სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ხმა ამოიღო, ყველა გაათავისუფლა, მე არ გავჩუმდი, დანარჩენებს ეშინიათ" - რას ამბობს ექთანი, რომელმაც ლევან რატიანს სასამართლო მოუგო და რას პასუხობს კლინიკის გენდირექტორი?
"ვინც ხმა ამოიღო, ყველა გაათავისუფლა, მე არ გავჩუმდი, დანარჩენებს ეშინიათ" - რას ამბობს ექთანი, რომელმაც ლევან რატიანს სასამართლო მოუგო და რას პასუხობს კლინიკის გენდირექტორი?

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი კი­დევ ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ამა­ვე კლი­ნი­კის ექთან­მა, ნინო კვა­ჭა­ძემ რა­ტი­ანს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დავა მო­უ­გო. რო­გორც კვა­ჭა­ძე ამ­ბობს, ის ამ კლი­ნი­კა­ში 30 წე­ლია, რაც მუ­შა­ობს და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ნიშ­ვნაც კი არ მი­უ­ღია. ამ­ბობს, რომ და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას ყო­ველ­თვის პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და. მასა და რა­ტი­ანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ი­ძა­ბა. რო­გორც ექთა­ნი ამ­ბობს, 2022 წლის ივ­ნის­ში, კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ის სამ­სა­ხუ­რი­დან უკა­ნო­ნოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რად­გან გაზ­რდილ ხელ­ფასს და შრო­მის უკე­თეს პი­რო­ბებს ითხოვ­და. მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კა­ში სა­ნი­ტა­რულ - ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ირ­ღვე­ო­და, რა­საც ექთა­ნი მუდ­მი­ვად აპ­რო­ტეს­ტებ­და.

"ვი­თხოვ­დი ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბას, რად­გან ექთ­ნის ხელ­ფა­სი შე­ად­გენს 400-450 ლარს. ამ ხელ­ფა­სით ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მი­თუ­მე­ტეს, რომ ჩვენ ამ ხელ­ფა­სით ოჯა­ხებს ვარ­ჩენთ. კარ­დიო-ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ. ერთ ექთანს უნდა ჰყავ­დეს 3-4 პა­ცი­ენ­ტი, ჩვენ კი ვემ­სა­ხუ­რე­ბით 14- მდე პა­ცი­ენტს. ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბას­თან ერ­თად ვი­თხოვ პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა კარ­დიო-ინ­ტენ­სი­ურ­ში მო­ნი­ტო­რი გქონ­დეს გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ კარ­დი­ო­ლო­გი­ურ­ში კარ­დი­ოგ­რა­ფი იყოს გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა ნი­ღა­ბი არ ჰქონ­დეს ექთანს. " - ამ­ბობს ნინო კვა­ჭა­ძე.

ექთ­ნის გან­ცხა­დე­ბით, რა­ტი­ან­მა მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­და და აი­ძუ­ლებ­და ეღი­ა­რე­ბი­ნა ის, რაც მას არ ჩა­უ­დე­ნია.

მი­სი­ვე თქმით, რა­ტი­ა­ნის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და ყვი­რილს, მა­გი­და­ზე ხე­ლე­ბის ბრა­ხუნ­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს. ამ ინ­ცი­დენ­ტი­დან 3 დღის შემ­დეგ, რა­ტი­ან­მა ნინო კვა­ჭა­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ერთ-ერთ მო­რი­გე­ო­ბა­ზე ვი­ყა­ვი ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პა­ცი­ენ­ტთან, ვა­წარ­მო­ებ­დი მო­ნი­ტო­რინგს, შე­მო­ვი­და რა­ტი­ა­ნი ღა­მით და მე­უბ­ნე­ბა: და­წე­რე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, რომ შენ იწე­ქი პა­ცი­ენ­ტის გვერ­დით, მო­სას­ვე­ნებ­ლა­დო. ეს იყო აბ­სურ­დი, ამას რო­გორ დავ­წერ­დი?! ყვე­ლა ექთანს აქვს მო­სას­ვე­ნებ­ლი ოთა­ხი, პა­ცი­ენ­ტის გვერ­დით რო­გორ დავ­წვე­ბო­დი?! მას უნ­დო­და ეს და­მე­წე­რა და ამის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე. ამ ინ­ცი­დენ­ტი­დან 3 დღის შემ­დეგ ისევ გა­ვე­დი მე­ო­რი­გე­ო­ბა­ზე და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. ვინც ხმა ამო­ი­ღო უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ყვე­ლა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მე არ გავ­ჩუმ­დი, და­ნარ­ჩე­ნებს ეში­ნი­ათ. ხალ­ხს ეუბ­ნე­ბი­ან, - თუ არ მოგ­წონს, წადი, კარი ღი­ა­აო. მე არ შე­ვე­გუე უსა­მარ­თლო­ბას. სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცია მო­ვი­გე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. თუკი გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში და უზე­ნა­ეს­ში, იმა­საც მო­ვი­გებ. იმი­ტომ, რომ მარ­თა­ლი ვარ“, - გა­ნა­ცხდა ნინო კვა­ჭა­ძემ.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა ვალ­დე­ბუ­ლია, ექთა­ნი სამ­სა­ხურ­ში აღად­გი­ნოს და გა­ნაც­დუ­რი აუ­ნა­ზღა­უ­როს.

კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ექთ­ნის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია.

კლი­ნი­კის გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ექთა­ნი ნინო კვა­ჭა­ძე პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია უხე­ში დარ­ღვე­ვის გამო, რაც გა­მო­ი­ხა­ტა მისი მხრი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბის უყუ­რა­დღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბა­ში. ეს არ იყო პირ­ვე­ლი დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი უხე­ში გა­დაც­დო­მა, რო­მე­ლიც მისი კლი­ნი­კი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

"ნინო კვა­ჭა­ძე პა­ცი­ენ­ტე­ბი­სად­მი გა­მო­ირ­ჩე­ო­და უხე­ში, უტაქ­ტო და გულრ­გი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. იგი დრო­უ­ლად არ ას­რუ­ლებ­და ექი­მის მი­თი­თე­ბებს პა­ცი­ენ­ტის კვე­ბის, ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი­სა და სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ, რაც მთა­ვა­რია, არ ას­რუ­ლებ­და ექი­მის მი­თი­თე­ბას და სა­სი­ცო­ცხლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ცე­მას პა­ცი­ენ­ტის­თვის. რაც ცალ­სა­ხად მოქ­მე­დებს პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და არ­შეს­რუ­ლე­ბამ შე­საძ­ლოა და­ა­ყე­ნოს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა და შე­საძ­ლო სიკ­ვდი­ლიც კი. ასე­ვე, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ექთა­ნი ნინო კვა­ჭა­ძის მომ­სა­ხუ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო არა­ერ­თი პა­ცი­ენ­ტი, მათ შო­რის მო­ქა­ლა­ქე ლ. ტ.-ძე, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ ექთა­ნი მის­და­მი გა­მო­ირ­ჩე­ო­და უხე­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ესა­უბ­რე­ბო­და ხმა­მა­ღა­ლი ტო­ნით, დრო­უ­ლად არ გა­უ­კე­თა შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა და მე­დი­კა­მენ­ტი. ასე­ვე, უყუ­რა­დღე­ბო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა პა­ცი­ენტ ვ. მ.- ის მი­მართ, რა­მაც გა­მო­იწ­ვია პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა... ექთა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია მკურ­ნალ ექიმს ან მისი არ­ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში მო­რი­გე ექიმს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­სე­ნოს ინ­ფორ­მა­ცია ავად­მყოფ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ორი­ვე პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ის, რომ ექთან ნინო კვა­ჭა­ძეს მო­რი­გე­ო­ბის დროს ეძი­ნა. კლი­ნი­კა­ში დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ბე­ბის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ექთანს აკ­რძა­ლუ­ლი აქვს პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად ერთ პა­ლა­ტა­ში ძილი, თა­ნაც ლა­პა­რა­კია ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის პა­ლა­ტის პე­ცი­ენ­ტებ­ზე", - ნათ­ქვა­მია კლი­ნი­კის გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
4

შეარგეთ კაცს ლუკმა, გინდათ აღარ იყოს პუტკუნაა?

გიო
1

ლევანმა მისი დის ქმარი ანუ სიძე დანიშნა ემერჯენსის უფროსად.ასევე მანდ თუ კი ვინმე რამეს წყვიტავს არის მამუკა წაქაძე.ეგა ფინანსისტი რომელიც იღებს უზარმაზარ მოჭრილ ხელფასს,ექიმების და ექთნების ხარჯზე.თან ადამიანადაც არ აგდებს ექიმებსაც და ექთნებსაც.ეგ ყველაფერი რეალობაში მოდის სამედიცინო უნნივერსიტეტის კორუმპირებული უფროსებისგან.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ვინც ხმა ამოიღო, ყველა გაათავისუფლა, მე არ გავჩუმდი, დანარჩენებს ეშინიათ" - რას ამბობს ექთანი, რომელმაც ლევან რატიანს სასამართლო მოუგო და რას პასუხობს კლინიკის გენდირექტორი?

"ვინც ხმა ამოიღო, ყველა გაათავისუფლა, მე არ გავჩუმდი, დანარჩენებს ეშინიათ" - რას ამბობს ექთანი, რომელმაც ლევან რატიანს სასამართლო მოუგო და რას პასუხობს კლინიკის გენდირექტორი?

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ამავე კლინიკის ექთანმა, ნინო კვაჭაძემ რატიანს საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო. როგორც კვაჭაძე ამბობს, ის ამ კლინიკაში 30 წელია, რაც მუშაობს და ამ წლების განმავლობაში, შენიშვნაც კი არ მიუღია. ამბობს, რომ დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა. მასა და რატიანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად დაიძაბა. როგორც ექთანი ამბობს, 2022 წლის ივნისში, კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ის სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა, რადგან გაზრდილ ხელფასს და შრომის უკეთეს პირობებს ითხოვდა. მისივე თქმით, კლინიკაში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები ყოველდღიურად ირღვეოდა, რასაც ექთანი მუდმივად აპროტესტებდა.

"ვითხოვდი ხელფასის მომატებას, რადგან ექთნის ხელფასი შეადგენს 400-450 ლარს. ამ ხელფასით ცხოვრება შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ ჩვენ ამ ხელფასით ოჯახებს ვარჩენთ. კარდიო-ინტენსიურ განყოფილებაში ვმუშაობ. ერთ ექთანს უნდა ჰყავდეს 3-4 პაციენტი, ჩვენ კი ვემსახურებით 14- მდე პაციენტს. ხელფასის მომატებასთან ერთად ვითხოვ პირობების გაუმჯობესებას. არ შეიძლება კარდიო-ინტენსიურში მონიტორი გქონდეს გაფუჭებული. არ შეიძლება, რომ კარდიოლოგიურში კარდიოგრაფი იყოს გაფუჭებული. არ შეიძლება ნიღაბი არ ჰქონდეს ექთანს. " - ამბობს ნინო კვაჭაძე.

ექთნის განცხადებით, რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია.

მისივე თქმით, რატიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყვირილს, მაგიდაზე ხელების ბრახუნსა და ფსიქოლოგიურ წნეხს. ამ ინციდენტიდან 3 დღის შემდეგ, რატიანმა ნინო კვაჭაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

"ერთ-ერთ მორიგეობაზე ვიყავი ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტთან, ვაწარმოებდი მონიტორინგს, შემოვიდა რატიანი ღამით და მეუბნება: დაწერე ახსნა-განმარტება, რომ შენ იწექი პაციენტის გვერდით, მოსასვენებლადო. ეს იყო აბსურდი, ამას როგორ დავწერდი?! ყველა ექთანს აქვს მოსასვენებლი ოთახი, პაციენტის გვერდით როგორ დავწვებოდი?! მას უნდოდა ეს დამეწერა და ამის საფუძველზე სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ამ ინციდენტიდან 3 დღის შემდეგ ისევ გავედი მეორიგეობაზე და სამსახურიდან გამათავისუფლა. ვინც ხმა ამოიღო უსამართლობის წინააღმდეგ, ყველა გაათავისუფლა, მე არ გავჩუმდი, დანარჩენებს ეშინიათ. ხალხს ეუბნებიან, - თუ არ მოგწონს, წადი, კარი ღიააო. მე არ შევეგუე უსამართლობას. სასამართლოს პირველი ინსტანცია მოვიგე თავიდან ბოლომდე. თუკი გაასაჩივრებენ სააპელაციოში და უზენაესში, იმასაც მოვიგებ. იმიტომ, რომ მართალი ვარ“, - განაცხდა ნინო კვაჭაძემ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ვალდებულია, ექთანი სამსახურში აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს.

კლინიკის გენერალური დირექტორი ექთნის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი ტყუილია.

კლინიკის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ექთანი ნინო კვაჭაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გათავისუფლებულია უხეში დარღვევის გამო, რაც გამოიხატა მისი მხრიდან პაციენტების უყურადღებოდ მიტოვებაში. ეს არ იყო პირველი დისციპლინარული უხეში გადაცდომა, რომელიც მისი კლინიკიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.

"ნინო კვაჭაძე პაციენტებისადმი გამოირჩეოდა უხეში, უტაქტო და გულრგილი დამოკიდებულებით. იგი დროულად არ ასრულებდა ექიმის მითითებებს პაციენტის კვების, ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარული ნორმების დაცვის შესახებ, რაც მთავარია, არ ასრულებდა ექიმის მითითებას და სასიცოცხლო მედიკამენტების მიცემას პაციენტისთვის. რაც ცალსახად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე და არშესრულებამ შესაძლოა დააყენოს პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და შესაძლო სიკვდილიც კი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ექთანი ნინო კვაჭაძის მომსახურებით უკმაყოფილო იყო არაერთი პაციენტი, მათ შორის მოქალაქე ლ. ტ.-ძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ექთანი მისდამი გამოირჩეოდა უხეში დამოკიდებულებით, ესაუბრებოდა ხმამაღალი ტონით, დროულად არ გაუკეთა შესაბამისი კვლევა და მედიკამენტი. ასევე, უყურადღებობა გამოიჩინა პაციენტ ვ. მ.- ის მიმართ, რამაც გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება... ექთანი ვალდებულია მკურნალ ექიმს ან მისი არყოფნის შემთხვევაში მორიგე ექიმს დაუყოვნებლივ მოახსენოს ინფორმაცია ავადმყოფთა მდგომარეობის გაუარესების შესახებ. აღსანიშნავია ორივე პაციენტის შემთხვევაში ის, რომ ექთან ნინო კვაჭაძეს მორიგეობის დროს ეძინა. კლინიკაში დამტკიცებული უფლება-მოვალებების ბრძანების შესაბამისად ექთანს აკრძალული აქვს პაციენტებთან ერთად ერთ პალატაში ძილი, თანაც ლაპარაკია ინტენსიური თერაპიის პალატის პეციენტებზე", - ნათქვამია კლინიკის გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

ავტორი: თიკო გურაშვილი