"ღამის შოუს ბენდი" ქარელში, 5 ნოემბერს "ქარელობის" დღესასწაულთან დაკავშრებით კონცერტს ჩაატარებს, რისთვისაც ბიუჯეტისგან 17 000 ლარს მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერის კულტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე ავრცელებს.
23 ოქტომბერს ბენდმა კასპში "კასპობასთან" დაკავშრებით იმღერა, რისთვისაც მერიისგან 12 ათასი ლარი მიიღო.
"ღამის შოუს" ბენდი ტელეკომპანია "იმედს“ აფორმებს მუსიკალურად. მისი სოლისტი ბაბი კირკიტაძე "პოსტ ტვ-ის“ ერთ-ერთი წამყვანია. ბენდს ხშირად იწვევენ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში კონცერტების ჩასატარებლად.
კასპი ქარელი თელავი ცხოვრება საამურია საზოგადოება წელ გამართულია არ არიან სოციალურად დაუცველები დასაქმება 100% პრობლემები არ არსებობს მუნიციპალიტეტებში დარჩა გართობა განტვითვა.ველოდებით გელას და ბაბის რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებით ვიმხიარულოთ.
ხალხო, ერთი რამ შეიგნეთ: ყველა ადამიანი თავად ირჩევს პროფესიას და არავის აქვს ვალდებულება, მთელი ცხოვრება ვინმე არჩინოს. კარგი მომღერალი, საკუთარი პროფესიონალური საქმიანობიდან უნდა ირჩენდეს თავს და ბიუჯეტზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. არც სახელმწიფოს საქმეა კონცერტების დაფინანსება. შოუ-ბიზნესი მოკვდა და აბა მე რითი უნდა ვირჩინო თავიო, ეგ არაა საკუთხის სწორად დასმა. არავინაა ვალდებული, შენი პროფესიულ-მარკეტინგული რისკები აზღვიოს.
თუ არადა, დააღეთ პირი და უცქირეთ "უფასო" კონცერტებს. მერე ლარ-ლარად აგროვეთ ფეისბუქზე მორიგი გაჭირვებული ოჯახის დასახმარებელი თანხა.