პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ პიროვნება, რომლის კანონში ყოფნა ევროკავშირს სურდა" - იან კელი "ოცნების" ლიდერების განცხადებაზე
"მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ პიროვნება, რომლის კანონში ყოფნა ევროკავშირს სურდა" - იან კელი "ოცნების" ლიდერების განცხადებაზე

მათ სურთ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის კა­ნონს მიღ­მა და­ტო­ვონ პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირს სურ­და კა­ნონ­ში ყო­ფი­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი, იან კელი წერს, რი­თაც ის ეხ­მა­უ­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის კა­ნო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ შე­ე­ხე­ბა.

იან კელი წერს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ეს სი­მუ­ლა­ცია ვე­რა­ვის გა­ა­ცუ­რებს.

"მათ სურთ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის კა­ნონს მიღ­მა და­ტო­ვონ პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლის კა­ნონ­ში ყოფ­ნა ევ­რო­კავ­შირს სურ­და. რა­ტომ კარ­გა­ვენ გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­თა დრო­სა და ფულს? ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ეს სი­მუ­ლა­ცია ვე­რა­ვის გა­ა­ცუ­რებს“, - წერს ყო­ფი­ლი ელჩი.

  • შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა "დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი პირ­ვე­ლის მოს­მე­ნით 3 ნო­ემ­ბერს მი­ი­ღო.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბი წეს­რიგ­დე­ბა: ხდე­ბა “ოლი­გარ­ქის“ ცნე­ბის გან­მარ­ტე­ბა; გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პი­რის ოლი­გარ­ქად ცნო­ბი­სა და შე­სა­ბა­მის რე­ესტრში შეყ­ვა­ნის, ოლი­გარ­ქის რე­ესტრი­დან ამო­რი­ცხვი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ესტრის წარ­მო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი; პი­რის ოლი­გარ­ქად ცნო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბი; გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მიერ ოლი­გარ­ქსა და მის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კონ­ტაქ­ტის თა­ო­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბის სა­კი­თხე­ბი.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნის მქო­ნე პი­რად - ოლი­გარ­ქად მი­იჩ­ნე­ვა ფი­ზი­კუ­რი პირი, რო­მე­ლიც შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­დან სულ მცი­რე სამ მათ­განს ერ­თდრო­უ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს:

ა) პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს;

ბ) მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს;

გ) არის იმ მე­წარ­მე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სა­ბო­ლოო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, რო­მელ­საც ბა­ზარ­ზე დო­მი­ნან­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უკა­ვია და რო­მე­ლიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბას 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს ან აუმ­ჯო­ბე­სებს;

დ) მისი და იმ მე­წარ­მე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის აქ­ტი­ვე­ბის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბა, სა­დაც ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია, შე­სა­ბა­მი­სი წლის 1 იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით 1000 000-ჯერ აღე­მა­ტე­ბა შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი პი­რე­ბის­თვის დად­გე­ნილ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს.

პი­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნის მქო­ნე პი­რად (ოლი­გარ­ქად) ცნო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტი იღებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ოლი­გარ­ქებს სპე­ცი­ა­ლურ რე­ესტრში შე­იყ­ვა­ნენ. რე­ესტრთან და­კავ­ში­რე­ბულ წე­სებს, მათ შო­რის მისი შექ­მნი­სა და წარ­მო­ე­ბის წე­სებს, პარ­ლა­მენ­ტი და­ამ­ტკი­ცებს.

რე­ესტრის შექ­მნა­სა და წარ­მო­ე­ბას პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

აღ­ნიშ­ნულ რე­ესტრში შეყ­ვა­ნილ პირს ეკ­რძა­ლე­ბა:

ა) პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად თა­ვი­სი სახ­სრე­ბი­დან შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბის გა­ღე­ბა, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა, სა­ქონ­ლის, მომ­სა­ხუ­რე­ბის ან ნაღ­დი ფუ­ლის მი­წო­დე­ბა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ან/და ისე­თი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­დაც ის სა­ბო­ლოო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა, სა­ქონ­ლის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბა; აგ­რეთ­ვე „სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის“ შე­სა­ბა­მი­სად კან­დი­და­ტე­ბის სა­არ­ჩევ­ნო ფონდში (გარ­და თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო ფონ­დი­სა) შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბის გა­ღე­ბა და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა;

ბ) ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ობი­ექ­ტე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში იყოს მყიდ­ვე­ლი (მყიდ­ვე­ლის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი);

გ) ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის მქო­ნე შეკ­რე­ბე­ბის ან დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, სა­კი­თხი ისეთ ფე­ნო­მენს შე­ე­ხე­ბა, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბა ერ­თა­დერთ ქვე­ყა­ნას - უკ­რა­ი­ნას აქვს.

“იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ევ­რო­პუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან მო­წო­დე­ბა გა­კეთ­და უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით ამ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის იმპლე­მენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ­თვის, ობი­ექ­ტურ სა­ზო­მად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­დე­ლის გაც­ნო­ბა, გან­ხილ­ვა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. ამი­ტომ, ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ ეს მო­დე­ლი და სა­ბო­ლო­ოდ, სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­თან­ხმდა იმ სა­კი­თხზე, მათ შო­რის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბის ფარ­გლებ­შიც, რომ ჩვენ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი “დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ", - აცხა­დებს ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

კელი ფერად რევოლუციათა ორგანიზატორია, ფული ახარჯვინა ამერიკას უთვალავი ამ კრეტინობაში , რომ არ მოსთხოვონ პასუხი , აქატიურობს იგივე მიმართულებით !

???????????
1

კითხვა მაქვს ორივე კელთან- რამდენს გიხდით პუტინი იმაში, ამერიკა რომ შეგვაძულოთ?????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ პიროვნება, რომლის კანონში ყოფნა ევროკავშირს სურდა" - იან კელი "ოცნების" ლიდერების განცხადებაზე

"მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ პიროვნება, რომლის კანონში ყოფნა ევროკავშირს სურდა" - იან კელი "ოცნების" ლიდერების განცხადებაზე

მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ პიროვნება, რომელიც ევროკავშირს სურდა კანონში ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი წერს, რითაც ის ეხმაურება ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების მტკიცებით, დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება.

იან კელი წერს, რომ ევროინტეგრაციის ეს სიმულაცია ვერავის გააცურებს.

"მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ პიროვნება, რომლის კანონში ყოფნა ევროკავშირს სურდა. რატომ კარგავენ გადასახადის გადამხდელთა დროსა და ფულს? ევროინტეგრაციის ეს სიმულაცია ვერავის გააცურებს“, - წერს ყოფილი ელჩი.

  • შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი პირველის მოსმენით 3 ნოემბერს მიიღო.

კანონპროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: ხდება “ოლიგარქის“ ცნების განმარტება; განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად - ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;

გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;

დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს.

კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს.

რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

აღნიშნულ რეესტრში შეყვანილ პირს ეკრძალება:

ა) პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;

ბ) ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);

გ) ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, საკითხი ისეთ ფენომენს შეეხება, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო რეგულირება ერთადერთ ქვეყანას - უკრაინას აქვს.

“იქიდან გამომდინარე, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან მოწოდება გაკეთდა უკრაინასთან მიმართებით ამ მიღებული კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ჩვენთვის, ობიექტურ საზომად იქნა მიჩნეული უკრაინული მოდელის გაცნობა, განხილვა და გაანალიზება. ამიტომ, ჩვენ განვიხილეთ ეს მოდელი და საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა იმ საკითხზე, მათ შორის, განსხვავებული აზრების ფარგლებშიც, რომ ჩვენ წარმოგვედგინა კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ", - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.