საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს უმცროს შვილს ამერიკის მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ აქ მარტივად ვზრდი მას... ჩემთვის აუცილებელია დამხმარე მყავდეს" - ეკა ანდრონიკაშვილი სცენის მიღმა: როგორია მსახიობი დედის ამპლუაში?
"ჩემს უმცროს შვილს ამერიკის მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ აქ მარტივად ვზრდი მას... ჩემთვის აუცილებელია დამხმარე მყავდეს" - ეკა ანდრონიკაშვილი სცენის მიღმა: როგორია მსახიობი დედის ამპლუაში?

ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ორი შვი­ლის - ლუ­კას და ნი­კა­ლას დე­დაა, რო­მელ­თა შო­რის სხვა­ო­ბა 23 წე­ლია... თა­ვად მსა­ხი­ო­ბი თე­ატ­რშიც დატ­ვირ­თუ­ლია, გა­და­ცე­მაც აქვს და ზოგ­ჯერ გა­და­ღე­ბე­ბიც. წლე­ბი მი­დის და ყო­ველ­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა... ეკა­ტე­რი­ნე ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა თუ რო­გო­რია მისი დღე­ვან­დე­ლო­ბა...

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მე­ო­რე შვი­ლი - ნი­კა­ლა 23 წლის შუ­ა­ლე­დის შემ­დეგ გა­ა­ჩი­ნეთ. მა­შინ ამ­ბობ­დით, რომ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ჩა­ი­ა­რა და თავს უბედ­ნი­ე­რეს ქა­ლად მი­იჩ­ნევ­დით... რო­გო­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა?

- ზო­გა­დად დღე­ვან­დე­ლო­ბა რთუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით პან­დე­მია, შემ­დეგ ომი თუ იქ­ნე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი მწვა­ვედ მოქ­მე­დებს ეკო­ნო­მი­კა­ზეც და ხალ­ხის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც... ვფიქ­რობ, დღეს უფრო დათ­რგუ­ნუ­ლია მთე­ლი მსოფ­ლიო, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე წლის წინ. გვე­გო­ნა, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ უნდა გვევ­ლო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით პი­რი­ქით ხდე­ბა. ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც ყვე­ლა­ზე აი­სა­ხე­ბა. პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ვა მოხ­და, ადრე უფრო ლა­ღად ვცხოვ­რობ­დით. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს დღე­ვან­დე­ლო­ბას, ეს არის ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი, ჩემი საქ­მე და მერე ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი...

- სახ­ლში ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს თავ­ზე გაქვთ აღე­ბუ­ლი...

- დიახ... ვთვლი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. რო­გორ­ღაც თვი­თონ უნდა გა­დარ­ჩეს ან დი­ნე­ბას მიყ­ვეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც მე­ნე­ჯმენტს ახერ­ხებს. ეს მე­ნე­ჯმენ­ტი ოჯახ­ზეც ვრცელ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერ­ზე...

- თქვენს შვი­ლებ­ზე რომ გვი­თხრათ...

- პა­ტა­რა ნი­კა­ლა წელს სკო­ლა­ში წა­ვი­და, ასე­ვე ცურ­ვა­ზე. ძა­ლი­ან მოს­წონს სკო­ლა, რითმში კარ­გად ჩავ­ჯე­ქით, მაგ­რამ ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ ერთი კვი­რა სკო­ლა­შია და მერე ორი კვი­რა ვირუ­სი აქვს. ასე­თი რე­ჟი­მი გვაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, პირ­ველ კლას­ში ეგ ნორ­მა არი­სო...

რაც შე­ე­ხე­ბა ლუ­კას, ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღია და ერ­თდრო­უ­ლად ბევრ რა­მეს ახერ­ხებს. შარ­შან მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის სცე­ნა­რი და­წე­რა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­ი­მარ­ჯვა.

ლუკა და ნი­კა­ლა

- ანუ გე­ნე­ტი­კამ თა­ვი­სი ქნა და კი­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და...

- სა­ო­პე­რა­ტო­რო­ზე იმი­ტო­მაც ჩა­ა­ბა­რა, რომ კინო აინ­ტე­რე­სებ­და და უყ­ვარ­და... შემ­დეგ რეკ­ლა­მე­ბი თვი­თონ გა­და­ი­ღო, ძა­ლი­ან კარ­გად გა­იწ­ვრთნა და ახლა პირ­ვე­ლი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის ისეთ ქვეყ­ნებ­ში იყო, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ასე ად­ვი­ლად ვერც მოხ­ვდეს. ძა­ლი­ან უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, სულ მოგ­ზა­უ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს მთებ­ში, უცხო­ეთ­ში...

- ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ძმის და­ბა­დე­ბამ­დე ზრუ­ნავ­და მას­ზე, რო­გორ გრძელ­დე­ბა მათი ძმო­ბა?

- ახ­ლაც ზრუ­ნავს... უფ­რო­სი ძმაა, რა­ღა­ცე­ებ­ში ავარ­ჯი­შებს, მაგ­რამ ვაშ­ვე­ლებ და ვუხ­სნი, რომ ნი­კა­ლა ჯერ პა­ტა­რაა. რჩე­ვებ­საც აძ­ლევს, პა­ტა­რა ძმა­ზე გარ­კვე­უ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

ეკა და ნი­კა­ლა

- რო­გორც ვიცი, ნი­კა­ლა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა...

- დიახ, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს და სა­ქარ­თვე­ლო­ში იზ­რდე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ აქ ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვია ბავ­შვის გაზ­რდა, სა­დაც გაქვს სახ­ლი, სახ­ლის გვერ­დით სკო­ლა, აგა­რა­კი, ზამ­თარ­ში - ზამ­თრის კუ­რორ­ტი, გყავს დამ­ხმა­რე ქალ­ბა­ტო­ნი... ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია დამ­ხმა­რე, ასე ბავ­შვი ბევ­რად უფრო მი­ხე­დი­ლია, ვიდ­რე მარ­ტო შევ­ძლებ­დი.

- ბავ­შვი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეთ თუ კერ­ძო სკო­ლა ამ­ჯო­ბი­ნეთ?

- 55-ე სა­ჯა­რო კო­ლა­ში მი­ვიყ­ვა­ნე და ჯერ­ჯე­რო­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. სა­წყის ეტა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რია სა­ჯა­რო სკო­ლა.

- ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას სრულ­ფა­სოვ­ნად და­უბ­რუნ­დით თუ უფრო ისევ შვი­ლე­ბის­კენ გაქვთ მეტი ყუ­რა­დღე­ბა?

- უფრო პა­ტა­რას­კენ მაქვს ყუ­რა­დღე­ბა, თო­რემ ლუკა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბაა... ამ ეტაპ­ზე ვარ თე­ატ­რში, ჩემი გა­და­ცე­მა მაქვს, ხან­და­ხან გა­და­ღე­ბე­ბი... ყვე­ლა­ფე­რი ნი­კა­ლას რე­ჟიმ­ზე მაქვს აწყო­ბი­ლი. სპექ­ტაკ­ლე­ბი მო­გეხ­სე­ნე­ბათ სა­ღა­მოს არის და ჩემი სპექ­ტაკლში გა­მოს­ვლა შე­თან­ხმე­ბის სა­გა­ნია ბავ­შვთან, რო­მელ­საც ჩემს გა­რე­შე და­ძი­ნე­ბა არ უყ­ვარს. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თუ გავ­დი­ვარ სა­ღა­მოს სახ­ლი­დან, მე თვი­თონ მსი­ა­მოვ­ნებს ნი­კა­ლას რომ ვა­ძი­ნებ. ძი­ლის წინ წიგ­ნის წა­კი­თხვის რი­ტუ­ა­ლი გვაქვს, ვთვლი, რომ ბავ­შვის ფსი­ქი­კის­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ძა­ლი­ან ბევ­რი ენერ­გია მაქვს და მგო­ნია, რომ უფრო ბევ­რის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია. თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც მაქვს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და კი­დევ უფრო მე­ტად და­ვიტ­ვირ­თე­ბო­დი, რომ იყოს რამე სა­ინ­ტე­რე­სო.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მთლი­ა­ნად გა­ჩე­რე­ბუ­ლი რომ იყა­ვით, იმ პე­რი­ოდ­მა რო­გორ იმოქ­მე­და თქვენ­ზე?

- როცა ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი, სახ­ლი შენი კომ­ფორ­ტის ზო­ნაა, არ გახ­სოვს მა­ინ­ცდა­მა­ინც გარე საქ­მე­ებ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა რა თქმა უნდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია... ნი­კა­ლას გა­ჩე­ნამ­დე ბევ­რად უფრო მსურ­და გა­რეთ გა­ვარ­დნა. პან­დე­მი­ის დროს ჩემ­თვის ორ­გა­ნუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და ბავ­შვთან ყოფ­ნა. პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად გას­ვლას თუ ყო­ველ­დღი­ურ გა­რეთ საქ­მე­ებ­საც თა­ვად ვაგ­ვა­რებ­დი.

- ნი­კა­ლას გა­ჩე­ნით იმ­დე­ნად გა­ხა­რე­ბუ­ლი იყა­ვით, ხუმ­რო­ბით ამ­ბობ­დით, ერთ გო­გო­საც გა­ვა­ჩენ­დიო...

- პირ­ველ შვილს რომ ვე­ლო­დე­ბო­დი, მა­ში­ნაც ძა­ლი­ან მინ­დო­და გოგო ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ასე არ გა­მო­ვი­და და ჩემი ორი­ვე შვი­ლის გამო ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ! ვე­ღარც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამათ მა­გივ­რად სხვა ვინ­მე მყავ­დეს. უფ­ლის წყა­ლო­ბით მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლე­ბი მყავს... ახლა კი უკვე მსურს ლუ­კამ ბო­ლოს­და­ბო­ლოს გა­და­წყვი­ტოს, შექ­მნას ოჯა­ხი და გო­გოც შე­ე­ძი­ნოს. მე კი მეტი შვი­ლის გა­ჩე­ნას რა­საკ­ვირ­ვე­ლია აღარ ვა­პი­რებ.

- თქვენს შვი­ლებს შო­რის 23 წე­ლია სხვა­ო­ბა, წლე­ბი მი­დის და ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისე ჰარ­მო­ნი­უ­ლა­დაა...

- ხან კი, ხან არა... ასე არ არის ცხოვ­რე­ბა, ან რა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, სულ მუ­დამ ჰარ­მო­ნი­ა­ში ვი­ყოთ?! მთა­ვა­რია ბავ­შვე­ბი და­ცუ­ლე­ბი ივ­ნენ მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან და და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს მო­ვა­ხერ­ხებთ ჩვენც და თა­ვად ბავ­შვე­ბიც. მშვი­დო­ბაა ჩემი სურ­ვი­ლიც, ოც­ნე­ბაც და ლოც­ვაც.

- ამ­დე­ნი საქ­მის, სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ხართ. ამას რო­გორ ახერ­ხებთ?

- პირ­და­პირ ვი­ტყვი, ეს შე­იძ­ლე­ბა ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ 30 პრო­ცენ­ტი იყოს და 70 პრო­ცენ­ტი გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რია. მაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რაც მსურს მი­ვირ­თვა და არ გავ­სუქ­დე. დიდ ძა­ლის­ხმე­ვას არ ვხარ­ჯავ იმის­თვის, ფორ­მა­ში ვიყო. არ ვვარ­ჯი­შობ, არ დავ­დი­ვარ სპორ­ტულ დარ­ბა­ზებ­ში თუ სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში. გე­ნე­ტი­კის გარ­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია გე­მოვ­ნე­ბა!, როცა შენი სტი­ლი გაქვს არ­ჩე­უ­ლი, იცი რო­მე­ლი ფერი გიხ­დე­ბა და ასე შემ­დეგ...

ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის ვაჟი, ლუკა

- სა­უბ­რის და­სას­რულს... მსოფ­ლიო შეძ­რა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომმა, თუ გყავთ უკ­რა­ი­ნა­ში მე­გობ­რე­ბი?

- ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში... პი­რა­დად ჩემ­თვის ომი ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია, რად­გან ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე ის ეპო­ქა აღარ არის, სა­დაც ასე­თი რამ შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს. შემ­ზა­რა­ვია ის კად­რე­ბი, რაც ყვე­ლამ ვნა­ხეთ. მო­სახ­ლე­ო­ბის დის­კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ზე აღარ არის ლა­პა­რა­კი, გა­დარ­ჩე­ნის­თვის რომ იბ­რძვი­ან... მშვი­დო­ბი­ა­ნად ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას ჩა­მორ­ჩა. ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მელ­თაც უწევთ თა­ვი­ანთ თავ­ზე გა­ნი­ცა­დონ სა­ში­ნე­ლი, შემ­ზა­რა­ვი ომის შე­დე­გე­ბი. ხალ­ხი არა­ფერ შუ­ა­შია, ასე არ შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს!

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
8

ძალიან პოზიტიური ადამიანია.ვუსურვებ ბედნიერებას და სიყვარულს.

არა უცხოტომელთა დამკ...
44

არა უცხოტომელთა დამკვიდრებას საქართველოში!

ძველათ რომის მოქალაქეობას ელტვოდენ თურმე, ახლა ამერიკის მოქალაქეობა გახდა მომგებიანი წარმარტული ცხოვრებისთვის როგორც ჩანს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ჩემს უმცროს შვილს ამერიკის მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ აქ მარტივად ვზრდი მას... ჩემთვის აუცილებელია დამხმარე მყავდეს" - ეკა ანდრონიკაშვილი სცენის მიღმა: როგორია მსახიობი დედის ამპლუაში?

"ჩემს უმცროს შვილს ამერიკის მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ აქ მარტივად ვზრდი მას... ჩემთვის აუცილებელია დამხმარე მყავდეს" - ეკა ანდრონიკაშვილი სცენის მიღმა: როგორია მსახიობი დედის ამპლუაში?

ეკა ანდრონიკაშვილი ორი შვილის - ლუკას და ნიკალას დედაა, რომელთა შორის სხვაობა 23 წელია... თავად მსახიობი თეატრშიც დატვირთულია, გადაცემაც აქვს და ზოგჯერ გადაღებებიც. წლები მიდის და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება... ეკატერინე ანდრონიკაშვილი თავად გვესაუბრება თუ როგორია მისი დღევანდელობა...

- რამდენიმე წლის წინ, მეორე შვილი - ნიკალა 23 წლის შუალედის შემდეგ გააჩინეთ. მაშინ ამბობდით, რომ ყველაფერმა ძალიან ადვილად ჩაიარა და თავს უბედნიერეს ქალად მიიჩნევდით... როგორია თქვენი დღევანდელობა?

- ზოგადად დღევანდელობა რთულია მსოფლიოში. რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით პანდემია, შემდეგ ომი თუ იქნებოდა. ეს ყველაფერი მწვავედ მოქმედებს ეკონომიკაზეც და ხალხის სულიერ მდგომარეობაზეც... ვფიქრობ, დღეს უფრო დათრგუნულია მთელი მსოფლიო, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. გვეგონა, რომ უკეთესობისკენ უნდა გვევლო, მაგრამ ჯერჯერობით პირიქით ხდება. ძალიან სტრესული სიტუაციაა, რაც ყველაზე აისახება. პრიორიტეტების გადარჩევა მოხდა, ადრე უფრო ლაღად ვცხოვრობდით. რაც შეეხება ჩემს დღევანდელობას, ეს არის ოჯახი, შვილები, ჩემი საქმე და მერე ყველაფერი დანარჩენი...

- სახლში ყველა ვალდებულება თქვენს თავზე გაქვთ აღებული...

- დიახ... ვთვლი, რომ ყველა ადამიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი. როგორღაც თვითონ უნდა გადარჩეს ან დინებას მიყვეს. საბედნიეროდ, ის ადამიანი ვარ, რომელიც მენეჯმენტს ახერხებს. ეს მენეჯმენტი ოჯახზეც ვრცელდება და ყველაფერზე...

- თქვენს შვილებზე რომ გვითხრათ...

- პატარა ნიკალა წელს სკოლაში წავიდა, ასევე ცურვაზე. ძალიან მოსწონს სკოლა, რითმში კარგად ჩავჯექით, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ერთი კვირა სკოლაშია და მერე ორი კვირა ვირუსი აქვს. ასეთი რეჟიმი გვაქვს, მაგრამ ყველა მეუბნება, პირველ კლასში ეგ ნორმა არისო...

რაც შეეხება ლუკას, ძალიან ყოჩაღია და ერთდროულად ბევრ რამეს ახერხებს. შარშან მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარი დაწერა, რომელმაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში დაფინანსებაზე გაიმარჯვა.

ლუკა და ნიკალა

- ანუ გენეტიკამ თავისი ქნა და კინოს მიმართულებით წავიდა...

- საოპერატოროზე იმიტომაც ჩააბარა, რომ კინო აინტერესებდა და უყვარდა... შემდეგ რეკლამები თვითონ გადაიღო, ძალიან კარგად გაიწვრთნა და ახლა პირველი ფილმის გადასაღებად ემზადება. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ქვეყანაში იმყოფებოდა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში იყო, სადაც შეიძლება ადამიანი ასე ადვილად ვერც მოხვდეს. ძალიან უყვარს მოგზაურობა, სულ მოგზაურობს საქართველოს მთებში, უცხოეთში...

- ჯერ კიდევ პატარა ძმის დაბადებამდე ზრუნავდა მასზე, როგორ გრძელდება მათი ძმობა?

- ახლაც ზრუნავს... უფროსი ძმაა, რაღაცეებში ავარჯიშებს, მაგრამ ვაშველებ და ვუხსნი, რომ ნიკალა ჯერ პატარაა. რჩევებსაც აძლევს, პატარა ძმაზე გარკვეული ავტორიტეტი აქვს, რაც ძალიან მიხარია.

ეკა და ნიკალა

- როგორც ვიცი, ნიკალა ამერიკის მოქალაქეა...

- დიახ, ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოში იზრდება. მიმაჩნია, რომ აქ ბევრად უფრო მარტივია ბავშვის გაზრდა, სადაც გაქვს სახლი, სახლის გვერდით სკოლა, აგარაკი, ზამთარში - ზამთრის კურორტი, გყავს დამხმარე ქალბატონი... ჩემთვის აუცილებელია დამხმარე, ასე ბავშვი ბევრად უფრო მიხედილია, ვიდრე მარტო შევძლებდი.

- ბავშვი საჯარო სკოლაში შეიყვანეთ თუ კერძო სკოლა ამჯობინეთ?

- 55-ე საჯარო კოლაში მივიყვანე და ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ. საწყის ეტაზე აბსოლუტურად ნორმალურია საჯარო სკოლა.

- ამ ყველაფრის პარალელურად თქვენს საქმიანობას სრულფასოვნად დაუბრუნდით თუ უფრო ისევ შვილებისკენ გაქვთ მეტი ყურადღება?

- უფრო პატარასკენ მაქვს ყურადღება, თორემ ლუკა აბსოლუტურად დამოუკიდებელი პიროვნებაა... ამ ეტაპზე ვარ თეატრში, ჩემი გადაცემა მაქვს, ხანდახან გადაღებები... ყველაფერი ნიკალას რეჟიმზე მაქვს აწყობილი. სპექტაკლები მოგეხსენებათ საღამოს არის და ჩემი სპექტაკლში გამოსვლა შეთანხმების საგანია ბავშვთან, რომელსაც ჩემს გარეშე დაძინება არ უყვარს. ძალიან იშვიათად თუ გავდივარ საღამოს სახლიდან, მე თვითონ მსიამოვნებს ნიკალას რომ ვაძინებ. ძილის წინ წიგნის წაკითხვის რიტუალი გვაქვს, ვთვლი, რომ ბავშვის ფსიქიკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან ბევრი ენერგია მაქვს და მგონია, რომ უფრო ბევრის გაკეთება შემიძლია. თავისუფალი დროც მაქვს დღის განმავლობაში და კიდევ უფრო მეტად დავიტვირთებოდი, რომ იყოს რამე საინტერესო.

- პანდემიის პერიოდში მთლიანად გაჩერებული რომ იყავით, იმ პერიოდმა როგორ იმოქმედა თქვენზე?

- როცა ოჯახი, შვილები, სახლი შენი კომფორტის ზონაა, არ გახსოვს მაინცდამაინც გარე საქმეებზე იყო ორიენტირებული. თუმცა რა თქმა უნდა თავისუფლების შეზღუდვა ძალიან რთულია... ნიკალას გაჩენამდე ბევრად უფრო მსურდა გარეთ გავარდნა. პანდემიის დროს ჩემთვის ორგანულად მიიჩნეოდა ბავშვთან ყოფნა. პროდუქტების შესაძენად გასვლას თუ ყოველდღიურ გარეთ საქმეებსაც თავად ვაგვარებდი.

- ნიკალას გაჩენით იმდენად გახარებული იყავით, ხუმრობით ამბობდით, ერთ გოგოსაც გავაჩენდიო...

- პირველ შვილს რომ ველოდებოდი, მაშინაც ძალიან მინდოდა გოგო ყოფილიყო, მაგრამ ასე არ გამოვიდა და ჩემი ორივე შვილის გამო ღმერთის მადლობელი ვარ! ვეღარც ვიფიქრებდი, რომ ამათ მაგივრად სხვა ვინმე მყავდეს. უფლის წყალობით მართლა ძალიან კარგი შვილები მყავს... ახლა კი უკვე მსურს ლუკამ ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტოს, შექმნას ოჯახი და გოგოც შეეძინოს. მე კი მეტი შვილის გაჩენას რასაკვირველია აღარ ვაპირებ.

- თქვენს შვილებს შორის 23 წელია სხვაობა, წლები მიდის და ყველაფერი ისევ ისე ჰარმონიულადაა...

- ხან კი, ხან არა... ასე არ არის ცხოვრება, ან რა დავიმსახურეთ, სულ მუდამ ჰარმონიაში ვიყოთ?! მთავარია ბავშვები დაცულები ივნენ მოულოდნელი, ჩვენგან დამოუკიდებელი საფრთხეებისგან და დანარჩენს ყველაფერს მოვახერხებთ ჩვენც და თავად ბავშვებიც. მშვიდობაა ჩემი სურვილიც, ოცნებაც და ლოცვაც.

- ამდენი საქმის, სირთულეების მიუხედავად მუდმივად ფორმაში ხართ. ამას როგორ ახერხებთ?

- პირდაპირ ვიტყვი, ეს შეიძლება ჩემი დამსახურება მხოლოდ 30 პროცენტი იყოს და 70 პროცენტი გენეტიკური ფაქტორია. მაქვს იმის ფუფუნება, რაც მსურს მივირთვა და არ გავსუქდე. დიდ ძალისხმევას არ ვხარჯავ იმისთვის, ფორმაში ვიყო. არ ვვარჯიშობ, არ დავდივარ სპორტულ დარბაზებში თუ სილამაზის სალონებში. გენეტიკის გარდა უმნიშვნელოვანესია გემოვნება!, როცა შენი სტილი გაქვს არჩეული, იცი რომელი ფერი გიხდება და ასე შემდეგ...

ეკა ანდრონიკაშვილის ვაჟი, ლუკა

- საუბრის დასასრულს... მსოფლიო შეძრა რუსეთ-უკრაინის ომმა, თუ გყავთ უკრაინაში მეგობრები?

- ბევრი უკრაინელი მეგობარი მყავს სხვადასხვა ქვეყნებში... პირადად ჩემთვის ომი ძალიან დამთრგუნველია, რადგან ოცდამეერთე საუკუნე ის ეპოქა აღარ არის, სადაც ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს. შემზარავია ის კადრები, რაც ყველამ ვნახეთ. მოსახლეობის დისკომფორტის შექმნაზე აღარ არის ლაპარაკი, გადარჩენისთვის რომ იბრძვიან... მშვიდობიანად ძალიან ბევრი რამის მოგვარება შეიძლება, მაგრამ პოლიტიკა თანამედროვეობას ჩამორჩა. ძალიან ვგულშემატკივრობ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთაც უწევთ თავიანთ თავზე განიცადონ საშინელი, შემზარავი ომის შედეგები. ხალხი არაფერ შუაშია, ასე არ შეიძლება ხდებოდეს!