სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც" - ვაშაძე
"სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც" - ვაშაძე

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უნდა შე­ი­წყა­ლოს არა მარ­ტო ნიკა გვა­რა­მია, არა­მედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეს არის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქარ­თვე­ლი ერის წი­ნა­შე ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხი უკვე თვე­ე­ბია დგას. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პა­ტივს რომ სცემ­დეს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას და სა­კუ­თარ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, უკვე შე­ი­წყა­ლებ­და მას. ეს არის ცალ­სა­ხად ასე! მე არ მჯე­რა მას­თან შეხ­ვედ­რი­დან რამე გა­მო­ვი­დეს. მას თუ და­ა­ვა­ლებს ივა­ნიშ­ვი­ლი - შე­ი­წყა­ლებს, თუ არ და­ა­ვა­ლებს - არ შე­ი­წყა­ლებს. ილუ­ზი­ე­ბი, რომ ის არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა მოვ­სპოთ. იმი­ტომ, რომ ილუ­ზი­ე­ბი არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­ში, რი­თაც კვე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბას და ან­გრევს ერ­თი­ა­ნო­ბას, ხელს უშ­ლის ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას და წე­ლავს დროს. აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უნდა შე­ი­წყა­ლოს არა მარ­ტო ნიკა გვა­რა­მია, არა­მედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც. ეს არის ქარ­თვე­ლი ერის წი­ნა­შე მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ამას­თან, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა ისა­უბ­რა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ „ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვენ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ მოგ­ვი­ტანს“.

„როცა მუ­რუ­სი­ძეს და მუ­რუ­სი­ძის გაგ­რძე­ლე­ბას ნიშ­ნავ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში და წარ­მო­ად­გენ რა­ღაც კოს­მე­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს, რა თქმა უნდა, არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ჩვე­ნი ვერ­სია უკვე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტში, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო­დან და­წყე­ბუ­ლი, მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, უამ­რა­ვი სა­კი­თხია მას­ში - ზუს­ტად ის სა­კი­თხე­ბი, რაც ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­შია“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mama
4

ჭიჭე მამაშენს კიდევ ყავს შენისთანა ჭკვიანი?აი ხომხედავთ როგორ უფასო რჩევადარიგებას აძლევს პრეზიდენტს,ამას ყველა კიარიზამს,ეს რო ყოლოდა ტრამპს არჩევნებს კიარწააგებდა,უეჭველი მოიგებდა ამას ისეთი სტრატეგიები აქვს,ეხ ასეთებს რა გამოლევს 

ყველა აწერილია
4

შეწყალება არ შეიძლება, ნუთუ სასამართლო არ სჯის სამართლიანად? თუ მე ქრისტეს ფეხის მკვნეტელი არ ვარ, რომელი სასამართლო გამამწესებს ვირის აბანოში.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც" - ვაშაძე

"სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც" - ვაშაძე

სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს არის სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

„ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი უკვე თვეებია დგას. სალომე ზურაბიშვილი პატივს რომ სცემდეს ევროპულ პერსპექტივას და საკუთარ ინსტიტუციას, უკვე შეიწყალებდა მას. ეს არის ცალსახად ასე! მე არ მჯერა მასთან შეხვედრიდან რამე გამოვიდეს. მას თუ დაავალებს ივანიშვილი - შეიწყალებს, თუ არ დაავალებს - არ შეიწყალებს. ილუზიები, რომ ის არის დამოუკიდებელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვსპოთ. იმიტომ, რომ ილუზიები არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში, რითაც კვებას მოსახლეობას და ანგრევს ერთიანობას, ხელს უშლის ევროპულ პერსპექტივას და წელავს დროს. აქვე დავამატებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც. ეს არის ქართველი ერის წინაშე მისი პასუხისმგებლობა ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ისაუბრა მართლმსაჯულების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ „ეს ცვლილებები ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვიტანს“.

„როცა მურუსიძეს და მურუსიძის გაგრძელებას ნიშნავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და წარმოადგენ რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება. ჩვენი ვერსია უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაწყებული, მოსამართლეთა შერჩევით გაგრძელებული, უამრავი საკითხია მასში - ზუსტად ის საკითხები, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებშია“, - განაცხადა ვაშაძემ.