ღარიბაშვილის მთავრობის ასეთი სახის პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.
“დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე მისი გადაწყვეტილება გამოაცხადა. ნიკა დაახლოებით 4 წლის განმავლობაში პატიმრობაში დარჩება. მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც თვალსაჩინოს ხდის საქართველოს სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას.
ღარიბაშვილის მთავრობის ასეთი სახის პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს. ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი ქმედებები ქართველი ხალხის სურვილს ეწინააღმდეგება”, - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ის პირად გვერდზე.
გიოოო ხედავენ და მერე რა კარგად ოღონ ასეთი გაყიდულები არიან და ავიწყდებათ ცნობილი აღმოსავლური გამოთქმა" ეგ აქლემი თქვენი სახლის წინაც დაიჩოქებსოო! ასე რომ ჩვენ მოთმინება გვმართებს და ბოლოს როცა არწივები დუმან, თუთიყუშები იწყებენ ლაყბობას“ – უინსტონ ჩერჩილი არწივობა ჯობია!
ივანიშვილის მონა ქოცელებო. თქვენ მონობისთვის ხართ დაბადებულები. იყავით ასე, ჯანსაღი აზრი თქვენთვის უცხოა, ვერ ხედავთ რა დღეშია ხალხი, ეს თქვენი ბრალიცაა. ბოღმებო! კორუმპირებულებო!