პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთან ერთად ამერიკის ციხეში კადიროვს გამოქცეული სპორტსმენი იჯდა... ამჟამად ნიუ-იორკში, ყოფილ ბიზნესმენს ვუვლი" - ქართველი ბიჭის რთული გზა საჯარო უწყებიდან ემიგრაციამდე
"ჩემთან ერთად ამერიკის ციხეში კადიროვს გამოქცეული სპორტსმენი იჯდა... ამჟამად ნიუ-იორკში, ყოფილ ბიზნესმენს ვუვლი" - ქართველი ბიჭის რთული გზა საჯარო უწყებიდან ემიგრაციამდე

ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, თით­ქმის ყო­ველ­დღე ვი­გებთ, რო­გორ ცდი­ლობს ათა­სო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაკ­ვე­თოს მექ­სი­კა-ამე­რი­კის სა­ზღვა­რი, ჩაჰ­ბარ­დეს ამე­რი­კელ მე­სა­ზღვრე­ებს, გა­ი­ა­როს სა­ე­მიგ­რა­ციო ციხე და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოს... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლას არ უმარ­თლებს, არ ნებ­დე­ბი­ან და შემ­დეგ­შიც ცდი­ან ბედს...

ბოლო თვე­ებ­ში, მექ­სი­კის გავ­ლით ამე­რი­კა­ში მოხ­ვედ­რა, სა­ქარ­თვე­ლო­დან შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის ახა­ლი და ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. რო­გორც სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, ადრე თუ 40 წელს ზე­მოთ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, ახლა მიგ­რა­ცი­ის ასა­კი საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და და სა­ქარ­თვე­ლო­დან 20-25 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი მი­დი­ან. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მექ­სი­კის გავ­ლით ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათა­სი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და... გზის სირ­თუ­ლის, სიძ­ვი­რის, რის­კე­ბის, ეჭ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მი­დი­ან ოჯა­ხე­ბით, ფეხ­მძი­მე ცო­ლებ­სა და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ­სე­ბობს ათო­ბით ჯგუ­ფი, სა­დაც არა­ლე­გა­ლუ­რად წას­ვლის მსურ­ვე­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ვინ­მე ჟე­ნი­ას, ქი­რი­მას, მა­მი­ას მომ­სა­ხუ­რე­ბას.

კი­თხუ­ლო­ბენ და აზუს­ტე­ბენ ფა­სებს, გზას, ვი­ზე­ბის სა­კი­თხებს... რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, მექ­სი­კა­ში, სა­ზღვრის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში, ქარ­თვე­ლებ­მა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის შე­ნო­ბე­ბი იქი­რა­ვეს და ემიგ­რან­ტე­ბის­თვის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი გახ­სნეს. მათი ვი­ზი­ტო­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქარ­თვე­ლი ან სხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ემიგ­რან­ტე­ბი ე.წ. გა­დამ­ყვანს, 15-დან 20 ათას დო­ლა­რამ­დე უხ­დი­ან, მაგ­რამ მექ­სი­კა­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­დამ­ყვა­ნის­თვის წი­ნას­წარ გა­დახ­დილ თან­ხა­ში არ შე­დის.

36 წლის და­ვით ბა­თი­აშ­ვი­ლი, ერთ-ერთ სა­ჯა­რო უწყე­ბა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამე­რი­კა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად წას­ვლა­ზე და­ი­წყო ფიქ­რი:

- ყვე­ლა­ფერს ვკი­თხუ­ლობ­დი, ამა თუ იმ ემიგ­რან­ტის შე­სა­ხებ მო­ყო­ლილ ამ­ბავს დე­ტა­ლუ­რად ვეც­ნო­ბო­დი და ვფიქ­რობ­დი: გო­გო­ნებ­მა, ფეხ­მძი­მე და ასა­კო­ვან­მა ქა­ლებ­მა თუ შეძ­ლეს ამ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა, რო­გორ ვერ უნდა შევ­ძლო-მეთ­ქი მე? ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებს რომ ვუ­თხა­რი, აღ­შფოთ­დნენ: სად უნდა წახ­ვი­დე, მექ­სი­კის სა­ზღვრის სირ­თუ­ლე­ებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, სა­ე­მიგ­რა­ციო ციხე სა­ში­ნე­ლე­ბაა, ზოგი თვე­ო­ბით ვერ უკავ­შირ­დე­ბა ოჯახს და იქ შიმ­შილს, სი­ცი­ვეს, შიშს, გა­ურ­კვევ­ლო­ბას რო­გორ უნდა გა­უძ­ლოო? მაგ­რამ ავიკ­ვი­ა­ტე, - აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი.

მე­გობ­რის­გან, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­თან მუ­შა­ობ­და, მეს­მო­და, რომ ბოლო თვე­ებ­ში მექ­სი­კის გავ­ლით ამე­რი­კა­ში მა­სობ­რი­ვად მი­დი­ოდ­ნენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი - პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სამ­ხედ­რო­ე­ბი, სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბან­კის მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდე­ლე­ბი... ყვე­ლას ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რი, სტა­ბი­ლუ­რიც კი, მაგ­რამ მათ ჩემ­სა­ვით, წინსვლის პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნდათ. რო­დე­საც გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­დე­ბა, ფა­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა, 5 წლის წი­ნან­დე­ლი ხელ­ფა­სით ვერ იცხოვ­რებ. დრო ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე გა­დის, ვე­რა­ფერს ცვლი და ნერ­ვე­ბი გეშ­ლე­ბა. თუ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე ვცხოვ­რობ­დი, ანუ შე­მო­სა­ვა­ლი რო­გორ­ღაც მყოფ­ნი­და, ბოლო ხა­ნებ­ში იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვალი და­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა, რა­საც ვის­ტუმ­რებ­დი და ორ-სამ კვი­რა­ში ისევ ვალს ვი­ღებ­დი. ასე გრძელ­დე­ბო­და წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს...

ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, ვინც მექ­სი­კის სას­ტუმ­რო­ში იყო, იმა­ვეს ჰყვე­ბო­და. პო­ლო­ნე­თის სა­მუ­შაო ვი­ზით წა­მო­ვე­დი ვარ­შა­ვა­ში, შემ­დეგ ლი­სა­ბონ­ში, იქი­დან - მექ­სი­კა­ში. რო­დე­საც კან­კუ­ნის სას­ტუმ­რო­ში დავ­ბი­ნავ­დი, გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბას მო­ე­რი­დე­თო. მე კი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, გარ­შე­მო რა ხდე­ბო­და და შე­ბინ­დე­ბულ­ზე გა­ვე­დი. იცით, თავი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გო­ნა, რად­გან სულ ქარ­თვე­ლე­ბის სა­უ­ბა­რი მეს­მო­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად 64 წლის ქა­ლის და­ნახ­ვამ გა­მა­ო­ცა, სამ­ტრე­დი­ის ერთ-ერთი სკო­ლა­ში მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. სამი თვეა და­ვა­ნე­ბე თავი სამ­სა­ხურს, რად­გან შვილს ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და და მის სა­ბუ­თებ­ზე დავ­რბო­დი, მერე კი, მოვ­ლა სჭირ­დე­ბო­დაო... ათი დღე ყო­ველ­დღე ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს სას­ტუმ­როს ბი­ნა­და­რი ქარ­თვე­ლე­ბი და ვსა­უბ­რობ­დით. ყო­ფილ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა თქვა: მრცხვე­ნია ამის აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ რაც წა­მო­ვე­დი, იმის მერე ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი არა, სკო­ლა, გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მე­სიზ­მრე­ბა, სულ და­ფას­თან ვდგა­ვარ და ახალ გაკ­ვე­თილს ვხსნიო. 32 წელი მუ­შა­ობ­და სკო­ლა­ში... იმის ნაც­ვლად, ტკბილ სი­ბე­რე­ზე ეფიქ­რა, სა­დღაც შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა­ზე, სა­მუ­შა­ოს შოვ­ნა­ზე ფიქ­რობ­და, ვა­ლე­ბი რომ გა­ეს­ტუმ­რე­ბი­ნა...

ერთხელ მოვ­დი­ვარ ამ ქვე­ყა­ნა­ზე, და­ლოც­ვი­ლი უფა­ლი ერთხელ მაძ­ლევს სი­ცო­ცხლეს და არ მინ­და, ეს წლე­ბი გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში გავ­ლიო. ვცდი მა­ინც ჩემი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლას და თუ გა­მო­მი­ვი­და, მა­გას რა სჯობს, თუ არა­და, ის მა­ინც მექ­ნე­ბა სათ­ქმე­ლი, რომ უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის ვიბ­რძო­ლე...

- ისე­თე­ბიც არი­ან, ვი­საც პირ­ველ ცდა­ზე ამე­რი­კა­ში ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა რომ არ გა­მო­უ­ვი­და, არა?

- დიახ, ამის შე­სა­ხებ მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი, მაგ­რამ მექ­სი­კა­ში გა­ვი­ცა­ნი ხალ­ხი, ვინც მე­სა­მედ და მე­ო­თხედ ცდი­ლობ­და ამე­რი­კა­ში მოხ­ვედ­რას. უკან­და­სა­ხე­ვი არ გვაქ­ვსო, - მი­თხრეს... რო­დე­საც კან­კუ­ნი­დან ტი­ხუ­ა­ნა­ში ჩავფრინ­დით, გა­დამ­ყვა­ნებ­მა გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, ახლა აქე­დან ერთ-ერთ უახ­ლო­ეს და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში მი­გიყ­ვანთ და იქ სრულ­დე­ბა ჩვე­ნი "მი­სია", იმის იქით, თა­ვად უნდა უშ­ვე­ლოთ თავ­სო. ად­გი­ლი, სა­დაც მიგ­ვიყ­ვა­ნეს, სოფ­ლის და­სახ­ლე­ბას ჰგავ­და, ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი, ე.წ. ბე­ლე­ტა­ჟის სახ­ლე­ბით. ერთ-ერთ ეზო­ში შე­ვიკ­რი­ბეთ, ორა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბო­დით. ეტა­პობ­რი­ვად მივ­ყავ­დით სა­ზღვრის­კენ. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ზოგს ყე­ლამ­დე მდი­ნა­რის გა­და­ლახ­ვა უხ­დე­ბო­და, ზოგი 15 წუ­თის სა­ვა­ლი გზის გავ­ლას 4 სა­ათს ან­დო­მებ­და.

შტა­ტებ­თან ეს 3140 კმ-იანი სიგ­რძის სა­ზღვა­რია, რო­მე­ლიც წლე­ბია, ჩემ­ნა­ი­რი არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის თავ­შეყ­რის ძი­რი­თა­დი ად­გი­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან მალე, უპ­რობ­ლე­მოდ გა­ვი­ა­რე ეს გზა, მდი­ნა­რე­ში რომ შე­ვე­დი, მუხლს ზე­მოთ იყო, ცივი, მაგ­რამ ასა­ტა­ნი. ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი და რის­კე­ბი წი­ნას­წარ გა­აზ­რე­ბუ­ლი მქონ­და... ამე­რი­კის მხა­რეს სვე­ლი ტან­საც­მე­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ. იქ პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბით წყა­ლი დაგ­ვახ­ვედ­რეს, ხელ-პირი და­ვი­ბა­ნეთ და ამე­რი­კელ მე­სა­ზღვრე­ებს და­ვე­ლო­დეთ. ისი­ნიც იქვე იყ­ვნენ, მაგ­რამ ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა რიგი იდგა. ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­მარ­თვეს, მათ შო­რის: სა­ბუ­თე­ბი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი, ზურგჩან­თა, რო­მელ­შიც ტან­საც­მე­ლი და სხვა რა­მე­ე­ბი მე­ლა­გა. თას­მე­ბიც კი შეგ­ვხსნეს, ყვე­ლა­ფე­რი ერთ პარკში მო­ა­თავ­სეს და და­ლუ­ქეს. შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნა­ში გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს. იქი­დან და­კა­ვე­ბის ოთახ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალიკო
15

ადამიანები მარტო სიდუხჭირის გამო არ გარბიან. თუმცა ფინანსური პრობლემები მაინც დიდ როლს თანაშობს. ადამიანს უნდა პერსპექტივის დანახვა, წინსვლა, რეალიზება, სამყაროს შეცნობა, სიახლე. ივანიშვილის საქართველოში ეს გამორიცხულია. ტიპი ასწლოვან ხეებს თხრის და გადააქ გადმოაქვს. ეს კი მისი მძიმე დეპრესიაში ყოფნის ნიშანია. რაც ქვეყანაზე და მისახლეობაზეც ვრცელდება და ადამიაბები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ითრგუნვებიან. ასევე ყველა ვერ ხალისობს და ერთობა ნაცების დაჭერით თუ წულუკიან-კობახიძის იაზვობებით. ახლანდელი მთავრობა კი სხვას ვერაფერს სთავაზობს. ასე რო სანამ ეს მთავრობაა კიდე მეტი წავა, ეს მთავრობა კი მინიმუმ 10-15 წელი კიდე იქნება

ლევან მზვერავი
6

90 იანებამდე ქართველი იყო ამაყი 30 წელია კი ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემთან ერთად ამერიკის ციხეში კადიროვს გამოქცეული სპორტსმენი იჯდა... ამჟამად ნიუ-იორკში, ყოფილ ბიზნესმენს ვუვლი" - ქართველი ბიჭის რთული გზა საჯარო უწყებიდან ემიგრაციამდე

"ჩემთან ერთად ამერიკის ციხეში კადიროვს გამოქცეული სპორტსმენი იჯდა... ამჟამად ნიუ-იორკში, ყოფილ ბიზნესმენს ვუვლი" - ქართველი ბიჭის რთული გზა საჯარო უწყებიდან ემიგრაციამდე

ნახევარ წელიწადზე მეტია, თითქმის ყოველდღე ვიგებთ, როგორ ცდილობს ათასობით საქართველოს მოქალაქე არალეგალურად გადაკვეთოს მექსიკა-ამერიკის საზღვარი, ჩაჰბარდეს ამერიკელ მესაზღვრეებს, გაიაროს საემიგრაციო ციხე და ახალი ცხოვრება დაიწყოს... მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ უმართლებს, არ ნებდებიან და შემდეგშიც ცდიან ბედს...

ბოლო თვეებში, მექსიკის გავლით ამერიკაში მოხვედრა, საქართველოდან შრომითი მიგრაციის ახალი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ადრე თუ 40 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები მიდიოდნენ, ახლა მიგრაციის ასაკი საგრძნობლად შემცირდა და საქართველოდან 20-25 წლის ახალგაზრდები მიდიან. არაოფიციალური ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში, მექსიკის გავლით ამერიკაში საქართველოდან დაახლოებით 60 ათასი ადამიანი წავიდა... გზის სირთულის, სიძვირის, რისკების, ეჭვების მიუხედავად, მიდიან ოჯახებით, ფეხმძიმე ცოლებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. სოციალურ ქსელებში არსებობს ათობით ჯგუფი, სადაც არალეგალურად წასვლის მსურველები განიხილავენ ვინმე ჟენიას, ქირიმას, მამიას მომსახურებას.

კითხულობენ და აზუსტებენ ფასებს, გზას, ვიზების საკითხებს... რაც უნდა გასაკვირი იყოს, მექსიკაში, საზღვრისპირა ქალაქებში, ქართველებმა, ადგილობრივების შენობები იქირავეს და ემიგრანტებისთვის საოჯახო სასტუმროები გახსნეს. მათი ვიზიტორების უმეტესობა ქართველი ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელია. ემიგრანტები ე.წ. გადამყვანს, 15-დან 20 ათას დოლარამდე უხდიან, მაგრამ მექსიკაში სასტუმროების მომსახურება გადამყვანისთვის წინასწარ გადახდილ თანხაში არ შედის.

36 წლის დავით ბათიაშვილი, ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ამერიკაში არალეგალურად წასვლაზე დაიწყო ფიქრი:

- ყველაფერს ვკითხულობდი, ამა თუ იმ ემიგრანტის შესახებ მოყოლილ ამბავს დეტალურად ვეცნობოდი და ვფიქრობდი: გოგონებმა, ფეხმძიმე და ასაკოვანმა ქალებმა თუ შეძლეს ამ ყველაფრის ატანა, როგორ ვერ უნდა შევძლო-მეთქი მე? ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ოჯახის წევრებს რომ ვუთხარი, აღშფოთდნენ: სად უნდა წახვიდე, მექსიკის საზღვრის სირთულეებს რომ თავი დავანებოთ, საემიგრაციო ციხე საშინელებაა, ზოგი თვეობით ვერ უკავშირდება ოჯახს და იქ შიმშილს, სიცივეს, შიშს, გაურკვევლობას როგორ უნდა გაუძლოო? მაგრამ ავიკვიატე, - აუცილებლად უნდა წავიდე-მეთქი.

მეგობრისგან, რომელიც წლების განმავლობაში ჩემთან მუშაობდა, მესმოდა, რომ ბოლო თვეებში მექსიკის გავლით ამერიკაში მასობრივად მიდიოდნენ საჯარო მოხელეები - პოლიციელები, სამხედროები, საბაჟო სამსახურის თანამშრომლები, ბანკის მოსამსახურეები, სკოლის მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები... ყველას ჰქონდა სამსახური, სტაბილურიც კი, მაგრამ მათ ჩემსავით, წინსვლის პერსპექტივა არ გააჩნდათ. როდესაც გარშემო ყველაფერი ძვირდება, ფასები ყოველდღიურად იზრდება, 5 წლის წინანდელი ხელფასით ვერ იცხოვრებ. დრო ხელფასიდან ხელფასამდე გადის, ვერაფერს ცვლი და ნერვები გეშლება. თუ რამდენიმე წლის წინ ხელფასიდან ხელფასამდე ვცხოვრობდი, ანუ შემოსავალი როგორღაც მყოფნიდა, ბოლო ხანებში იძულებული ვიყავი, ვალი დამეხვედრებინა, რასაც ვისტუმრებდი და ორ-სამ კვირაში ისევ ვალს ვიღებდი. ასე გრძელდებოდა წელიწადზე მეტხანს...

ყველა ქართველი, ვინც მექსიკის სასტუმროში იყო, იმავეს ჰყვებოდა. პოლონეთის სამუშაო ვიზით წამოვედი ვარშავაში, შემდეგ ლისაბონში, იქიდან - მექსიკაში. როდესაც კანკუნის სასტუმროში დავბინავდი, გაგვაფრთხილეს, ქუჩაში სეირნობას მოერიდეთო. მე კი მაინტერესებდა, გარშემო რა ხდებოდა და შებინდებულზე გავედი. იცით, თავი საქართველოში მეგონა, რადგან სულ ქართველების საუბარი მესმოდა. ყველაზე მეტად 64 წლის ქალის დანახვამ გამაოცა, სამტრედიის ერთ-ერთი სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. სამი თვეა დავანებე თავი სამსახურს, რადგან შვილს ოპერაცია დასჭირდა და მის საბუთებზე დავრბოდი, მერე კი, მოვლა სჭირდებოდაო... ათი დღე ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს სასტუმროს ბინადარი ქართველები და ვსაუბრობდით. ყოფილმა მასწავლებელმა თქვა: მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ რაც წამოვედი, იმის მერე ოჯახის წევრები კი არა, სკოლა, გაკვეთილები, ბავშვებთან ურთიერთობა მესიზმრება, სულ დაფასთან ვდგავარ და ახალ გაკვეთილს ვხსნიო. 32 წელი მუშაობდა სკოლაში... იმის ნაცვლად, ტკბილ სიბერეზე ეფიქრა, სადღაც შორეულ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყებაზე, სამუშაოს შოვნაზე ფიქრობდა, ვალები რომ გაესტუმრებინა...

ერთხელ მოვდივარ ამ ქვეყანაზე, დალოცვილი უფალი ერთხელ მაძლევს სიცოცხლეს და არ მინდა, ეს წლები გაურკვევლობაში გავლიო. ვცდი მაინც ჩემი ცხოვრების შეცვლას და თუ გამომივიდა, მაგას რა სჯობს, თუ არადა, ის მაინც მექნება სათქმელი, რომ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლე...

- ისეთებიც არიან, ვისაც პირველ ცდაზე ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყება რომ არ გამოუვიდა, არა?

- დიახ, ამის შესახებ მანამდეც ვიცოდი, მაგრამ მექსიკაში გავიცანი ხალხი, ვინც მესამედ და მეოთხედ ცდილობდა ამერიკაში მოხვედრას. უკანდასახევი არ გვაქვსო, - მითხრეს... როდესაც კანკუნიდან ტიხუანაში ჩავფრინდით, გადამყვანებმა გაგვაფრთხილეს, ახლა აქედან ერთ-ერთ უახლოეს დასახლებულ პუნქტში მიგიყვანთ და იქ სრულდება ჩვენი "მისია", იმის იქით, თავად უნდა უშველოთ თავსო. ადგილი, სადაც მიგვიყვანეს, სოფლის დასახლებას ჰგავდა, ერთსართულიანი, ე.წ. ბელეტაჟის სახლებით. ერთ-ერთ ეზოში შევიკრიბეთ, ორასამდე ადამიანი ვიქნებოდით. ეტაპობრივად მივყავდით საზღვრისკენ. ძალიან ვნერვიულობდი. ზოგს ყელამდე მდინარის გადალახვა უხდებოდა, ზოგი 15 წუთის სავალი გზის გავლას 4 საათს ანდომებდა.

შტატებთან ეს 3140 კმ-იანი სიგრძის საზღვარია, რომელიც წლებია, ჩემნაირი არალეგალი მიგრანტების თავშეყრის ძირითადი ადგილია. საბედნიეროდ, ძალიან მალე, უპრობლემოდ გავიარე ეს გზა, მდინარეში რომ შევედი, მუხლს ზემოთ იყო, ცივი, მაგრამ ასატანი. ეს სირთულეები და რისკები წინასწარ გააზრებული მქონდა... ამერიკის მხარეს სველი ტანსაცმელი გამოვიცვალეთ. იქ პლასტმასის ბოთლებით წყალი დაგვახვედრეს, ხელ-პირი დავიბანეთ და ამერიკელ მესაზღვრეებს დაველოდეთ. ისინიც იქვე იყვნენ, მაგრამ ჩაბარების მსურველთა რიგი იდგა. ყველაფერი ჩამომართვეს, მათ შორის: საბუთები, პირადი ნივთები, ზურგჩანთა, რომელშიც ტანსაცმელი და სხვა რამეები მელაგა. თასმებიც კი შეგვხსნეს, ყველაფერი ერთ პარკში მოათავსეს და დალუქეს. შემდეგ, სხვადასხვა მანქანაში გადაგვანაწილეს. იქიდან დაკავების ოთახში გადაგვიყვანეს...წაიკითხეთ სრულად