27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, ვერ მივაგენით 12 ლოკაციაზე კალაძის დანაპირებ მრავალსართულიან მიწისქვეშა პარკინგს" - ვასო ურუშაძე
"ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, ვერ მივაგენით 12 ლოკაციაზე კალაძის დანაპირებ მრავალსართულიან მიწისქვეშა პარკინგს" - ვასო ურუშაძე

ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ვასო ურუ­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში არა თუ გა­ი­ზარ­და პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ 3779 ად­გი­ლით შემ­ცირ­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან აც­ნო­ბეს, ვასო ურუ­შა­ძემ ისა­უბ­რა თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი პარ­კი­რე­ბის პრობ­ლე­მა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­კი­რე­ბის პრობ­ლე­მა, გარ­და შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტი­სა, ბევრ სხვა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­თა­ნაც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც დე­და­ქა­ლაქ­ში შექ­მნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო კო­ლაფ­სის ერთ-ერთი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზია.

„დე­და­ქა­ლა­ქის მოქ­მე­დი მერი თბი­ლი­სე­ლებს ჰპირ­დე­ბო­და ქა­ლაქ­ში 12 ლო­კა­ცი­ა­ზე მი­წის­ქვე­შა პარ­კი­რე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბას, მათ შო­რის იყო: ცენ­ტრა­ლუ­რი რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი, მეტ­როს სად­გუ­რი „მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი“, პუშ­კი­ნის მო­ე­და­ნი, თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, მეტ­როს სად­გუ­რი ისა­ნი, ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სტა­დი­ო­ნი, თბი­ლი­სის მე­რია, გუ­ლი­ას მო­ე­და­ნი, მეტ­როს სად­გუ­რი „ვარ­კე­თი­ლი“ და გე­გე­ში­ძის ბაღი. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ეს კა­ლა­ძის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა იყო, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც და­მა­ტე­ბით 3 000 ავ­ტო­მო­ბილ­ზე გათ­ვლი­ლი ავ­ტო­სად­გო­მე­ბის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბო­და. და­პი­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობ­და, კომ­პა­ნია „სი-თი პარკთან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თია, რაც კახა კა­ლა­ძემ ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლა.

დღეს 2022 წე­ლია, 5 წელი გა­ვი­და „დიდი და­პი­რე­ბე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნი­დან, პარ­კი­რე­ბის პრობ­ლე­მა არა თუ მოგ­ვარ­და, არა­მედ, მისი სიმწვა­ვე ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს. ბევ­რი ვე­ძე­ბეთ თუ ცოტა, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით 12 სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე აშე­ნე­ბულ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან მი­წის­ქვე­შა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ვერ მი­ვა­გე­ნით, რის შემ­დე­გაც გა­დავ­წყვი­ტეთ, მიგ­ვე­მარ­თა წე­რი­ლო­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის და გაგ­ვე­გო, პარ­კი­რე­ბის რამ­დე­ნი ად­გი­ლი იყო დე­და­ქა­ლაქ­ში 2017 წელს, როცა ქა­ლაქს კომ­პა­ნია „სი-თი პარ­კი“ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და რამ­დე­ნია დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, კახა კა­ლა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის 5 წლის თავ­ზე.

თბი­ლი­სის მე­რი­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2017 წელს დე­და­ქა­ლაქ­ში 32257 ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი იყო, 2022 წელს კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 28478-ია. ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში არა თუ გა­ი­ზარ­და პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­გორც ამას კახა კა­ლა­ძე გვპირ­დე­ბო­და, არა­მედ 3779 ად­გი­ლით შემ­ცირ­და.

მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ ათას მო­სახ­ლე­ზე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 304-ია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს 1 200 000 ადა­მი­ა­ნი და სა­შუ­ა­ლოდ გა­და­ად­გილ­დე­ბა 364 800 მსუ­ბუ­ქი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც არც თუ ისე ბევ­რია, მაგ­რამ თუ პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას გავ­ყოფთ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ვნა­ხავთ, რომ პარ­კი­რე­ბის ერთ ად­გილ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 13 ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­დის.

მარ­თა­ლია, კახა კა­ლა­ძის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა არ შეს­რულ­და, ნაც­ვლად მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გო­მე­ბი­სა და და­მა­ტე­ბით 3000 სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი­სა, მი­ვი­ღეთ 3779 ად­გი­ლით ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს, თბი­ლი­სის მერს შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვი­წყდეს თბი­ლი­სე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მაგ­რამ მას არას­დროს ავი­წყდე­ბა თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი, არას­წო­რი პარ­კი­რე­ბის­თვის ჯა­რი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ხუთ­მაგ­და, თუ ის 2017 წელს მხო­ლოდ 10 ლარი იყო, დღეს უკვე 50 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევს, რი­თაც შე­ივ­სე­ბა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ბი­უ­ჯე­ტი და უფრო კარ­გად მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კო­რუფ­ცი­ა­ზე გა­დის-ასე­თია გზა „სი-თი პარ­კი­დან“ კა­ლა­ძემ­დე“, -აცხა­დებს ვასო ურუ­შა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
0

მიჰას დროს ეძებდი რამეს? შენი გაკეთებული მოგვიძებნე ერთი რა......

გადაგდებული ხალხი
1

და მეტროს მესამე ხაზი,,ქუთაისი ელ-მობილების ქარხანა,,ქუთაისი აეროპორტის რკინიგზა,,100 ქარხანა და სხვა სარეკლამო ბოლო თუ მოძებნე სადმე?????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, ვერ მივაგენით 12 ლოკაციაზე კალაძის დანაპირებ მრავალსართულიან მიწისქვეშა პარკინგს" - ვასო ურუშაძე

"ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, ვერ მივაგენით 12 ლოკაციაზე კალაძის დანაპირებ მრავალსართულიან მიწისქვეშა პარკინგს" - ვასო ურუშაძე

ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში არა თუ გაიზარდა პარკირების ადგილების რაოდენობა, არამედ 3779 ადგილით შემცირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანტიკორუფციული მოძრაობიდან აცნობეს, ვასო ურუშაძემ ისაუბრა თბილისში არსებული პარკირების პრობლემაზე და აღნიშნა, რომ პარკირების პრობლემა, გარდა შექმნილი დისკომფორტისა, ბევრ სხვა სერიოზულ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული, რაც დედაქალაქში შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

„დედაქალაქის მოქმედი მერი თბილისელებს ჰპირდებოდა ქალაქში 12 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის იყო: ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროს სადგური „მარჯანიშვილი“, პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროს სადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროს სადგური „ვარკეთილი“ და გეგეშიძის ბაღი. წინასაარჩევნოდ ეს კალაძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომლის ფარგლებშიც დამატებით 3 000 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომების მოწყობა იგეგმებოდა. დაპირების შესასრულებლად აუცილებელი წინაპირობა არსებობდა, კომპანია „სი-თი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა, რომელიც ერთადერთია, რაც კახა კალაძემ ზედმიწევნით შეასრულა.

დღეს 2022 წელია, 5 წელი გავიდა „დიდი დაპირებების“ საარჩევნო მარათონიდან, პარკირების პრობლემა არა თუ მოგვარდა, არამედ, მისი სიმწვავე ყოველდღიურად მატულობს. ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, თბილისის მასშტაბით 12 სხვადასხვა ლოკაციაზე აშენებულ მრავალსართულიან მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვერ მივაგენით, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, მიგვემართა წერილობით თბილისის მერიისთვის და გაგვეგო, პარკირების რამდენი ადგილი იყო დედაქალაქში 2017 წელს, როცა ქალაქს კომპანია „სი-თი პარკი“ ემსახურებოდა და რამდენია დღეის მდგომარეობით, კახა კალაძის მმართველობის 5 წლის თავზე.

თბილისის მერიისგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს დედაქალაქში 32257 ავტომობილისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილი იყო, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 28478-ია. ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში არა თუ გაიზარდა პარკირების ადგილების რაოდენობა, როგორც ამას კახა კალაძე გვპირდებოდა, არამედ 3779 ადგილით შემცირდა.

მაჩვენებლები კატასტროფულია, საქართველოში ყოველ ათას მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 304-ია, თბილისში ცხოვრობს 1 200 000 ადამიანი და საშუალოდ გადაადგილდება 364 800 მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება, რაც არც თუ ისე ბევრია, მაგრამ თუ პარკირების ადგილების რაოდენობას გავყოფთ ავტომობილების რაოდენობაზე ვნახავთ, რომ პარკირების ერთ ადგილზე საშუალოდ 13 ავტომობილი მოდის.

მართალია, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება არ შესრულდა, ნაცვლად მიწისქვეშა ავტოსადგომებისა და დამატებით 3000 საპარკინგე ადგილისა, მივიღეთ 3779 ადგილით ნაკლები, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს, თბილისის მერს შეიძლება დაავიწყდეს თბილისელების საჭიროებები, მაგრამ მას არასდროს ავიწყდება თავისი ინტერესები, არასწორი პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა გახუთმაგდა, თუ ის 2017 წელს მხოლოდ 10 ლარი იყო, დღეს უკვე 50 ლარის გადახდა მოგიწევს, რითაც შეივსება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი და უფრო კარგად მოემსახურება ჩინოვნიკების მოთხოვნილებებს, რაც ხშირ შემთხვევაში კორუფციაზე გადის-ასეთია გზა „სი-თი პარკიდან“ კალაძემდე“, -აცხადებს ვასო ურუშაძე.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"