პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 3 საკითხი, რომლისთვისაც აკაკი წერეთელი იბრძოდა - მწერლის ნაცნობი და უცნობი პუბლიცისტიკა
ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 3 საკითხი, რომლისთვისაც აკაკი წერეთელი იბრძოდა - მწერლის ნაცნობი და უცნობი პუბლიცისტიკა

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უსაყ­ვარ­ლე­სი მწე­რა­ლი და პო­ე­ტი აკა­კი წე­რე­თე­ლი ცნო­ბი­ლი იყო თა­ვი­სი პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ო­დის ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის მწვა­ვე სა­კი­თხებს ეხე­ბო­და. ბევრ მათ­განს მწერ­ლის პი­რად არ­ქი­ვებ­სა თუ სა­მუ­ზე­უ­მო ფონ­დებ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­აკ­ვლი­ეს. ეს წე­რი­ლე­ბი აკა­კის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი მხატ­ვრუ­ლი სამ­ყა­როს კი­დევ ერთ წახ­ნაგს წარ­მო­ა­ჩენს და ავ­ტორს, გვაც­ნობს რო­გორც ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქეს.

აკა­კი აქ­ტი­უ­რად წერ­და სტა­ტი­ებს და წე­რი­ლებს ლი­ტე­რა­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის, ის­ტო­რი­ის, რე­ლი­გი­ის და კულ­ტუ­რის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ზე. ის მკი­თხველს უზი­ა­რებ­და სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, მე­ზო­ბელ ხალ­ხებ­თან მი­მარ­თე­ბის, ე. წ. ოს­მა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ.

„ჩვე­ნო ერ­თტო­მო და ერ­თმოგ­ვა­რე ძმე­ბო! დიდი ხანი არ არის მის შემ­დეგ, რაც უკუღ­მარ­თმა ბედ­მა დაგ­ვი­კარ­გა ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნე­ო­ბი­თი ერ­თო­ბა, გაგ­ვა­პო შუა, გაგ­ვყო ორად, გაგ­ვას­ხვა­ვა სარ­წმუ­ნე­ო­ბით და დაგ­ვა­შო­რა ერ­თმა­ნეთს ქვე­შევ­რდო­მო­ბით. მაგ­რამ ჩვენ კი მა­ინც იმა­ვე ერ­თის ტო­მის ხალ­ხი ვართ, რაც ადრე ვი­ყა­ვით; იმგვა­რი­ვე სის­ხლი სდუღს ჩვენ­ში დღე­საც, რო­მელ­საც ადრე ჩვენ და თქვენ ჩვე­ნის ერ­თო­ბი­სათ­ვის თავ­გან­წი­რუ­ლად, შე­ერ­თე­ბუ­ლად ვან­თხევ­დით; იგი­ვე გული, რო­მე­ლიც ძვე­ლად ჩვე­ნის ქვეყ­ნის ერ­თო­ბი­სათ­ვის სიყ­ვა­რუ­ლით იმსჭვა­ლე­ბო­და, და იგი­ვე ამა­ყი და პა­ტი­ო­სა­ნი სული გვამ­ხნე­ვებს,რომ­ლი­თაც ჩვენ მა­შინ ერ­თად გა­ნუ­ყოფ­ლად ქვე­ყა­ნა­ში ქე­ბით ვიხ­სე­ნე­ბო­დით. კი­დევ მეტი ვსთქვათ: დღე­საც ჩვენ მი­ვენ­დო­ბით იმა­ვე ერთს ღმერ­თს, რო­მე­ლიც ადრე გვფა­რავ­და. ჩვე­ნა გვაქვს ერთი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ღვაწლ­ში თქვენ უფრო დიდ წილს გი­დებ­სთ, რო­გორც შემ­ხებს, მო­სა­ზღვრე­ებს, - ის არ და­ი­ვი­წყე­ბა უკუ­ნი­სამ­დე, სა­ნამ კი სა­ქარ­თვე­ლო არ­სე­ბობს და სა­ნამ ჩვე­ნი დედა- ენა არ გამ­ქრა­ლა, ის ტკბი­ლი ენა, რო­მე­ლიც თქვენ აგრე მა­მა­ცუ­რად და პა­ტი­ოს­ნუ­რად უცხო­ო­ბა­ში­აც კი შე­გი­ნა­ხავთ. რა­დაც უნდა ვი­ყოთ, რა­გინდ შორს ვი­ყოთ ერ­თმა­ნეთ­ზედ, დი­და­თაც რომ გან­ვსხვავ­დეთ გა­რეგ­ნო­ბით, ჩვენ მა­ინც ყო­ველ­თვის ერთი უნდა ვი­ყოთ იმ მი­ზე­ზე­ბით, რო­მე­ლიც ზე­მოთ ჩა­მოვ­თვა­ლეთ. ჩვე­ნი­ცალ­ცა­ლე­ო­ბა, ჩვე­ნი გა­ყო­ფა ორად - ჩვე­ნი ბე­დი­სა და ძა­ლის გა­ნა­ხევ­რე­ბა არის. რო­გორც ძვე­ლად, ისე დღე­საც უთ­ქვე­ნოდ ჩვე­ნი ჭირი ორ­კეც­დე­ბა და ლხი­ნი კი ნა­ხევ­რდე­ბა, თუ თქვენ ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გი­გუ­ლებთ, მა­შინ ჩვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბაც აღა­რაფ­რად გვი­ღირს და თუ თქვენც ჩვენ­თან ერ­თად ჩვე­ნი თა­ნამ­გრძნო­ბი და ერ­თად უღ­ლის გამ­წე­ვად გხე­დავთ, მა­შინ ჭირ­საც აღარ შე­უ­შინ­დე­ბით. ღმერ­თმა ნუ ქნას უთ­ქვე­ნო­ბა ჩვენ­თვის და უჩ­ვე­ნო­ბა თქვენ­თვის.

ორი ნა­ხე­ვა­რი ცალ-ცალ­კე ყო­ველ­თვის უს­რუ­ლო ნა­წი­ლე­ბად დარ­ჩე­ბი­ან, მაგ­რამ ერ­თად შე­ერ­თე­ბით კი ერთს სრულს შე­ად­გე­ნენ. დიახ, სუ­ლი­თა და გუ­ლით ჩვენ ერთი ვართ, ერთს ბედს ქვეშ უნდა ვი­ყოთ ყო­ველ­თვის.“ - ოს­მა­ლე­თის ქარ­თვე­ლებს. აკა­კი.

აკა­კიმ დიდი ენერ­გია შე­ა­ლია ჭი­ა­თუ­რის მან­გა­ნუ­მის საქ­მეს. მას კარ­გად ეს­მო­და, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და რუ­სე­თის იმ­პე­რია სა­ქარ­თვე­ლოს ზნე­ობ­რივ და­ბე­ჩა­ვე­ბას და ეკო­ნო­მი­კურ გა­მო­ფიტ­ვას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აპი­რებ­და თან­ხის გა­ღე­ბას ისე­თი სფე­როს და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, რო­მე­ლიც ერის და­წი­ნა­უ­რე­ბას შე­უ­წყობ­და ხელს. სა­ჭი­რო იყო ისე­თი წყა­როს გა­მო­ნახ­ვა, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას სო­ლი­დურ შე­მო­სა­ვალს მო­უ­ტან­და. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა პო­ე­ტის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ან­გა­რე­ბით ახ­სნა, არა­და მას სულ სხვა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და.

„მე რომ პირ­ვე­ლად მარ­გა­ნე­ცის საქ­მეს შე­უ­დე­ქი, ხალ­ხმა არა თუ არა იცო­და-რა, კი­დეც იუ­ცხო­ვა და ყბად აიღო. თუმ­ცა მათ მე არა­სა ვთხოვ­დი, მათი არა იხარ­ჯე­ბო­და-რა, მაგ­რამ მა­ინც კი­ჟი­ნა დამ­ცეს, თით­ქოს რა­ღაც მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვის ჩამ­დე­ნი ვყო­ფი­ლი­ყო!.. ყვე­ლა ხელს მიშ­ლი­და, თუ საქ­მით არა, სი­ტყვით მა­ინც... ძნე­ლი იყო ჩემი ყოფა, მაგ­რამ ცა­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა-და- სხვა იმე­დე­ბით გამ­სჭვა­ლულს მო­მა­ვალ­ზე, საქ­მი­სათ­ვის თავი არ და­მი­ნე­ბე­ბია! დღეს, რო­დე­საც სა­სა­ცი­ლო ‘შავი-ქვის“ საქ­მე დიდ-საქ­მედ გა­და­იქ­ცა და ქვე­ყა­ნა სარ­გებ­ლობს, ხში­რად მეს­მის შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი:

„რა ქნა ამ კაც­მა! საქ­მე მა­გან და­ი­წყო, გა­ა­ჩა­ღა, ქვე­ყა­ნა კეთ­დე­ბა და თვი­თონ კი თავი და­ი­ღუ­პაო“ და სხვ. ამ მარ­თალ სი­ტყვებს ზოგი და­ცი­ნე­ბით ამ­ბობს და უფრო მეტი კი გულმტკივ­ნე­უ­ლო­ბით, რად­გა­ნაც არ იცი­ან, თუ რა იყო ჩემი მი­ზა­ნი და რად ჩა­ვე­ბი საქ­მე­ში. პი­რა­დი ან­გა­რი­ში აქ არა მქო­ნია რა და ოღონდ კი ის იმე­დე­ბი, რომ­ლი­თაც მა­შინ მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო და მე მზად ვი­ყა­ვი და მზა­თა­ცა ვარ მთე­ლი ჩემი სი­ცო­ცხლე სი­ღა­რი­ბე­ში გა­მე­ტა­რე­ბია. გინდ ხელ­გაშ­ვე­რი­ლის დღი­უ­რი ლუკ­მის მო­სა­პო­ვებ­ლად!.. - მარ­გა­ნე­ცის გამო. აკა­კი

აკა­კი ბან­კე­ბის სა­კი­თხზე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უთან­ხმო­ე­ბებ­ზეც წერ­და. ის, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის პროგ­რე­სუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის ხორ­ცხშეს­ხმის ხელ­შემ­წყო­ბი და მხარ­დამ­ჭე­რი, სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბო­და სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ბან­კის და­არ­სე­ბის სა­კითხს. მას კარ­გად ეს­მო­და, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის ბანკს, რო­მე­ლიც მათ ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას მის­ცემ­და. ბანკს ქარ­თვე­ლი კა­ცის­თვის შე­ეძ­ლო ის სა­კუ­თა­რი მი­წის ბა­ტონ-პატ­რო­ნად ექ­ცია; მი­ე­ცა გა­ნათ­ლე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბაც რე­ა­ლუ­რი გა­ე­ხა­და. აკა­კის ისიც ეს­მო­და, რომ ფული ფრთხილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და. მან ბან­კი სა­მარ­თე­ბელს შე­ა­და­რა, გა­მო­უც­დე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი კი პა­ტა­რა ბავ­შვს. ის ში­შობ­და, რომ სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის კა­ნო­ნე­ბის და სა­ბან­კო საქ­მის სპე­ცი­ფი­კის უცო­დი­ნარ ხალ­ხს ბან­კის და­არ­სე­ბა სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და.

„სულ სხვა იყო გან­სვე­ნე­ბუ­ლი დ. ყ., რომ­ლის დი­დე­ბუ­ლი აჩ­რდი­ლი ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას. ეს იყო ერთი იმგვა­რრ­ჩე­ულ­თა­გა­ნი, რო­მელ­ნიც მრა­ვალ სა­უ­კუ­ნო­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თო-ორო­ლა გა­მო­ე­რე­ვი­ან ხოლ­მე. მად­ლით იყო ცხე­ბუ­ლი და ქვეყ­ნი­სად­მი მი­ჩე­ნი­ლი მისი მად­ლი­ა­ნი არ­სე­ბა! მთელ მის ხან­გრძლივ სი­ცო­ცხლე­ში სა­ზო­გა­დო საქ­მე არა ყო­ფი­ლა ჩვენ­ში, რომ იმა­საც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ე­ღოს. ყო­ველ­დღი­ურ ავსა და კარ­გს უყუ­რა­დღე­ბოთ არ ტო­ვებ­და!.. არც ერთ სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს არ ერი­დე­ბო­და! ეს პა­ტა­რაა, ეს გა­რე­უ­ლია, ეს არ მე­კად­რე­ბა, ეს ბევ­რს არ მო­ე­წო­ნე­ბაო და სხვა­ნი, არ იცო­და. ყო­ველ­გან მო­ნა­წი­ლე იყო თუ საქ­მით, თუ სი­ტყვით­და რჩე­ვით. ზო­გი­ერ­თებ­სა­ვით იწ­როთ არ ჰქონ­და შე­მო­ფარ­გლუ­ლი სარ­ბი­ე­ლი!

ყო­ვე­ლი მხრით ეჭი­რა თვალ-ყური!.. თუ პი­რად ვე­ღარ მიწ­ვდე­ბო­და, ხმას მა­ინც მი­აწ­ვდენ­და! ამას რომ არ სჯერ­დე­ბო­და... გო­ნე­ბის თვა­ლი უჭ­რი­და, მო­მა­ვალ­ში­აც გა­და­დი­ო­და... ამ თა­ვით­ვე წარ­მო­იდ­გენ­და ხოლ­მე, მო­მა­ვალ­ში რა იყო სა­ჭი­რო და რა­ზედ უნდა გვეზ­რუ­ნა. ბან­კი მისი მე­ო­ხე­ბით და­არ­სდა... მარ­თა­ლია დღეს ეს საქ­მე ჩვენ­თვის, რო­გორც ზნე­ო­ბი­თად, ისე მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც სა­ჭირ­ბო­რო­ტოა, მაგ­რამ ეს მისი ბრა­ლი არ არის; მის ნება-სურ­ვილ­ზედ რომ წა­სუ­ლი­ყო საქ­მე და წინ უკუღ­მარ­თი ძალ­მომ­რე­ო­ბა არ გა­და­ღო­ბე­ბო­და, სულ სხვებ იქ­ნე­ბო­და საქ­მე. ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მისი საქ­მეა, დრა­მა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მან და­ა­არ­სა და სხვა­ნი. რო­მე­ლი ერთი მოვ­თვა­ლო?.. პირ­ვე­ლი აზრი ყო­ველ­თვის ამას უტ­რი­ა­ლებ­და ხოლ­მე თავ­ში და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლიც ის იყო!.. და თუ ბო­ლოს ჩა­მო­შორ­დე­ბო­და ხოლ­მე, ეს სულ სხვა მი­ზე­ზის ბრა­ლი იყო და არა მისი ჯი­ნი­ა­ნო­ბი­სა და დეს­პო­ტო­ბის, რო­გორც ზო­გი­ერ­თე­ბი ავ­რცე­ლებ­დნენ ხმას. და­უ­ღა­ლა­ვი მშრო­მე­ლი იყო და არ იცო­და და­ღო­ნე­ბა...“ - აკა­კი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ 8 აგ­ვის­ტო­დან აკა­კი წე­რეთ­ლის ოთხ ტო­მე­ულს გა­მოს­ცემს. ტო­მე­ულ­ში თავ­მოყ­რი­ლია იქნა პრო­ზა, პო­ე­ზია, დრა­მა­ტურ­გია და აკა­კის წე­რი­ლე­ბი.

წიგ­ნი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­დის და მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი - 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად კი - 15.50 ლა­რია. მე­ო­თხე, ბოლო ტო­მის შე­ძე­ნას 31 ოქ­ტომ­ბრი­დან, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში შეძ­ლებთ. ასე­ვე, წიგ­ნე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა სა­იტ­ზე - www.palitral.ge და შეძ­ლებთ ისარ­გებ­ლოთ სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სით. ტელ: +995 32 238 38 71

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
0

ჩვენმა პოლიტიკოსებმა რომ წაიკითხონ და კარგად გაიაზრონ, არ იქნება ურიგო. 

მარიამი
0

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა მაშინდელი ბუმბერაზები სამშობლოს კეთილდღეობისათვის გულანთებული და არა საკუთარი თავის. დაე, გვიმრავლოს ღმერთმა ქართველებს დღევანდელ დღეს მათი მიმბაძველები. ამინ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 3 საკითხი, რომლისთვისაც აკაკი წერეთელი იბრძოდა - მწერლის ნაცნობი და უცნობი პუბლიცისტიკა

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 3 საკითხი, რომლისთვისაც აკაკი წერეთელი იბრძოდა - მწერლის ნაცნობი და უცნობი პუბლიცისტიკა

ქართველი ხალხის უსაყვარლესი მწერალი და პოეტი აკაკი წერეთელი ცნობილი იყო თავისი პუბლიცისტური წერილებით, რომლებიც იმ პერიოდის ქვეყნისა და ხალხის მწვავე საკითხებს ეხებოდა. ბევრ მათგანს მწერლის პირად არქივებსა თუ სამუზეუმო ფონდებში მეცნიერებმა მოგვიანებით მიაკვლიეს. ეს წერილები აკაკის იდუმალებით მოცული მხატვრული სამყაროს კიდევ ერთ წახნაგს წარმოაჩენს და ავტორს, გვაცნობს როგორც ღირსეულ მოქალაქეს.

აკაკი აქტიურად წერდა სტატიებს და წერილებს ლიტერატურის, ხელოვნების, ისტორიის, რელიგიის და კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის საკითხებზე. ის მკითხველს უზიარებდა საკუთარ შეხედულებებს, საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის, მეზობელ ხალხებთან მიმართების, ე. წ. ოსმალოს საქართველოს პრობლემის შესახებ.

„ჩვენო ერთტომო და ერთმოგვარე ძმებო! დიდი ხანი არ არის მის შემდეგ, რაც უკუღმართმა ბედმა დაგვიკარგა ჩვენი მრავალსაუკუნეობითი ერთობა, გაგვაპო შუა, გაგვყო ორად, გაგვასხვავა სარწმუნეობით და დაგვაშორა ერთმანეთს ქვეშევრდომობით. მაგრამ ჩვენ კი მაინც იმავე ერთის ტომის ხალხი ვართ, რაც ადრე ვიყავით; იმგვარივე სისხლი სდუღს ჩვენში დღესაც, რომელსაც ადრე ჩვენ და თქვენ ჩვენის ერთობისათვის თავგანწირულად, შეერთებულად ვანთხევდით; იგივე გული, რომელიც ძველად ჩვენის ქვეყნის ერთობისათვის სიყვარულით იმსჭვალებოდა, და იგივე ამაყი და პატიოსანი სული გვამხნევებს,რომლითაც ჩვენ მაშინ ერთად განუყოფლად ქვეყანაში ქებით ვიხსენებოდით. კიდევ მეტი ვსთქვათ: დღესაც ჩვენ მივენდობით იმავე ერთს ღმერთს, რომელიც ადრე გვფარავდა. ჩვენა გვაქვს ერთი ისტორია, რომელიც საქართველოსადმი ღვაწლში თქვენ უფრო დიდ წილს გიდებსთ, როგორც შემხებს, მოსაზღვრეებს, - ის არ დაივიწყება უკუნისამდე, სანამ კი საქართველო არსებობს და სანამ ჩვენი დედა- ენა არ გამქრალა, ის ტკბილი ენა, რომელიც თქვენ აგრე მამაცურად და პატიოსნურად უცხოობაშიაც კი შეგინახავთ. რადაც უნდა ვიყოთ, რაგინდ შორს ვიყოთ ერთმანეთზედ, დიდათაც რომ განვსხვავდეთ გარეგნობით, ჩვენ მაინც ყოველთვის ერთი უნდა ვიყოთ იმ მიზეზებით, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ჩვენიცალცალეობა, ჩვენი გაყოფა ორად - ჩვენი ბედისა და ძალის განახევრება არის. როგორც ძველად, ისე დღესაც უთქვენოდ ჩვენი ჭირი ორკეცდება და ლხინი კი ნახევრდება, თუ თქვენ ცუდ მდგომარეობაში გიგულებთ, მაშინ ჩვენი კეთილდღეობაც აღარაფრად გვიღირს და თუ თქვენც ჩვენთან ერთად ჩვენი თანამგრძნობი და ერთად უღლის გამწევად გხედავთ, მაშინ ჭირსაც აღარ შეუშინდებით. ღმერთმა ნუ ქნას უთქვენობა ჩვენთვის და უჩვენობა თქვენთვის.

ორი ნახევარი ცალ-ცალკე ყოველთვის უსრულო ნაწილებად დარჩებიან, მაგრამ ერთად შეერთებით კი ერთს სრულს შეადგენენ. დიახ, სულითა და გულით ჩვენ ერთი ვართ, ერთს ბედს ქვეშ უნდა ვიყოთ ყოველთვის.“ - ოსმალეთის ქართველებს. აკაკი.

აკაკიმ დიდი ენერგია შეალია ჭიათურის მანგანუმის საქმეს. მას კარგად ესმოდა, თუ როგორ ცდილობდა რუსეთის იმპერია საქართველოს ზნეობრივ დაბეჩავებას და ეკონომიკურ გამოფიტვას. ხელისუფლება არ აპირებდა თანხის გაღებას ისეთი სფეროს დასაფინანსებლად, რომელიც ერის დაწინაურებას შეუწყობდა ხელს. საჭირო იყო ისეთი წყაროს გამონახვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სოლიდურ შემოსავალს მოუტანდა. სამწუხაროდ, ბევრმა პოეტის დაინტერესება ანგარებით ახსნა, არადა მას სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა.

„მე რომ პირველად მარგანეცის საქმეს შეუდექი, ხალხმა არა თუ არა იცოდა-რა, კიდეც იუცხოვა და ყბად აიღო. თუმცა მათ მე არასა ვთხოვდი, მათი არა იხარჯებოდა-რა, მაგრამ მაინც კიჟინა დამცეს, თითქოს რაღაც მომაკვდინებელი ცოდვის ჩამდენი ვყოფილიყო!.. ყველა ხელს მიშლიდა, თუ საქმით არა, სიტყვით მაინც... ძნელი იყო ჩემი ყოფა, მაგრამ ცამეტი წლის განმავლობაში, სხვა-და- სხვა იმედებით გამსჭვალულს მომავალზე, საქმისათვის თავი არ დამინებებია! დღეს, როდესაც სასაცილო ‘შავი-ქვის“ საქმე დიდ-საქმედ გადაიქცა და ქვეყანა სარგებლობს, ხშირად მესმის შემდეგი სიტყვები:

„რა ქნა ამ კაცმა! საქმე მაგან დაიწყო, გააჩაღა, ქვეყანა კეთდება და თვითონ კი თავი დაიღუპაო“ და სხვ. ამ მართალ სიტყვებს ზოგი დაცინებით ამბობს და უფრო მეტი კი გულმტკივნეულობით, რადგანაც არ იციან, თუ რა იყო ჩემი მიზანი და რად ჩავები საქმეში. პირადი ანგარიში აქ არა მქონია რა და ოღონდ კი ის იმედები, რომლითაც მაშინ მე ვხელმძღვანელობდი, განხორციელებულიყო და მე მზად ვიყავი და მზათაცა ვარ მთელი ჩემი სიცოცხლე სიღარიბეში გამეტარებია. გინდ ხელგაშვერილის დღიური ლუკმის მოსაპოვებლად!.. - მარგანეცის გამო. აკაკი

აკაკი ბანკების საკითხზე და მასთან დაკავშირებულ უთანხმოებებზეც წერდა. ის, როგორც საზოგადოების პროგრესული მოთხოვნილების ხორცხშესხმის ხელშემწყობი და მხარდამჭერი, სიფრთხილით ეკიდებოდა სათავადაზნაურო ბანკის დაარსების საკითხს. მას კარგად ესმოდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა ქართველი ხალხისთვის ბანკს, რომელიც მათ ფინანსურ უზრუნველყოფას მისცემდა. ბანკს ქართველი კაცისთვის შეეძლო ის საკუთარი მიწის ბატონ-პატრონად ექცია; მიეცა განათლება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის წყალობით, პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებაც რეალური გაეხადა. აკაკის ისიც ესმოდა, რომ ფული ფრთხილ დამოკიდებულებას საჭიროებდა. მან ბანკი სამართებელს შეადარა, გამოუცდელი ქართველები კი პატარა ბავშვს. ის შიშობდა, რომ საბაზრო ეკონომიკის კანონების და საბანკო საქმის სპეციფიკის უცოდინარ ხალხს ბანკის დაარსება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.

„სულ სხვა იყო განსვენებული დ. ყ., რომლის დიდებული აჩრდილი ახლაც თვალწინ მიდგას. ეს იყო ერთი იმგვარრჩეულთაგანი, რომელნიც მრავალ საუკუნოების განმავლობაში თვითო-ოროლა გამოერევიან ხოლმე. მადლით იყო ცხებული და ქვეყნისადმი მიჩენილი მისი მადლიანი არსება! მთელ მის ხანგრძლივ სიცოცხლეში საზოგადო საქმე არა ყოფილა ჩვენში, რომ იმასაც მონაწილეობა არ მიეღოს. ყოველდღიურ ავსა და კარგს უყურადღებოთ არ ტოვებდა!.. არც ერთ სასარგებლო საქმეს არ ერიდებოდა! ეს პატარაა, ეს გარეულია, ეს არ მეკადრება, ეს ბევრს არ მოეწონებაო და სხვანი, არ იცოდა. ყოველგან მონაწილე იყო თუ საქმით, თუ სიტყვითდა რჩევით. ზოგიერთებსავით იწროთ არ ჰქონდა შემოფარგლული სარბიელი!

ყოველი მხრით ეჭირა თვალ-ყური!.. თუ პირად ვეღარ მიწვდებოდა, ხმას მაინც მიაწვდენდა! ამას რომ არ სჯერდებოდა... გონების თვალი უჭრიდა, მომავალშიაც გადადიოდა... ამ თავითვე წარმოიდგენდა ხოლმე, მომავალში რა იყო საჭირო და რაზედ უნდა გვეზრუნა. ბანკი მისი მეოხებით დაარსდა... მართალია დღეს ეს საქმე ჩვენთვის, როგორც ზნეობითად, ისე მატერიალურადაც საჭირბოროტოა, მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის; მის ნება-სურვილზედ რომ წასულიყო საქმე და წინ უკუღმართი ძალმომრეობა არ გადაღობებოდა, სულ სხვებ იქნებოდა საქმე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მისი საქმეა, დრამატიული საზოგადოება მან დააარსა და სხვანი. რომელი ერთი მოვთვალო?.. პირველი აზრი ყოველთვის ამას უტრიალებდა ხოლმე თავში და განმახორციელებელიც ის იყო!.. და თუ ბოლოს ჩამოშორდებოდა ხოლმე, ეს სულ სხვა მიზეზის ბრალი იყო და არა მისი ჯინიანობისა და დესპოტობის, როგორც ზოგიერთები ავრცელებდნენ ხმას. დაუღალავი მშრომელი იყო და არ იცოდა დაღონება...“ - აკაკი.

გამომცემლობა „პალიტრა L“ 8 აგვისტოდან აკაკი წერეთლის ოთხ ტომეულს გამოსცემს. ტომეულში თავმოყრილია იქნა პროზა, პოეზია, დრამატურგია და აკაკის წერილები.

წიგნი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოდის და მისი სპეციალური ფასი - 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად კი - 15.50 ლარია. მეოთხე, ბოლო ტომის შეძენას 31 ოქტომბრიდან, პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ. ასევე, წიგნები ხელმისაწვდომი იქნება საიტზე - www.palitral.ge და შეძლებთ ისარგებლოთ სახლში მიტანის სერვისით. ტელ: +995 32 238 38 71