პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი იტალიური პოლიციისა და მედიისთვის მძარცველებზე, რომლებმაც კვარაცხელიას ავტომობილი მოპარეს
რა არის ცნობილი იტალიური პოლიციისა და მედიისთვის მძარცველებზე, რომლებმაც კვარაცხელიას ავტომობილი მოპარეს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ავ­ტო­მო­ბი­ლი ქარ­თვე­ლებ­მა მო­ი­პა­რეს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, იტა­ლი­უ­რი პო­ლი­ცი­ი­სა და მე­დი­ის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­მე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ძარ­ცვეს ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი.

მძარ­ცვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ბოლო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც იტა­ლი­ურ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა, ასე­თია: ქურ­დებ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, იცოდ­ნენ ვის ძარ­ცვავ­დნენ. მათ კარ­გად ჰქონ­დათ შეს­წავ­ლი­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას გან­რი­გი, მისი ჩვე­ვე­ბი - რო­დის შე­დის სახ­ლში, რო­დის იძი­ნებს, შეს­წავ­ლი­ლი ჰყავ­დათ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფეხ­ბურ­თელ­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. პი­რა­დი დაც­ვის რე­ჟი­მი.

რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად შე­ის­წავ­ლეს, ამის შემ­დეგ გა­და­ვიდ­ნენ მოქ­მე­დე­ბა­ზე. ისი­ნი ჯერ სახ­ლში შე­იჭრ­ნენ, აი­ღეს ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­ღე­ბი, ჩა­ვიდ­ნენ ავ­ტო­სად­გომ­ზე, ჩას­ხდნენ მან­ქა­ნა­ში და ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს ("კვა­რას" მან­ქა­ნა, Mini Countryman და­ახ­ლო­ე­ბით 35 000 ევ­როდ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი).

მო­პა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი პო­ლი­ცი­ამ ძარ­ცვი­დან 24 სა­ათ­ზე უფრო ნაკ­ლებ დრო­ში იპო­ვა. ის სა­მან­ქა­ნო გზა­ზე იყო მი­ტო­ვე­ბუ­ლი.

მე­დი­ის ცნო­ბით, არ­სე­ბობს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ძარ­ცვაა აღ­ბეჭ­დი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს მძარ­ცველ­თა ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბა­ში შე­იჭრ­ნენ. პო­ლი­ცია ცდი­ლობს მათ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, თუმ­ცა ეს არც ისე მარ­ტი­ვია, რად­გა­ნაც რო­გორც ცნო­ბი­ლია, მძარ­ცვე­ლებს სახე შე­ნიღ­ბუ­ლი ჰქონ­დათ.

ძარ­ცვა შუ­ა­ღა­მით 3:00 სა­ათ­ზე მოხ­და, როცა ფეხ­ბურ­თელს ეძი­ნა და ქურ­დო­ბის ფაქ­ტი მან მხო­ლოდ დი­ლით შე­ნიშ­ნა. ქურ­დე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის გარ­და არ შე­ხე­ბი­ან არც ფულს და არც ფეხ­ბურ­თე­ლის სხვა პი­რად ნივ­თებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
1

კახა კალაძის ძმის მაგალითი გვაქვს ქართველებს. ქურდული სამყარო მურტალია. ფულის გულისთვის არავის დაინდობენ. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ. ზუსტად ის ჩაარტყავს ზურგში დანას, ვინც უცინის და ეფერება. სტატიიდან ჩანს, რომ ვიღაც შინაურია გარეული ამ საქმეში. საიდან ქონდათ ასეთი ზუსტი ინფორმაცია აბა?

ვახტანგი. 70 წლის
11

წარმატებები ხვიჩას!

ახლა ალბათ „კეთილის მსურველებიც“ ბლომად გამოუჩნდებიან, რომლებიც ათას რაღაცეებს მოიგონებენ და ტვინს გაუბურღავენ მისთვის ფულის შეწერვის მიზნით.

ჩემი აზრით ხვიჩამ ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს, რომ თავისი ყოველწლიური შემოსავლიდან მაგალითად 5-10 პროცენტს გადარიცხავს საქველმოქმედო მიზნებისათვის.

კიდევ იმას დავამატებ, რომ ხვიჩას ოჯახმა უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.

პ.ს. სამწუხარო ისტორია გვახსოვს, რაც წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ოჯახის წევრს შეემთხვა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

რა არის ცნობილი იტალიური პოლიციისა და მედიისთვის მძარცველებზე, რომლებმაც კვარაცხელიას ავტომობილი მოპარეს

რა არის ცნობილი იტალიური პოლიციისა და მედიისთვის მძარცველებზე, რომლებმაც კვარაცხელიას ავტომობილი მოპარეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი ქართველებმა მოიპარეს, თუმცა რეალურად, იტალიური პოლიციისა და მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებმა გაძარცვეს ქართველი ფეხბურთელი.

მძარცველების შესახებ ბოლო ინფორმაცია, რომელიც იტალიურ მედიაში ვრცელდება, ასეთია: ქურდებმა სავარაუდოდ, იცოდნენ ვის ძარცვავდნენ. მათ კარგად ჰქონდათ შესწავლილი კვარაცხელიას განრიგი, მისი ჩვევები - როდის შედის სახლში, როდის იძინებს, შესწავლილი ჰყავდათ ადამიანები, რომლებიც ფეხბურთელთან ერთად ცხოვრობენ. პირადი დაცვის რეჟიმი.

როდესაც ყველაფერი კარგად შეისწავლეს, ამის შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე. ისინი ჯერ სახლში შეიჭრნენ, აიღეს ავტომობილის გასაღები, ჩავიდნენ ავტოსადგომზე, ჩასხდნენ მანქანაში და ტერიტორია დატოვეს ("კვარას" მანქანა, Mini Countryman დაახლოებით 35 000 ევროდ არის შეფასებული).

მოპარული ავტომობილი პოლიციამ ძარცვიდან 24 საათზე უფრო ნაკლებ დროში იპოვა. ის სამანქანო გზაზე იყო მიტოვებული.

მედიის ცნობით, არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ძარცვაა აღბეჭდილი. არსებული ინფორმაციით, ჩანაწერებში ჩანს მძარცველთა ჯგუფი, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ. პოლიცია ცდილობს მათ იდენტიფიცირებას, თუმცა ეს არც ისე მარტივია, რადგანაც როგორც ცნობილია, მძარცველებს სახე შენიღბული ჰქონდათ.

ძარცვა შუაღამით 3:00 საათზე მოხდა, როცა ფეხბურთელს ეძინა და ქურდობის ფაქტი მან მხოლოდ დილით შენიშნა. ქურდები ავტომობილის გარდა არ შეხებიან არც ფულს და არც ფეხბურთელის სხვა პირად ნივთებს.