მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ... მე რომ ეგეთი ჯანიანი და სწრაფი ვყოფილიყავი..." - რას ამბობს შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ... მე რომ ეგეთი ჯანიანი და სწრაფი ვყოფილიყავი..." - რას ამბობს შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ინ­გლის­ში აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი!" - მი­თხრა შოთა არ­ვე­ლა­ძემ, როცა "ჰალ­ში" გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდ­ზე ლა­პა­რა­კი და­ვას­რუ­ლეთ. ქარ­თველ­მა მწვრთნელ­მა რვა თვე იმუ­შა­ვა ინ­გლი­სის ჩემ­პი­ონ­ში­პის ბი­ნა­დარ კლუბ­ში, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში ჩი­ნე­ბუ­ლი სტარ­ტის შემ­დეგ, აგ­ვის­ტო­ში თვის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლა­დაც და­ა­სა­ხე­ლეს, თუმ­ცა... "ჰალი" უკვე წარ­სუ­ლია, ახა­ლი კლუ­ბი კი ჯერ არ აურ­ჩე­ვია. "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში შო­თას ინ­გლი­სურ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­სა და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე ვე­ლა­პა­რა­კეთ:

- შოთა, ინ­გლი­სი­დან ერთი თვის წინ წა­მოხ­ვე­დი, ჯერ ისევ დას­ვე­ნე­ბის, გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბი. არის ახა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი?

- დაღ­ლი­ლი არა ვარ! პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი, მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი - აგ­ვის­ტოს ბო­ლოს თვის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლად და­მა­სა­ხე­ლეს, ორ კვი­რა­ში კი... "ჰა­ლი­დან" წა­მოს­ვლა მო­მიხ­და კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, იყო სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბიც, კი­თხვე­ბიც, და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი თუ არა ამა თუ იმ ვა­რი­ან­ტით, რა­ღა­ცე­ბი პრე­სა­შიც და­ი­წე­რა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რია. ჯერ მხო­ლოდ ერთი თვეა, რაც ინ­გლი­სი­დან წა­მო­ვე­დი.

- კვიპ­რო­სის "ომო­ნი­ას" ინ­ტე­რე­სი რე­ა­ლუ­რი იყო?

- "ომო­ნი­ამ" მწვრთნე­ლი და­ი­თხო­ვა და და­მი­რე­კეს, და­ინ­ტე­რეს­დე­ბი თუ არაო. სულ ეს იყო.

...

- კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზეც გკი­თხავ: ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე ხვი­ჩამ შენი ყო­ფი­ლი კლუ­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ითა­მა­შა "გლაზ­გო­ე­ლე­ბი" და "ამ­სტერ­და­მე­ლე­ბი" გე­ლა­პა­რაკ­ნენ ამ თე­მა­ზე?

- დიახ, ორი­ვე ქვეყ­ნი­დან. ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან უფრო მეტი, რად­გან, თა­ვის დრო­ზე, სწო­რედ "აიაქსს" შევ­თა­ვა­ზე ხვი­ჩას ყიდ­ვა. თვი­თო­ნაც ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია და მი­თხრეს კი­დეც, 15 მი­ლი­ო­ნი ბევ­რია, ამ­ჟა­მად კვა­რა­ცხე­ლი­ას ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 9-12 მი­ლი­ო­ნი­აო. სხვა­თა შო­რის, მად­რი­დის "ატ­ლე­ტი­კოს" თავ­კაც­მა დი­ე­გო სი­მე­ო­ნე­მაც იგი­ვე თქვა. მე­ტიც, სი­მე­ო­ნემ პირ­და­პირ და­მი­სა­ხე­ლა კლუ­ბე­ბი: "ნა­პო­ლი", "ლა­ციო", "ფი­ო­რენ­ტი­ნა", "ლე­ვერ­კუ­ზე­ნი", კი­დევ ერთი გერ­მა­ნუ­ლი კლუ­ბი - ამ ეტაპ­ზე ამ გუნ­დებ­ზეა ლა­პა­რა­კი და მათ მეც შე­მიძ­ლია და­ვეხ­მა­როო. რო­გორც ჩანს, აქვს კავ­ში­რე­ბი და მისი ვა­ჟიც იმი­ტომ წა­ვი­და ნე­ა­პოლ­ში. რა­საც ვა­რა­უ­დობ­დნენ, ხვი­ჩა სწო­რედ იმ ფა­სად და იმ კლუბ­ში გა­და­ვი­და. არა­და, როცა ფასი და­სა­ხელ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გაბ­რაზ­დნენ, 50 მი­ლი­ო­ნი რა­ტომ არ ღირ­სო! 50 ახლა ღირს! ხვი­ჩამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბა­ზეც. სულ ვამ­ბობ ხოლ­მე მათ გა­სა­გო­ნად, ვინც გა­ი­ძა­ხის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­ბა­ლი დო­ნი­საა და ყვე­ლას შე­უძ­ლია 30 ბურ­თის გა­ტა­ნა. ხომ და­ბა­ლი დო­ნეა? მი­დით და გა­ი­ტა­ნეთ! ხვი­ჩა ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ითა­მა­შა კი­დეც და ხალ­ხიც მი­იყ­ვა­ნა სტა­დი­ონ­ზე: გორ­ში, ქუ­თა­ის­ში, თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 70 000 მა­ყუ­რე­ბე­ლი. არ ვამ­ბობ, რომ თუ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვე­ში 500 ლა­რად სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბა­ზე არ თა­მა­შობ, ესე იგი, ფეხ­ბურ­თი არ გიყ­ვარს! მაგ­რამ აქაც შე­იძ­ლე­ბა ითა­მა­შო, თავი ისა­ხე­ლო და ძლი­ერ ჩემ­პი­ო­ნატ­ში წახ­ვი­დე. მა­მარ­დაშ­ვი­ლი "ლო­კო­მო­ტი­ვი­დან" წა­ვი­და ისე, რომ მგო­ნი, არც იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე. ახლა? ახლა 100 მი­ლი­ო­ნი ღირს. მეტი რა მა­გა­ლი­თი უნ­დათ?! გიო ქინ­ქლა­ძე "სი­ტი­ში" სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან წა­ვი­და!

- კვა­რა­ცხე­ლი­ას და­ვუბ­რუნ­დეთ: შენ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ან თავ­დამ­სხმელს, ხვი­ჩას რა თვი­სე­ბე­ბი მოგ­წონს?

- ყვე­ლა­ფე­რი აქვს: ტექ­ნი­კა, სის­წრა­ფე, პასი, ორი­ენ­ტა­ცია ბურ­თით თუ უბურ­თოდ... ძა­ლი­ან სწო­რად თა­მა­შობს! უბ­რა­ლოდ და სწო­რად თა­მა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. ამა­ვე დროს, სულ კა­რის­კენ იწევს. გა­ნი­ვად, "შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით" კი არა, პირ­და­პირ კა­რის­კენ! მგო­ნი, დანა არ ჭრის კა­რაქს ისე, რო­გორც ხვი­ჩა ჭრის გზას მე­ტო­ქის კა­რის­კენ. "გვერ­დზე გამ­სვლე­ლი" შემ­ტე­ვე­ბის­გან ამით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამი­ტო­მაც აქვს ასე­თი სტა­ტის­ტი­კა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. თუ რამე მეს­მის – ფეხ­ბურ­თია და ასე­თი რა­ღაც არ გა­მომ­რჩე­ბა. თა­მა­შის დრო­საც იშ­ვი­ა­თად თუ ვე­ხე­ბო­დი ბურთს ზედ­მე­ტად და ამი­ტომ იყო, რომ ჩემ­თვის ფეხ­ში მაგ­რად არც ჩა­ურ­ტყამთ - მა­ში­ნაც კი, როცა ცუ­დად ვთა­მა­შობ­დი.

ხვი­ჩა ბუ­ნებ­რი­ვად თა­მა­შობს სწო­რად და არა იმი­ტომ, რომ სპა­ლე­ტი სთხოვს ან უკ­რძა­ლავს რა­მეს, თა­ნაც, ჯანი და სის­წრა­ფე გე­ნით მოჰ­ყვე­ბა - მა­მა­მი­სიც ასე­თი ჯა­ნი­ა­ნი და სწრა­ფი იყო. მე რომ ეგე­თი ჯა­ნი­ა­ნი და სწრა­ფი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... ცალ­კე თე­მაა ხვი­ჩას შე­უ­პო­ვა­რი და უში­შა­რი ხა­სი­ა­თი: დიახ, "თავ­ხე­დი" უნდა იყო მო­ე­დან­ზე - ამ სი­ტყვის კარ­გი გა­გე­ბით. ეს მისი სამ­ყა­როა და თა­მა­შის დროს ამი­ტო­მაც არის ასე­თი. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანს
0

საცივი როდის არის იცი გემრიელი? სუფთა ხელებით და კაი ხასიათით რომ აკეთებ. ასეა ხარჩოც.

ობიექტური
6

მარტო ძალიან კარგი ფეხბურთელი კი არა, ძალიან კარგი ადამიანიც ხართ. როგორც ჩანს, უცხოა თქვენთვის შური და ბოღმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ... მე რომ ეგეთი ჯანიანი და სწრაფი ვყოფილიყავი..." - რას ამბობს შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ... მე რომ ეგეთი ჯანიანი და სწრაფი ვყოფილიყავი..." - რას ამბობს შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ინგლისში აუცილებლად დავბრუნდები!" - მითხრა შოთა არველაძემ, როცა "ჰალში" გატარებულ პერიოდზე ლაპარაკი დავასრულეთ. ქართველმა მწვრთნელმა რვა თვე იმუშავა ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ კლუბში, მიმდინარე სეზონში ჩინებული სტარტის შემდეგ, აგვისტოში თვის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს, თუმცა... "ჰალი" უკვე წარსულია, ახალი კლუბი კი ჯერ არ აურჩევია. "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში შოთას ინგლისურ გამოცდილებაზე, საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ველაპარაკეთ:

- შოთა, ინგლისიდან ერთი თვის წინ წამოხვედი, ჯერ ისევ დასვენების, გასული თვეების გაანალიზების პროცესში იქნები. არის ახალი შემოთავაზებები?

- დაღლილი არა ვარ! პირიქით, ძალიან ენერგიული, მონდომებული ვიყავი - აგვისტოს ბოლოს თვის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს, ორ კვირაში კი... "ჰალიდან" წამოსვლა მომიხდა კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო. რაც შეეხება შემოთავაზებებს, იყო სატელეფონო ზარებიც, კითხვებიც, დავინტერესდებოდი თუ არა ამა თუ იმ ვარიანტით, რაღაცები პრესაშიც დაიწერა, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ინგლისიდან წამოვედი.

- კვიპროსის "ომონიას" ინტერესი რეალური იყო?

- "ომონიამ" მწვრთნელი დაითხოვა და დამირეკეს, დაინტერესდები თუ არაო. სულ ეს იყო.

...

- კვარაცხელიაზეც გკითხავ: ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩამ შენი ყოფილი კლუბების წინააღმდეგ ითამაშა "გლაზგოელები" და "ამსტერდამელები" გელაპარაკნენ ამ თემაზე?

- დიახ, ორივე ქვეყნიდან. ნიდერლანდებიდან უფრო მეტი, რადგან, თავის დროზე, სწორედ "აიაქსს" შევთავაზე ხვიჩას ყიდვა. თვითონაც ჰქონდათ ინფორმაცია და მითხრეს კიდეც, 15 მილიონი ბევრია, ამჟამად კვარაცხელიას ფასი დაახლოებით 9-12 მილიონიაო. სხვათა შორის, მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემაც იგივე თქვა. მეტიც, სიმეონემ პირდაპირ დამისახელა კლუბები: "ნაპოლი", "ლაციო", "ფიორენტინა", "ლევერკუზენი", კიდევ ერთი გერმანული კლუბი - ამ ეტაპზე ამ გუნდებზეა ლაპარაკი და მათ მეც შემიძლია დავეხმაროო. როგორც ჩანს, აქვს კავშირები და მისი ვაჟიც იმიტომ წავიდა ნეაპოლში. რასაც ვარაუდობდნენ, ხვიჩა სწორედ იმ ფასად და იმ კლუბში გადავიდა. არადა, როცა ფასი დასახელდა, საქართველოში ძალიან გაბრაზდნენ, 50 მილიონი რატომ არ ღირსო! 50 ახლა ღირს! ხვიჩამ დაამტკიცა, რომ ყველგან შეიძლება ფეხბურთის თამაში, მათ შორის, საქართველოს პირველობაზეც. სულ ვამბობ ხოლმე მათ გასაგონად, ვინც გაიძახის, რომ საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა და ყველას შეუძლია 30 ბურთის გატანა. ხომ დაბალი დონეა? მიდით და გაიტანეთ! ხვიჩა ჩამოვიდა საქართველოში, ითამაშა კიდეც და ხალხიც მიიყვანა სტადიონზე: გორში, ქუთაისში, თბილისში დაახლოებით 70 000 მაყურებელი. არ ვამბობ, რომ თუ მთელი ცხოვრება თვეში 500 ლარად საქართველოს პირველობაზე არ თამაშობ, ესე იგი, ფეხბურთი არ გიყვარს! მაგრამ აქაც შეიძლება ითამაშო, თავი ისახელო და ძლიერ ჩემპიონატში წახვიდე. მამარდაშვილი "ლოკომოტივიდან" წავიდა ისე, რომ მგონი, არც იყო საქართველოში საუკეთესო მეკარე. ახლა? ახლა 100 მილიონი ღირს. მეტი რა მაგალითი უნდათ?! გიო ქინქლაძე "სიტიში" საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა!

- კვარაცხელიას დავუბრუნდეთ: შენ, საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიან თავდამსხმელს, ხვიჩას რა თვისებები მოგწონს?

- ყველაფერი აქვს: ტექნიკა, სისწრაფე, პასი, ორიენტაცია ბურთით თუ უბურთოდ... ძალიან სწორად თამაშობს! უბრალოდ და სწორად თამაში ყველაზე რთულია. ამავე დროს, სულ კარისკენ იწევს. განივად, "შემოვლითი გზებით" კი არა, პირდაპირ კარისკენ! მგონი, დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ. "გვერდზე გამსვლელი" შემტევებისგან ამით გამოირჩევა, ამიტომაც აქვს ასეთი სტატისტიკა და გამოხმაურება. თუ რამე მესმის – ფეხბურთია და ასეთი რაღაც არ გამომრჩება. თამაშის დროსაც იშვიათად თუ ვეხებოდი ბურთს ზედმეტად და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის ფეხში მაგრად არც ჩაურტყამთ - მაშინაც კი, როცა ცუდად ვთამაშობდი.

ხვიჩა ბუნებრივად თამაშობს სწორად და არა იმიტომ, რომ სპალეტი სთხოვს ან უკრძალავს რამეს, თანაც, ჯანი და სისწრაფე გენით მოჰყვება - მამამისიც ასეთი ჯანიანი და სწრაფი იყო. მე რომ ეგეთი ჯანიანი და სწრაფი ვყოფილიყავი... ცალკე თემაა ხვიჩას შეუპოვარი და უშიშარი ხასიათი: დიახ, "თავხედი" უნდა იყო მოედანზე - ამ სიტყვის კარგი გაგებით. ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი. წაიკითხეთ სტატია სრულად