ავტორი:

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბირთვული ობიექტის გარე ელექტროენერგიით მომარაგება ორი დღის შემდეგ აღდგა.

ის ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშული მას შემდეგ იყო, რაც რუსეთის იერიშების შედეგად მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა.

ბირთვული ავარიის თავიდან აცილების მიზნით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნის შესახებ მოწოდება IAEA-ის გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ კვლავ გაიმეორა.

"ჩვენ მეტი დროის დაკარგვა არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ ძალიან გვიან არ იქნება", - აღნიშნა გროსიმ.