მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მიიჩნევს თავს ჰიროსიმელად და როგორ დაიპყრო იაპონელთა გულები - ვინ არის იაპონიაში საქართველოს 34 წლის ელჩი, რომელიც ცნობილი ტანმოვარჯიშისა და გენეტიკოსის შთამომავლია?
რატომ მიიჩნევს თავს ჰიროსიმელად და როგორ დაიპყრო იაპონელთა გულები - ვინ არის იაპონიაში საქართველოს 34 წლის ელჩი, რომელიც ცნობილი ტანმოვარჯიშისა და გენეტიკოსის შთამომავლია?

34 წლის დიპ­ლო­მა­ტი, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 4 წლის იყო, რო­დე­საც თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვას ოჯა­ხი ია­პო­ნი­ის ქა­ლაქ ჰი­რო­სი­მა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მამა ჰი­რო­სი­მის დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ში ჩა­ი­რი­ცხა და ოჯა­ხი 4 წელი ცხოვ­რობ­და სამ­შობ­ლო­დან მო­შო­რე­ბით. მო­მა­ვალ­მა დიპ­ლო­მატ­მა გა­ნათ­ლე­ბა ია­პო­ნი­ა­სა და შტა­ტებ­ში მი­ი­ღო, რაც მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში.

თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა ბავ­შვო­ბი­დან თა­მა­შობ­და ხელ­ბურთს, 2005-2007 წლებ­ში ის სა­ქარ­თვე­ლოს 21-წლამ­დე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რიც იყო. მისი ბე­ბია ნელი სა­ლა­ძე სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე და სსრკ ორგზის ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლდათ. 1979 წელს უკვე მწვრთნე­ლის რან­გში, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ნელი სა­ლა­ძე ავარ­ჯი­შებ­და ბელ­გი­ი­სა და ია­პო­ნი­ის კლუ­ბე­ბის სპორ­ტსმე­ნებს. ბა­ბუა პრო­ფე­სო­რი თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­ნე­ტი­კის კა­თედ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და 83 წლის ასაკ­შიც დღემ­დე მუ­შა­ობს.

  • კა­რი­ე­რა

მისი კა­რი­ე­რა 2012 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც მუ­შა­ო­ბა ია­პო­ნუ­რი კორ­პო­რა­ცია "კი­კკო­მან­ში", ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ყიდ­ვე­ბის და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­ი­წყო. 2015-2018 წლებ­ში კი ია­პო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბებს კუ­რი­რებ­და. 2017 წელს შპს "დე­ლი­ვე­რი“ და­ა­ფუძნა, ერთ წე­ლი­წად­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, აზი­ი­სა და წყნა­რი ოკე­ა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მრჩევ­ლად მო­ე­წყო.

2019 - 2021 წლებ­ში თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას. 2021 წლის 15 ნო­ემ­ბრი­დან კი ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ხდე­ბა.

ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბაა ქარ­თუ­ლი NFT-ს შექ­მნა ია­პო­ნი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო იყო პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი NFT კო­ლექ­ცია „"supra3.0“ შექ­მნა. პრე­ზენ­ტა­ცია 18 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა. თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა ამ­ბობს, რომ ეს კო­ლექ­ცია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის თე­მა­ტი­კა­ზეა შექ­მნი­ლი, ის 5 000 NFT ნა­მუ­შევ­რის­გან შედ­გე­ბა და პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს, სა­ქარ­თვე­ლო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ია­პო­ნელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი NFT ნა­მუ­შევ­რე­ბი წა­რუდ­გი­ნოს.

შე­გახ­სე­ნებთ, NFT არის ციფ­რუ­ლი აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი სა­ქონ­ლის ან ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, რო­გო­რი­ცაა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ან საგ­ნე­ბი აპ­ლი­კა­ცი­ა­ში. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის მსგავ­სად, NFT-ების უმე­ტე­სო­ბა ბლო­კჩე­ი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ას ეყ­რდნო­ბა. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ სა­ქონ­ლის გა­ყიდ­ვა ან გაც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნივ­თებ­ზე და ყვე­ლა მათ­გა­ნი უნი­კა­ლუ­რია.

თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვას ბი­ოგ­რა­ფია გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი. ერთი წლის წინ ია­პო­ნურ­მა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან­მა გა­ზეთ­მა "ჯა­პან თა­იმსმა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით:

"რო­გორ და­ი­პყრო ქარ­თველ­მა დიპ­ლო­მატ­მა ია­პო­ნელ­თა გუ­ლე­ბი", - მას­ში გად­მო­ცე­მუ­ლია ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩთან - თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია - თუ რო­გო­რი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და (და აქვს) ქარ­თველ დიპ­ლო­მატს ია­პო­ნე­ლებ­თან, უფრო ზუს­ტად კი - ერთ-ერთ ჰი­რო­სი­მელ ია­პო­ნურ ოჯახ­თან, ჯერ კი­დევ 1992 წლი­დან...

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი "ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნა­ში" დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, "ტვი­ტერ­ში" მას 40 ათა­სამ­დე ია­პო­ნე­ლი გა­მომ­წე­რი ჰყავს. იგი მო­ხერ­ხე­ბუ­ლად იყე­ნებს ია­პო­ნუ­რი ენის ცოდ­ნას, ია­პო­ნურ ჩვე­ვებს და უნი­კა­ლურ პიარ კამ­პა­ნი­ას ეწე­ვა თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ.

"ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის, კავ­კა­სი­ის მთებ­ში მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბა ძალ­ზე მდი­და­რია. ასე­ვე, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია მისი კუ­ლი­ნა­რუ­ლი კულ­ტუ­რაც, რა­მაც ქვე­ყა­ნას ტუ­რის­ტებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. მას შემ­დეგ, რაც თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა ელ­ჩად და­ი­ნიშ­ნა, იგი აქ­ტი­უ­რად წერს "ტვი­ტერ­ში" სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ იმ მიზ­ნით, რომ მისი სამ­შობ­ლო, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ია­პო­ნელ­მა გა­იც­ნოს. ელ­ჩის პო­პუ­ლა­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში, როცა მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო თუ რო­გორ მი­ირ­თმევს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ეროვ­ნულ კერძს - შქმე­რულს...

33 წლის დიპ­ლო­მა­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის თავს სი­ა­მა­ყით "ჰი­რო­სი­მანსს" (ანუ "ჰი­რო­სი­მელს") უწო­დებს. თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა მუდ­მივ მო­ვა­ლედ გრძნობს თავს ად­გი­ლობ­რი­ვი, ჰი­რო­სი­მე­ლი ექი­მის მი­მართ, რო­მე­ლიც მას მო­უყ­ვა, თუ რო­გორ გა­და­ურ­ჩა ატო­მურ და­ბომბვას 1945 წელს.

ყვე­ლა­ფე­რი კი წლე­ბის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვას მა­მამ - ალექ­სან­დრე ლეჟა­ვამ, მოს­კოვ­ში ერთ-ერთი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს ია­პო­ნე­ლი გე­ნე­ტი­კო­სი, ჰი­რო­სი­მე­ლი ტე­ცუ­ზი კა­ტო­და­ნი გა­იც­ნო. ტე­ცუ­ზი ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად თბი­ლის­ში მი­იწ­ვი­ეს. ქარ­თველ­მა მას­პინ­ძელ­მა ია­პო­ნელ სტუ­მარს თა­ვი­სი ოჯა­ხი გა­აც­ნო. 1992 წელს კი ალექ­სან­დრე ლეჟა­ვა ეწ­ვია ტე­ცუ­ზი კა­ტო­დანს ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც ოჯა­ხით ოთხ წე­ლი­წადს დარ­ჩა... ქარ­თვე­ლი სტუმ­რის ოჯა­ხი იმ­დე­ნად და­უ­ახ­ლოვ­და ია­პო­ნელ მას­პინ­ძელს - ტე­ცუ­ზის და მის ცოლს, ია­სუ­ეს, რომ ისი­ნი ყო­ველ­დღე ერ­თად სა­დი­ლობ­დნენ. "მე სკო­ლის­თვის ტე­ცუ­ზი და მისი ცოლი მამ­ზა­დებ­ნენ, ყვე­ლა­ფერს ისი­ნი ყი­დუ­ლობ­დნენ - სას­კო­ლო ჩან­თით და­წყე­ბუ­ლი, წიგ­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა.

თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვას სამ­შობ­ლომ - სა­ქარ­თვე­ლო­მაც გა­და­ი­ტა­ნა ომის სა­ში­ნე­ლე­ბა, როცა "სამ­ხრეთ ოსე­თის" კონ­ფლიქ­ტის გამო რუ­სეთ­თან სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბა მო­უხ­და. მო­მა­ვა­ლი ელჩი იმ დროს თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ის მომსწრე გახ­და. "ადა­მი­ა­ნებ­მა დიდი ძა­ლის­ხმე­ვა უნდა მო­ახ­მა­რონ სტა­ბი­ლუ­რი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბას", - ამ­ბობ­და ელჩი.

"ჰი­რო­სი­მას ტრა­გე­დია 76 წლის წინ მოხ­და. ჩვენ მუ­დამ მზად უნდა ვი­ყოთ, რომ ომე­ბი და კონ­ფლიქ­ტე­ბი აღარ გან­მე­ორ­დეს", - აგ­რძე­ლებს ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი.

ია­პო­ნი­ის ელჩი რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ანა სი­ჭი­ნა­ვა­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი - ლიკა, 2019 წელს შე­ე­ძი­ნა. მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ა­ნა აია ლეჟა­ვა 2020 წელს ტო­კი­ო­ში და­ი­ბა­და. ამ­ჟა­მად წყვი­ლი მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბა. ანა სი­ჭი­ნა­ვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­სტრი­ის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და. და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ მალე ია­პო­ნი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და ამ­ჟა­მად შვი­ლებს ზრდის... ანა აქ­ტი­უ­რად წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმ სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ახორ­ცი­ე­ლებს.

თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვას ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოს გი­ორ­გი ვა­შა­ძეს­თან ნა­თე­სა­ვო­ბა აკავ­ში­რებს. მათი მე­უღ­ლე­ე­ე­ბი ქეთი და ანა სი­ჭი­ნა­ვე­ბი დები არი­ან. ვა­შა­ძის უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილს საყ­ვა­რე­ლი დე­ი­დის სა­ხე­ლი ჰქვია.

ერთხელ, რო­დე­საც პა­ტა­რა ანა ია­პო­ნი­ა­ში დე­ი­დას და ბი­ძას, დე­დას­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა, ელჩმა ბი­ძამ ტვი­ტერ­ში გო­გო­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რომ ანას ტრა­დი­ცი­ულ ია­პო­ნურ ტკბი­ლე­ულს აძ­ლევს. ელ­ჩის "ტვი­ტი" ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში გა­ა­ნი­უ­სეს.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვამ 2021 წელს შე­ავ­სო. ოჯახს არ გა­აჩ­ნია ბიზ­ნე­სი და ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მისი შევ­სე­ბი­სას თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვას "თი­ბი­სი ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 6691,82 დო­ლა­რი, 4627,72 ლარი, შემ­ნახ­ველ ან­გა­რიშ­ზე კი - 18 064,33 დო­ლა­რი.

თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვამ სა­ქარ­თვე­ლოს ია­პო­ნი­ა­ში სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, ერთ კა­ლენ­და­რულ წელ­ში 95 822 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა არა მხო­ლოდ ია­პო­ნე­ლებ­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი, ის ძა­ლი­ან უყ­ვართ ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­საც. ხში­რად მას­პინ­ძლობს სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ სტუმ­რებს და ასე­ვე იქ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც ეს­წრე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთევანი
2

წარმატებები პირად ცხოვრებაში და მამულისთთვის სასარგებლო საქმიანობაში.

სიმართლე
4

ერთი და ნაცებში, მეორე და ქოცებში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რატომ მიიჩნევს თავს ჰიროსიმელად და როგორ დაიპყრო იაპონელთა გულები - ვინ არის იაპონიაში საქართველოს 34 წლის ელჩი, რომელიც ცნობილი ტანმოვარჯიშისა და გენეტიკოსის შთამომავლია?

რატომ მიიჩნევს თავს ჰიროსიმელად და როგორ დაიპყრო იაპონელთა გულები - ვინ არის იაპონიაში საქართველოს 34 წლის ელჩი, რომელიც ცნობილი ტანმოვარჯიშისა და გენეტიკოსის შთამომავლია?

34 წლის დიპლომატი, რომელიც იაპონიაში საქართველოს წარმოადგენს, თბილისში დაიბადა. 4 წლის იყო, როდესაც თეიმურაზ ლეჟავას ოჯახი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში გადავიდა საცხოვრებლად. მამა ჰიროსიმის დოქტურანტურაში ჩაირიცხა და ოჯახი 4 წელი ცხოვრობდა სამშობლოდან მოშორებით. მომავალმა დიპლომატმა განათლება იაპონიასა და შტატებში მიიღო, რაც მომავალში ძალიან დაეხმარა დიპლომატიური კარიერის აწყობაში.

თეიმურაზ ლეჟავა ბავშვობიდან თამაშობდა ხელბურთს, 2005-2007 წლებში ის საქართველოს 21-წლამდე ეროვნული ნაკრების წევრიც იყო. მისი ბებია ნელი სალაძე სპორტული ტანმოვარჯიშე და სსრკ ორგზის ჩემპიონი გახლდათ. 1979 წელს უკვე მწვრთნელის რანგში, მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. ნელი სალაძე ავარჯიშებდა ბელგიისა და იაპონიის კლუბების სპორტსმენებს. ბაბუა პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა საქართველოში გენეტიკის კათედრის დამფუძნებელია და 83 წლის ასაკშიც დღემდე მუშაობს.

  • კარიერა

მისი კარიერა 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც მუშაობა იაპონური კორპორაცია "კიკკომანში", ადგილობრივი გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტში დაიწყო. 2015-2018 წლებში კი იაპონია საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს კურირებდა. 2017 წელს შპს "დელივერი“ დააფუძნა, ერთ წელიწადში კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტში მრჩევლად მოეწყო.

2019 - 2021 წლებში თეიმურაზ ლეჟავა იაპონიაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე იწყებს მუშაობას. 2021 წლის 15 ნოემბრიდან კი იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხდება.

ბოლო დროის ყველაზე საინტერესო აქტივობაა ქართული NFT-ს შექმნა იაპონიაში. საქართველოს საელჩო იყო პირველი, რომელმაც პირველი ქართული NFT კოლექცია „"supra3.0“ შექმნა. პრეზენტაცია 18 ოქტომბერს გაიმართა. თეიმურაზ ლეჟავა ამბობს, რომ ეს კოლექცია ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის თემატიკაზეა შექმნილი, ის 5 000 NFT ნამუშევრისგან შედგება და პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოთი დაინტერესებულ იაპონელ საზოგადოებას ქართული კულტურის ელემენტებით დატვირთული NFT ნამუშევრები წარუდგინოს.

შეგახსენებთ, NFT არის ციფრული აქტივი, რომელიც გამოიყენება რეალური საქონლის ან ობიექტების წარმოსაჩენად, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშები ან საგნები აპლიკაციაში. კრიპტოვალუტების მსგავსად, NFT-ების უმეტესობა ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეყრდნობა. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ამ საქონლის გაყიდვა ან გაცვლა შეუძლებელია იმავე ღირებულების ნივთებზე და ყველა მათგანი უნიკალურია.

თეიმურაზ ლეჟავას ბიოგრაფია გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ზემოთ მოყვანილი ფაქტები. ერთი წლის წინ იაპონურმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა "ჯაპან თაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია, სათაურით:

"როგორ დაიპყრო ქართველმა დიპლომატმა იაპონელთა გულები", - მასში გადმოცემულია იაპონიაში საქართველოს ელჩთან - თეიმურაზ ლეჟავასთან დაკავშირებული ისტორია - თუ როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდა (და აქვს) ქართველ დიპლომატს იაპონელებთან, უფრო ზუსტად კი - ერთ-ერთ ჰიროსიმელ იაპონურ ოჯახთან, ჯერ კიდევ 1992 წლიდან...

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ელჩი "ამომავალი მზის ქვეყანაში" დიდი პოპულარობით სარგებლობს, "ტვიტერში" მას 40 ათასამდე იაპონელი გამომწერი ჰყავს. იგი მოხერხებულად იყენებს იაპონური ენის ცოდნას, იაპონურ ჩვევებს და უნიკალურ პიარ კამპანიას ეწევა თავისი სამშობლოს სასარგებლოდ.

"ევროპასა და აზიას შორის, კავკასიის მთებში მდებარე საქართველოს ბუნება ძალზე მდიდარია. ასევე, მრავალფეროვანია მისი კულინარული კულტურაც, რამაც ქვეყანას ტურისტებში პოპულარობა მოუტანა. მას შემდეგ, რაც თეიმურაზ ლეჟავა ელჩად დაინიშნა, იგი აქტიურად წერს "ტვიტერში" საქართველოს შესახებ იმ მიზნით, რომ მისი სამშობლო, რაც შეიძლება მეტმა იაპონელმა გაიცნოს. ელჩის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2019 წლის დეკემბერში, როცა მან გამოაქვეყნა ფოტო თუ როგორ მიირთმევს ქართულ ტრადიციულ ეროვნულ კერძს - შქმერულს...

33 წლის დიპლომატი, რომელიც თავის თავს სიამაყით "ჰიროსიმანსს" (ანუ "ჰიროსიმელს") უწოდებს. თეიმურაზ ლეჟავა მუდმივ მოვალედ გრძნობს თავს ადგილობრივი, ჰიროსიმელი ექიმის მიმართ, რომელიც მას მოუყვა, თუ როგორ გადაურჩა ატომურ დაბომბვას 1945 წელს.

ყველაფერი კი წლების წინ დაიწყო, როდესაც თეიმურაზ ლეჟავას მამამ - ალექსანდრე ლეჟავამ, მოსკოვში ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენციის დროს იაპონელი გენეტიკოსი, ჰიროსიმელი ტეცუზი კატოდანი გაიცნო. ტეცუზი ლექციების წასაკითხად თბილისში მიიწვიეს. ქართველმა მასპინძელმა იაპონელ სტუმარს თავისი ოჯახი გააცნო. 1992 წელს კი ალექსანდრე ლეჟავა ეწვია ტეცუზი კატოდანს იაპონიაში, სადაც ოჯახით ოთხ წელიწადს დარჩა... ქართველი სტუმრის ოჯახი იმდენად დაუახლოვდა იაპონელ მასპინძელს - ტეცუზის და მის ცოლს, იასუეს, რომ ისინი ყოველდღე ერთად სადილობდნენ. "მე სკოლისთვის ტეცუზი და მისი ცოლი მამზადებნენ, ყველაფერს ისინი ყიდულობდნენ - სასკოლო ჩანთით დაწყებული, წიგნებით დამთავრებული", - იხსენებდა მოგვიანებით თეიმურაზ ლეჟავა.

თეიმურაზ ლეჟავას სამშობლომ - საქართველომაც გადაიტანა ომის საშინელება, როცა "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტის გამო რუსეთთან სამხედრო შეტაკება მოუხდა. მომავალი ელჩი იმ დროს თბილისში იმყოფებოდა და მძიმე სიტუაციის მომსწრე გახდა. "ადამიანებმა დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას", - ამბობდა ელჩი.

"ჰიროსიმას ტრაგედია 76 წლის წინ მოხდა. ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რომ ომები და კონფლიქტები აღარ განმეორდეს", - აგრძელებს ქართველი დიპლომატი.

იაპონიის ელჩი რამდენიმე წელია, რაც ანა სიჭინავაზეა დაქორწინებული. წყვილს პირველი შვილი - ლიკა, 2019 წელს შეეძინა. მეორე ქალიშვილი მარიანა აია ლეჟავა 2020 წელს ტოკიოში დაიბადა. ამჟამად წყვილი მესამე შვილს ელოდება. ანა სიჭინავა წლების განმავლობაში ავსტრიის საელჩოში მუშაობდა. დაოჯახების შემდეგ მალე იაპონიაში მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად შვილებს ზრდის... ანა აქტიურად წერს სოციალურ ქსელში იმ სიახლეებისა და აქტივობების შესახებ, რასაც იაპონიაში საქართველოს საელჩო ახორციელებს.

თეიმურაზ ლეჟავას ქართველ პოლიტიკოს გიორგი ვაშაძესთან ნათესავობა აკავშირებს. მათი მეუღლეეები ქეთი და ანა სიჭინავები დები არიან. ვაშაძის უმცროს ქალიშვილს საყვარელი დეიდის სახელი ჰქვია.

ერთხელ, როდესაც პატარა ანა იაპონიაში დეიდას და ბიძას, დედასთან ერთად ესტუმრა, ელჩმა ბიძამ ტვიტერში გოგონასთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ანას ტრადიციულ იაპონურ ტკბილეულს აძლევს. ელჩის "ტვიტი" ადგილობრივ მედიაში გაანიუსეს.

ქონებრივი დეკლარაცია თეიმურაზ ლეჟავამ 2021 წელს შეავსო. ოჯახს არ გააჩნია ბიზნესი და ფასიანი ქაღალდები. დეკლარაციაში ასევე არ არის მითითებული უძრავი ქონება. მისი შევსებისას თეიმურაზ ლეჟავას "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 6691,82 დოლარი, 4627,72 ლარი, შემნახველ ანგარიშზე კი - 18 064,33 დოლარი.

თეიმურაზ ლეჟავამ საქართველოს იაპონიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე ყოფნისას, ერთ კალენდარულ წელში 95 822 დოლარი მიიღო.

თეიმურაზ ლეჟავა არა მხოლოდ იაპონელებშია პოპულარული, ის ძალიან უყვართ ამომავალი მზის ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებსაც. ხშირად მასპინძლობს საქართველოდან ჩასულ სტუმრებს და ასევე იქ მცხოვრებ ქართველებთან ერთად ღონისძიებებსაც ესწრება.