მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ივანე ჩხეიძე ბავშვებში რესპირაციული ვირუსები გავრცელების მასშტაბსა და ბავშვთა კლინიკების გადატვირთვაზე?
რას ამბობს ივანე ჩხეიძე ბავშვებში რესპირაციული ვირუსები გავრცელების მასშტაბსა და ბავშვთა კლინიკების გადატვირთვაზე?

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას პა­ცი­ენ­ტი იქ მიჰ­ყავს, სა­დაც ად­გი­ლი იქ­ნე­ბა - ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოა, თუ ბავ­შვს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სის მწვა­ვე ფორ­მა აქვს, ყვე­ლა კლი­ნი­კამ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს, - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ბავ­შვთა კლი­ნი­კებ­ში გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, მის­თვის “ცნო­ბი­ლი არ არის, თუ რამ­დე­ნად აბ­რუ­ნე­ბენ კლი­ნი­კე­ბი პა­ცი­ენ­ტებს“.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბით მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლი იყოს. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას პა­ცი­ენ­ტი იქ მიჰ­ყავს, სა­დაც ად­გი­ლი იქ­ნე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოა, ბევ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა. თუ ბავ­შვს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სის მწვა­ვე ფორ­მა აქვს, ყვე­ლა კლი­ნი­კამ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის, რამ­დე­ნად აბ­რუ­ნე­ბენ კლი­ნი­კე­ბი პა­ცი­ენ­ტებს... ის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა, რაც ახლა არის, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბებს ეხე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტმა არ მი­ი­ღოს ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, თუ მას აქვს ისე­თი ვირუ­სი, რომ­ლის მარ­თვაც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ დო­ნე­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია. გრი­პის ვირუ­სის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს სახ­ლში ვერ ვუმ­კურ­ნა­ლებთ, კლი­ნი­კამ უნდა მი­ი­ღოს. რი­ნო­ვირუ­სით, ან სხვა ტი­პის ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბა თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია ექი­მის და პე­დი­ატ­რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, გრი­პის შემ­თხვე­ვა­ში მეტი რის­კე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში“, - აღ­ნიშ­ნავს ჩხა­ი­ძე.

მან იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბულ სტა­ტის­ტი­კა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ იან­ვრი­დან დღემ­დე რეს­პი­რა­ცი­ულ- სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სის 100 და გრი­პის 50-ზე შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

რო­გორც ჩხა­ი­ძემ გან­მარ­ტა, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თა­რი გრი­პის და გრი­პის მაგ­ვა­რი ვირუ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის პე­რი­ო­დია.

"ოქ­ტომ­ბრის თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის ორი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. სამი კვი­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა. რე­ა­ლუ­რი მო­ლო­დი­ნი, რაც ეფუძ­ნე­ბა არა მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კას, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას მი­უ­თი­თებს, რომ ნო­ემ­ბრის თვი­დან გვექ­ნე­ბა გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, თუ ახლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა არის რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, ამის უკან არ დგას გრი­პი. ესე­ნი არი­ან სხვა ტი­პის ვირუ­სე­ბი.

ჩვენ გრი­პის ვირუ­სის ტი­პი­რე­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ოქ­ტომ­ბერ­ში და­ფიქ­სირ­და ღო­რის გრი­პის მსგავ­სი ვირუ­სი, ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში წელს ე.წ. ჰონგ-კონ­გის მსგავ­სი ვირუ­სი იყო. ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია H3N2, ან H1N1 ვირუ­სე­ბის ცირ­კუ­ლი­რე­ბა”- გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ “მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“.

4
1

კლინიკისთვის ვერ მოგივლია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას ამბობს ივანე ჩხეიძე ბავშვებში რესპირაციული ვირუსები გავრცელების მასშტაბსა და ბავშვთა კლინიკების გადატვირთვაზე?

რას ამბობს ივანე ჩხეიძე ბავშვებში რესპირაციული ვირუსები გავრცელების მასშტაბსა და ბავშვთა კლინიკების გადატვირთვაზე?

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება - ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რითაც ბავშვთა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემის შესახებ კითხვას უპასუხა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, მისთვის “ცნობილი არ არის, თუ რამდენად აბრუნებენ კლინიკები პაციენტებს“.

"შესაძლებელია რესპირაციული ვირუსებით მიმართვიანობა გაზრდილი იყოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება. ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, ბევრი განყოფილება. თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს. ჩემთვის ცნობილი არ არის, რამდენად აბრუნებენ კლინიკები პაციენტებს... ის მიმართვიანობა, რაც ახლა არის, სასუნთქი სისტემის დაავადებებს ეხება. შესაძლებელია პაციენტმა არ მიიღოს ჰოსპიტალური მომსახურება, თუ მას აქვს ისეთი ვირუსი, რომლის მართვაც ამბულატორიულ დონეზე შესაძლებელია. გრიპის ვირუსის მქონე პაციენტებს სახლში ვერ ვუმკურნალებთ, კლინიკამ უნდა მიიღოს. რინოვირუსით, ან სხვა ტიპის ვირუსით დაავადებული ბავშვის სახლში მკურნალობა თუ შესაძლებელია ექიმის და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, გრიპის შემთხვევაში მეტი რისკებია, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

მან იაშვილის კლინიკაში არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრიდან დღემდე რესპირაციულ- სინციტიური ვირუსის 100 და გრიპის 50-ზე შემთხვევაა დადასტურებული.

როგორც ჩხაიძემ განმარტა, შემოდგომა-ზამთარი გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდია.

"ოქტომბრის თვეში საქართველოში გრიპის ორი შემთხვევა დადასტურდა. სამი კვირაა საქართველოში გრიპის შემთხვევა არ ყოფილა. რეალური მოლოდინი, რაც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში იქნება დეკემბერ-იანვარში.

შესაბამისად, თუ ახლა საავადმყოფოებში მიმართვიანობა არის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ამის უკან არ დგას გრიპი. ესენი არიან სხვა ტიპის ვირუსები.

ჩვენ გრიპის ვირუსის ტიპირებას ვახორციელებთ. ოქტომბერში დაფიქსირდა ღორის გრიპის მსგავსი ვირუსი, ყველა სხვა შემთხვევაში წელს ე.წ. ჰონგ-კონგის მსგავსი ვირუსი იყო. ქვეყანაში მოსალოდნელია H3N2, ან H1N1 ვირუსების ცირკულირება”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში“.