პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მისი უდიდებულესობა ხინკალი - 1 მილიონი კილოგრამი "კუჭები" ნიკიტა ხრუშჩოვისთვის
მისი უდიდებულესობა ხინკალი - 1 მილიონი კილოგრამი "კუჭები" ნიკიტა ხრუშჩოვისთვის

სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად ყო­ფი­ლა ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი. რო­დე­საც სუფ­რა­ზე მის­თვის ხინ­კა­ლი მი­ურ­თმე­ვი­ათ, აუხ­სნი­ათ, რომ კუ­ჭის შეჭ­მა არ იყო სა­სურ­ვე­ლი. აბა, რას უშ­ვე­ბით ამ­დენ ხინ­კლის კუ­ჭ­სო? უკი­თხავს ნი­კი­ტას ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ცე­კას იმ­ჟა­მინ­დე­ლი პირ­ვე­ლი მდივ­ნის­თვის. ნა­გავ­ში ვყრი­თო, უპა­სუ­ხია ალა­ლად ვა­სილ პავ­ლო­ვიჩს. ნი­კი­ტა ვაგ­ლა­ხად ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლა და იქვე, გვერ­დით მდგო­მი თა­ნა­შემ­წის­თვის "კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი" და­ვა­ლე­ბა მი­უ­ცია.

მცი­რე ხნის შემ­დეგ, თა­ნა­შემ­წეს ხრუშ­ჩო­ვის­თვის წა­რუდ­გე­ნია "ეკო­ნო­მი­კუ­რი" გა­ან­გა­რი­შე­ბის შე­დე­გი.

აღ­მოჩ­ნდა, რომ 5-მი­ლი­ო­ნი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იჭ­მე­ბო­და 250 მი­ლი­ო­ნი ცალი ხინ­კა­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ნა­გავ­ში გა­დაყ­რი­ლი ხინ­კლის კუ­ჭე­ბის სა­ერ­თო წონა 1 მი­ლი­ონ კი­ლოგ­რამს აღე­მა­ტე­ბო­და.

ძვე­ლი აღ­თქმის ხა­ნა­ში ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გა­მორ­ჩე­ულ პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ მზის ღვთა­ე­ბას, ქალღმერთ "ბარ­ბა­ლეს", იგი­ვე "ბარ­ბოლს", რო­მე­ლიც ით­ვლე­ბო­და ასე­ვე ქა­ლე­ბის, დე­დობ­რი­ვი ძა­ლე­ბი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მფარ­ველ ღვთა­ე­ბად. სხვა­თა შო­რის, სი­ტყვა "ბორ­ბა­ლი" პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა მზის ღვთა­ე­ბის - "ბარ­ბო­ლის" სა­ხელს.

კვი­რის დღე­თა­გან მზის დღედ ით­ვლე­ბო­და კვი­რა - დღე, რო­მელ­საც ძველ­ქარ­თუ­ლად ერ­ქვა "მზი­სა", ანუ "სა­უფ­ლო". ზამ­თრის მზის ბუ­ნი­ო­ბის დღეს - თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ლენ­დრით 21 დე­კემ­ბერს, იმარ­თე­ბო­და ქალღმერთ ბარ­ბა­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლი დიდი დღე­სას­წა­უ­ლი "ბარ­ბა­ლო­ბა" - რი­ტუ­ა­ლუ­რი ლოც­ვე­ბით, გა­ლო­ბით, ჰიმ­ნე­ბი­თა და ფერ­ხუ­ლით. ბარ­ბა­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლი იმ­ჟა­მინ­დე­ლი სიმ­ღე­რა ახ­ლაც არის შე­მო­ნა­ხუ­ლი ქარ­თულ ხალ­ხურ ეპოს­ში: "მზე შინა და მზე გა­რე­თა, მზევ შინ შე­მო­დიო". ბარ­ბა­ლეს უძღვნიდ­ნენ რი­ტუ­ა­ლურ შე­სა­წი­რავს: რძის ფა­ფას, ხა­ჭა­პურს და რა თქმა უნდა, ისეთ უძ­ვე­ლეს ქარ­თულ კერძს, რო­გო­რი­ცაა მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ხინ­კა­ლი! ბარ­ბა­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლით იწყე­ბო­და ძვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი წელი...

და­ვაკ­ვირ­დეთ ხინ­კალს და ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი შე­იქ­ნე­ბა: ხინ­კლის კუჭი შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა მზეს, ნა­ო­ჭე­ბი კი - მზის სხი­ვებს. ხინ­კა­ლი ყო­ფი­ლა წარ­მარ­თუ­ლი ხა­ნის სა­რი­ტუ­ა­ლო კერ­ძი. მას უპი­რა­ტე­სად ამ­ზა­დებ­დნენ კვი­რა­დღეს, ანუ "მზის დღეს".

თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ვერ­კვეთ სი­ტყვის ეტი­მო­ლო­გი­ა­ში. დიდი ქარ­თვე­ლი ლექ­სი­კო­ლო­გი სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი გან­მარ­ტავს: "ხინ­კა­ლი არის დუ­მის შაშ­ხი". გა­მო­დის, რომ "ხინ­კა­ლი" სა­ხელს უნდა უმად­ლო­დეს თა­ვი­სი ძვე­ლი რე­ცეპ­ტუ­რის უმ­თავ­რეს ინ­გრე­დი­ენტს - და­შაშ­ხულ, გა­მოყ­ვა­ნილ ცხვრის დუ­მას, რო­მე­ლიც ძვე­ლად ბა­რა­ქი­სა და სიმ­დიდ­რის სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და. ჩვე­ნი აზ­რით, კერ­ძის სა­ხელ­წო­დე­ბა მომ­დი­ნა­რე­ობს რთულ­ფუ­ძი­ა­ნი სი­ტყვი­დან "ცხიმ-გალი", რაც უნდა ნიშ­ნავ­დეს და­სა­შაშ­ხად გა­კი­დუ­ლი ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცის აც­მას, აკი­დოს ანუ გა­ლას.

ხინ­კა­ლი უნი­კა­ლუ­რი კერ­ძია, რად­გა­ნაც შე­ი­ცავს ქარ­თვე­ლი კა­ცის მე­ნი­უს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ კომ­პო­ნენტს: პურს, ხორცს, სხვა­დას­ხვა სა­ნე­ლე­ბელს. სა­ხინ­კლე ცო­მის­თვის ვარ­გი­სია ხორ­ბლის ფქვი­ლის სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბა: შავი, რუხი, თეთ­რი.

სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია თეთ­რი ფქვი­ლი. სა­ხინ­კლე ცომი იზი­ლე­ბა ნელა და დიდ­ხანს, სა­ფუვ­რის გა­რე­შე, მხო­ლოდ წყლი­სა და მა­რი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით.

რაც უფრო დიდ­ხანს იზი­ლე­ბა ცომი, მით უფრო ძარ­ღვი­ა­ნი ხდე­ბა და ხარ­შვი­სას ნაკ­ლე­ბად იშ­ლე­ბა, თან უფრო გემ­რი­ე­ლიც გა­მო­დის. ამ­ბო­ბენ, ხინ­კლის კანი მო­ხარ­შვის შემ­დეგ რომ გლუ­ვი, კრი­ა­ლა და სა­სი­ა­მოვ­ნო შე­სა­ხე­და­ო­ბი­სა იყოს, ცო­მის მო­ზელ­ვამ­დე ფქვილ­ში უნდა გა­იხ­სნას ერთი ათ­ქვე­ფი­ლი კვერ­ცხის წყალ­ხსნა­რი.

ფარ­შის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ძრო­ხის, ღო­რის, ცხვრი­სა და ნა­დი­რის (ჯიხ­ვის, გა­რე­უ­ლი ღო­რის, ირ­მის, დათ­ვის) ხორ­ცი, ასე­ვე ცალ­კე­ულ სა­ხე­ო­ბა­თა კომ­ბი­ნა­ცია: ძრო­ხი­სა და ცხვრის, ღო­რი­სა და ძრო­ხის, ასე­ვე ცხვრი­სა და ღო­რის ხორ­ცი. სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში - მთი­უ­ლეთ­ში, ფშავ­ში, ხევ­სუ­რეთ­ში, თუ­შეთ­სა და ხევ­ში უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ ცხვრი­სა და ძრო­ხის ხორცს, ბარ­ში კი ძრო­ხი­სა და ღო­რის ხორცს. ხინ­კლის მო­სამ­ზა­დებ­ლად არ იყე­ნე­ბენ ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლის ხორცს, თუმ­ცა ვინ იცის... აგ­რეთ­ვე, პი­კან­ტუ­რი, სა­სი­ა­მოვ­ნო გემო აქვს ზუ­თხის­გან მომ­ზა­დე­ბულ ხინ­კალს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
4

ცხელი და "ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალი" !

....
3

უშვრებითო? რრრ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

მისი უდიდებულესობა ხინკალი - 1 მილიონი კილოგრამი "კუჭები" ნიკიტა ხრუშჩოვისთვის

მისი უდიდებულესობა ხინკალი - 1 მილიონი კილოგრამი "კუჭები" ნიკიტა ხრუშჩოვისთვის

საქართველოში სტუმრად ყოფილა ნიკიტა ხრუშჩოვი. როდესაც სუფრაზე მისთვის ხინკალი მიურთმევიათ, აუხსნიათ, რომ კუჭის შეჭმა არ იყო სასურველი. აბა, რას უშვებით ამდენ ხინკლის კუჭსო? უკითხავს ნიკიტას ვასილ მჟავანაძისთვის, საქართველოს ცეკას იმჟამინდელი პირველი მდივნისთვის. ნაგავში ვყრითო, უპასუხია ალალად ვასილ პავლოვიჩს. ნიკიტა ვაგლახად ჩაფიქრებულა და იქვე, გვერდით მდგომი თანაშემწისთვის "კონფიდენციალური" დავალება მიუცია.

მცირე ხნის შემდეგ, თანაშემწეს ხრუშჩოვისთვის წარუდგენია "ეკონომიკური" გაანგარიშების შედეგი.

აღმოჩნდა, რომ 5-მილიონიან საქართველოში ყოველწლიურად იჭმებოდა 250 მილიონი ცალი ხინკალი. შესაბამისად, ნაგავში გადაყრილი ხინკლის კუჭების საერთო წონა 1 მილიონ კილოგრამს აღემატებოდა.

ძველი აღთქმის ხანაში ჩვენი წინაპრები გამორჩეულ პატივს მიაგებდნენ მზის ღვთაებას, ქალღმერთ "ბარბალეს", იგივე "ბარბოლს", რომელიც ითვლებოდა ასევე ქალების, დედობრივი ძალებისა და ნაყოფიერების მფარველ ღვთაებად. სხვათა შორის, სიტყვა "ბორბალი" პირდაპირ უკავშირდება მზის ღვთაების - "ბარბოლის" სახელს.

კვირის დღეთაგან მზის დღედ ითვლებოდა კვირა - დღე, რომელსაც ძველქართულად ერქვა "მზისა", ანუ "საუფლო". ზამთრის მზის ბუნიობის დღეს - თანამედროვე კალენდრით 21 დეკემბერს, იმართებოდა ქალღმერთ ბარბალესადმი მიძღვნილი დიდი დღესასწაული "ბარბალობა" - რიტუალური ლოცვებით, გალობით, ჰიმნებითა და ფერხულით. ბარბალესადმი მიძღვნილი იმჟამინდელი სიმღერა ახლაც არის შემონახული ქართულ ხალხურ ეპოსში: "მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო". ბარბალეს უძღვნიდნენ რიტუალურ შესაწირავს: რძის ფაფას, ხაჭაპურს და რა თქმა უნდა, ისეთ უძველეს ქართულ კერძს, როგორიცაა მისი უდიდებულესობა ხინკალი! ბარბალობის დღესასწაულით იწყებოდა ძველად საქართველოში ახალი წელი...

დავაკვირდეთ ხინკალს და ყველაფერი ნათელი შეიქნება: ხინკლის კუჭი შეესატყვისება მზეს, ნაოჭები კი - მზის სხივებს. ხინკალი ყოფილა წარმართული ხანის სარიტუალო კერძი. მას უპირატესად ამზადებდნენ კვირადღეს, ანუ "მზის დღეს".

თავდაპირველად გავერკვეთ სიტყვის ეტიმოლოგიაში. დიდი ქართველი ლექსიკოლოგი სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს: "ხინკალი არის დუმის შაშხი". გამოდის, რომ "ხინკალი" სახელს უნდა უმადლოდეს თავისი ძველი რეცეპტურის უმთავრეს ინგრედიენტს - დაშაშხულ, გამოყვანილ ცხვრის დუმას, რომელიც ძველად ბარაქისა და სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ჩვენი აზრით, კერძის სახელწოდება მომდინარეობს რთულფუძიანი სიტყვიდან "ცხიმ-გალი", რაც უნდა ნიშნავდეს დასაშაშხად გაკიდული ცხიმიანი ხორცის აცმას, აკიდოს ანუ გალას.

ხინკალი უნიკალური კერძია, რადგანაც შეიცავს ქართველი კაცის მენიუს ყველა აუცილებელ კომპონენტს: პურს, ხორცს, სხვადასხვა სანელებელს. სახინკლე ცომისთვის ვარგისია ხორბლის ფქვილის სამივე სახეობა: შავი, რუხი, თეთრი.

საუკეთესო ვარიანტია თეთრი ფქვილი. სახინკლე ცომი იზილება ნელა და დიდხანს, საფუვრის გარეშე, მხოლოდ წყლისა და მარილის გამოყენებით.

რაც უფრო დიდხანს იზილება ცომი, მით უფრო ძარღვიანი ხდება და ხარშვისას ნაკლებად იშლება, თან უფრო გემრიელიც გამოდის. ამბობენ, ხინკლის კანი მოხარშვის შემდეგ რომ გლუვი, კრიალა და სასიამოვნო შესახედაობისა იყოს, ცომის მოზელვამდე ფქვილში უნდა გაიხსნას ერთი ათქვეფილი კვერცხის წყალხსნარი.

ფარშისთვის გამოიყენება ძროხის, ღორის, ცხვრისა და ნადირის (ჯიხვის, გარეული ღორის, ირმის, დათვის) ხორცი, ასევე ცალკეულ სახეობათა კომბინაცია: ძროხისა და ცხვრის, ღორისა და ძროხის, ასევე ცხვრისა და ღორის ხორცი. საქართველოს მთიან რეგიონებში - მთიულეთში, ფშავში, ხევსურეთში, თუშეთსა და ხევში უპირატესობას ანიჭებენ ცხვრისა და ძროხის ხორცს, ბარში კი ძროხისა და ღორის ხორცს. ხინკლის მოსამზადებლად არ იყენებენ შინაური ფრინველის ხორცს, თუმცა ვინ იცის... აგრეთვე, პიკანტური, სასიამოვნო გემო აქვს ზუთხისგან მომზადებულ ხინკალს. გააგრძელეთ კითხვა