პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორ კვირაში დაინახავთ გარადატეხას უკრაინულ შეიარაღებაში. დაგანახებთ წარმატებულ შედეგს" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე, რას აცხადებს ვანო ნადირაძე
"ორ კვირაში დაინახავთ გარადატეხას უკრაინულ შეიარაღებაში. დაგანახებთ წარმატებულ შედეგს" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე, რას აცხადებს ვანო ნადირაძე

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი, ვანო ნა­დი­რა­ძე აცხა­დებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ომში ძა­ლი­ან კარგ შე­დეგს და­დებს.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ აღ­ნიშ­ნა, ნო­ემ­ბრის ბო­ლოს უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის მხრი­დან სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბას და გარ­და­ტე­ხა­საც ელო­დე­ბა.

"ორი კვი­რის შემ­დეგ და­ი­ნა­ხავთ უკ­რა­ი­ნუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან ახალ გარ­და­ტე­ხას. ზუს­ტად 2 კვი­რის შემ­დეგ, ნო­ემ­ბრის ბო­ლოს სხვა­ნა­ირ, წარ­მა­ტე­ბულ შე­დეგს და­ი­ნა­ხავთ. ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვართ გან­წყო­ბი­ლი. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­მოყ­რა და ვი­თა­რე­ბის ცოტა გარ­თუ­ლე­ბა არის დრო­ე­ბი­თი, ტაქ­ტი­კუ­რი გა­დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ხდე­ბა. უკვე ორ კვი­რა­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კარგ შე­დეგს და­ვი­ნა­ხავთ. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს სე­რი­ო­ზულ გარ­და­ტე­ხა­საც ვე­ლო­დე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს რუ­სეთ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ტაქ­ტი­კუ­რად სწო­რი კო­ორ­დი­ნა­ცია და და­სავ­ლე­თის დახ­მა­რე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 4 დღეა ცო­ცხა­ლი ძალა შე­მოჰ­ყავთ, საგ­რძნობ­ლად გაძ­ლი­ერ­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მხრი­დან არ­ტი­ლე­რი­ის მუ­შა­ო­ბა. უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს ის პლუ­სი აქვს, რომ 10-ჯერ უფრო მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჰყავს, ტაქ­ტი­კუ­რად სწო­რად ახ­დე­ნენ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და რაც მთა­ვა­რია, უკ­რა­ი­ნას და­სავ­ლე­თის დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან შვე­ლის“, - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

მისი თქმით, ომში რუ­სე­თის მხრი­დან და­ნა­კარ­გი ძა­ლი­ან დი­დია.

"რუ­სე­თის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მსხვერ­პლი ასე­თია - ერთი ათზე და უფრო მე­ტიც. სა­კუ­თა­რი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის პრო­პა­გან­და აქვთ, თით­ქოს რა­ღაც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს, თო­რემ მათ­თვის სტრა­ტე­გი­ულ წარ­მა­ტე­ბას ვერ ვხე­დავ, წინ ვერ წა­მო­ი­წი­ეს“, - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან "ლენდ-ლი­ზის“ პროგ­რა­მა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის ჯერ­ჯე­რო­ბით, სრუ­ლად არ ამუ­შა­ვე­ბუ­ლა.

"სამ­წუ­ხა­როდ, "ლენდ ლიზი“ მთლი­ა­ნო­ბა­ში არ ამუ­შა­ვე­ბუ­ლა. ერ­თე­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა კი შე­მო­დის, მაგ­რამ ის, რა­საც "ლენ ლიზი“ ჰქვია, მე თვი­თო­ნაც ვერ ვხე­დავ. ძი­რი­თა­დი დახ­მა­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნას, სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი აქვთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­და­პირ მო­ნი­ტორ­ზე უდევთ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის ყვე­ლა გა­და­ად­გი­ლე­ბა. ტენ­დენ­ცია, რომ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს შე­ტე­ვე­ბი გა­ჩერ­და, დრო­ე­ბი­თია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაქ­სი­მუმ 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ გა­ნახ­ლდე­ბა. ის მო­ბი­ლი­ზა­ცია, რაც რუ­სებ­მა ჩა­ა­ტა­რეს, ვიცი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ნა­დი­რა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
4

ეს აფერისტი ჯიპიდან ისვრის.

!
3

ამ ადამიანს ვერ ვიტან,ბოღმით სავსე,გაქანებული გნაცია,რომელიც საკუთარი პოლიტიკის გამო არაგანაცებულ საქართველოს მოსახლეობას ლანძღავს და ემუქრება!!! ეტყობა გასაქცევი იყო და უკრაინას შეაფარა თავი! უკრაინის მომავალი სრულადაა დამოკიდებული ამერიკაზე და მის არჩევნებზე,დაველოდოთ და ვნახოთ! თქვენ კი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად,მშვიდობიან დაბრუნებას გისურვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ორ კვირაში დაინახავთ გარადატეხას უკრაინულ შეიარაღებაში. დაგანახებთ წარმატებულ შედეგს" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე, რას აცხადებს ვანო ნადირაძე

"ორ კვირაში დაინახავთ გარადატეხას უკრაინულ შეიარაღებაში. დაგანახებთ წარმატებულ შედეგს" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე, რას აცხადებს ვანო ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე აცხადებს, რომ დაახლოებით ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ომში ძალიან კარგ შედეგს დადებს.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ აღნიშნა, ნოემბრის ბოლოს უკრაინული მხარის მხრიდან სერიოზულ წარმატებას და გარდატეხასაც ელოდება.

"ორი კვირის შემდეგ დაინახავთ უკრაინული შეიარაღებული ძალების მხრიდან ახალ გარდატეხას. ზუსტად 2 კვირის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს სხვანაირ, წარმატებულ შედეგს დაინახავთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მობილიზებული სამხედროების შემოყრა და ვითარების ცოტა გართულება არის დროებითი, ტაქტიკური გადაჯგუფებები ხდება. უკვე ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალების კარგ შედეგს დავინახავთ. ნოემბრის ბოლოს სერიოზულ გარდატეხასაც ველოდები“, - განაცხადა ნადირაძემ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის წარმატებას განაპირობებს რუსეთზე გაცილებით მეტად მომზადებული ჯარისკაცები, ტაქტიკურად სწორი კოორდინაცია და დასავლეთის დახმარება.

"სამწუხაროდ, ბოლო 4 დღეა ცოცხალი ძალა შემოჰყავთ, საგრძნობლად გაძლიერდა მოწინააღმდეგის მხრიდან არტილერიის მუშაობა. უკრაინულ მხარეს ის პლუსი აქვს, რომ 10-ჯერ უფრო მეტად მომზადებული ჯარისკაცები ჰყავს, ტაქტიკურად სწორად ახდენენ კოორდინაციას და რაც მთავარია, უკრაინას დასავლეთის დახმარება ძალიან შველის“, - განაცხადა ნადირაძემ.

მისი თქმით, ომში რუსეთის მხრიდან დანაკარგი ძალიან დიდია.

"რუსეთის პირადი შემადგენლობის მსხვერპლი ასეთია - ერთი ათზე და უფრო მეტიც. საკუთარი აუდიტორიისთვის პროპაგანდა აქვთ, თითქოს რაღაც წარმატებას მიაღწიეს, თორემ მათთვის სტრატეგიულ წარმატებას ვერ ვხედავ, წინ ვერ წამოიწიეს“, - განაცხადა ნადირაძემ.

გარდა ამისა, მან "ლენდ-ლიზის“ პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ჯერჯერობით, სრულად არ ამუშავებულა.

"სამწუხაროდ, "ლენდ ლიზი“ მთლიანობაში არ ამუშავებულა. ერთეული შეიარაღება კი შემოდის, მაგრამ ის, რასაც "ლენ ლიზი“ ჰქვია, მე თვითონაც ვერ ვხედავ. ძირითადი დახმარება, რაც ძალიან სჭირდებოდა უკრაინას, სადაზვერვო ინფორმაციები აქვთ. ფაქტობრივად, პირდაპირ მონიტორზე უდევთ მოწინააღმდეგე მხარის ყველა გადაადგილება. ტენდენცია, რომ უკრაინულ მხარეს შეტევები გაჩერდა, დროებითია. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში ისევ განახლდება. ის მობილიზაცია, რაც რუსებმა ჩაატარეს, ვიცი, რომ წარმატებული არ იქნება“, - აღნიშნა ნადირაძემ.