში, 3,7 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლით, ეკო­ნო­მი­კის მკვეთ­რი 10%-იანი ზრდა და­ფიქ­სირ­დეს.

  • "ეს ნიშ­ნავს რომ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია მთე­ბით, ტყე­ე­ბი­თა და ვე­ნა­ხე­ბით, აჯო­ბებს ბევ­რად უფრო გან­ვი­თა­რე­ბულ ბაზ­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ვი­ეტ­ნა­მი და ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტი­ო­რებს, რო­გო­რი­ცაა ქუ­ვე­ი­თი", - წერს "რო­ი­ტერ­სი"

"არის რა­ღაც ბუ­მის მსგავ­სი. ყვე­ლა ინ­დუსტრია ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს - მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია რა­ი­მე ინ­დუსტრია, რო­მელ­საც წელს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და“, - ამ­ბობს TBC ბან­კის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძე "რო­ი­ტერსთან" სა­უბ­რი­სას.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ მცი­რე, 112 000 რუსი შე­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი დიდი ტალ­ღა, 43 000 ადა­მი­ა­ნი, მას შემ­დეგ შე­მო­ვი­და ქვე­ყა­ნა­ში, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, ომის სა­წყის ეტაპ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მე­ო­რე ტალ­ღა მას შემ­დეგ წა­მო­ვი­და რუ­სე­თი­დან, რაც პუ­ტინ­მა, სექ­ტემ­ბრის მი­წუ­რულს, ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და.

რო­გორც "რო­ი­ტერ­სი" წერს, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ­მა ბუმ­მა, ბევ­რი ექ­სპერ­ტი და­აბ­ნია. ისი­ნი პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ, რომ ომი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე "მძი­მედ იმოქ­მე­დებ­და."

"მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა ((EBRD) მარ­ტში იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტი მძი­მე დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას. ანა­ლო­გი­უ­რად, მსოფ­ლიო ბან­კის აპ­რი­ლის პროგ­ნო­ზით ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 2022 წელს 5.5%-დან 2,5%-მდე შემ­ცირ­დე­ბო­და", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

  • "მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა იმ მო­ლო­დი­ნი­სა, რო­მე­ლიც ჩვენ გვქონ­და.... რომ ამ ომს ექ­ნე­ბო­და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ვხე­დავთ ამ რის­კე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას. პი­რი­ქით, ჩვენ ვხე­დავთ, რომ ეკო­ნო­მი­კა მიმ­დი­ნა­რე წელს იზ­რდე­ბა და ორ­ნიშ­ნა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია“ - ამ­ბობს EBRD-ის წამ­ყვა­ნი ეკო­ნო­მის­ტი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში, დი­მი­ტარ ბო­გო­ვი.

რო­გორც "რო­ი­ტერ­სი" წერს, ასე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის ყვე­ლას­თვის, ათი­ა­თა­სო­ბით რუ­სის შე­დი­ნე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ჩას­ვლა, უამ­რა­ვი ნაღ­დი ფუ­ლით, ზრდის ფა­სებს და ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წილს გა­მო­დევ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ბაზ­რი­დან, კონ­კრე­ტუ­ლად კი ისე­თი ბაზ­რე­ბი­დან, რო­გო­რე­ბი­ცაა სა­ცხოვ­რებ­ლის გა­ქი­რა­ვე­ბის ბა­ზა­რი და გა­ნათ­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი ასე­ვე ში­შობს, რომ ქვე­ყა­ნა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, რო­დე­საც ომი დას­რულ­დე­ბა და რუ­სე­ბი სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომზე და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ომი ჰქონ­და რუ­სეთ­თან, თუმ­ცა ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა სარ­გე­ბელს იღებს ზე­სა­ხელ­მწი­ფოს­თან სი­ახ­ლო­ვით - "აქვთ ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა, რაც რუ­სებს და ასე­ვე სხვა მრა­ვა­ლი ქვეყ­ნი­დან ჩა­სულ ადა­მი­ა­ნებს აძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, იცხოვ­რონ, იმუ­შა­ონ და შექ­მნან ბიზ­ნე­სი და ამის­თვის არ სჭირ­დე­ბათ ვიზა.

გარ­და ამი­სა, ომს გა­მოქ­ცე­უ­ლებს თან ახ­ლავს ფუ­ლის ტალ­ღა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, აპ­რი­ლი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე რუ­სებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში 1-მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი გა­და­რი­ცხეს ბან­კე­ბის, ან ფუ­ლის გა­და­რი­ცხვის სხვა სერ­ვი­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. რაც ხუთ­ჯერ მე­ტია 2021 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. ამ შე­მო­დი­ნე­ბამ ხელი შე­უ­წყო ლა­რის გამ­ყა­რე­ბას", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"რო­ი­ტერ­სი" ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი რუ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი IT სექ­ტო­რი­და­ნაა.

"ესე­ნი არი­ან მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩა­მო­დი­ან გარ­კვე­უ­ლი ბიზ­ნეს იდე­ე­ბით. ვე­ლო­დით, რომ ომი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა“, - ამ­ბობს ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის უფ­რო­სი მკვლე­ვა­რი და­ვით კე­შე­ლა­ვა.

  • რო­გორც სა­ა­გენ­ტო წერს, არ­სად არ ჩანს ისე­თი მკა­ფიო გავ­ლე­ნა ახალ­ჩა­მო­სუ­ლე­ბის, რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის სა­ბი­ნაო გა­ქი­რა­ვე­ბის ბა­ზარ­ზე, სა­დაც გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნა ამ­ძი­მებს მდგო­მა­რე­ო­ბას. კვლე­ვის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში ქირა 75%-ით გა­ი­ზარ­და და ზო­გი­ერ­თი და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი და ასე­ვე სტუ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა მზარ­დი სა­ბი­ნაო კრი­ზი­სის ცენ­ტრში.

"ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც წლე­ვან­დელ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას გა­ნა­პი­რო­ბებს, დრო­ე­ბი­თია და ეს არ იძ­ლე­ვა მდგრა­დი ზრდის გა­რან­ტი­ას მომ­დევ­ნო წლებ­ში, ამი­ტომ, სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო. გა­რუკ­ვევ­ლო­ბა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს და კრი­ზის­მა შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­არ­ტყას სა­ქარ­თვე­ლოს“, - ამ­ბობს EBRD-ის ეკო­ნო­მის­ტი, დი­მი­ტარ ბო­გო­ვი.

წყა­რო: reuters.com

გა­რე­კა­ნის ფო­ტოს ავ­ტო­რი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

სტატია აქაურის დაწერილია , გამოქცეულიო ინგლისელი არ დაწერდა , ის დაწერდა გაქცეულიო ! ქართველის დაწერილია დედა სტატია და უკანაც მისი მოქართულებულია !

ალექს
3

საქართველოს აქვს წლიური 30%-ს რესურსი, ეს მაშინ მოხდება, როცა საგადასახადოკოდექსს ყდაზე ეწერება, რომ მართალია ეს კოდექსი სწორია, იმპერატიულია , მაგრამ გადასახადის გადამხდელია ყოველთვის მართალი და სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს საპირისპირო ! მეორე მხრიდან იმ ყდაზე უნდა ეწეროს , რომ ამ კოდექსით გათვალისწინებული სასჯელების ინსპირაციის მცდელობის, ან ინსპირაციისათვის სახელმწიფო მოხელე და მისი უწყება სოლიდარულად ისევე აგებენ პასუხს , როგორც იმ დანაშაულის ჩამდენი, რომლის ინსპირირებაც ხდება ! პირველ გვერდზე უნდა ეწეროს, რომ კანონი თუ რამოდენიმეგვარად იკითხება, ის იკითხება გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ, კანონი რომელიც აუარესებს პირის მდგომარეობას , ძალაში მომავალი წლის ბოლოს შედის, ხოლო რომელიც აუმჯობესებს , დაუყოვნებლივ ! იქვე შგიძლიათ დაამატოთ, რომ უვარგისი კანონით მიყენებულ ზარალს სახელმწიფო ზღავს ! შემდგომ გვერდებში რაც გინდა ის ეწეროს, 30 % ზრდა ყოველ წელს იქნება !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ომს გამოქცეული რუსები, რუსული ფულის ტალღა, "ეკონომიკური ბუმი" და პრობლემები, რომლებიც ქართველებს შეექმნათ - რას წერს Reuters-ი საქართველოზე

ომს გამოქცეული რუსები, რუსული ფულის ტალღა, "ეკონომიკური ბუმი" და პრობლემები, რომლებიც ქართველებს შეექმნათ - რას წერს Reuters-ი საქართველოზე

სააგენტო "როიტერსი" საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და ეკონომიკური ზრდა განხილულია რუსეთიდან ადამიანებისა და რუსული ფულის შემოდინების ჭრილში.

  • "მაშინ, როცა ომი ევროპას სულს უხუთავს, რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეული პატარა ერი მოულოდნელი ეკონომიკური ბუმით სარგებლობს. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ შესაძლოა, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდეს. ეს ხდება 100 000-ზე მეტი რუსის შედინების კვალდაკვალ მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა და პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა", - ვკითხულობთ სტატიაში.

მისი ავტორი, ჯეიკ ქორდელი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების კვლევის თანახმად, მოსალოდნელია, 2022 წელს ამ შავი ზღვისპირა ქვეყანაში, 3,7 მილიონი მოსახლით, ეკონომიკის მკვეთრი 10%-იანი ზრდა დაფიქსირდეს.

  • "ეს ნიშნავს რომ ქვეყანა, რომელიც ცნობილია მთებით, ტყეებითა და ვენახებით, აჯობებს ბევრად უფრო განვითარებულ ბაზრებს, როგორებიცაა ვიეტნამი და ნავთობის ექსპორტიორებს, როგორიცაა ქუვეითი", - წერს "როიტერსი"

"არის რაღაც ბუმის მსგავსი. ყველა ინდუსტრია ძალიან კარგად მუშაობს - მიკროორგანიზმებიდან დაწყებული კორპორაციებით დამთავრებული. ვერ წარმომიდგენია რაიმე ინდუსტრია, რომელსაც წელს პრობლემები ჰქონდა“, - ამბობს TBC ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე "როიტერსთან" საუბრისას.

სააგენტოს ცნობით, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს საქართველოში სულ მცირე, 112 000 რუსი შემოვიდა. პირველი დიდი ტალღა, 43 000 ადამიანი, მას შემდეგ შემოვიდა ქვეყანაში, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ომის საწყის ეტაპზე. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მეორე ტალღა მას შემდეგ წამოვიდა რუსეთიდან, რაც პუტინმა, სექტემბრის მიწურულს, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

როგორც "როიტერსი" წერს, საქართველოს ეკონომიკურმა ბუმმა, ბევრი ექსპერტი დააბნია. ისინი პროგნოზირებდნენ, რომ ომი ქვეყნის ეკონომიკაზე "მძიმედ იმოქმედებდა."

"მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ((EBRD) მარტში იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინის კონფლიქტი მძიმე დარტყმას მიაყენებდა საქართველოს ეკონომიკას. ანალოგიურად, მსოფლიო ბანკის აპრილის პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 5.5%-დან 2,5%-მდე შემცირდებოდა", - ვკითხულობთ სტატიაში.

  • "მიუხედავად ყველა იმ მოლოდინისა, რომელიც ჩვენ გვქონდა.... რომ ამ ომს ექნებოდა მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ ამ რისკების რეალიზებას. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკა მიმდინარე წელს იზრდება და ორნიშნა მაჩვენებელია“ - ამბობს EBRD-ის წამყვანი ეკონომისტი, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში, დიმიტარ ბოგოვი.

როგორც "როიტერსი" წერს, ასეთი შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა მომგებიანი არ არის ყველასთვის, ათიათასობით რუსის შედინება, ტექნოლოგიების თვალსაზრისით ბევრი პროფესიონალის ჩასვლა, უამრავი ნაღდი ფულით, ზრდის ფასებს და ქართველების ნაწილს გამოდევნის ეკონომიკური ბაზრიდან, კონკრეტულად კი ისეთი ბაზრებიდან, როგორებიცაა საცხოვრებლის გაქირავების ბაზარი და განათლება. ზოგიერთი ბიზნესმენი ასევე შიშობს, რომ ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც ომი დასრულდება და რუსები სახლში დაბრუნდებიან.

სტატიაში ასევე საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზე და აღნიშნულია, რომ 2008 წელს საქართველოს ომი ჰქონდა რუსეთთან, თუმცა ახლა საქართველოს ეკონომიკა სარგებელს იღებს ზესახელმწიფოსთან სიახლოვით - "აქვთ ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა, რაც რუსებს და ასევე სხვა მრავალი ქვეყნიდან ჩასულ ადამიანებს აძლევთ შესაძლებლობას, იცხოვრონ, იმუშაონ და შექმნან ბიზნესი და ამისთვის არ სჭირდებათ ვიზა.

გარდა ამისა, ომს გამოქცეულებს თან ახლავს ფულის ტალღა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილიდან სექტემბრამდე რუსებმა საქართველოში 1-მილიარდ დოლარზე მეტი გადარიცხეს ბანკების, ან ფულის გადარიცხვის სხვა სერვისების საშუალებით. რაც ხუთჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ შემოდინებამ ხელი შეუწყო ლარის გამყარებას", - წერს სტატიის ავტორი.

"როიტერსი" ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩასული რუსების დიდი ნაწილი IT სექტორიდანაა.

"ესენი არიან მდიდარი ადამიანები. ჩამოდიან გარკვეული ბიზნეს იდეებით. ველოდით, რომ ომი უარყოფით გავლენას მოახდენდა, მაგრამ ყველაფერი საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა“, - ამბობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა.

  • როგორც სააგენტო წერს, არსად არ ჩანს ისეთი მკაფიო გავლენა ახალჩამოსულების, როგორც დედაქალაქის საბინაო გაქირავების ბაზარზე, სადაც გაზრდილი მოთხოვნა ამძიმებს მდგომარეობას. კვლევის თანახმად, თბილისში ქირა 75%-ით გაიზარდა და ზოგიერთი დაბალშემოსავლიანი ადამიანი და ასევე სტუდენტი აღმოჩნდა მზარდი საბინაო კრიზისის ცენტრში.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეს ფაქტორი, რომელიც წლევანდელ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, დროებითია და ეს არ იძლევა მდგრადი ზრდის გარანტიას მომდევნო წლებში, ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო. გარუკვევლობა ჯერ კიდევ არსებობს და კრიზისმა შეიძლება დაგვიანებით დაარტყას საქართველოს“, - ამბობს EBRD-ის ეკონომისტი, დიმიტარ ბოგოვი.

წყარო: reuters.com

გარეკანის ფოტოს ავტორი ირაკლი გედენიძე