საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანულ "შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ
ირანულ "შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ
  • ფო­ტო­ზე: "ჰა­ე­რი-ჰა­ე­რი" კლა­სის "რ-60მ" ტი­პის ორ­მეტ­რი­ა­ნი მარ­თვა­დი რა­კე­ტა 45 კგ-ს იწო­ნის, აღ­ჭურ­ვი­ლია 3,5 კგ-იანი საბ­რძო­ლო ქო­ბი­ნით და 10 კმ-ის სი­შო­რე­ზე შე­უძ­ლია სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნის და­ზი­ა­ნე­ბა

"რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებს ბოლო ორი თვეა დიდი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნეს ირა­ნუ­ლი “შა­ჰიდ-131” და “შა­ჰიდ-136” ტი­პის კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბით. ირა­ნუ­ლი “შა­ჰი­დი”, რო­მელ­საც ძრა­ვად თით­ქმის ერთი სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი გერ­მა­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის “ფოლკს­ვა­გენ-ხო­ჭოს” ჩი­ნუ­რი კლო­ნი აქვს და მისი ხმა ათი კი­ლო­მეტ­რი­და­ნაც კი ის­მის, ძნე­ლი ჩა­მო­საგ­დე­ბი არ არის, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მძი­მედ აზი­ა­ნებს უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, რად­გან რუსი ოკუ­პან­ტე­ბი ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად ერ­თდრო­უ­ლად ათამ­დე “შა­ჰიდს” გზავ­ნი­ან და უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ათი­დან რვაც რომ ჩა­მო­აგ­დონ (რაც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გად ჩა­ით­ვლე­ბო­და ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის­თვის), დარ­ჩე­ნი­ლი ერთი-ორი კა­მი­კა­ძე-დრო­ნი თა­ვის შავ საქ­მეს მა­ინც აკე­თებს”, - წერს გა­ზე­თი “კვი­რის პა­ლიტ­რა” სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: ირა­ნულ "შა­ჰი­დებს“ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თბი­ლი­სუ­რი რა­კე­ტე­ბი­თაც აგ­დე­ბენ.

“სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა თვითმხილ­ვე­ლე­ბის გა­და­ღე­ბუ­ლი ეფექ­ტუ­რი ვი­დე­ო­ფი­რი, რომ­ლებ­შიც უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვითმფრი­ნა­ვი “მიგ-29” ახლო მან­ძი­ლი­დან რა­კე­ტას უშ­ვებს ირა­ნუ­ლი “შა­ჰი­დის” ჩა­მო­საგ­დე­ბად და რა­კე­ტა გა­სა­ო­ცარ მკვეთრ სა­ჰა­ე­რო მა­ნევ­რს ას­რუ­ლებს და კა­მი­კა­ძე-დრონს ჰა­ერ­ში­ვე “ხსნის”. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მო­რი­გი “შა­ჰი­დი” ჩა­მო­აგ­დეს და ვინ იცის, რამ­დენ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქეს შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს სი­ცო­ცხლე, რა­საც უკ­რა­ი­ნე­ლი პი­ლო­ტის გარ­და, იმ თბი­ლი­სელ მუ­შებ­სა და ინ­ჟინ­რებ­საც უნდა უმად­ლოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც თა­ვის დრო­ზე აა­წყვეს ეს რა­კე­ტა. ცხრათ­ვი­ან ომში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­თხე­ლე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ, ბომბდამ­შენ და მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვებ­ზე იყე­ნე­ბენ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში სე­რი­უ­ლად წარ­მო­ე­ბულ “ჰა­ე­რი-ჰა­ე­რი” კლა­სის ახლო მან­ძილ­ზე მოქ­მე­დე­ბის სით­ბუ­რი და­მიზ­ნე­ბის ორი ტი­პის მარ­თვად რა­კე­ტებს, “რ-60მ”-სა და “რ-73”-ებს”, - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

“ამ ტი­პის რა­კე­ტე­ბი ერ­თგვა­რი “პის­ტო­ლე­ტე­ბია” სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი პი­ლო­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ახლო მან­ძილ­ზე შე­უძ­ლი­ათ თა­ვის დაც­ვა.“რ-60” ტი­პის რა­კე­ტე­ბის სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში ჯერ კი­დევ 1974 წლი­დან და­ი­წყეს და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე 30 ათას­ზე მეტი ასე­თი და უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი “რ-60მ” ტი­პის რა­კე­ტა აა­წყვეს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ამ ტი­პის რა­კე­ტებს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მხო­ლოდ თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა უშ­ვებ­და და არა მარ­ტო საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის­თვის, ათა­სო­ბით ამ­გვა­რი რა­კე­ტის სა­ექ­სპორ­ტო ვა­რი­ან­ტი მსოფ­ლი­ოს ათო­ბით ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ყი­და და მათ ინ­ტენ­სი­უ­რად იყე­ნებ­დნენ ის­რა­ელ-არა­ბე­თი­სა და ირან-ერა­ყის ომებ­ში”, - გა­ნაგ­რძობს გა­მო­ცე­მა.

“1983 წლი­დან თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნამ და­ი­წყო “ჰა­ე­რი-ჰა­ე­რი” კლა­სის ბევ­რად ძლი­ე­რი “რ-73” ტი­პის მარ­თვა­დი რა­კე­ტის სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბაც, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გახ­ლდათ მთელ მსოფ­ლი­ო­ში და 40 კი­ლო­მეტ­რის სი­შო­რე­ზეც შე­ეძ­ლო ჩა­მო­ეგ­დო სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნე. თბი­ლის­ში არა­ნაკ­ლებ 6 ათა­სი ასე­თი რა­კე­ტა აა­წყვეს.საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დგომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორი­ვე ტი­პის მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბის მცი­რე მა­რა­გი შეხ­ვდა ახალ­ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ქარ­თულ სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ა­საც და შე­საძ­ლო სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლებ­ში თა­ვის და­სა­ცა­ვად გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ასე­ვე თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში აწყო­ბილ “სუ-25” ტი­პის მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვე­ბის ორ გა­ნა­პი­რა პი­ლო­ნებ­ზე.გარ­და ამი­სა, აფხა­ზე­თის ომის დროს თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში დამ­ზად­და “ჰა­ე­რი-ჰა­ე­რი” კლა­სის “რ-60მ” ტი­პის მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბის მი­წი­დან გა­საშ­ვე­ბი და­ნად­გა­რე­ბი მათი სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით. ჩა­ტარ­და სა­გა­მოც­დო სრო­ლე­ბი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზეც, თუმ­ცა შემ­დგომ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კონ­სტრუქ­ტო­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყდა”, - დას­ძენს გა­მო­ცე­მა.

“მა­შინ “რ-60მ” ტი­პის რა­კე­ტის ნაც­ვლად ბევ­რად ძლი­ე­რი სა­რა­კე­ტოძ­რა­ვი­ა­ნი “რ-73”-ები რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, “ჰა­ე­რი-ჰა­ე­რი” კლა­სის რა­კე­ტა “მიწა-ჰა­ე­რი” კლა­სის სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტად წარ­მა­ტე­ბით “გა­და­ნათ­ვლა” შე­იძ­ლე­ბო­და და ქარ­თუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაძ­ლი­ერ­დე­ბო­და (რაც გა­ა­კე­თეს კი­დეც სერ­ბებ­მა, რო­დე­საც თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხნის გა­მოშ­ვე­ბუ­ლი “რ-60მ” და “რ-73” ტი­პის რა­კე­ტე­ბის გა­საშ­ვე­ბი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე და­ა­მონ­ტა­ჟეს და ნა­ტოს ავი­ა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გაც იყე­ნებ­დნენ). გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

ირანულ "შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ

ირანულ "შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ
  • ფოტოზე: "ჰაერი-ჰაერი" კლასის "რ-60მ" ტიპის ორმეტრიანი მართვადი რაკეტა 45 კგ-ს იწონის, აღჭურვილია 3,5 კგ-იანი საბრძოლო ქობინით და 10 კმ-ის სიშორეზე შეუძლია საჰაერო სამიზნის დაზიანება

"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელებს ბოლო ორი თვეა დიდი პრობლემები შეუქმნეს ირანული “შაჰიდ-131” და “შაჰიდ-136” ტიპის კამიკაძე-დრონებით. ირანული “შაჰიდი”, რომელსაც ძრავად თითქმის ერთი საუკუნის წინანდელი გერმანული ავტომობილის “ფოლკსვაგენ-ხოჭოს” ჩინური კლონი აქვს და მისი ხმა ათი კილომეტრიდანაც კი ისმის, ძნელი ჩამოსაგდები არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მძიმედ აზიანებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რადგან რუსი ოკუპანტები ერთი უკრაინული ელექტროსადგურის დასაზიანებლად ერთდროულად ათამდე “შაჰიდს” გზავნიან და უკრაინელებმა ათიდან რვაც რომ ჩამოაგდონ (რაც საუკეთესო შედეგად ჩაითვლებოდა ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო თავდაცვისთვის), დარჩენილი ერთი-ორი კამიკაძე-დრონი თავის შავ საქმეს მაინც აკეთებს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით: ირანულ "შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ.

“სოციალურ ქსელებში ვრცელდება თვითმხილველების გადაღებული ეფექტური ვიდეოფირი, რომლებშიც უკრაინული გამანადგურებელი თვითმფრინავი “მიგ-29” ახლო მანძილიდან რაკეტას უშვებს ირანული “შაჰიდის” ჩამოსაგდებად და რაკეტა გასაოცარ მკვეთრ საჰაერო მანევრს ასრულებს და კამიკაძე-დრონს ჰაერშივე “ხსნის”. უკრაინელებმა მორიგი “შაჰიდი” ჩამოაგდეს და ვინ იცის, რამდენ მშვიდობიან მოქალაქეს შეუნარჩუნეს სიცოცხლე, რასაც უკრაინელი პილოტის გარდა, იმ თბილისელ მუშებსა და ინჟინრებსაც უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც თავის დროზე ააწყვეს ეს რაკეტა. ცხრათვიან ომში მნიშვნელოვნად შეთხელებული უკრაინის საჰაერო ძალები გამანადგურებელ, ბომბდამშენ და მოიერიშე თვითმფრინავებზე იყენებენ საბჭოთა პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხანაში სერიულად წარმოებულ “ჰაერი-ჰაერი” კლასის ახლო მანძილზე მოქმედების სითბური დამიზნების ორი ტიპის მართვად რაკეტებს, “რ-60მ”-სა და “რ-73”-ებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ ტიპის რაკეტები ერთგვარი “პისტოლეტებია” საჰაერო ბრძოლებში აღმოჩენილი პილოტებისთვის, რომლებსაც მათი საშუალებით ახლო მანძილზე შეუძლიათ თავის დაცვა.“რ-60” ტიპის რაკეტების სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჯერ კიდევ 1974 წლიდან დაიწყეს და საბჭოთა კავშირის დაშლამდე 30 ათასზე მეტი ასეთი და უფრო გაუმჯობესებული “რ-60მ” ტიპის რაკეტა ააწყვეს. საგულისხმოა, რომ ამ ტიპის რაკეტებს საბჭოთა კავშირში მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა უშვებდა და არა მარტო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, ათასობით ამგვარი რაკეტის საექსპორტო ვარიანტი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გაიყიდა და მათ ინტენსიურად იყენებდნენ ისრაელ-არაბეთისა და ირან-ერაყის ომებში”, - განაგრძობს გამოცემა.

“1983 წლიდან თბილისის საავიაციო ქარხანამ დაიწყო “ჰაერი-ჰაერი” კლასის ბევრად ძლიერი “რ-73” ტიპის მართვადი რაკეტის სერიული წარმოებაც, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მთელ მსოფლიოში და 40 კილომეტრის სიშორეზეც შეეძლო ჩამოეგდო საჰაერო სამიზნე. თბილისში არანაკლებ 6 ათასი ასეთი რაკეტა ააწყვეს.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ზემოხსენებული ორივე ტიპის მართვადი რაკეტების მცირე მარაგი შეხვდა ახალჩამოყალიბებულ ქართულ სამხედრო ავიაციასაც და შესაძლო საჰაერო ბრძოლებში თავის დასაცავად განთავსებული იყო ასევე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილ “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ორ განაპირა პილონებზე.გარდა ამისა, აფხაზეთის ომის დროს თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა “ჰაერი-ჰაერი” კლასის “რ-60მ” ტიპის მართვადი რაკეტების მიწიდან გასაშვები დანადგარები მათი საზენიტო რაკეტებად გამოყენების მიზნით. ჩატარდა საგამოცდო სროლები შავი ზღვის სანაპიროზეც, თუმცა შემდგომში ამ მიმართულებით საკონსტრუქტორო სამუშაოები შეწყდა”, - დასძენს გამოცემა.

“მაშინ “რ-60მ” ტიპის რაკეტის ნაცვლად ბევრად ძლიერი სარაკეტოძრავიანი “რ-73”-ები რომ გამოეყენებინათ, “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტა “მიწა-ჰაერი” კლასის საზენიტო რაკეტად წარმატებით “გადანათვლა” შეიძლებოდა და ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა (რაც გააკეთეს კიდეც სერბებმა, როდესაც თბილისის საავიაციო ქარხნის გამოშვებული “რ-60მ” და “რ-73” ტიპის რაკეტების გასაშვები სატვირთო ავტომობილებზე დაამონტაჟეს და ნატოს ავიაციის წინააღმდეგაც იყენებდნენ). გააგრძელეთ კითხვა