სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხარო რეალობის ფონზე, ორი პოზიტიური მომენტი მინდა გაგიზიაროთ..." - რა სიახლეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ანა ჯაბაურის კომენტარი
"სამწუხარო რეალობის ფონზე, ორი პოზიტიური მომენტი მინდა გაგიზიაროთ..." - რა სიახლეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ანა ჯაბაურის კომენტარი

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლის, ანა ჯა­ბა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჯა­ბა­ურ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გამ­სა­ხურ­დია სი­ტყვე­ბის და­მარ­ცვლით წარ­მოთ­ქმა­საც ცდი­ლობს.

"ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­სა და სა­სი­ცო­ცხლო კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მხრივ სტა­ბი­ლუ­რია. მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მძი­მე ტრავ­მე­ბის შე­დე­გად თა­ვის ტვი­ნის ღრმა და­ზი­ა­ნე­ბა აქვს, რის გა­მოც, შე­ზღუ­დუ­ლი აქვს კოგ­ნი­ტი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამ სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბის ფონ­ზე, ორი პო­ზი­ტი­უ­რი მო­მენ­ტი მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ: ერთი, ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა არ უა­რეს­დე­ბა და არც სტაგ­ნა­ცი­ას გა­ნიც­დის - ძა­ლი­ან პა­ტა­რა, კუს ნა­ბი­ჯე­ბით, მაგ­რამ მა­ინც მი­ვი­წევთ წინ; მე­ო­რე - არ ვკარ­გავთ იმედ­სა და მოთ­მი­ნე­ბას და არა­სო­დეს არ ვწყვეტთ ბრძო­ლას, რაც მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვა­რი სა­წინ­და­რია. ამ ეტაპ­ზე, მა­გა­ლი­თად, ბგე­რე­ბის წარ­მოთ­ქმის, სი­ცი­ლი­სა და სხვა ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის უნარს და­ე­მა­ტა სი­ტყვე­ბის და­მარ­ცვლით წარ­მოთ­ქმის უნა­რიც”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ბა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კოლ­ხუ­რი კოშ­კის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სახ­ლში ვერ გა­დის.

"თით­ქმის, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია, რაც ვიმ­ყო­ფე­ბით წე­რო­ვა­ნის მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხედ­რო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში. დღეს­დღე­ო­ბით, ეს გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან უფ­როა გა­მომ­დი­ნა­რე, ვიდ­რე აუ­ცი­ლებ­ლო­ბის­გან. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც უტარ­დე­ბა ცოტ­ნეს - ფი­ზი­ო­თე­რა­პია, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პია, ლო­გო­პე­დის სამ­კურ­ნა­ლო თე­რა­პია და სხვა შე­საძ­ლე­ბე­ლი და უკე­თე­სი­ცაა ტარ­დე­ბო­დეს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ვერ ვა­ხერ­ხებთ შინ დაბ­რუ­ნე­ბას და ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, სა­ნამ­დე მოგ­ვი­წევს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ბა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 2019 წლის 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მას თავ­და­პირ­ვე­ლად, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, შემ­დეგ კი, თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გამ­სა­ხურ­დი­ას დაჭ­რის ფაქ­ტზე რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა-ს
1

იმიტომ არაა საყოფი რომ ამერიკა გეუფროსება და არაა ბევრი საჭიროოოო. გასუქდებიან და ქუჩებში ვეღარ ირბენენოოოო თანაც ხმა ხომ უნდა ქონდეს ხალხს. ამიტომ დაბალი ხელფასი და ქუჩაში ლეიბბების გაშლააა.

მართალი სიტყვა
12

 მოხუც დედას, მიეცით საშუალება შვილის ნახვისა. რა უფლება გაქვთ ნახვა შეუზღუფოთ.რათქმქუნდა ყველას მიმართ გაღიზიანებული იქნება მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ სიბერეს..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"სამწუხარო რეალობის ფონზე, ორი პოზიტიური მომენტი მინდა გაგიზიაროთ..." - რა სიახლეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ანა ჯაბაურის კომენტარი

"სამწუხარო რეალობის ფონზე, ორი პოზიტიური მომენტი მინდა გაგიზიაროთ..." - რა სიახლეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ანა ჯაბაურის კომენტარი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ ჯაბაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისივე განმარტებით, გამსახურდია სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს.

"ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰემოდინამიკური მაჩვენებლებისა და სასიცოცხლო კრიტერიუმების მხრივ სტაბილურია. მაგრამ მოგეხსენებათ, მძიმე ტრავმების შედეგად თავის ტვინის ღრმა დაზიანება აქვს, რის გამოც, შეზღუდული აქვს კოგნიტიური და ფიზიკური შესაძლებლობები. ამ სამწუხარო რეალობის ფონზე, ორი პოზიტიური მომენტი მინდა გაგიზიაროთ: ერთი, ცოტნეს მდგომარეობა არ უარესდება და არც სტაგნაციას განიცდის - ძალიან პატარა, კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ; მეორე - არ ვკარგავთ იმედსა და მოთმინებას და არასოდეს არ ვწყვეტთ ბრძოლას, რაც მიგვაჩნია, რომ საბოლოო გამარჯვების მთავარი საწინდარია. ამ ეტაპზე, მაგალითად, ბგერების წარმოთქმის, სიცილისა და სხვა ემოციების გამოხატვის უნარს დაემატა სიტყვების დამარცვლით წარმოთქმის უნარიც”, - განაცხადა ჯაბაურმა.

მისივე თქმით, კოლხური კოშკის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, ცოტნე გამსახურდია რეაბილიტაციას სახლში ვერ გადის.

"თითქმის, წელიწადნახევარია, რაც ვიმყოფებით წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრში. დღესდღეობით, ეს გამოუვალი სიტუაციიდან უფროა გამომდინარე, ვიდრე აუცილებლობისგან. რეაბილიტაცია, რომელიც უტარდება ცოტნეს - ფიზიოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგოპედის სამკურნალო თერაპია და სხვა შესაძლებელი და უკეთესიცაა ტარდებოდეს სახლის პირობებში. სამწუხაროდ, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ვერ ვახერხებთ შინ დაბრუნებას და ჯერჯერობით უცნობია, სანამდე მოგვიწევს სამედიცინო დაწესებულებებში ცხოვრება”, - განაცხადა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი, თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს.