მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს" - აშშ-ის საელჩო
"ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს" - აშშ-ის საელჩო

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით, "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას პა­ტიმ­რო­ბა რის­კის ქვეშ აყე­ნებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მკა­ფიო არ­ჩე­ვან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბის გა­ცხა­დე­ბულ მი­ზანს უფრო უსაფრ­თხო, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლი­სა.

გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ელ­ჩო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შერ­ჩე­ვი­თი გა­მო­ძი­ე­ბის, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნი­სა და მსჯავ­რდე­ბის აღ­ქმაც კი ასუს­ტებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის, პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­სა­მარ­თლო­ე­ბი­სა და თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ.

"იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლე­ბა მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო­სა და მე­დია პლუ­რა­ლიზ­მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის სა­გა­ნია, მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას მიმ­დი­ნა­რე პა­ტიმ­რო­ბა რის­კის ქვეშ აყე­ნებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მკა­ფიო არ­ჩე­ვან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბის გა­ცხა­დე­ბულ მი­ზანს - უფრო უსაფრ­თხო, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლი­სა.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტავს ღრმა შეშ­ფო­თე­ბას დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვა­რა­მი­ას, იაშ­ვი­ლი­სა და და­მე­ნი­ას საქ­მე­ზე. არა­ერ­თმა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ქარ­თველ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა თა­ვი­დან­ვე წა­მოჭ­რა სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი ამ საქ­მის შე­სა­ხებ, მათ შო­რის დრო­სა და ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აგ­რეთ­ვე, მსჯავ­რდე­ბი­სა და სას­ჯე­ლის შე­სა­ხებ. შერ­ჩე­ვი­თი გა­მო­ძი­ე­ბის, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნი­სა და მსჯავ­რდე­ბის აღ­ქმაც კი ასუს­ტებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის, პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­სა­მარ­თლო­ე­ბი­სა და თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის მხარ­და­ჭე­რას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სტა­ბი­ლუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ასა­შე­ნებ­ლად და რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მკა­ფიო სურ­ვი­ლია“,- ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც დამ­ნა­შა­ვედ ცნო. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ მის­თვის 3 წლი­თა და 6 თვის ვა­დით შე­ფარ­დე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ძა­ლა­ში დარ­ჩა. ამას­თან, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ნიკა გვა­რა­მი­ას 6 მი­ლი­ონ 700 000 ლა­რის გაფ­ლან­გვის ეპი­ზოდ­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი 5 0000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მას სა­პა­ტიმ­რო­ში ყოფ­ნა აქამ­დე გან­სა­ზღვრუ­ლი 3 წლი­თა და 6 თვის ვა­დით მო­უ­წევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Logica
6

ზუსტად ეს უნდათ ამათ. გვარამია კი არა მკვლელებს უშვებენ გარეთ(ეხლახანს პოლიციელის მკვლელი შეაწყალებინეს სალომეს). გვარამია იმიტომ ყავთ რომ ევროპაში არ მიგვიღონ. ამას მერე ისევ ევროპას დააბრალებენ. დააბოლეს ხახლი პროპაგანდისტული არხებით "ომი გინდათ" ძახილით. ოპოზიციაც კიდევ ამათ წისქვილზე ასხამს ხალხს, ვერ ხვდებიან (უფრო სწორად იციან და კიდიათ) რომ ესენი ასაზრდოვებენ ამ ხელისუფლებას. როგორც სარეველს სასუქი. ოპოზიციის გასვლა ასპარეზიდან დღეებში მოსპობს ამ სარეველას მაგრამ მაგის კულტურა სად ააქვთ ამათ. ავმა ძაღლმა არც თვითნ ჭამა არც სხვას აჭამაო. საქართველოს ყველაზე დიდი მტერი იყო ხალხის უგუნურობა. ტეხავენ ციხეს შიგნიდან და ჩვენ ტაშს უკრავთ იმაზე თუ როგორ გვემსხვრევა ევროპული მომავალი. ხალხი კია ბრბო და უგუნური მაგრამ დრო არა. განსაკუთრებით გაღატაკებულ-დამარცხებულ რუსეთის გვერდით რომ აღმოვჩნდებით აუცილებლად გავიხედავთ ევროპისკენ, იდეალების გამო თუ არა ფულის გამო მაინც და მერე ყველას მოეთხოვება.

ნინა
3

პრეზიდენტ ნიქსონის სიტყვებია ალიენდეს არჩევის შემდეგ ,,„ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ და არც სახსრები დავიშუროთ ჩილეს გადასარჩენად! 24 საათი უნდა ვიმუშაოთ და ჩვენი საუკეთესო ხალხი ჩავრიოთ საქმეში”.სენატორი ჰენრი კისინჯერი:,არ მესმის, გულხელდაკრეფილებმა რატომ უნდა ვუცქიროთ, როგორ მიექანება ეს ქვეყანა კომუნიზმისაკენ – მისივე მოსახლეობის უპასუხისმგებლობის გამო!” და მოიყვანეს ჩილეს ხელისუფლებაში პინოჩეტის ხუნტა.უნდა გავიგოთ – რამდენადაც ცუდი არ უნდა ჩანდეს ეს ხელისუფლება, ის მაინც უკეთესია ჩვენთვის, ვიდრე მისი წინამორბედი!”--ჰენრი კისინჯერის პასუხი ჟურნალისტებს პინოჩეტის მხეცურ დანაშაულებზე დასმულ კითხვებზე.ცნობისათვის,მიშა სააკაშვილი პინოჩეტის ფანია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს" - აშშ-ის საელჩო

"ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს" - აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.

"იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.

შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.