მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 24 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის 18 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 24 პირი და­ა­კა­ვეს.

ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის, უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, მათ შო­რის ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, და­კა­ვე­ბუ­ლია 18 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი: 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ა., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ა., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჟ.ს., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ., 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ., 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ბ., 1979 წელს და­ბა­დე­ბულ გ.თ., 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ს., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჩ., ძმე­ბი - 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ. და 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ., 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ბ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ს., 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ე., 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ფ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. მ., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.მ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა. პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ გა­ყი­დუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა. ამას­თა­ნა­ვე, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 3 პირი და­ა­კა­ვეს.

1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე ო.ა. და­კა­ვე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სათ­ვის. 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ორი მო­ქა­ლა­ქე - ი.ლ. და ი.პ. კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო ნა­ხე­ვარ კი­ლო­ზე მეტი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "კო­კა­ი­ნი“.

გარ­და ამი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სათ­ვის და­კა­ვე­ბუ­ლია 3 პირი: 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ე.ბ., 1995 წელს და­ბა­დე­ბულ ა.ს. და 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. ნ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის ინ­ტერ­ნე­ტით უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტე­ბიც აღ­კვე­თეს და ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის 3 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სქე­მა­ში. მათი პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა 2 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "კო­კა­ი­ნი“ და ნა­ხე­ვარ კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "კე­ტა­მი­ნი“. ისი­ნი, შემ­დგო­მი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ათავ­სებ­დნენ ნარ­კო­ტი­კებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის ფო­ტო­გა­და­ღე­ბას ახ­დენ­დნენ, შემ­დეგ კი სა­მა­ლა­ვე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შემ­კვე­თებს აწ­ვდიდ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბა­თუმ­ში და­ა­კა­ვეს პირი, რომ­ლის მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის“ შემ­ცვე­ლი 490 აბი "სუ­ბუ­ტექ­სი“. პო­ლი­ცი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სათ­ვის და­ა­კა­ვა კი­დევ 2 პირი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი - წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის არის ნა­სა­მარ­თლე­ვი.

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან, ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი, ავ­ტო­მან­ქა­ნის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბულ იქნა სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: "ჰე­რო­ი­ნი“, "კო­კა­ი­ნი“, "ალფა პვპ,“ "კე­ტა­მი­ნი“ და "სუ­ბუ­ტექ­სი“.

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი და დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის მომ­ზა­დე­ბის, გა­სა­ღე­ბის, გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის, ასე­ვე, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოორდინატორი მამიდა
0

თავისუფლება კოორდინატორებს (კიდევ მოვა არჩევნები)

aue
0

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­აკავესო,რომ ამბობენ,ეს გასაგებია,მაგრამ კანონიერი გასაღება რა არის?-ვინც შეკრულია პოლიციასთან და კგბ-სთან და ისე ასაღებენ ის კანონიერია?-ანუ წილი თუ არ მიგაქ ე.წ. სამართალდამცავებთან ის უკანონო იქნება!?!?!?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს.

ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის, უკანონო გასაღების მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის მომზადების ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 18 ნარკორეალიზატორი: 1975 წელს დაბადებული ა.გ., 1990 წელს დაბადებული ფ.ა., 1999 წელს დაბადებული ა. ა., 1998 წელს დაბადებული ჟ.ს., 1999 წელს დაბადებული მ.კ., 2003 წელს დაბადებული ლ.მ., 2001 წელს დაბადებული ვ.ბ., 1979 წელს დაბადებულ გ.თ., 2001 წელს დაბადებული ვ.ს., 1982 წელს დაბადებული გ.ჩ., ძმები - 2001 წელს დაბადებული ჯ.ჯ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ჯ., 1973 წელს დაბადებული პ.ბ., 1997 წელს დაბადებული ნ.ს., 2003 წელს დაბადებული მ.ე., 1967 წელს დაბადებული ბ.ფ., 1999 წელს დაბადებული დ. მ., 1981 წელს დაბადებული რ.მ.

დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხა. ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს.

1977 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ა. დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის. 1986 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ი.ლ. და ი.პ. კი სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი“.

გარდა ამისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 3 პირი: 1976 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ბ., 1995 წელს დაბადებულ ა.ს. და 1970 წელს დაბადებული რ. ნ.

სამართალდამცველებმა, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთეს და ყაზახეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებული პირები ჩართული იყვნენ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი“. ისინი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ, შემდეგ კი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდნენ.

სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის“ შემცველი 490 აბი "სუბუტექსი“. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დააკავა კიდევ 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი - წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: "ჰეროინი“, "კოკაინი“, "ალფა პვპ,“ "კეტამინი“ და "სუბუტექსი“.

განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - განაცხადა კუპატაძემ.