ავტორი:

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - ვინ როგორ ზრდის სამხედრო ბიუჯეტს

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - ვინ როგორ ზრდის სამხედრო ბიუჯეტს

მომავალი წლისთვის საქართველოს ხელისუფლება აპირებს 23%-ით, ანუ 260 მლნ ლარით (დაახლოებით 93 მლნ აშშ დოლარით) გაუზარდოს დაფინანსება თავდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც 2023 წლის სამხედრო ბიუჯეტის ნიშნული 1,26 მლრდ ლარს (დაახლოებით 450 მლნ დოლარს) გაუტოლდება.

რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც სამშობლოს დამცველებზე სახელმწიფო ზრუნვას აძლიერებს, მაგრამ საკმარისია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამ ოდენობით დაფინანსება, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩვენს რეგიონსა და ახლო სამეზობლოში ომებია?

შედარებისთვის მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითებს მოვიყვანთ, თუ როგორ აპირებენ ისინი მომავალ წელს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას.

სომხეთის რესპუბლიკა 2023 წელს შეიარაღებული ძალების დაფინანსების გაზრდას 47%-ით აპირებს, 1,245 მლრდ დოლარამდე.

კიდევ ერთი მეზობელი, აზერბაიჯანი, არმიის დაფინანსებას მომავალი წლისთვის მხოლოდ 4,6%-ით ზრდის, მაგრამ მისი თავდაცვითი ბიუჯეტი მართლაც შთამბეჭდავ რიცხვს - 3,1 მლრდ დოლარს გაუტოლდება, რაც თითქმის ორჯერ მეტია სომხეთისა და საქართველოს ერთად აღებულ მომავალ სამხედრო ხარჯებზე.

გასაგებია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, საბრძოლო მდგომარეობაში არიან ერთმანეთთან. ამასთან, ბაქოს ირანის საზღვრისპირა გააქტიურებაც აშფოთებს და ამიტომაც აქვს ამხელა სამხედრო ბიუჯეტი, რის საშუალებასაც აზერბაიჯანს ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვა აძლევს. გააგრძელეთ კითხვა