მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?
ირაკლი ღარიბაშვილ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის პრე­ზი­დენტს, შეიხ მო­ჰა­მედ ბინ ზა­ი­ედ ალ-ნა­ჰი­ა­ნის შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა­ზე ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მი­მო­ი­ხი­ლეს.

ხაზი გა­ეს­ვა ქვეყ­ნებს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის მა­ღალ დო­ნეს, რა­საც მოწ­მობს ბოლო წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ლი დო­ნის ვი­ზი­ტე­ბი.გა­მო­ით­ქვა არ­სე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბის მზად­ყოფ­ნა. აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებს შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, არა­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ით არა­ერ­თი პრო­ექ­ტია და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ მათი რი­ცხვი მზარ­დია.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ზო­ნის შექ­მნა ხელ­საყ­რელ კლი­მატს შექ­მნის ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ხაზი გა­ეს­ვა ტუ­რიზ­მის, ენერ­გე­ტი­კის, ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. აღი­ნიშ­ნა, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის 2022 წლის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა 84%-ით გა­ი­ზარ­და და 190 მლნ დო­ლა­რამ­დე შე­ად­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
31
0

ბაობაბების ხეები აფრიკიდან არაბებისგან პალმები ჩამოვა გაზაფხულზე დოლარებს მოისხავს, გვეშველაა სამნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება ეკონომიკა ისე იგუგუნებს რამის ხმაურისგან არ დაგვაძინებს თუმცა რა ძილი ამ უზომო სიხარულით

31
1

იქ ბანაკების ხეები, აქ არაბებთან პალმები, საქართველოში ჩამოვა გაზაფხულზე კი დოლარებს მოისხავს და გვეშველააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

ირაკლი ღარიბაშვილ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, რასაც მოწმობს ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები.გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოში კი, არაბული ინვესტიციით არაერთი პროექტია დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის. ხაზი გაესვა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 84%-ით გაიზარდა და 190 მლნ დოლარამდე შეადგინა.