Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივხვდეთ ყავა ხარისხიანი და სწორად მომზადებულია თუ არა? – 5 ნიშანი
როგორ მივხვდეთ ყავა ხარისხიანი და სწორად მომზადებულია თუ არა? – 5 ნიშანი

თუ ყავა დი­ლის რუ­ტი­ნის, შუა დღის შეს­ვე­ნე­ბის, დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო პრო­ცე­სის გა­ნუყ­რელ მე­გობ­რად გექ­ცათ და თუ გან­ტვირ­თვა­საც მას­თან ერ­თად ამ­ჯო­ბი­ნებთ, მა­შინ კარ­გად გე­ცო­დი­ნე­ბათ, რა ძალა აქვს ერთ ჭიქა კარგ მა­ტო­ნი­რი­ზი­რე­ბელ სას­მელს.

იმი­სათ­ვის, რომ მის­გან ყვე­ლა სარ­გე­ბე­ლი მი­ვი­ღოთ, რისი მო­ცე­მაც შე­უძ­ლია, იქ­ნე­ბა ეს ენერ­გია, ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი, მე­ტა­ბო­ლიზ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, დო­პა­მი­ნის გა­მო­ყო­ფა თუ სხვა, ის ნა­ტუ­რა­ლუ­რი და სწო­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა იყოს. ეს კი გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს რო­გორც კა­ფე­ებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყა­ვის, ისე მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში.

სწო­რედ ამი­ტომ, ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლებს ვთა­ვა­ზობთ 5 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ სა­კითხს, რაც ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის და­გე­მოვ­ნე­ბა­ში უშ­ლით ხელს:

  • უხა­რის­ხო ყა­ვით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ბა­ზა­რი

ყა­ვა­ზე მო­თხოვ­ნის ზრდას­თან ერ­თად, ბა­ზა­რი უფრო და უფრო მე­ტად ივ­სე­ბა უხა­რის­ხო პრო­დუქ­ტით. მა­გა­ლი­თის­თვის, ხსნა­დი ყავა, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მხო­ლოდ 15%-ს შე­ი­ცავს, და­ნარ­ჩე­ნი კი სხვა და­ნა­მა­ტებ­ზე მო­დის.

მის ერთჯე­რად შე­ფუთ­ვებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1,8 გრა­მი ყა­ვაა მო­თავ­სე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ მას და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს ბარ­და, სოია, შვრია, ქე­რის ალაო, სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე, სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რე­ბი, სინ­თე­ტი­კუ­რი კო­ფე­ი­ნი და სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­მელს უკარ­გა­ვენ გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს და მათი სინ­თე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე­ბე­ლიც იყოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხსნა­დი ყავა მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით შე­ი­ცავს ნივ­თი­ე­რე­ბა აკ­რი­ლა­მიდს, რომ­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა­მაც ცხო­ვე­ლებ­ში სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია (აშშ-ის სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია).

ხსნა­დი ყა­ვის კი­დევ ერთი პრობ­ლე­მაა მწი­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი. იმის გამო, რომ პრო­დუქ­ტი დამ­ზა­დე­ბი­სას გა­მოშ­რო­ბი­სა და გა­ყინ­ვის ეტაპს გა­დის, კარ­გავს ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა­სა და არო­მატს და ჩვე­ნამ­დე უხა­რის­ხო სას­მე­ლი მო­დის.

ამას­თან, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს და­ბა­ლი ხა­რის­ხის მარ­ცვა­ლიც, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა კვე­ბის ობი­ექ­ტი, სა­დაც ფინ­ჯა­ნი ყა­ვის და­გე­მოვ­ნე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს, აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს.

  • მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აპა­რა­ტე­ბი კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში

ყვე­ლა ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბა­სა და და­ნად­გარს აქვს თა­ვი­სი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა, რომ­ლის გას­ვლის შემ­დე­გაც ის სრულ­ფა­სოვ­ნად ვე­ღარ გვემ­სა­ხუ­რე­ბა. ასეა ყა­ვის აპა­რა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მის მქო­ნე ყა­ვის აპა­რა­ტი უკეთ ფქვავს და ფილტრავს ყა­ვას, ვიდ­რე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში მათ იშ­ვი­ა­თად ანაც­ვლე­ბენ.

სა­ბო­ლო­ოდ კი მომ­ხმა­რებ­ლამ­დე არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი პრო­დუქ­ტი მი­დის.

  • ყა­ვის გა­უ­წ­მენ­და­ვი აპა­რა­ტე­ბი

ყვე­ლა სა­ხის აპა­რატს სჭირ­დე­ბა მოვ­ლა - რო­გორც ძველს, ისე ახალს, რა­საც და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის, დრო­ის ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის გამო კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის დიდ ნა­წილ­ში უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ.

შე­დე­გად, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აპა­რა­ტე­ბის პრობ­ლე­მას ემა­ტე­ბა მათი არა­სა­თა­ნა­დოდ წმენ­და, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მე­ქა­ნიზ­მში ობის სოკო და სხვა ბაქ­ტე­რი­ე­ბი გა­ა­ჩი­ნოს. სა­ბო­ლო­ოდ კი აღ­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა რძის ამომ­ყვა­ნის არას­წო­რად ან არას­რულ­ყო­ფი­ლად წმენ­და. შე­იძ­ლე­ბა, ბა­რის­ტამ რამ­დე­ნი­მე ფინ­ჯა­ნი ყავა ისე მო­ამ­ზა­დოს, რომ ამომ­ყვა­ნი არ გაწ­მინ­დოს, ამა­სო­ბა­ში კი მას­ზე დარ­ჩე­ნი­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი მრავ­ლდე­ბა.

გარ­და იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სასმლის გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აი­სა­ხე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნოს.

  • და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პერ­სო­ნა­ლი

კა­პუ­ჩი­ნოს, ლა­ტეს ან ყა­ვის სხვა სასმლის მომ­ზა­დე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­რის­ტას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. მან სწო­რად უნდა გან­სა­ზღვროს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის პრო­პორ­ცი­ე­ბი და თი­თო­ე­ულ ფინ­ჯან ყა­ვას საკ­მა­რი­სი გუ­ლის­ყუ­რით მო­ე­კი­დოს, რაც ზო­გა­დად ჰო­რე­კა სექ­ტო­რის პრობ­ლე­მაა.

კად­რე­ბის სიმ­ცი­რი­სა და მათი გა­დი­ნე­ბის, და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გამო, მომ­ხმა­რე­ბე­ლი რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ვერ იღებს იმ ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას, რა­შიც თან­ხას იხ­დის. საყ­ვა­რელ ობი­ექ­ტში შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო და უფრო უა­რე­სი გე­მოს ყავა მი­ირ­თვა, რაც ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მე­ბის სინ­თე­ზით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა

ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად უწყობს ხელს რო­გორც ჰო­რე­კა, ისე სხვა სექ­ტო­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რო­გორ გან­ვას­ხვა­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი და უხა­რის­ხო პრო­დუქ­ტი ერ­თმა­ნე­თის­გან და რა მო­თხოვ­ნე­ბი გვქონ­დეს კა­ფე­ებ­თან და ბა­რებ­თან, სა­დაც ფინ­ჯა­ნი ყა­ვის და­ლე­ვა ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა ხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირმა
3

ნალექიანი ყავის ხარისხიანობა ?!

ჯორიკა
4

ბაბუაჩემი და ბებიაჩემი ყავამ მოკლა, თქვენ რა გეყავებათ. დღეს საქართველოში, ყავა არ არსებობს, როგორც ჩაი. ასე რომ, ყავაზე ნუ იდარდებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

როგორ მივხვდეთ ყავა ხარისხიანი და სწორად მომზადებულია თუ არა? – 5 ნიშანი

როგორ მივხვდეთ ყავა ხარისხიანი და სწორად მომზადებულია თუ არა? – 5 ნიშანი

თუ ყავა დილის რუტინის, შუა დღის შესვენების, დატვირთული სამუშაო პროცესის განუყრელ მეგობრად გექცათ და თუ განტვირთვასაც მასთან ერთად ამჯობინებთ, მაშინ კარგად გეცოდინებათ, რა ძალა აქვს ერთ ჭიქა კარგ მატონირიზირებელ სასმელს.

იმისათვის, რომ მისგან ყველა სარგებელი მივიღოთ, რისი მოცემაც შეუძლია, იქნება ეს ენერგია, ანტიოქსიდანტები, მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, დოპამინის გამოყოფა თუ სხვა, ის ნატურალური და სწორად მომზადებული უნდა იყოს. ეს კი გამოწვევას წარმოადგენს როგორც კაფეებში მომზადებული ყავის, ისე მაღაზიების თაროებზე მოთავსებული პროდუქციის შემთხვევაში.

სწორედ ამიტომ, ყავის მოყვარულებს ვთავაზობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან გასათვალისწინებელ საკითხს, რაც ხარისხიანი პროდუქტის დაგემოვნებაში უშლით ხელს:

  • უხარისხო ყავით გაჯერებული ბაზარი

ყავაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ბაზარი უფრო და უფრო მეტად ივსება უხარისხო პროდუქტით. მაგალითისთვის, ხსნადი ყავა, რომელიც პოპულარობით სარგებლობს, ნატურალური ნივთიერებების მხოლოდ 15%-ს შეიცავს, დანარჩენი კი სხვა დანამატებზე მოდის.

მის ერთჯერად შეფუთვებში დაახლოებით 1,8 გრამი ყავაა მოთავსებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას დამატებული აქვს ბარდა, სოია, შვრია, ქერის ალაო, სხვადასხვა მცენარე, სტაბილიზატორები, სინთეტიკური კოფეინი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც სასმელს უკარგავენ გემოვნურ თვისებებს და მათი სინთეზი შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნებელიც იყოს. აღსანიშნავია, რომ ხსნადი ყავა მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ნივთიერება აკრილამიდს, რომლის დიდი რაოდენობით მიღებამაც ცხოველებში სიმსივნური დაავადებები გამოიწვია (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია).

ხსნადი ყავის კიდევ ერთი პრობლემაა მწირი გემოვნური თვისებები. იმის გამო, რომ პროდუქტი დამზადებისას გამოშრობისა და გაყინვის ეტაპს გადის, კარგავს ყველა სასარგებლო თვისებასა და არომატს და ჩვენამდე უხარისხო სასმელი მოდის.

ამასთან, პრობლემას წარმოადგენს დაბალი ხარისხის მარცვალიც, რომელსაც სხვადასხვა კვების ობიექტი, სადაც ფინჯანი ყავის დაგემოვნება საკმაოდ ძვირი ღირს, აქტიურად იყენებს.

  • მოძველებული აპარატები კაფეებსა და რესტორნებში

ყველა ტექნიკურ საშუალებასა და დანადგარს აქვს თავისი ექსპლუატაციის ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც ის სრულფასოვნად ვეღარ გვემსახურება. ასეა ყავის აპარატების შემთხვევაშიც. ახალი მექანიზმის მქონე ყავის აპარატი უკეთ ფქვავს და ფილტრავს ყავას, ვიდრე მოძველებული, თუმცა კვების ობიექტებში მათ იშვიათად ანაცვლებენ.

საბოლოოდ კი მომხმარებლამდე არასრულფასოვანი პროდუქტი მიდის.

  • ყავის გაუწმენდავი აპარატები

ყველა სახის აპარატს სჭირდება მოვლა - როგორც ძველს, ისე ახალს, რასაც დამატებითი ხარჯების, დროის ან პროფესიონალი კადრების დეფიციტის გამო კვების ობიექტების დიდ ნაწილში უგულებელყოფენ.

შედეგად, მოძველებული აპარატების პრობლემას ემატება მათი არასათანადოდ წმენდა, რამაც შეიძლება მექანიზმში ობის სოკო და სხვა ბაქტერიები გააჩინოს. საბოლოოდ კი აღნიშნული ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. განსაკუთრებით საყურადღებოა რძის ამომყვანის არასწორად ან არასრულყოფილად წმენდა. შეიძლება, ბარისტამ რამდენიმე ფინჯანი ყავა ისე მოამზადოს, რომ ამომყვანი არ გაწმინდოს, ამასობაში კი მასზე დარჩენილი ბაქტერიები მრავლდება.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული სასმლის გემოვნურ თვისებებზე მნიშვნელოვნად აისახება, შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს.

  • დაბალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი

კაპუჩინოს, ლატეს ან ყავის სხვა სასმლის მომზადებისას მნიშვნელოვანია ბარისტას პროფესიონალიზმი. მან სწორად უნდა განსაზღვროს ინგრედიენტების პროპორციები და თითოეულ ფინჯან ყავას საკმარისი გულისყურით მოეკიდოს, რაც ზოგადად ჰორეკა სექტორის პრობლემაა.

კადრების სიმცირისა და მათი გადინების, დაბალი კვალიფიკაციის გამო, მომხმარებელი რიგ შემთხვევებში ვერ იღებს იმ ხარისხის მომსახურებას, რაშიც თანხას იხდის. საყვარელ ობიექტში შეიძლება ყოველდღიურად უფრო და უფრო უარესი გემოს ყავა მიირთვა, რაც ჩამოთვლილი პრობლემების სინთეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.

  • ინფორმაციის ნაკლებობა

ინფორმირებული მომხმარებელი ყველაზე მეტად უწყობს ხელს როგორც ჰორეკა, ისე სხვა სექტორების განვითარებას.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ განვასხვაოთ ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტი ერთმანეთისგან და რა მოთხოვნები გვქონდეს კაფეებთან და ბარებთან, სადაც ფინჯანი ყავის დალევა ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ძვირი სიამოვნება ხდება.