მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში - იჩქერია და დაღესტანი დამოუკიდებლობას ითხოვენ: "ვხედავთ კრემლისა და კადიროვის რეაქციებს აღიარებასთან დაკავშირებით, შეშლილებს ჰგვანან"
რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში - იჩქერია და დაღესტანი დამოუკიდებლობას ითხოვენ: "ვხედავთ კრემლისა და კადიროვის რეაქციებს აღიარებასთან დაკავშირებით, შეშლილებს ჰგვანან"

იჩ­ქე­რი­ის არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რი აჰ­მედ ზა­კა­ე­ვი, უკ­რა­ი­ნის­გან და­ღეს­ტნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას ითხოვს.

"ჩვენ, იჩ­ქე­რია, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ელ ხალ­ხს კონ­ფე­დე­რა­ცი­ის ახალ ფორ­მას ვთა­ვა­ზობთ. ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ტექ­ტო­რა­ტის გავ­ლით მოხ­დე­ბა. ჩვენ ღიად ვა­ცხა­დებთ, რომ კავ­კა­სი­ა­ში არა­ვი­თა­რი ომი არ იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს ზა­კა­ე­ვი glavcom.ua-სთან სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი კავ­კა­სი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

გა­სულ კვი­რას გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სე და­ღეს­ტნე­ლე­ბის­გან შექ­მნი­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა და და­ღეს­ტნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბაა.

რუ­სუ­ლი მე­დია ბოლო ხა­ნებ­ში მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ რუ­სეთ­ში, შე­საძ­ლოა, ქვეყ­ნის ცალ­კე­ულ სუ­ბი­ექ­ტე­ბად გა­მო­ყო­ფის გან­ხილ­ვის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გამ­კაცრ­დეს...

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იჩ­ქე­რი­ის თე­მის გა­და­ხედ­ვა და­ა­ვა­ლა, ვი­ნა­ი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პე­ტი­ცი­ას უკვე 25 ათას­მა ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა ხელი...

kavkazr.com-თან სა­უ­ბარ­ში და­ღეს­ტნის ხალ­ხთა სრუ­ლი­ად უკ­რა­ი­ნის კონ­გრე­სის თავ­მჯდო­მა­რე და კრი­ვი­სა და კი­კბოქ­სინ­გის ცნო­ბი­ლი მწვრთნე­ლი ახ­მად ახ­მე­დო­ვი ამ­ბობს, რუ­სე­თის და­სა­მარ­ცხებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ.

მან ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ღეს­ტან­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც სპორ­ტის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბა­ში მწვრთნე­ლი იყო. უკვე ხუთი წე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა, რუ­სუ­ლი პას­პორ­ტით. და­ღეს­ტან­ში შვი­ლი და დედა დარ­ჩა. ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი შვი­ლი გა­აფრ­თხი­ლა, რომ მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცუ­დად და­ამ­თავ­რებ­და... დე­და­მი­სის სახ­ლს ძა­ლი­ან ხში­რად ჩხრე­კენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ისე­დაც იცი­ან. ახ­მა­დო­ვი ბა­ტა­ლი­ონ ხორ­ტის მო­ხა­ლი­სეა.

"ლუ­განსკის ოლ­ქში ყვე­ლა­ზე მძი­მე ბრძო­ლებ­ში მო­მი­წია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ვიბ­რძო­დი ლი­სი­ჩანსკში, სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ში, ტოშ­კოვ­კა­ში, პო­პას­ნა­ი­ა­ში, ორე­ხო­ვო­ში... ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან აქ ბევ­რნი ვართ. ახლა ჩეჩ­ნე­თი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ად­გი­ლია მთელ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში. მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დი ამ ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კი­დევ ერთხელ გა­ნად­გურ­და.

არა­და, ჩე­ჩე­ნი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს, რომ მათი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლად აღი­ა­რონ. კავ­კა­სი­ე­ლე­ბის­თვის ჩეჩ­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას, და­ღეს­ტნე­ლე­ბიც და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სხვა ერე­ბიც... და­ღეს­ტა­ნი ძა­ლი­ან მდი­და­რია ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლე­ვენ. არა­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს. ტე­რი­ტო­რი­უ­ლად სომ­ხეთ­ზე დი­დია. იქ შე­იძ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის, ტუ­რიზ­მი­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ოღონდ ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება სჭირ­დე­ბა...

ჩვენ ვხე­დავთ კრემ­ლი­სა და კა­დი­რო­ვის რე­აქ­ცი­ებს, აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შეშ­ლი­ლებს ჰგვა­ნან. იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის დაშ­ლის დღე­ე­ბი დათ­ვლი­ლია. ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და ვიცი, რომ ამ პრო­ცესს ძა­ლი­ან მალე ვნა­ხავთ" - ამ­ბობს ახ­მა­დო­ვი.

კი­თხვა­ზე, ახლა რომ და­ღეს­ტან­ში რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­დეს, რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი მის­ცემს ხმას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ის პა­სუ­ხობს, რომ 30% რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლია და კრემ­ლის სამ­სა­ხურ­შია, და­ნარ­ჩენ 70%-ს კი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სურს.

"ჩვენს შვი­ლებს სკო­ლა­ში მშობ­ლი­ურ ენა­ზე სწავ­ლის უფ­ლე­ბა არ აქვთ, მხო­ლოდ რუ­სუ­ლად სწავ­ლო­ბენ. და­ღეს­ტნე­ლი ერის სას­ტი­კი, უხე­ში ასი­მი­ლა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს... წარ­მოდ­გე­ნა არა­ვის ჰქონ­და, ჩვენ­თან რა ხდე­ბო­და, იქამ­დე, ვიდ­რე რუ­სე­თის აგ­რე­სია უკ­რა­ი­ნას არ შე­ე­ხო. ანუ თა­ვი­სი სახე გა­მო­ავ­ლი­ნა", - ამ­ბობს და­ღეს­ტნე­ლი მო­ხა­ლი­სე.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამი
1

სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობილ ისტორიულ ფაქტებს ვერსად გავექცევით და ჩემი თხოვნაა წაიკოთხოთ, გაიაზროთ და ბოლოს აუცილებლად მიხვდებით, რომ სულელი არამც თუ წინაპრების გამოცდილებას არ ითვალისწინებს არამედ საკუთარ შეცდომებზეც რომელიც უამრავი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში იქიდანაც ვერ გამოაქვს რაციონალური დასკვნა. დიდი გონიერება მართებს ქართველ ერს გადარჩენისთვის.

მშვენიერ
69

ივანიშვილმა აქ უნდა ჩამოიყვანოს კადიროვი რო პენსიაზე გავა და აქაც ააყვავოს ქვეყანა

ავტორი:

რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში - იჩქერია და დაღესტანი დამოუკიდებლობას ითხოვენ: "ვხედავთ კრემლისა და კადიროვის რეაქციებს აღიარებასთან დაკავშირებით, შეშლილებს ჰგვანან"

რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში - იჩქერია და დაღესტანი დამოუკიდებლობას ითხოვენ: "ვხედავთ კრემლისა და კადიროვის რეაქციებს აღიარებასთან დაკავშირებით, შეშლილებს ჰგვანან"

იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მეთაური აჰმედ ზაკაევი, უკრაინისგან დაღესტნის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს.

"ჩვენ, იჩქერია, ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხს კონფედერაციის ახალ ფორმას ვთავაზობთ. ყველაფერი საერთაშორისო პროტექტორატის გავლით მოხდება. ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ კავკასიაში არავითარი ომი არ იქნება" - ამბობს ზაკაევი glavcom.ua-სთან საუბრისას.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები კავკასიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოხალისე დაღესტნელებისგან შექმნილი ბატალიონის შესახებ, რომელთა მთავარი მოტივაცია რუსეთის დამარცხება და დაღესტნის დამოუკიდებლობის მოპოვებაა.

რუსული მედია ბოლო ხანებში მუდმივად ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთში, შესაძლოა, ქვეყნის ცალკეულ სუბიექტებად გამოყოფის განხილვისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს...

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს იჩქერიის თემის გადახედვა დაავალა, ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ პეტიციას უკვე 25 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი...

kavkazr.com-თან საუბარში დაღესტნის ხალხთა სრულიად უკრაინის კონგრესის თავმჯდომარე და კრივისა და კიკბოქსინგის ცნობილი მწვრთნელი ახმად ახმედოვი ამბობს, რუსეთის დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებენ.

მან ცხოვრების დიდი ნაწილი დაღესტანში გაატარა, სადაც სპორტის ერთ-ერთ სახეობაში მწვრთნელი იყო. უკვე ხუთი წელია უკრაინაში ცხოვრობს, თუმცა, რუსული პასპორტით. დაღესტანში შვილი და დედა დარჩა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი შვილი გააფრთხილა, რომ მამასთან ურთიერთობის შემთხვევაში, ცუდად დაამთავრებდა... დედამისის სახლს ძალიან ხშირად ჩხრეკენ, მიუხედავად იმისა, რომ შვილის ადგილსამყოფელი ისედაც იციან. ახმადოვი ბატალიონ ხორტის მოხალისეა.

"ლუგანსკის ოლქში ყველაზე მძიმე ბრძოლებში მომიწია მონაწილეობა - ვიბრძოდი ლისიჩანსკში, სევეროდონეცკში, ტოშკოვკაში, პოპასნაიაში, ორეხოვოში... ჩრდილოეთ კავკასიიდან აქ ბევრნი ვართ. ახლა ჩეჩნეთი ყველაზე მტკივნეული ადგილია მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში. მოსახლეობის მესამედი ამ ოცი წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ განადგურდა.

არადა, ჩეჩენი ხალხი იმსახურებს, რომ მათი ტერიტორიები ოკუპირებულად აღიარონ. კავკასიელებისთვის ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმსახურებთ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, დაღესტნელებიც და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ერებიც... დაღესტანი ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ განვითარების შესაძლებლობას არ აძლევენ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს. ტერიტორიულად სომხეთზე დიდია. იქ შეიძლება ეკონომიკის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებების განვითარება, ოღონდ ამ ყველაფერს პოლიტიკური ნება სჭირდება...

ჩვენ ვხედავთ კრემლისა და კადიროვის რეაქციებს, აღიარებასთან დაკავშირებით, შეშლილებს ჰგვანან. იმიტომ, რომ რუსეთის დაშლის დღეები დათვლილია. ამაში დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ამ პროცესს ძალიან მალე ვნახავთ" - ამბობს ახმადოვი.

კითხვაზე, ახლა რომ დაღესტანში რეფერენდუმი ჩატარდეს, რამდენი პროცენტი მისცემს ხმას დამოუკიდებლობას, ის პასუხობს, რომ 30% რუსეთის ინტერესების გამტარებელია და კრემლის სამსახურშია, დანარჩენ 70%-ს კი, დამოუკიდებლობა სურს.

"ჩვენს შვილებს სკოლაში მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება არ აქვთ, მხოლოდ რუსულად სწავლობენ. დაღესტნელი ერის სასტიკი, უხეში ასიმილაცია მიმდინარეობს... წარმოდგენა არავის ჰქონდა, ჩვენთან რა ხდებოდა, იქამდე, ვიდრე რუსეთის აგრესია უკრაინას არ შეეხო. ანუ თავისი სახე გამოავლინა", - ამბობს დაღესტნელი მოხალისე.