ავტორი:

მკვლელობა ზესტაფონში - ვინ არის მეზობლის მიერ მოკლული 23 წლის ბიჭი?

მკვლელობა ზესტაფონში - ვინ არის მეზობლის მიერ მოკლული 23 წლის ბიჭი?

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. შემთხვევა სოფელ წიფლავაკეში მოხდა. არსებული ინფორმაციოთ, მომხდარს წინ კამათი უძღოდა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოკლული მამაკაცი 23 წლის ნოდარ მუმლაძეა. ის მეზობელმა საკუთარ ეზოში მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.