ავტორი:

,,აპექს ლისის” კომპლექსის მშენებლობა სრულდება

,,აპექს ლისის” კომპლექსის მშენებლობა სრულდება

რაც უფრო მეტი დრო გადის, თბილისში მით უფრო მეტი კორპუსი შენდება, შესაბამისად, ბინის ყიდვის მსურველებს უჭირთ არჩევანის გაკეთება. რთულია, შეარჩიო ბინა, რომელიც ყველა შენს მოთხოვნას იდეალურად აკმაყოფილებს, რომელიც გამოირჩევა მიმზიდველი მდებარეობით, მშენებლობის ხარისხით, ან მოქნილი გეგმარებით.

სწორედ ასეთ პრემიუმ კლასის კომპლექსს გვთავაზობს area.ge-ს ექსკლუზიური პარტნიორი, ,,აპექს ლისი“, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე.

,,აპექს ლისი“ ევროპული სტანდარტის, დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს. აქ, მობინადრეებისთვის განსაკუთრებული კომფორტია შექმნილი: 3 000 კვ.მ გამწვანებული ეზო, პანორამული ხედი თბილისზე, გამჭოლი ბინები, დაცული ტერიტორია, ეს მცირე ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, რასაც ,,აპექს ლისი“ გვთავაზობს.

კომპლექსი 4 ბლოკისგან შედგება, მათი მშენებლობა 2023 წლის იანვარში სრულდება და რაც მთავარია, მეპატრონეს მწვანე კარკასის კონდიციით ბარდება.

არ აქვს მნიშვნელობა მარტო აპირებ ცხოვრებას, თუ ოჯახთან ერთად, 1-საძინებლიან ბინას ეძებ, თუ 4-საძინებლიანს, ,,აპექს ლისში“ ადგილი ყველას ეყოფა. აქ თითოეული მობინადრე ქმნის ერთ დიდ ოჯახს, თავს დაცულად გრძნობ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, გაქვს შესაძლებლობა 1 ბინიდან გადახედო, როგორც ქალაქს, ისე გამწვანებულ ეზოს, შეგიძლია ფანტაზია ჩართო და დიდი ვერანდა ყველასათვის საოცნებო შეკრების ადგილად აქციო, რაც მთავარია, აქ გექნება მაღალი ჭერი და იცხოვრო ბინაში, სადაც არასდროს იწურება სივრცე.

საცხოვრებლის შეცვლა რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა, თუ ,,აპექს ლისის“ მობინადრეების სიას არ შეუერთდები, შეგიძლია საინვესტიციო მიზნებზე იფიქრო და სამომავლოდ დიდი მოგება ნახო.

თბილისი მშენებლობების სიმრავლით გამოირჩევა, არჩევანი რთულია, თუმცა ბევრად მარტივდება მაშინ, როდესაც საკმარის ინფორმაციას იძიებ, ამ დროს პასუხი აშკარა ხდება.

R