მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი, მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო, სპექტაკლებიდან მოხსნა
ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი, მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო,  სპექტაკლებიდან მოხსნა

ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ­მა თე­ატრმა მსა­ხი­ო­ბი თამარ მა­ყაშ­ვი­ლი მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო რე­პერ­ტუ­ა­რი­დან მოხ­სნა.

თე­ატ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ თე­ატ­რი ემიჯ­ნე­ბა და­სის წევ­რის თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ში­ნა­არ­სის გა­მო­ნათ­ქვამს.

"ბა­თუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის­თვის, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში წარ­მო­ად­გენს ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ი­სა და ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე კულ­ტუ­რის კე­რას, რომ­ლის მი­ზა­ნია თე­ატ­რა­ლუ­რი მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნა და მათი მეშ­ვე­ო­ბით ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის გამ­ტკი­ცე­ბა, ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, ზო­გადსა­კა­ცობ­რიო ფა­სე­უ­ლო­ბა­თა დამ­კვიდ­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავ­სი ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მსა­ხი­ო­ბი თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი მო­იხ­სნა მიმ­დი­ნა­რე რე­პერ­ტუ­ა­რი­დან და მის მი­მართ გა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი", - ნათ­ქვა­მია თე­ატ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "იმედ­ზე“ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში თა­მარ მა­ყაშ­ვილ­მა "ხუ­ლე­ლი ბავ­შვი“ და­მაკ­ნი­ნე­ბელ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია, რის გა­მოც მან მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

"მე მა­პა­ტი­ეთ, თუკი ვინ­მეს უნე­ბუ­რად გა­წყე­ნი­ნეთ! ნამ­დვი­ლად არ მა­ხა­სი­ა­თებს! ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს არა­წო­რად ნათ­ქვა­მი და გა­გე­ბუ­ლი! ღმერ­თი-რჯუ­ლი, არც გა­მივ­ლია გულ­ში მსგავ­სი რამ!.. არას­წორ სი­ტყვა­თა თან­წყო­ბამ გა­მო­იწ­ვია ეს. მეც უამ­რა­ვი ბავ­შვის პატ­რო­ნი ვარ და ყვე­ლა კუ­თხის ბავ­შვებს ვუდ­გა­ვარ გვერ­დში უან­გა­როდ. გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ! მეტი არ ვიცი რა გა­ვა­კე­თო? მე მა­პა­ტი­ეთ! აღარ გა­ვი­მარ­თლებ თავს, რად­გან ჩემი ჩა­ნა­წე­რი-მი­მარ­თვა გულ­წრფე­ლი არ გგო­ნი­ათ! შევ­ცდი ბა­ტო­ნო! ვა­ღი­ა­რებ!

პ.ს. მა­ინც ვი­ტყვი, რომ მიყ­ვარ­ხართ! ასეა ეს! არ მაქვს უნა­რი, შევ­წყვი­ტო ადა­მი­ა­ნე­ბის და მი­თუ­მე­ტეს ბავ­შვე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი! მიყ­ვარს და მეყ­ვა­რე­ბა ყვე­ლა ერის, რჯუ­ლის და რა­სის!" - და­წე­რა მა­ყაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

ანი აქამდე როგორ ათამაშებდნე, რით დარჩები მოხიბლული,მ ნიჭითმ იერით და გონით?!

..
3

Მართლა წაიღეს რა ტვინი ამ ცანცარა ოჯახმა რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი, მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო, სპექტაკლებიდან მოხსნა

ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი, მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო,  სპექტაკლებიდან მოხსნა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო რეპერტუარიდან მოხსნა.

თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

"ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები. აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები", - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

ცნობისთვის, "იმედზე“ ერთ-ერთ გადაცემაში თამარ მაყაშვილმა "ხულელი ბავშვი“ დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც მან მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

"მე მაპატიეთ, თუკი ვინმეს უნებურად გაწყენინეთ! ნამდვილად არ მახასიათებს! ძალიან მაწუხებს არაწორად ნათქვამი და გაგებული! ღმერთი-რჯული, არც გამივლია გულში მსგავსი რამ!.. არასწორ სიტყვათა თანწყობამ გამოიწვია ეს. მეც უამრავი ბავშვის პატრონი ვარ და ყველა კუთხის ბავშვებს ვუდგავარ გვერდში უანგაროდ. გულწრფელად ვნანობ! მეტი არ ვიცი რა გავაკეთო? მე მაპატიეთ! აღარ გავიმართლებ თავს, რადგან ჩემი ჩანაწერი-მიმართვა გულწრფელი არ გგონიათ! შევცდი ბატონო! ვაღიარებ!

პ.ს. მაინც ვიტყვი, რომ მიყვარხართ! ასეა ეს! არ მაქვს უნარი, შევწყვიტო ადამიანების და მითუმეტეს ბავშვებისადმი სიყვარული! მიყვარს და მეყვარება ყველა ერის, რჯულის და რასის!" - დაწერა მაყაშვილმა სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ: