ილიკო სუხიშვილის უფროსი ქალიშვილი დარია მამის რეპეტიციას დაესწრო. ფოტოები ილიკო სუხიშვილმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. "რამხელა გოგო გაზრდილა დარია" - წერენ კომენტარებში. ანსამბლი ამჟამად გასტროლზე გერმანიაში, ბერლინში იმყოფება, გოგონამ მამას სავარაუდოდ იქ ჩააკითხა.
ცნობილია, რომ ილიკო სუხიშვილი ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ის არასოდეს საუბრობს ღიად პირად ცხოვრებაზე, ხელოვნებაზეც კი იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს. თუმცა ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მამაკაცია.
ილიკო სუხიშვილი ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველად რუსეთში სწავლისას, რუს გოგონაზე, რომელსაც მალე დაშორდა და ამ ქალზე ქართულ მედიაში არაფერია ცნობილი. თუმცა მათი საერთო ქალიშვილი დარია (დაშა) სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა.
ცნობილია, რომ გოგონა მამიდამ ნინო სუხიშვილმა გაზარდა და სწორედ მას ამსგავსებენ დარიას. ერთ-ერთ ინტერვიუში დაშა ამბობდა:
"მამიდაჩემი. ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე. სანამ ნინო აქ არის ხოლმე, მის ქმართან ერთად ვარ. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ყველაფერში ვერა. მაგალითად, საჭმლის გაკეთებაში დახმარება მჭირდება ხოლმე. ხანდახან თვითონ ვიმზადებ სადილს, მაგალითად, შაბათ-კვირას. ბებიაჩემმა, პატარა რომ ვიყავი, კვერცხის შეწვა მასწავლა. დანარჩენს ყველაფერს მარტო ვაკეთებ – ჩაცმა, მეცადინეობა... ისე, ხანდახან მჭირდება ხოლმე დახმარება, ხან მეზარება რაღაცის გაკეთება და ვინმემ უნდა მითხრას."
დარიამ თბილისის 55-ე სკოლაში ოთხი წელი ისწავლა, შემდეგ კი მამიდამ, ნინო სუხიშვილმა საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკაში წაიყვანა.
დარია მამის, ილიკო სუხიშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. გოგონას წლების წინ სურდა მოცეკვავე გამხდარიყო. როგორც ჩანს, ოჯახურ ტრადიციას ჯერჯერობით არ მიჰყვება, თუმცა, თბილისში ყოფნის დროს, სულ "სუხიშვილების“ რეპეტიციებზეა და ანსამბლთან ერთად გასტროლებზეც დადის.
"სცენის დიდი შიში მაქვს, როცა სცენაზე დგახარ, ძალიან ნერვიულობ. ყოველთვის მაინტერესებდა ბალეტი, მაგრამ ვიცი, რომ მე ცალკე, როგორც დარია სუხიშვილი ვერ ვიარსებებ“, - განაცხადა დარიამ...
"ინდოეთის ხალხი“ - ასე ერქვა დარიას პირველ გამოფენას, რომელიც 2018 წელს თბილისში გაიმართა. ანსამბლთან ერთად გასტროლზე წავიდა, სადაც ოთხ ქალაქში ფოტოები გადაიღო და მათი ყოველდღიური ყოფა აღწერა, მის გმირებს, ყველას საკუთარი ისტორია აქვთ. გოგონა 2018 წელს ფლორენციაში ხელოვნების ისტორიის შესასწავლად წავიდა...
რამდენიმე წლის წინ საზოგადოებამ ილიკო სუხიშვილის მეორე შვილის, ლიზის შესახებ შეიტყო. ლიზიც რუსეთში დაიბადა, თუმცა მამამ წლების შემდეგ გაიგო მისი არსებობის შესახებ. ის დარიაზე რამდენიმე თვით უმცროსია. არაფერია ცნობილი გოგონას დედაზე. ლიზი საქართველოში მამასთან ხშირად ჩამოდის.
"ილიკოს ორივე გოგო სახელით მიმართავს. მამას არცერთი არ ეძახის. ეს სტილი ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო, მე და ილიკოც დედას და მამას ყოველთვის სახელებით მივმართავდით, გოგოები ძალიან ჰგვანან მამას, მაგრამ ლიზა უფრო, შავგრემანია და ილიკოსნაირი აღნაგობა აქვს“, - ამბობს ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნახეთ ასევე: