ვროპარლამენტარი, პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანა ფოტიგა "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას "ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიუღებელია.
"ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია", - განაცხადა ანა ფოტიგამ.