პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების, ასევე სუხიშვილების, ხატია ბუნიათიშვილის, ნინო ხარატიშვილის, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას და სხვათა მეშვეობით" - პრეზიდენტი
"საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების, ასევე სუხიშვილების, ხატია ბუნიათიშვილის, ნინო ხარატიშვილის, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას და სხვათა მეშვეობით" - პრეზიდენტი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის დღეს ულო­ცავს.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი დღე არამ­ხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის, არა­მედ ყვე­ლა­სია.

"მინ­და ეს დღე მი­ვუ­ლო­ცო უცხო­ეთ­ში მყოფ ჩვენს დიპ­ლო­მა­ტებს, რო­მელ­თა წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და მით უფრო, დღე­ვან­დელ დღეს.

არ მინ­და, ამ დღის აღ­ნიშ­ვნა ისე და­ვი­წყოთ, რომ არ გა­ვიხ­სე­ნო ორი ადა­მი­ა­ნი: ერთი, დიპ­ლო­მა­ტი­ის დღის და­არ­სე­ბის იდე­ის ავ­ტო­რი, იმ დრო­ის­თვის, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, გოგა გო­მი­აშ­ვი­ლი და მე­ო­რე, გუ­რამ შა­რა­ძის შვი­ლი, გი­ორ­გი შა­რა­ძე, რო­მე­ლიც ამ დღის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­მაც ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დიპ­ლო­მა­ტე­ბის პორ­ტრე­ტე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნით გა­ა­ფორ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ის ის­ტო­რია პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აა.

ეს დღე ნამ­დვი­ლად ეკუთ­ვნის ყვე­ლას, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ში შე­ი­ტა­ნა სა­კუ­თა­რი წვლი­ლი. ეს ეხე­ბა, ქარ­თველ მე­ფე­ებს და მათ ემის­რებს, თა­ვა­დებ­სა, თუ რე­ლი­გი­ურ პი­რებს, რაც იმ დრო­ინ­დე­ლი ის­ტო­რი­ის­თვის ჩვე­უ­ლი მოვ­ლე­ნა იყო. მათ დიპ­ლო­მა­ტი­ით და შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­არ­ჩი­ნეს სა­ქარ­თვე­ლო მე­ზო­ბე­ლი იმ­პე­რი­ე­ბის შე­მო­სე­ვე­ბის ჟამს და შექ­მნეს სა­ქარ­თვე­ლო. ეს იყო რო­გორც გარე, ასე­ვე შიდა დიპ­ლო­მა­ტია. შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ შიდა დიპ­ლო­მა­ტი­ის კუ­თხით კრა­ვაი ჯა­ყე­ლი და გარე დიპ­ლო­მა­ტი­ის კუ­თხით ნი­კო­ლოზ ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ სულ­ხან-სა­ბა­ზე.

ეს დღე ასე­ვე ეკუთ­ვნის პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის პირ­ველ დიპ­ლო­მა­ტებს. ესე­ნი არ იყ­ვნენ ასე, რომ ვთქვათ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, მაგ­რამ იყ­ვნენ უფრო მეტ­ნი, ვიდ­რე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, იყ­ვნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ ჰქონ­დათ ის, რაც ყვე­ლა­ზე დიდი ძა­ლაა დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში - როცა იცი რა გინ­და შენი ქვეყ­ნის­თვის და ამ ადა­მი­ა­ნებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცოდ­ნენ რა უნ­დო­დათ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რას იცავ­დნენ, რა იყო მათი მო­მავ­ლის ხედ­ვა. მათ წი­ლად ერ­გოთ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და მისი სა­ზღვრე­ბის დაც­ვა ორ­მხრივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე. თუმ­ცა, ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცით რო­გორ დას­რულ­და 21 წელს ეს პირ­ვე­ლი ეტა­პი.

ეს დღე ეკუთ­ვნის ასე­ვე, 91 წელს აღ­დგე­ნილ ჩვენს დიპ­ლო­მა­ტი­ას და ეს უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პუ­სია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში და ძა­ლი­ან მწი­რი რე­სურ­სე­ბით იყო. პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბით არც შიგ­ნით და არც გა­რეთ, მაგ­რამ მა­თაც ძა­ლი­ან კარ­გად იცოდ­ნენ რის­თვის მო­დი­ოდ­ნენ და მათი ღვაწ­ლი და მათი მეხ­სი­ე­რე­ბა შემ­დგომ­ში მთელ დიპ­ლო­მა­ტი­ას გა­მოჰ­ყვა.

შე­მიძ­ლია პი­რა­დად ვთქვა, რომ იმ დრო­ის­თვის, მთა­ვა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რაც ჩა­ვა­ტა­რე რუ­სეთ­თან სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის გა­საყ­ვა­ნად არ იქ­ნე­ბო­და, თუ არა ის მეხ­სი­ე­რე­ბა, ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც იყო იმ ჯგუ­ფის, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხებ­ზე პირ­ვე­ლი დღი­დან მუ­შა­ობ­და.

მათ შეძ­ლეს მთა­ვა­რი - ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის მიღ­წე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ და­ბა­ლი იყო; გარე საფრ­თხე­ე­ბის და ომე­ბის პი­რო­ბებ­ში, ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა და იმ დრო­ის­თვის, სა­სი­ცო­ცხლო დახ­მა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა. ამ­დე­ნად, პირ­ვე­ლი თა­ო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა უდი­დე­სია.

ეს დღე არა­ნაკ­ლე­ბად ეკუთ­ვნის იმ თა­ო­ბას, რო­მე­ლიც შემ­დეგ მო­ვი­და. ზოგი კი­დევ იყო იმ ძვე­ლი დრო­ი­დან და რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო ხე­ლახ­ლა და­ა­ყე­ნა სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ევ­რო­პულ გზა­ზე და მიგ­ვიყ­ვა­ნა ახლო მე­ზობ­ლო­ბი­დან, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბამ­დე, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და ასო­ცი­რე­ბის გეზი დღე­ვან­დელ, უკვე ყვე­ლას­გან აღი­ა­რე­ბულ, ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვამ­დე და ხვა­ლინ­დელ კან­დი­და­ტო­ბამ­დე.

ვი­საც ამ ევ­რო­პუ­ლი გზის სა­წყი­სი ეტა­პე­ბი ახ­სოვს, იმას კარ­გად ეს­მის, თუ რა შრო­მის, რა თავ­და­დე­ბუ­ლი, ფას­და­უ­დე­ბე­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ღვაწ­ლის შე­დე­გია დღე­ვან­დე­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი კი­დევ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვა. ამი­ტომ სრუ­ლი­ად გა­მარ­თლე­ბუ­ლია ამ დღი­სად­მი სულ­ხან-სა­ბას პატ­რო­ნა­ჟი, რა­მე­თუ თუ თვი­თონ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ დაბ­რუნ­და თა­ვი­სი ევ­რო­პუ­ლი მი­სი­ი­დან, მან მა­ინც დაგ­ვი­ტო­ვა სწო­რი გეზი და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ერ­თგვა­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მა­მებს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რებს, სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ებს და დიპ­ლო­მა­ტებს ხვდათ წი­ლად. დღეს იქ ვართ, სა­დაც ვართ, სწო­რედ იმი­ტომ, რომ ჯერ იყო სულ­ხან-საბა და შემ­დეგ იყ­ვნენ ჩვე­ნი გუ­ლან­თე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი და მათ ეს­მო­დათ, რომ იმ გზას, რო­მე­ლიც ავირ­ჩი­ეთ, რაც უნდა რთუ­ლი იყოს, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია და არ გა­აჩ­ნდა მა­ში­ნაც.

ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია დღეს, როცა ზო­გი­ერ­თი პატ­რი­ო­ტიზ­მზე აპე­ლი­რე­ბით, თუ ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ლო­ზუნ­გე­ბით ევ­რო­პას და ევ­რო­პულ გზას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, იმ ევ­რო­პას, რო­მე­ლიც ყვე­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, მებ­რძო­ლის­თვის, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის­თვის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და. ეს ბრძო­ლა არ მთავ­რდე­ბა, გა­მოწ­ვე­ვე­ბი რთულ­დე­ბა და იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნე­ბი. მეტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია სა­ჭი­რო, რა­მე­თუ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა დღეს ბევ­რად მეტი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს - დიპ­ლო­მა­ტია, პო­ლი­ტი­კა, კულ­ტუ­რა, ეკო­ნო­მი­კა, მაგ­რამ ასე­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბა, გა­რე­მოს დაც­ვა, ენერ­გე­ტი­კა, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა და კი­დევ ბევ­რი სხვა.

ეს დღე ეკუთ­ვნის ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ბას, ყვე­ლას, რა­მე­თუ მსოფ­ლიო რუ­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დამ­კვიდ­რე­ბა და სა­კუ­თა­რი სა­ხის და იდენ­ტო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მო­ი­თხოვს ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს დღეს იც­ნო­ბენ ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტე­ბის, ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის, ჩვე­ნი დი­ას­პო­რის მეშ­ვე­ო­ბით, ასე­ვე იც­ნო­ბენ სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის, ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის, ნინო ხა­რა­ტიშ­ვი­ლის, დემ­ნა გვა­სა­ლი­ას, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას, ლაშა ტა­ლა­ხა­ძის თუ ოთარ იო­სე­ლი­ანს და კი­დევ ბევრ სხვა­თა მეშ­ვე­ო­ბით.

ცხა­დია, ალ­ბათ, ბევ­რი სა­ხე­ლი გა­მომ­რჩა, მაგ­რამ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ეს მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მეა პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­მელ­საც უაღ­რე­სად სჭირ­დე­ბა დიპ­ლო­მა­ტია და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტია. მას ასე­ვე სჭირ­დე­ბა მისი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის, თა­ნა­მე­მა­მუ­ლის ამ დიდ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლო­ბა. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა ყველ­გან, შიგ­ნით, გა­რეთ და ყო­ველ­თვის“, - აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ვაი შენს პატრონს! 

:)))))))))))
0

დიპლომატებს არა ისა! კოტე ზალდასტანიშვილის მერე ქვეყანას ნორმალური დიპლომატი არ ჰყოლია. ადამიანებს ცხოვრებას უწყობენ - მინისტრობის შემდეგ ელჩად ნიშნავენ და 5 წელი ჰყავთ ქერის ორმოში. ზუსტად ეგრეა თვითონაც , თავს დიპლომატს უწოდებს, თვეში სამჯერ საფრანგეთში დაფრინავს და ეგ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების, ასევე სუხიშვილების, ხატია ბუნიათიშვილის, ნინო ხარატიშვილის, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას და სხვათა მეშვეობით" - პრეზიდენტი

"საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების, ასევე სუხიშვილების, ხატია ბუნიათიშვილის, ნინო ხარატიშვილის, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას და სხვათა მეშვეობით" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი დღე არამხოლოდ პროფესიონალი დიპლომატების, არამედ ყველასია.

"მინდა ეს დღე მივულოცო უცხოეთში მყოფ ჩვენს დიპლომატებს, რომელთა წვლილი საქართველოს ინტერესების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია, და მით უფრო, დღევანდელ დღეს.

არ მინდა, ამ დღის აღნიშვნა ისე დავიწყოთ, რომ არ გავიხსენო ორი ადამიანი: ერთი, დიპლომატიის დღის დაარსების იდეის ავტორი, იმ დროისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, გოგა გომიაშვილი და მეორე, გურამ შარაძის შვილი, გიორგი შარაძე, რომელიც ამ დღის შექმნაში მონაწილეობდა, რომელმაც ეს ღონისძიება პირველი რესპუბლიკის დიპლომატების პორტრეტების არაჩვეულებრივი გამოფენით გააფორმა.

საქართველოს დიპლომატიის ისტორია პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაა.

ეს დღე ნამდვილად ეკუთვნის ყველას, ვინც საქართველოს ინტერესების დაცვაში შეიტანა საკუთარი წვლილი. ეს ეხება, ქართველ მეფეებს და მათ ემისრებს, თავადებსა, თუ რელიგიურ პირებს, რაც იმ დროინდელი ისტორიისთვის ჩვეული მოვლენა იყო. მათ დიპლომატიით და შორსმჭვრეტელობით, ხშირ შემთხვევაში, გადაარჩინეს საქართველო მეზობელი იმპერიების შემოსევების ჟამს და შექმნეს საქართველო. ეს იყო როგორც გარე, ასევე შიდა დიპლომატია. შეგვიძლია გავიხსენოთ შიდა დიპლომატიის კუთხით კრავაი ჯაყელი და გარე დიპლომატიის კუთხით ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, რომ არაფერი ვთქვათ სულხან-საბაზე.

ეს დღე ასევე ეკუთვნის პირველი რესპუბლიკის პირველ დიპლომატებს. ესენი არ იყვნენ ასე, რომ ვთქვათ, პროფესიონალი დიპლომატები, მაგრამ იყვნენ უფრო მეტნი, ვიდრე პროფესიონალები, იყვნენ პროფესიონალი პატრიოტები, განათლებული ადამიანები და მათ ჰქონდათ ის, რაც ყველაზე დიდი ძალაა დიპლომატიაში - როცა იცი რა გინდა შენი ქვეყნისთვის და ამ ადამიანებმა შესანიშნავად იცოდნენ რა უნდოდათ საქართველოსთვის, რას იცავდნენ, რა იყო მათი მომავლის ხედვა. მათ წილად ერგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი საზღვრების დაცვა ორმხრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე. თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით როგორ დასრულდა 21 წელს ეს პირველი ეტაპი.

ეს დღე ეკუთვნის ასევე, 91 წელს აღდგენილ ჩვენს დიპლომატიას და ეს უკვე პროფესიონალური კორპუსია, რომელიც ძალიან რთულ პირობებში და ძალიან მწირი რესურსებით იყო. პრაქტიკულად არანაირი შესაძლებლობით არც შიგნით და არც გარეთ, მაგრამ მათაც ძალიან კარგად იცოდნენ რისთვის მოდიოდნენ და მათი ღვაწლი და მათი მეხსიერება შემდგომში მთელ დიპლომატიას გამოჰყვა.

შემიძლია პირადად ვთქვა, რომ იმ დროისთვის, მთავარი მოლაპარაკებები, რაც ჩავატარე რუსეთთან სამხედრო ბაზების გასაყვანად არ იქნებოდა, თუ არა ის მეხსიერება, ის გამოცდილება, რაც იყო იმ ჯგუფის, რომელიც ამ საკითხებზე პირველი დღიდან მუშაობდა.

მათ შეძლეს მთავარი - ჩვენი პარტნიორებისგან დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა, საქართველოს ცნობადობის გაზრდა, რომელიც საკმაოდ დაბალი იყო; გარე საფრთხეების და ომების პირობებში, ჩვენი უსაფრთხოების დაცვა და იმ დროისთვის, სასიცოცხლო დახმარების მოპოვება. ამდენად, პირველი თაობის დამსახურება უდიდესია.

ეს დღე არანაკლებად ეკუთვნის იმ თაობას, რომელიც შემდეგ მოვიდა. ზოგი კიდევ იყო იმ ძველი დროიდან და რომლებმაც საქართველო ხელახლა დააყენა სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ გზაზე და მიგვიყვანა ახლო მეზობლობიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობამდე, ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების გეზი დღევანდელ, უკვე ყველასგან აღიარებულ, ევროპულ პერსპექტივამდე და ხვალინდელ კანდიდატობამდე.

ვისაც ამ ევროპული გზის საწყისი ეტაპები ახსოვს, იმას კარგად ესმის, თუ რა შრომის, რა თავდადებული, ფასდაუდებელი, მიზანმიმართული ღვაწლის შედეგია დღევანდელი და ხვალინდელი კიდევ უფრო სერიოზული მიღწევა. ამიტომ სრულიად გამართლებულია ამ დღისადმი სულხან-საბას პატრონაჟი, რამეთუ თუ თვითონ წარმატებული ვერ დაბრუნდა თავისი ევროპული მისიიდან, მან მაინც დაგვიტოვა სწორი გეზი და სწორი მიმართულება, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება დამოუკიდებლობის მამებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურებს, სახელმწიფო მოღვაწეებს და დიპლომატებს ხვდათ წილად. დღეს იქ ვართ, სადაც ვართ, სწორედ იმიტომ, რომ ჯერ იყო სულხან-საბა და შემდეგ იყვნენ ჩვენი გულანთებული პატრიოტები, დიპლომატები და მათ ესმოდათ, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, რაც უნდა რთული იყოს, ალტერნატივა არ გააჩნია და არ გააჩნდა მაშინაც.

ძალიან უცნაურია დღეს, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით, თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება, იმ ევროპას, რომელიც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მებრძოლისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის უალტერნატივო მიზანს წარმოადგენდა. ეს ბრძოლა არ მთავრდება, გამოწვევები რთულდება და იზრდება მოთხოვნები. მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რამეთუ ქვეყნის ინტერესების დაცვა დღეს ბევრად მეტი მიმართულებით მიმდინარეობს - დიპლომატია, პოლიტიკა, კულტურა, ეკონომიკა, მაგრამ ასევე ტექნოლოგიები, მეცნიერება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება და კიდევ ბევრი სხვა.

ეს დღე ეკუთვნის ასევე, საზოგადობას, ყველას, რამეთუ მსოფლიო რუკაზე საქართველოს დამკვიდრება და საკუთარი სახის და იდენტობის პოპულარიზაცია მოითხოვს ყველას ჩართულობას. საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების, ჩვენი სტუდენტების, ჩვენი დიასპორის მეშვეობით, ასევე იცნობენ სუხიშვილების, ხატია ბუნიათიშვილის, ნინო ხარატიშვილის, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძის თუ ოთარ იოსელიანს და კიდევ ბევრ სხვათა მეშვეობით.

ცხადია, ალბათ, ბევრი სახელი გამომრჩა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მთლიანად საზოგადოების საქმეა პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც უაღრესად სჭირდება დიპლომატია და პროფესიონალური დიპლომატია. მას ასევე სჭირდება მისი ყველა მოქალაქის, თანამემამულის ამ დიდ საქმეში ჩართულობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ყველგან, შიგნით, გარეთ და ყოველთვის“, - აცხადებს პრეზიდენტი.