ავტორი:

"ჩემო კარგებო, ნუ დავადანაშაულებთ თეატრს გლობალურად!" - რას წერს თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც იგი სპექტაკლებიდან მოხსნეს

"ჩემო კარგებო, ნუ დავადანაშაულებთ თეატრს გლობალურად!" - რას წერს თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც იგი სპექტაკლებიდან მოხსნეს

მსახიობი თამარ მაყაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იგი სპექტაკლებიდან მოიხსნა.

"ჩემო კარგებო, ნუ დავადანაშაულებთ თეატრს გლობალურად! მე დასი გვერდში მიდგას და თავის სათქმელსაც იტყვის!" - წერს მსახიობი "ფეისბუქში".

ბათუმის თეატრის ხელმძღვანელის, ნუკრი ქანთარიას გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა თეატრი ამის გამო გააკრიტიკა. სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი ნაწილი წერდა, რომ თეატრის მხრიდან ეს გადამეტებული რეაქცია იყო და ბოდიში, რომელიც მსახიობმა მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო მოიხადა, თეატრის მენეჯმენტს საკმარისად უნდა ჩაეთვალა. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კი თეატრს საკითხის მიმართ დამოკიდებულება მოუწონა.

საქმე შეეხება თამარ მაყაშვილის მიერ "იმედზე“ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მაყაშვილმა "ხულოელი ბავშვი“ დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც მან მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

ასევე იხილეთ: