მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსად დავდივარ, ხალხმრავლობა არ მიყვარს... როცა დრო მაქვს, 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ და კვირაში ერთხელ ვშიმშილობ" - ნანიკო ხაზარაძის გარდამტეხი 50 წელი და ახალგაზრდობის საიდუმლო
"არსად დავდივარ, ხალხმრავლობა არ მიყვარს... როცა დრო მაქვს, 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ და კვირაში ერთხელ ვშიმშილობ" - ნანიკო ხაზარაძის გარდამტეხი 50 წელი და ახალგაზრდობის საიდუმლო

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე 50 წლის გახ­და. მის­მა იუ­ბი­ლემ სამ­სა­ხურ­ში სა­მუ­შაო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა. ამ­ბობს, რომ და­ბა­დე­ბის დღე არას­დროს გა­და­უხ­დია. ამი­ტომ არც ეს თა­რი­ღი ყო­ფი­ლა ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი.

რა ემო­ცი­ე­ბით შეხ­ვდა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ამ დღეს, რას ნიშ­ნავს მის­თვის ეს ციფ­რე­ბი და რო­გორ ახერ­ხებს, იმა­ზე ბევ­რად ახალ­გაზ­რდად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად არის, ამა­ზე AMBEBI.GE-ს გულ­წრფე­ლად გვე­სა­უბ­რა.

- ჩემ­ზე ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა 50-მა წელ­მა. კი, უფრო დიდი, ვიდ­რე ვე­ლო­დი. ამი­ტომ, ეს რი­ცხვი რომ არა­ფე­რი არ არის, ამას არ ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. რას ნიშ­ნავს ეს? ამ­დე­ნი წელი ვი­ცო­ცხლე, ამ­დე­ნი წლის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და არა­ფე­რი? დიახ, მე ვარ ის, რაც 50-მა წელ­მა შე­ად­გი­ნა. რა­ტო­მაც არა, დიახ, ასეა. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გარ­და­ტე­ხაც ახლა მქონ­და. 50 წელი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი აღ­მოჩ­ნდა.

- იუ­ბი­ლემ რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­მუ­შა­ვე და სამ­სა­ხუ­რი­დან სა­ღა­მოს 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­მო­ვე­დი. არც არა­ფე­რი და­მი­გეგ­მავს, სა­მუ­შაო დღე უფრო დავ­გეგ­მე. რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, წინა დღეს არ მე­ცა­ლა, დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­ყავ­და. არ მინ­დო­და, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­მემ­თხვია და მინ­დო­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე ყო­ფი­ლი­ყო... რაც თავი მახ­სოვს, და­ბა­დე­ბის დღე არას­დროს გა­და­მიხ­დია და მგო­ნი, ამ­ჯე­რა­დაც ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ მო­ვი­ქე­ცი... რა თქმა უნდა, სამ­სა­ხუ­რის მე­გობ­რებ­მა, ყვე­ლამ მო­მი­ლო­ცა. იყო სი­ურპრი­ზე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბიც, მაგ­რამ ეს ლო­კა­ლუ­რად იქ, სა­დაც იმ დღეს ვი­ყა­ვი. ყვე­ლას მად­ლო­ბა მო­ლოც­ვე­ბის­თვის, ყუ­რა­დღე­ბის­თვის, სა­ჩუქ­რე­ბის­თვის... კარ­გი ემო­ცი­ე­ბი იყო...

- მარ­თლაც, ადა­მი­ა­ნის­თვის ასა­კი მისი სიმ­დიდ­რეა. ამ წლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ სიმ­დიდ­რედ რას მი­იჩ­ნევ?

- მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ უა­რის თქმა ვის­წავ­ლე იმა­ზე, რაც არ მინ­და, რომ ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი ვარ, რომ ძი­რი­თა­დი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რა­ზეც ვი­დე­ქი, არ შე­მეც­ვა­ლა, რომ წლებ­მა ჩემი თავი მე­ტად შე­მაყ­ვა­რა, უკე­თე­სად ვის­წავ­ლე დრო­ის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა და არა გაფ­ლან­გვა.

- ისიც ფაქ­ტია, 50 წლის კვა­ლო­ბა­ზე ბევ­რად ახალ­გაზ­რდად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. ეს გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუ შენი, სა­გან­გე­ბოდ ზრუ­ნავ გა­რეგ­ნო­ბა­ზე?

- ცალ­სა­ხად გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­რეგ­ნო­ბა­ში არა­ფე­რი შე­მიც­ვლია, იგი­ვე ვარ­ცხნი­ლო­ბა მაქვს, იგი­ვე თმის ფერი, იგი­ვე ჩაც­მის სტი­ლი, ჯინ­სი არ გა­მიხ­დია. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ ეს ჩემი რა­ღაც სტა­ბი­ლუ­რი იმი­ჯი ამას ხელს უწყობს, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ვი­ნარ­ჩუ­ნებ იმ ეფექტს, რო­მელ­საც ოდეს­ღაც ჩემი და­ნახ­ვი­სას ადა­მი­ა­ნებ­ზე ვახ­დენ­დი. ვინც ყო­ველ­დღე არ მი­ყუ­რებს, შე­იძ­ლე­ბა, ვერ ამ­ჩნევ­დეს, რომ რე­ა­ლუ­რად იმ ნა­ნი­კო­სა და ამ ნა­ნი­კოს შო­რის დიდი ცვლი­ლე­ბაა. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი ეს სტა­ბი­ლუ­რო­ბა მა­ინც ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას მი­ნარ­ჩუ­ნებს, რომ ბევ­რად ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ვიდ­რე 50 წლის ასაკს შე­ე­ფე­რე­ბა.

- ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაც ხომ აი­სა­ხე­ბა მის გა­რეგ­ნო­ბა­ზე...

- ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ ვა­ტა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს, დავ­დი­ვარ თუ არა კლუ­ბებ­ში, ვარ თუ არა კლუ­ბე­ბის ვი­ზი­ტო­რი. ეს კი­თხვა ჩემი გა­რეგ­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უჩ­ნდე­ბათ. ვუ­პა­სუ­ხებ, რომ კლუბ­ში ალ­ბათ ბო­ლოს 20 წლის წინ ვი­ყა­ვი. ზო­გა­დად, არ­სად დავ­დი­ვარ, ხალ­ხმრავ­ლო­ბა არ მიყ­ვარს. პა­სუ­ხი უკ­ვირთ. ამი­ტომ ჩემს გა­რეგ­ნო­ბას ნუ და­ვაბ­რა­ლებთ. მენ­ტა­ლი­ტე­ტით ვარ კი­დე­ვაც თა­ნა­მედ­რო­ვე, თუმ­ცა ჩემი შვი­ლი ამ­ბობს, რომ ცოტა „ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი“ ვარ, ძნე­ლად ვა­დაპ­ტირ­დე­ბი. მე მა­ინც ვცდი­ლობ, ვიყო თა­ნა­მედ­რო­ვე. სა­ბო­ლო­ოდ კი მის სტან­დარტს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ.

- რო­გო­რია ლი­ლუს სტან­დარ­ტი?

- არ ვიცი, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ახლა ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლან. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას დიდი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, ცოდ­ნა გჭირ­დე­ბა, რომ ეკონ­ტაქ­ტო, არ გა­აკ­ვირ­ვო, არ გა­აბ­რა­ზო, არ შე­ლა­ხო მათი უფ­ლე­ბე­ბი, მათი პი­რა­დი სივ­რცე არ გა­და­ლა­ხო. ამი­ტომ, თუკი ამას ვა­ხერ­ხებ და ლი­ლუს­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ვარ, რა­ღა­ცას ყო­ველ­დღი­უ­რად მეც ვსწავ­ლობ.

- ვა­კი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნამ­დე ფე­ხით სი­ა­რულს ისევ აგ­რძე­ლებ?

- კი, ოღონდ, ახლა ცოტა მე­ტად ვარ დატ­ვირ­თუ­ლი, ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა, ყო­ველ დღე ამის­თვის დრო ვერ გა­მოვ­ნა­ხო. ისე, რო­გორც კი დროს ვპო­უ­ლობ, სულ ერ­თია, დილა იქ­ნე­ბა, შუ­ა­დღე თუ სა­ღა­მო, ფე­ხით მა­ინც დავ­დი­ვარ 10 კი­ლო­მეტრს. ვცდი­ლობ ასე­ვე, კვი­რა­ში ერთხელ ვი­შიმ­ში­ლო. ვშიმ­ში­ლობ 24 სა­ა­თი მა­ინც (ხან­და­ხან არ გა­მომ­დის). ეს შიმ­ში­ლო­ბა არ მა­წუ­ხებს და ბევ­რად კარ­გად ვგრძნობ თავს. 36 სა­ა­თიც მი­შიმ­ში­ლია, 72-იც.

- ჯან­საღ კვე­ბას ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ხორცს არ ვჭამ, ამი­ტომ, მი­ჭირს ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბო. დი­დად ბოსტნე­უ­ლიც არ მიყ­ვარს, არც რძის პრო­დუქ­ტე­ბი. ზღვის პრო­დუქ­ტე­ბიც არ გა­მახ­სენ­დე­ბა, არ ვი­ყი­დი და სახ­ლში არ მი­ვი­ტან. სტუმ­რად შე­იძ­ლე­ბა მი­ვირ­თვა, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში არ მაქვს. ვიკ­ვე­ბე­ბი ცო­მე­უ­ლით და ნახ­შირ­წყლე­ბით, ეს არის ის, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

სა­ერ­თოდ წო­ნის მო­მა­ტე­ბის­კენ არ ვარ მიდ­რე­კი­ლი, უბ­რა­ლოდ, სი­გა­რეტს თავი რომ და­ვა­ნე­ბე, მო­მა­ტე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაკ­ლე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა დამ­ჭირ­და. მერე ამ წეს­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გავ­ხდი. მი­ზი­დავს ეს პრო­ცე­სი და მგო­ნია, რომ ეს ავ­ტო­ფა­გი­აა, რაც ბოლო დროს ტრენ­დუ­ლიც გახ­და. იმ პრო­ცე­სით, რაც შიმ­ში­ლო­ბი­სას ხდე­ბა, მგო­ნია, ვა­ჯან­სა­ღებ ორ­გა­ნიზმს.

- ეს­თე­ტი­კურ მე­დი­ცი­ნას­თან "მე­გობ­რობ" და მი­გაჩ­ნია, რომ ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი გჭირ­დე­ბა?

- რო­გორ არ მჭირ­დე­ბა, დღეს, როცა ყვე­ლა მო­ნი­ტო­რი­დან, სა­რეკ­ლა­მო ბილ­ბორ­დი­დან, ჟურ­ნა­ლი­დან გა­დაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი გი­ყუ­რე­ბენ. ცხა­დია, მეც მინ­და, კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად ძა­ლი­ან მხიბ­ლავს ზო­მი­ე­რე­ბა. მგო­ნია, რომ დი­დად გა­და­ფით­ქი­ნე­ბა არ მო­მიხ­დე­ბა, რად­გან ჩემს ასაკს ვე­რა­ნა­ი­რად დავ­მა­ლავ. ის ნა­ო­ჭიც, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად სა­ხე­ზე ჩნდე­ბა, რა­ღაც­ნა­ი­რად არ მა­წუ­ხებს. ისე, ერთი კარ­გი გო­გო­ნა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­მელ­მაც ცხვი­რის რე­კონ­სტრუქ­ცია გა­მი­კე­თა და ჩემი იერი ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა. ბო­ტოქ­სი, მი­მაჩ­ნია, ტყუ­ი­ლი დრო­ის და ფუ­ლის ფლან­გვაა. ფი­ლე­რის ცოტა მე­ში­ნია... მოკ­ლედ, თუ რა­ი­მე გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მა­წუ­ხებს, აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ვი­კე­თებ. ახლა მეტ-ნაკ­ლე­ბად ნა­ტუ­რა­ლუ­რი ვარ.

- წყა­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, კა­ნის­თვის, კუნ­თე­ბის­თვის. ამი­ტომ, ექი­მე­ბი ზამ­თარ­ში ლიტრ-ნა­ხე­ვარს ურ­ჩე­ვენ, ზა­ფხულ­ში - 2 ლიტრს...

- შე­იძ­ლე­ბა, ვცდე­ბი, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს მა­ინც წყლის მი­სა­ღე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დოზა აქვს, რო­მე­ლიც მის ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. რომ მომ­კლა, დღე­ში 2 ლიტრ წყალს ვერ დავ­ლევ. მერე მგო­ნია, რომ ჩემი ორ­გა­ნიზ­მი ამ­დენ წყალს ვერ იღებს. რა­ღაც ეტაპ­ზე ვსვამ­დი და დი­ლას შე­შუ­პე­ბუ­ლი ვიღ­ვი­ძებ­დი. სა­ერ­თოდ, ორ­გა­ნიზ­მი, ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია და ყო­ველ­თვის გა­ნიშ­ნებს, რო­დის რა გჭირ­დე­ბა. ამი­ტომ მის­თვის არ მაქვს და­ვა­ლე­ბა მი­ცე­მუ­ლი, რომ დღე­ში გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი მი­ვი­ღო.

- სტრე­სი, პრობ­ლე­მე­ბი, სა­ნერ­ვი­უ­ლო - თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს საკ­მა­ოდ აქვს, რაც ასე­ვე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ამის­გან რო­გორ იცავ თავს?

- მგო­ნია, რომ ძლი­ე­რი გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი მაქვს, ამი­ტომ, რაც მა­ზი­ა­ნებს, ვცდი­ლობ, იმის ისე მი­ღე­ბას, რომ დი­დად არ და­მან­გრი­ოს. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი და ჩემი ილუ­ზი­აა, მაგ­რამ, მგო­ნია, რომ ამ­დენ ნე­გა­ტივ­თან ერ­თად თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ვის­წავ­ლე.

- რას ურ­ჩევ­დი სხვებს?

- სა­კუ­თარ თავს მო­უს­მი­ნონ, რად­გან ამა­ზე კარ­გი მრჩე­ვე­ლი ალ­ბათ არ გვყავს, ყვე­ლა მი­ნიშ­ნე­ბას, რა­ღაც სა­ხით, აუ­ცი­ლებ­ლად გვაძ­ლევს. მთა­ვა­რია, მისი და­ჯე­რე­ბა და მოს­მე­ნა შევ­ძლოთ... ჩემი სურ­ვი­ლია, ყვე­ლა კარ­გად იყოს. ეს რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია და ამის­თვის რა არის სა­ჭი­რო, არ ვიცი. დი­დია პლა­ნე­ტა და ბევ­რი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მაა სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, ამი­ტომ, ასე ერ­თბა­შად რა­ი­მე რჩე­ვაც არ არ­სე­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გას­წორ­დეს და ჩას­წორ­დეს. მოკ­ლედ, ისევ ჩვენს თავს ვუს­მი­ნოთ და მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­კუ­თარ თავ­თან ვი­ყოთ კარ­გად. და­ნარ­ჩე­ნი და­ლაგ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ania
5

აი როგორ შეიძლება კარგს კარგი დაუწერო და ცუდს ცუდი. დიახ, ჩვენი ბრალი არ არის როცა ყველაფერს სახელს ვარქმევთ, არც ჰეითერები ვართ! ახალი სიტყვა ქართულში“! რონელიც ბევრამ არ იცის, ნიშნავს მოძულეს!

Tbiliski
5

ბრავო, რატომღაც არ მეგონა თუ ცხოვრების ასეთი სტილი ჩემს გარდა კიდევ ქონდა ვინმეს. საოცარია, მაგრამ მართლა ზუსტად ასე ვცხოვრობ მეც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"არსად დავდივარ, ხალხმრავლობა არ მიყვარს... როცა დრო მაქვს, 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ და კვირაში ერთხელ ვშიმშილობ" - ნანიკო ხაზარაძის გარდამტეხი 50 წელი და ახალგაზრდობის საიდუმლო

"არსად დავდივარ, ხალხმრავლობა არ მიყვარს... როცა დრო მაქვს, 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ და კვირაში ერთხელ ვშიმშილობ" - ნანიკო ხაზარაძის გარდამტეხი 50 წელი და ახალგაზრდობის საიდუმლო

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე 50 წლის გახდა. მისმა იუბილემ სამსახურში სამუშაო ვითარებაში ჩაიარა. ამბობს, რომ დაბადების დღე არასდროს გადაუხდია. ამიტომ არც ეს თარიღი ყოფილა ამ მხრივ გამორჩეული.

რა ემოციებით შეხვდა ტელეწამყვანი ამ დღეს, რას ნიშნავს მისთვის ეს ციფრები და როგორ ახერხებს, იმაზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდეს, ვიდრე რეალურად არის, ამაზე AMBEBI.GE-ს გულწრფელად გვესაუბრა.

- ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 50-მა წელმა. კი, უფრო დიდი, ვიდრე ველოდი. ამიტომ, ეს რიცხვი რომ არაფერი არ არის, ამას არ ვერ დავეთანხმები. რას ნიშნავს ეს? ამდენი წელი ვიცოცხლე, ამდენი წლის გამოცდილება მაქვს და არაფერი? დიახ, მე ვარ ის, რაც 50-მა წელმა შეადგინა. რატომაც არა, დიახ, ასეა. ყველაზე ძლიერი გარდატეხაც ახლა მქონდა. 50 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა.

- იუბილემ როგორ ჩაიარა?

- ჩვეულებრივად ვიმუშავე და სამსახურიდან საღამოს 9-ის ნახევარზე გამოვედი. არც არაფერი დამიგეგმავს, სამუშაო დღე უფრო დავგეგმე. რაღაცები გადავიტანე, წინა დღეს არ მეცალა, დიდი ღონისძიება მიმყავდა. არ მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე დამემთხვია და მინდოდა, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო... რაც თავი მახსოვს, დაბადების დღე არასდროს გადამიხდია და მგონი, ამჯერადაც ჩვეულებისამებრ მოვიქეცი... რა თქმა უნდა, სამსახურის მეგობრებმა, ყველამ მომილოცა. იყო სიურპრიზები, საჩუქრებიც, მაგრამ ეს ლოკალურად იქ, სადაც იმ დღეს ვიყავი. ყველას მადლობა მოლოცვებისთვის, ყურადღებისთვის, საჩუქრებისთვის... კარგი ემოციები იყო...

- მართლაც, ადამიანისთვის ასაკი მისი სიმდიდრეა. ამ წლების ყველაზე დიდ სიმდიდრედ რას მიიჩნევ?

- მადლობელი ვარ, რომ უარის თქმა ვისწავლე იმაზე, რაც არ მინდა, რომ ნაკლებად ემოციური ვარ, რომ ძირითადი ფასეულობები, რაზეც ვიდექი, არ შემეცვალა, რომ წლებმა ჩემი თავი მეტად შემაყვარა, უკეთესად ვისწავლე დროის სწორად გამოყენება და არა გაფლანგვა.

- ისიც ფაქტია, 50 წლის კვალობაზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურები. ეს გენეტიკის დამსახურებაა, თუ შენი, საგანგებოდ ზრუნავ გარეგნობაზე?

- ცალსახად გენეტიკის დამსახურებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარეგნობაში არაფერი შემიცვლია, იგივე ვარცხნილობა მაქვს, იგივე თმის ფერი, იგივე ჩაცმის სტილი, ჯინსი არ გამიხდია. ამიტომ, მგონია, რომ ეს ჩემი რაღაც სტაბილური იმიჯი ამას ხელს უწყობს, რომ რაღაცნაირად ვინარჩუნებ იმ ეფექტს, რომელსაც ოდესღაც ჩემი დანახვისას ადამიანებზე ვახდენდი. ვინც ყოველდღე არ მიყურებს, შეიძლება, ვერ ამჩნევდეს, რომ რეალურად იმ ნანიკოსა და ამ ნანიკოს შორის დიდი ცვლილებაა. მთლიანობაში კი ეს სტაბილურობა მაინც ამ შეხედულებას მინარჩუნებს, რომ ბევრად ახალგაზრდულად გამოვიყურები, ვიდრე 50 წლის ასაკს შეეფერება.

- ადამიანის შინაგანი მდგომარეობაც ხომ აისახება მის გარეგნობაზე...

- ხშირად მეკითხებიან, როგორ ვატარებ თავისუფალ დროს, დავდივარ თუ არა კლუბებში, ვარ თუ არა კლუბების ვიზიტორი. ეს კითხვა ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე უჩნდებათ. ვუპასუხებ, რომ კლუბში ალბათ ბოლოს 20 წლის წინ ვიყავი. ზოგადად, არსად დავდივარ, ხალხმრავლობა არ მიყვარს. პასუხი უკვირთ. ამიტომ ჩემს გარეგნობას ნუ დავაბრალებთ. მენტალიტეტით ვარ კიდევაც თანამედროვე, თუმცა ჩემი შვილი ამბობს, რომ ცოტა „ჩამორჩენილი“ ვარ, ძნელად ვადაპტირდები. მე მაინც ვცდილობ, ვიყო თანამედროვე. საბოლოოდ კი მის სტანდარტს ვაკმაყოფილებ.

- როგორია ლილუს სტანდარტი?

- არ ვიცი, თინეიჯერები ახლა ძალიან განსხვავებულები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან. მათთან ურთიერთობისას დიდი თავდაჯერებულობა, განათლება, ცოდნა გჭირდება, რომ ეკონტაქტო, არ გააკვირვო, არ გააბრაზო, არ შელახო მათი უფლებები, მათი პირადი სივრცე არ გადალახო. ამიტომ, თუკი ამას ვახერხებ და ლილუსთვის დამაკმაყოფილებელი ვარ, რაღაცას ყოველდღიურად მეც ვსწავლობ.

- ვაკიდან თავისუფლების მოედნამდე ფეხით სიარულს ისევ აგრძელებ?

- კი, ოღონდ, ახლა ცოტა მეტად ვარ დატვირთული, ამიტომ, შეიძლება, ყოველ დღე ამისთვის დრო ვერ გამოვნახო. ისე, როგორც კი დროს ვპოულობ, სულ ერთია, დილა იქნება, შუადღე თუ საღამო, ფეხით მაინც დავდივარ 10 კილომეტრს. ვცდილობ ასევე, კვირაში ერთხელ ვიშიმშილო. ვშიმშილობ 24 საათი მაინც (ხანდახან არ გამომდის). ეს შიმშილობა არ მაწუხებს და ბევრად კარგად ვგრძნობ თავს. 36 საათიც მიშიმშილია, 72-იც.

- ჯანსაღ კვებას ანიჭებ უპირატესობას?

- ხორცს არ ვჭამ, ამიტომ, მიჭირს ჯანსაღად ვიკვებო. დიდად ბოსტნეულიც არ მიყვარს, არც რძის პროდუქტები. ზღვის პროდუქტებიც არ გამახსენდება, არ ვიყიდი და სახლში არ მივიტან. სტუმრად შეიძლება მივირთვა, მაგრამ ყოველდღიურ რაციონში არ მაქვს. ვიკვებები ცომეულით და ნახშირწყლებით, ეს არის ის, რაც ძალიან მიყვარს.

საერთოდ წონის მომატებისკენ არ ვარ მიდრეკილი, უბრალოდ, სიგარეტს თავი რომ დავანებე, მომატებული კილოგრამების დაკლებისთვის ცხოვრების წესის შეცვლა დამჭირდა. მერე ამ წესზე დამოკიდებული გავხდი. მიზიდავს ეს პროცესი და მგონია, რომ ეს ავტოფაგიაა, რაც ბოლო დროს ტრენდულიც გახდა. იმ პროცესით, რაც შიმშილობისას ხდება, მგონია, ვაჯანსაღებ ორგანიზმს.

- ესთეტიკურ მედიცინასთან "მეგობრობ" და მიგაჩნია, რომ ეს პროცედურები გჭირდება?

- როგორ არ მჭირდება, დღეს, როცა ყველა მონიტორიდან, სარეკლამო ბილბორდიდან, ჟურნალიდან გადაპრიალებული ქალები და კაცები გიყურებენ. ცხადია, მეც მინდა, კარგად გამოვიყურებოდე, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მხიბლავს ზომიერება. მგონია, რომ დიდად გადაფითქინება არ მომიხდება, რადგან ჩემს ასაკს ვერანაირად დავმალავ. ის ნაოჭიც, რომელიც ბუნებრივად სახეზე ჩნდება, რაღაცნაირად არ მაწუხებს. ისე, ერთი კარგი გოგონა აღმოვაჩინე, რომელმაც ცხვირის რეკონსტრუქცია გამიკეთა და ჩემი იერი ძალიან შეცვალა. ბოტოქსი, მიმაჩნია, ტყუილი დროის და ფულის ფლანგვაა. ფილერის ცოტა მეშინია... მოკლედ, თუ რაიმე გარეგნობასთან დაკავშირებით შემაწუხებს, აუცილებლად ყველაფერს გავიკეთებ. ახლა მეტ-ნაკლებად ნატურალური ვარ.

- წყალიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, კანისთვის, კუნთებისთვის. ამიტომ, ექიმები ზამთარში ლიტრ-ნახევარს ურჩევენ, ზაფხულში - 2 ლიტრს...

- შეიძლება, ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველა ადამიანს მაინც წყლის მისაღები ინდივიდუალური დოზა აქვს, რომელიც მის ორგანიზმს სჭირდება. რომ მომკლა, დღეში 2 ლიტრ წყალს ვერ დავლევ. მერე მგონია, რომ ჩემი ორგანიზმი ამდენ წყალს ვერ იღებს. რაღაც ეტაპზე ვსვამდი და დილას შეშუპებული ვიღვიძებდი. საერთოდ, ორგანიზმი, ვფიქრობ, რომ ძალიან ჭკვიანია და ყოველთვის განიშნებს, როდის რა გჭირდება. ამიტომ მისთვის არ მაქვს დავალება მიცემული, რომ დღეში გარკვეული რაოდენობის წყალი მივიღო.

- სტრესი, პრობლემები, სანერვიულო - თანამედროვე ადამიანს საკმაოდ აქვს, რაც ასევე ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე. ამისგან როგორ იცავ თავს?

- მგონია, რომ ძლიერი გადარჩენის ინსტინქტი მაქვს, ამიტომ, რაც მაზიანებს, ვცდილობ, იმის ისე მიღებას, რომ დიდად არ დამანგრიოს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები და ჩემი ილუზიაა, მაგრამ, მგონია, რომ ამდენ ნეგატივთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლე.

- რას ურჩევდი სხვებს?

- საკუთარ თავს მოუსმინონ, რადგან ამაზე კარგი მრჩეველი ალბათ არ გვყავს, ყველა მინიშნებას, რაღაც სახით, აუცილებლად გვაძლევს. მთავარია, მისი დაჯერება და მოსმენა შევძლოთ... ჩემი სურვილია, ყველა კარგად იყოს. ეს რამდენად შესაძლებელია და ამისთვის რა არის საჭირო, არ ვიცი. დიდია პლანეტა და ბევრი სხვადასხვა პრობლემაა სხვადასხვა კუთხეში, ამიტომ, ასე ერთბაშად რაიმე რჩევაც არ არსებობს, რომ ყველაფერი გასწორდეს და ჩასწორდეს. მოკლედ, ისევ ჩვენს თავს ვუსმინოთ და მეტ-ნაკლებად საკუთარ თავთან ვიყოთ კარგად. დანარჩენი დალაგდება.