ავტორი:

"ეს დარიაა, 26 წლის. ძალიან ყოჩაღი და მაგარი დედა, ორი შვილი ჰყავს..."- რა ხდება ცნობილი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც კურიერად მუშაობს?

"ეს დარიაა, 26 წლის. ძალიან ყოჩაღი და მაგარი დედა, ორი შვილი ჰყავს..."- რა ხდება ცნობილი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც კურიერად მუშაობს?

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდა "გლოვოს“ კურიერი ახლგაზრდა ქალი. ფოტო ამაღელვებელი იყო იმით, რომ ქალი ფეხით გადაადგილდებოდა და თან ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა. მოსახლეობის ნაწილს ფოტო ყალბი ეგონა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქალს დარია ჰქვია, 26 წლისაა და ის ორ მცირეწლოვან ბავშვს ზრდის... კურიერი ქალის შესახებ, ფონდის "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ პრეზიდენტი ანა გვაზავა წერს...

"რადგან უამრავი ჩემი მეგობარი აზიარებს ფოტოს და სურს გაიგოს სუპერ დედიკოს ვინაობა, ვინც ასე ძალიან ცდილობს მის შვილებზე ზრუნვას, გეტყვით, რომ ეს გოგონა დარიაა, 26 წლის. ძალიან ყოჩაღი და მაგარი დედა. ჩემგან მრავალჯერ ხსენებული და შექებული.

ორი შვილი ჰყავს, ბიჭი 1 წლის და 4 თვის, რომელიც ფოტოზე ნახეთ და გოგონა 8 წლის. ბევრი რამ გამოიარეს, ცდილობს ძალიან, რომ მის შვილებს სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ.

ჩემს მეგობრებს ყველას გემახსოვრებათ მისი ისტორია… ზედმეტად რომ არაფერი დავამძიმო, ავრორას - დარიას შვილის დაბადების დღე მოდის. ყოველ წელს ვცდილობთ მის გახარებას.

ძალიან მიხარია, რომ უამრავი ადამიანი დაინტერესდა მათი ისტორიით. დამატებით ინფორმაციას ალბათ დარია თავად გაგიზიარებთ, როცა ამას შეძლებს და სურვილი ექნება. ახლა მათთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

და ხო მართლა, ბევრმა აღნიშნა კომენტარებში, რომ ძლიერია, რომ ამაყად დადის, რომ დახმარებას არ ითხოვს. მათ ყველაზე მაგარი რამ აქვთ, ერთმანეთი ჰყავთ და რწმენა აქვთ, რომ აუცილებლად ყველაფერი გამოუვათ.

მადლობა ყველას, ვინც გარშემომყოფებზე ზრუნავს, ხედავს და ცდილობს დაეხმაროს

აბა, ჩვენ ვიცით. იმედია ბევრი გაიცნობთ და თავადაც შეაგულიანებთ რომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ...

თუ სურვილი გაგიჩნდებათ ვუთითებ მის ანგარიშის ნომერს"

#GE43BG0000000525927634

#GE54TB7018045061600016"