მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავის დროზე მე და მაკა შევთანხმდით, რომ მე ტანსაცმლის კეთებას აღარ მივუბრუნდებოდი" - რას ამბობს თათა ვარდანაშვილი ასათიანთან ურთიერთობასა და ჩამოშორებულ კოლეგებზე?
"თავის დროზე მე და მაკა შევთანხმდით, რომ მე ტანსაცმლის კეთებას აღარ მივუბრუნდებოდი" - რას ამბობს თათა ვარდანაშვილი ასათიანთან ურთიერთობასა და ჩამოშორებულ კოლეგებზე?

ცოტა ხნის წინ ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. რო­გორც თა­ვად­ვე გვი­თხრა, ის უკვე წლე­ბია, რაც ანნა-მა­რია ხო­დე­ლი გახ­ლავთ (რამ­დე­ნი­მე წე­ლია, გვარ-სა­ხე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა). ინ­ტერ­ვი­უმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას კი­დევ რამ­დე­ნი­მე თე­მას შე­ვე­ხეთ, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, თე­მა­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ მოხ­ვდა. დი­ა­ლო­გის იმ ეპი­ზო­დებს ახლა შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ერთ დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, წლე­ბია ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლია თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას, ჩვენს კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა დი­ზა­ი­ნერ­თან, რეს­პონ­დენ­ტის პა­სუ­ხი ასე­თია:

- ღმერ­თმა მომ­ცა იმის ბედ­ნი­ე­რე­ბა და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ისე და­ლაგ­და, რომ დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, მათ შო­რის, შო­ბას, აღ­დგო­მას ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში მაკა ასა­თი­ან­თან მი­წევს შეხ­ვედ­რა... მას­ზე ორი წლით უფ­რო­სი ვარ, მაგ­რამ მე და მაკა ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. ისე მოხ­და, რომ თხი­ლა­მუ­რებ­ზეც ერთ სპორ­ტსკო­ლა­ში დავ­დი­ო­დით, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ერთ პე­და­გოგ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დით. ას­პა­რეზ­ზე 2 წლით ადრე გა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ჩვე­ნე­ბებს ერ­თად ვა­წყობ­დით. რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ, სა­ნამ მოდა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეს­თე­ტი­კის ნა­წი­ლი, ფეხს მო­ი­კი­დებ­და. დღეს რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბით, ისევ ის პა­ტა­რა გო­გო­ე­ბი ვართ, როცა დი­ზა­ი­ნე­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დით და სა­მო­მავ­ლოდ კოშ­კებს ვა­გებ­დით... ახლა ერ­თმა­ნეთს ვე­უბ­ნე­ბით კი­დეც, - ჩვენს სფე­რო­ში ისევ ხომ არ დავ­ბრუნ­დეთ?! მაკა აზრი ასე­თია - ჩვენ უკვე გა­ვა­კე­თეთ! მეც ვე­თან­ხმე­ბი, - გა­ვა­კე­თეთ, რაც შევ­ძე­ლით...

- მარ­თლაც კარ­გად მახ­სოვს თქვე­ნი სა­ო­ცა­რი ჩვე­ნე­ბე­ბი... დღე­სას­წა­უ­ლი­ვით იყო...

- ის სიყ­ვა­რუ­ლი, რაც მო­დის სამ­ყა­როს­თან გვა­კავ­ში­რებს, ჩვენ­ში იმ­დე­ნად ცო­ცხა­ლია და იმ­დე­ნად გვა­ბედ­ნი­ე­რებს, რომ ხვდე­ბი, იმ ეპო­ქის გზა, მუ­დამ ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბა. რა­საც ვერ ვი­ტყვი სხვა დი­ზა­ი­ნე­რებ­ზე, ვის­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი გა­ვი­ა­რე... ყვე­ლას ვეხ­მა­რე­ბო­დი, ჩვე­ნე­ბებს ვა­წყობ­დი, უან­გა­როდ, უსას­ყიდ­ლოდ აქაც და სა­ზღვარ­გა­რე­თაც... თუმ­ცა ახლა ასეა, - არა­ვინ მკი­თხუ­ლობს... ადრე მწყინ­და, ახლა მი­ხა­რია... ალ­ბათ ეში­ნი­ათ, სად­მე არ გა­მოვ­ჩნდე... არა­ფე­რია... მთა­ვა­რია, შენს თავ­თან იყო მარ­თა­ლი. რა კარ­გია, რომ კა­რი­ე­რის გზა­ზე, პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის მიღ­მა, კო­ლე­გა აღ­მო­მაჩ­ნდა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც, აი, ასე წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ვი­ა­რე გზა. ამის­თვის ვმად­ლობ ღმერ­თს.

- ე.ი. მაკა ასა­თი­ა­ნი კარ­გი კო­ლე­გაა...

- სა­უ­კე­თე­სო კო­ლე­გა. უფრო მე­ტიც, ჩვენ ხომ თა­ვის დრო­ზე შევ­თან­ხმდით, რომ ის ტან­საც­მელს გა­ა­კე­თებ­და, მე - ფეხ­საც­მელს და ტან­საც­მელს აღარ მი­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი. ამ გზას ერ­თად გა­ვივ­ლი­დით და არც ამის­თვის გვი­ღა­ლა­ტია!

- მას ამ ეტაპ­ზე არ აქვს ამ სფე­როს­თან შე­ხე­ბა...

- არა და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ მაკა არის სა­უ­კე­თე­სო დედა და სა­უ­კე­თე­სო ბე­ბია. გარ­და იმი­სა, რომ სა­უ­კე­თე­სო კო­ლე­გაა და ასე­თი­ვე მე­გო­ბა­რი. მო­დის სფე­რო­ში არა­ფერს საქ­მი­ა­ნობს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ მო­დის სამ­ყა­რო­ში მას მხო­ლოდ გა­მო­ჩე­ნა სჭირ­დე­ბა და მეტი არც არა­ფე­რი. იმ­დე­ნად კარ­გია, ისე­თი ლა­მა­ზია, სა­დაც არ უნდა გა­მოჩ­ნდეს, რო­გორც არ უნდა იყოს, მა­კაა ასა­თი­ა­ნი და მორ­ჩა!

- სა­კუ­თარ თავს შეც­დო­მად რას უთ­ვლი და რას ნა­ნობ?

- ჩემი ერ­თა­დერთ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ბევრ დაბ­რკო­ლე­ბას მიქ­მნის, რი­თაც გა­უ­გე­ბა­რი ვარ სამ­ყა­როს­თვის, რის გა­მოც ალ­ბათ უცხო ვარ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ის არის, რომ არა­ნორ­მა­ლუ­რად შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი მაქვს - სიყ­ვა­რუ­ლი ჩემი სამ­შობ­ლოს მი­მართ. არა, ეს შეც­დო­მა კი არა, ნი­ჭია, რო­მე­ლიც ღმერ­თმა მომ­ცა, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლის­თვის რა­ტომ­ღაც გა­უ­გე­ბა­რია. ამი­ტომ, ამ თე­მა­ზე არ ვსა­უბ­რობ და ამ კუ­თხით არც არა­ფერს ვცვლი.

...კი, ღმერ­თმა მა­ჩუ­ქა მხატ­ვრო­ბის, პო­ე­ზი­ის, სა­ღად აზ­როვ­ნე­ბის ნიჭი, ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად ვიცი და მეს­მის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნი­ჭე­ბიც მაქვს... ყვე­ლა ამ ნი­ჭთან ერ­თად აღ­მა­ტე­ბუ­ლად მა­წუ­ხებს და მაწ­ვა­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან გა­უ­ცხო­ე­ბა... ...შეც­დო­მაა, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც მა­ნამ­დე არ იყო? რომ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნას უან­გა­როდ გა­მოს­დგო­მო­და? მაგ­რამ თუ თეთ­რი ყვა­ვი­ვით ხარ, უცხო ხარ და ვე­რა­ფერს იზამ?!.

არა არ მგო­ნია, ეს ყვე­ლა­ფე­რი შეც­დო­მა იყოს. უბ­რა­ლოდ სხვე­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რია... ჩვენ ვცხოვ­რობთ იმ დროს, როცა ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რობს, „რა დროს სხვა ადა­მი­ან­ზე ფიქ­რია,“ ან „რა დროს რა ვუშ­ვე­ლო ამ ქვე­ყა­ნას“ ამა­ზე დარ­დის დროა?! სა­ნამ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ვცდი­ლობ­დი, ჩემი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მე­ტა­ნა, რომ აქ დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია ევ­რო­პე­ლებს ენა­ხათ, ეთ­ქვათ, თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ღა­ცებს კარ­გად აკე­თე­ბენ, მოდი, წა­ვი­დე და ვნა­ხო. მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია, რომ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სვე­ტი­ცხო­ველ­ში ვლო­ცუ­ლობთ, იქვე მის ერთ-ერთ ფა­სად­ზე ქვა­ზე ამოკ­ვე­თი­ლია დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა. ეს ხომ იმის სიმ­ბო­ლოა, რომ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა მარ­ჯვე­ნა მოკ­ვე­თო იმის გამო, რომ სხვა­ზე კარ­გი აუ­გია. ამის მერე ადა­მი­ანს გული რა­ღა­ზე უნდა დაგ­წყდეს, ან რა უნდა იდარ­დო, როცა სვე­ტი­ცხოვ­ლის შე­მოქ­მე­დი ასე და­სა­ჯეს...

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"თავის დროზე მე და მაკა შევთანხმდით, რომ მე ტანსაცმლის კეთებას აღარ მივუბრუნდებოდი" - რას ამბობს თათა ვარდანაშვილი ასათიანთან ურთიერთობასა და ჩამოშორებულ კოლეგებზე?

"თავის დროზე მე და მაკა შევთანხმდით, რომ მე ტანსაცმლის კეთებას აღარ მივუბრუნდებოდი" - რას ამბობს თათა ვარდანაშვილი ასათიანთან ურთიერთობასა და ჩამოშორებულ კოლეგებზე?

ცოტა ხნის წინ ცნობილმა დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. როგორც თავადვე გვითხრა, ის უკვე წლებია, რაც ანნა-მარია ხოდელი გახლავთ (რამდენიმე წელია, გვარ-სახელი ოფიციალურად შეიცვალა). ინტერვიუმ საზოგადოების, მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია. რესპონდენტთან საუბრისას კიდევ რამდენიმე თემას შევეხეთ, რომელიც აღნიშნულ ინტერვიუში, თემატიკიდან გამომდინარე, ვერ მოხვდა. დიალოგის იმ ეპიზოდებს ახლა შემოგთავაზებთ.

ერთ დროს პოპულარული დიზაინერი, გარემოებების გამო, წლებია ფაქტობრივად ჩამოცილებულია თავის საქმიანობას, ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა ურთიერთობა სხვა დიზაინერთან, რესპონდენტის პასუხი ასეთია:

- ღმერთმა მომცა იმის ბედნიერება და ჩვენი ცხოვრება ისე დალაგდა, რომ დიდ დღესასწაულებზე, მათ შორის, შობას, აღდგომას ქაშვეთის ტაძარში მაკა ასათიანთან მიწევს შეხვედრა... მასზე ორი წლით უფროსი ვარ, მაგრამ მე და მაკა ერთად გავიზარდეთ. ისე მოხდა, რომ თხილამურებზეც ერთ სპორტსკოლაში დავდიოდით, სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად ერთ პედაგოგთან ვემზადებოდით. ასპარეზზე 2 წლით ადრე გამოვედი, მაგრამ ჩვენებებს ერთად ვაწყობდით. რთული გზა გავიარეთ, სანამ მოდა, როგორც საზოგადოების ესთეტიკის ნაწილი, ფეხს მოიკიდებდა. დღეს როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ისევ ის პატარა გოგოები ვართ, როცა დიზაინერობაზე ვოცნებობდით და სამომავლოდ კოშკებს ვაგებდით... ახლა ერთმანეთს ვეუბნებით კიდეც, - ჩვენს სფეროში ისევ ხომ არ დავბრუნდეთ?! მაკა აზრი ასეთია - ჩვენ უკვე გავაკეთეთ! მეც ვეთანხმები, - გავაკეთეთ, რაც შევძელით...

- მართლაც კარგად მახსოვს თქვენი საოცარი ჩვენებები... დღესასწაულივით იყო...

- ის სიყვარული, რაც მოდის სამყაროსთან გვაკავშირებს, ჩვენში იმდენად ცოცხალია და იმდენად გვაბედნიერებს, რომ ხვდები, იმ ეპოქის გზა, მუდამ ცოცხალი იქნება. რასაც ვერ ვიტყვი სხვა დიზაინერებზე, ვისთან ერთადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავიარე... ყველას ვეხმარებოდი, ჩვენებებს ვაწყობდი, უანგაროდ, უსასყიდლოდ აქაც და საზღვარგარეთაც... თუმცა ახლა ასეა, - არავინ მკითხულობს... ადრე მწყინდა, ახლა მიხარია... ალბათ ეშინიათ, სადმე არ გამოვჩნდე... არაფერია... მთავარია, შენს თავთან იყო მართალი. რა კარგია, რომ კარიერის გზაზე, პიროვნული ღირსებისა და პატივისცემის მიღმა, კოლეგა აღმომაჩნდა, რომელთან ერთადაც, აი, ასე წარმატებულად გავიარე გზა. ამისთვის ვმადლობ ღმერთს.

- ე.ი. მაკა ასათიანი კარგი კოლეგაა...

- საუკეთესო კოლეგა. უფრო მეტიც, ჩვენ ხომ თავის დროზე შევთანხმდით, რომ ის ტანსაცმელს გააკეთებდა, მე - ფეხსაცმელს და ტანსაცმელს აღარ მივუბრუნდებოდი. ამ გზას ერთად გავივლიდით და არც ამისთვის გვიღალატია!

- მას ამ ეტაპზე არ აქვს ამ სფეროსთან შეხება...

- არა და მეამაყება, რომ მაკა არის საუკეთესო დედა და საუკეთესო ბებია. გარდა იმისა, რომ საუკეთესო კოლეგაა და ასეთივე მეგობარი. მოდის სფეროში არაფერს საქმიანობს, მაგრამ მგონია, რომ მოდის სამყაროში მას მხოლოდ გამოჩენა სჭირდება და მეტი არც არაფერი. იმდენად კარგია, ისეთი ლამაზია, სადაც არ უნდა გამოჩნდეს, როგორც არ უნდა იყოს, მაკაა ასათიანი და მორჩა!

- საკუთარ თავს შეცდომად რას უთვლი და რას ნანობ?

- ჩემი ერთადერთ მთავარი პრობლემა, რაც ცხოვრებაში ბავშვობიდან ძალიან ბევრ დაბრკოლებას მიქმნის, რითაც გაუგებარი ვარ სამყაროსთვის, რის გამოც ალბათ უცხო ვარ საზოგადოებისთვის, ის არის, რომ არანორმალურად შესისხლხორცებული მაქვს - სიყვარული ჩემი სამშობლოს მიმართ. არა, ეს შეცდომა კი არა, ნიჭია, რომელიც ღმერთმა მომცა, მაგრამ ის ადამიანების ნაწილისთვის რატომღაც გაუგებარია. ამიტომ, ამ თემაზე არ ვსაუბრობ და ამ კუთხით არც არაფერს ვცვლი.

...კი, ღმერთმა მაჩუქა მხატვრობის, პოეზიის, საღად აზროვნების ნიჭი, ბავშვობიდან კარგად ვიცი და მესმის ძველი ქართული ლიტერატურა, მათემატიკური ნიჭებიც მაქვს... ყველა ამ ნიჭთან ერთად აღმატებულად მაწუხებს და მაწვალებს საზოგადოებასთან გაუცხოება... ...შეცდომაა, რომ ჩემს ქვეყანაში გამეკეთებინა ის, რაც მანამდე არ იყო? რომ ჩემი გამოცდილება ამ ქვეყანას უანგაროდ გამოსდგომოდა? მაგრამ თუ თეთრი ყვავივით ხარ, უცხო ხარ და ვერაფერს იზამ?!.

არა არ მგონია, ეს ყველაფერი შეცდომა იყოს. უბრალოდ სხვებისთვის გაუგებარია... ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, „რა დროს სხვა ადამიანზე ფიქრია,“ ან „რა დროს რა ვუშველო ამ ქვეყანას“ ამაზე დარდის დროა?! სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ვცდილობდი, ჩემი ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ გამეტანა, რომ აქ დამზადებული პროდუქცია ევროპელებს ენახათ, ეთქვათ, თურმე საქართველოში რაღაცებს კარგად აკეთებენ, მოდი, წავიდე და ვნახო. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დავიბადე და გავიზარდე ქვეყანაში, სადაც სვეტიცხოველში ვლოცულობთ, იქვე მის ერთ-ერთ ფასადზე ქვაზე ამოკვეთილია დიდოსტატის მარჯვენა. ეს ხომ იმის სიმბოლოა, რომ წარმატებულ ადამიანს შეიძლება მარჯვენა მოკვეთო იმის გამო, რომ სხვაზე კარგი აუგია. ამის მერე ადამიანს გული რაღაზე უნდა დაგწყდეს, ან რა უნდა იდარდო, როცა სვეტიცხოვლის შემოქმედი ასე დასაჯეს...

ნახეთ ასევე: