ავტორი:

ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც კორონავირუსული პანდემია დაიწყო, ისევ "ლოკდაუნი“ გამოცხადდა

ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც კორონავირუსული პანდემია დაიწყო, ისევ "ლოკდაუნი“ გამოცხადდა

ჩინურ ქალაქ უხანში, საიდანაც კორონავირუსული ინფექციის გავრცელება დაიწყო, ვირუსით დაინფიცირების 1000-მდე ახალი შემთხვევის გამო, ჩინეთის მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა. Reuters-ის ინფორმაციით, ქალაქში კეტავენ უბნებსა და მაღაზიებს, შეზღუდვის ფარგლებში მოქალაქეებს შინ დარჩენა და უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებათ.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ უხანის გარკვეულ ნაწილში ღორის ხორცის გაყიდვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ოფიციალურმა პირებმა კოვიდით ინფიცირების შემთხვევა ღორის ხორცის მიწოდებასთან დააკავშირეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადგილობრივი ხელისუფლება კორონავირუსის კვალს საკვებს უკავშირებს.

ცნობისთვის, ჩინეთს ე.წ ნულოვანი კოვიდის პოლიტიკა აქვს, რაც მასობრივ ტესტირებას, კარანტინს და ბიზნეს-სექტორისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.

უკვე მე-3 წელია, რაც ქვეყნის მოსახლეობა პერმანენტული შეზღუდვებით ცხოვრობს. მაშინვე, როგორც კი ვირუსის ახალი ტალღის ნიშანი ჩნდება, მაცხოვრებლებს სახლებში გამოკეტვა და სოციალურ აქტივობებზე უარის თქმა უწევთ, რასაც ერთი მხრივ ვაჭრობის, ტურიზმის და ეკონომიკის შეფერხება, მეორე მხრივ კი "ლოკდაუნში“ ცხოვრების ფსიქოლოგიური სტრესი მოსდევს.

მოამზადა მარიამ გამზარდიამ