პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უყვარს ღვინო, გიჟდება სოფლის ცხოვრებაზე, აქვს ვენახი, რომელსაც თვითონ უვლის - ლუჩანო სპალეტი მოედანს მიღმა: "ნაპოლის" თავკაცის ოჯახი და ზეთისხილის ბაღები
უყვარს ღვინო, გიჟდება სოფლის ცხოვრებაზე, აქვს ვენახი, რომელსაც თვითონ უვლის - ლუჩანო სპალეტი მოედანს მიღმა: "ნაპოლის" თავკაცის ოჯახი და ზეთისხილის ბაღები

ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტი, ფეხ­ბურ­თის იტა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, იტა­ლი­უ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ნა­პო­ლის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი - მისი სა­ხე­ლი მსოფ­ლიო მე­დი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ა­პო­ლუ­რი კლუ­ბის მო­გე­ბე­ბის სე­რი­ის გამო, ხოლო ქარ­თუ­ლი მე­დი­ი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის სპა­ლე­ტის პერ­სო­ნა კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გა­ნაც ის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მწვრთნე­ლია.

თავ­და­პირ­ვე­ლად, სპა­ლე­ტიმ ქარ­თვე­ლი ფა­ნე­ბი მცი­რე­დით გა­ა­ნა­წყე­ნა, მა­შინ როცა "კვა­რა" მე­დი­ის წი­ნა­შე გა­აკ­რი­ტი­კა და ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვის­გან დაც­ვა­ში თა­მა­შიც მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა ახლა უმე­ტე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ კვა­რა­ცხე­ლი­ას გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, იტა­ლი­ე­ლი მწვრთნე­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს და მისი რჩე­ვე­ბი, თუ კრი­ტი­კა ხვი­ჩას ეხ­მა­რე­ბა, რომ თა­მა­ში­დან თა­მა­შამ­დე უკე­თე­სი გახ­დეს და სა­უ­კე­თე­სო სა­ფეხ­ბურ­თო უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოს.

  • ემო­ცი­უ­რი ლუ­ჩა­ნოც არ იშუ­რებს სა­ქებ სი­ტყვებს კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ და მას "სრულ­ყო­ფილ მო­თა­მა­შეს", ამავდრო­უ­ლად, "შე­სა­ნიშ­ნავ ადა­მი­ანს" უწო­დებს.

ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტი 1959 წლის 7 მარტს, სერ­ტალ­დოს პრო­ვინ­ცი­ა­ში და­ი­ბა­და. ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა შე­და­რე­ბით გვი­ან­დელ ასაკ­ში და­ი­წყო, როცა და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წლის იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მან შეძ­ლო და ითა­მა­შა სე­რია C-ს გუნ­დებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა "სპე­ცია" და "ემ­პო­ლი". 1993 წელს ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა და "ემ­პო­ლის" მწვრთნე­ლი გახ­და.

სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მან ექ­ვსი თასი მო­ი­გო. მუ­შა­ობ­და "ემ­პო­ლის", რო­მას", ასე­ვე პე­ტერ­ბურ­გის "ზე­ნი­ტის" მთა­ვარ მწვრთნე­ლად. მას "რო­მას­თან" ერ­თად 2006-2007 წლებ­ში მო­გე­ბუ­ლი აქვს იტა­ლი­ის თასი, 2007 წელს ასე­ვე რო­მას­თან ერ­თად მო­ი­გო იტა­ლი­ის სუ­პერ­თა­სი.

"ზე­ნიტს" მო­ა­გე­ბი­ნა რუ­სე­თის პრე­მი­ერ ლიგა 2010 წელს, 2011-2012 წლებ­ში რუ­სე­თის თასი, ხოლო 2011 წელს მო­გე­ბუ­ლი აქვს რუ­სე­თის სუ­პერ თასი.

  • "ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი, ინო­ვა­ცი­ე­ბით ცნო­ბი­ლი მწვრთნე­ლი. მარ­თა­ლია, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვი­ან აღი­ა­რეს, მაგ­რამ ყვე­ლა ვხე­დავთ, თუ რა დი­დე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია“, - ამ­ბობს იტა­ლი­უ­რი ფეხ­ბურ­თის მკვლე­ვა­რი, ჯე­იმს ჰორ­კასტლი.

ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტის ახა­სი­ა­თე­ბენ რო­გორც თავ­მდა­ბალ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცის სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მისი ამ­ბი­ცი­ე­ბი არ სცდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ის მუდ­მი­ვად სწავ­ლობს და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

სა­ინ­ტე­რე­სოა ერთი ფაქ­ტი სპა­ლე­ტის შე­სა­ხებ - წლე­ბის წინ, რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­მა მას "ჩელ­სის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოს­ტი შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა სპა­ლე­ტი არ და­თან­ხმდა, რად­გა­ნაც მი­იჩ­ნევ­და, რომ მა­შინ ამის­თვის მზად არ იყო. ლუ­ჩა­ნომ მა­შინ თქვა, რომ არ იცო­და ინ­გლი­სუ­რი ენა ისეთ დო­ნე­ზე, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სა­თა­ნა­დოდ გა­ეწვრთნა და შე­სა­ბა­მი­სად, "ჩელ­სის­თან" ერ­თად სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­ე­ღო.

ის ყო­ველ­თვის გუნ­დუ­რო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს და თვლის, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტე­ბი სწო­რედ მა­შინ წარ­მო­ა­ჩე­ნენ სა­უ­კე­თე­სო უნა­რებს, რო­დე­საც გუნ­დუ­რად თა­მა­ში შე­უძ­ლი­ათ.

"ნა­პო­ლის" ფა­ნებს სპა­ლე­ტი უყ­ვართ და ახლა ის მათი გმი­რია. ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს - პირ­ველ რიგ­ში ის, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე ნე­ა­პო­ლუ­რი გუნ­დი და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია, თუმ­ცა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გული მან თა­ვი­სი ემო­ცი­უ­რი ხა­სი­ა­თის გა­მოც მო­ი­გო. მისი ექ­სპრე­სი­უ­ლო­ბა ყო­ველ­თვის იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. მთე­ლი თა­მა­შის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჩერ­დე­ბა, ჩარ­თუ­ლია მატ­ჩის ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში, იძ­ლე­ვა რჩე­ვებს, იტა­ლი­ელ გულ­შე­მატ­კი­ვარს კი ეს უყუ­რა­დღე­ბოდ არ რჩე­ბა და ნე­ა­პო­ლუ­რი გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად, მწვრთნე­ლიც ახლა მათი მთა­ვა­რი გმი­რია.

  • "ის გვა­გო­ნებს ბა­ბუ­ას, რო­მე­ლიც უყ­ვი­რის თა­ვის შვი­ლიშ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ“, - იტა­ლი­ელ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში სპა­ლე­ტი სწო­რედ ასეთ ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს.

სპა­ლე­ტის ჰყავს ცოლი თა­მა­რა ან­ხე­ლი და სამი შვი­ლი - სა­მუ­ე­ლი, ფრან­ჩეს­კო და მა­ტილ­და.

რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს, ლუ­ჩი­ა­ნოს ძა­ლი­ან უყ­ვარს სოფ­ლის ცხოვ­რე­ბა, ფლობს ფერ­მას, ვე­ნახს, ზე­თის­ხი­ლის პლან­ტა­ცი­ებს და როცა სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბით არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მა­შინ ფერ­მე­რის ცხოვ­რე­ბას მის­დევს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია სპა­ლე­ტის იხვი. ის ნე­ა­პო­ლუ­რი გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია.

ლუ­ჩა­ნოს ძა­ლი­ან უყ­ვარს წი­თე­ლი ღვი­ნო და თვი­თო­ნაც მეღ­ვი­ნეა. კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი მის შე­სა­ხებ - გა­სულ წელს მას მან­ქა­ნა Fiat Panda მო­პა­რეს.

ხოლო მო­პარ­ვი­დან 7 თვის შემ­დეგ შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნეს, რომ თუ "ნა­პო­ლის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოსტს და­ტო­ვებ­და, ავ­ტო­მო­ბილს და­უბ­რუ­ნებ­დნენ. სპა­ლე­ტიმ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და თქვა, რომ ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას მის­თვის ისე­თი­ვე ფასი ჰქონ­და, რო­გორც ცა­რი­ელ A4 ფურ­ცელს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GZP
1

დიდი ბებია ყოლია ქართველია

დათო
1

ხვიჩას გაუმარჯოს, ასეთი კარგი ადამიანი რომ გაგვაცნო!

ავტორი:

უყვარს ღვინო, გიჟდება სოფლის ცხოვრებაზე, აქვს ვენახი, რომელსაც თვითონ უვლის - ლუჩანო სპალეტი მოედანს მიღმა: "ნაპოლის" თავკაცის ოჯახი და ზეთისხილის ბაღები

უყვარს ღვინო, გიჟდება სოფლის ცხოვრებაზე, აქვს ვენახი, რომელსაც თვითონ უვლის - ლუჩანო სპალეტი მოედანს მიღმა: "ნაპოლის" თავკაცის ოჯახი და ზეთისხილის ბაღები

ლუჩანო სპალეტი, ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი, იტალიური საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი - მისი სახელი მსოფლიო მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნეაპოლური კლუბის მოგებების სერიის გამო, ხოლო ქართული მედიისა და გულშემატკივრებისთვის სპალეტის პერსონა კიდევ უფრო საინტერესოა, რადგანაც ის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელია.

თავდაპირველად, სპალეტიმ ქართველი ფანები მცირედით გაანაწყენა, მაშინ როცა "კვარა" მედიის წინაშე გააკრიტიკა და ქართველი შემტევისგან დაცვაში თამაშიც მოითხოვა, თუმცა ახლა უმეტესობა თანხმდება, რომ კვარაცხელიას განვითარების თვალსაზრისით, იტალიელი მწვრთნელი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და მისი რჩევები, თუ კრიტიკა ხვიჩას ეხმარება, რომ თამაშიდან თამაშამდე უკეთესი გახდეს და საუკეთესო საფეხბურთო უნარები გამოავლინოს.

  • ემოციური ლუჩანოც არ იშურებს საქებ სიტყვებს კვარაცხელიას მიმართ და მას "სრულყოფილ მოთამაშეს", ამავდროულად, "შესანიშნავ ადამიანს" უწოდებს.

ლუჩანო სპალეტი 1959 წლის 7 მარტს, სერტალდოს პროვინციაში დაიბადა. ფეხბურთელის კარიერა შედარებით გვიანდელ ასაკში დაიწყო, როცა დაახლოებით, 20 წლის იყო. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და ითამაშა სერია C-ს გუნდებში, როგორებიცაა "სპეცია" და "ემპოლი". 1993 წელს ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და "ემპოლის" მწვრთნელი გახდა.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მან ექვსი თასი მოიგო. მუშაობდა "ემპოლის", რომას", ასევე პეტერბურგის "ზენიტის" მთავარ მწვრთნელად. მას "რომასთან" ერთად 2006-2007 წლებში მოგებული აქვს იტალიის თასი, 2007 წელს ასევე რომასთან ერთად მოიგო იტალიის სუპერთასი.

"ზენიტს" მოაგებინა რუსეთის პრემიერ ლიგა 2010 წელს, 2011-2012 წლებში რუსეთის თასი, ხოლო 2011 წელს მოგებული აქვს რუსეთის სუპერ თასი.

  • "ლუჩანო სპალეტი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ინოვაციებით ცნობილი მწვრთნელი. მართალია, მისი შესაძლებლობები გვიან აღიარეს, მაგრამ ყველა ვხედავთ, თუ რა დიდებული სტრატეგია“, - ამბობს იტალიური ფეხბურთის მკვლევარი, ჯეიმს ჰორკასტლი.

ლუჩანო სპალეტის ახასიათებენ როგორც თავმდაბალ ადამიანს, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის საკუთარი შესაძლებლობები და მისი ამბიციები არ სცდება შესაძლებლობებს. ის მუდმივად სწავლობს და ორიენტირებულია განვითარებაზე.

საინტერესოა ერთი ფაქტი სპალეტის შესახებ - წლების წინ, რომან აბრამოვიჩმა მას "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა, თუმცა სპალეტი არ დათანხმდა, რადგანაც მიიჩნევდა, რომ მაშინ ამისთვის მზად არ იყო. ლუჩანომ მაშინ თქვა, რომ არ იცოდა ინგლისური ენა ისეთ დონეზე, რომ ფეხბურთელები სათანადოდ გაეწვრთნა და შესაბამისად, "ჩელსისთან" ერთად სასურველი შედეგი მიეღო.

ის ყოველთვის გუნდურობაზე აკეთებს აქცენტს და თვლის, რომ ინდივიდუალისტები სწორედ მაშინ წარმოაჩენენ საუკეთესო უნარებს, როდესაც გუნდურად თამაში შეუძლიათ.

"ნაპოლის" ფანებს სპალეტი უყვართ და ახლა ის მათი გმირია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველ რიგში ის, რომ მიმდინარე სეზონზე ნეაპოლური გუნდი დაუმარცხებელია, თუმცა გულშემატკივრების გული მან თავისი ემოციური ხასიათის გამოც მოიგო. მისი ექსპრესიულობა ყოველთვის იქცევს ყურადღებას. მთელი თამაშის განმავლობაში არ ჩერდება, ჩართულია მატჩის ყველა ეპიზოდში, იძლევა რჩევებს, იტალიელ გულშემატკივარს კი ეს უყურადღებოდ არ რჩება და ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელებთან ერთად, მწვრთნელიც ახლა მათი მთავარი გმირია.

  • "ის გვაგონებს ბაბუას, რომელიც უყვირის თავის შვილიშვილებს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ“, - იტალიელ გულშემატკივრებში სპალეტი სწორედ ასეთ ასოციაციას იწვევს.

სპალეტის ჰყავს ცოლი თამარა ანხელი და სამი შვილი - სამუელი, ფრანჩესკო და მატილდა.

როგორც იტალიური მედია წერს, ლუჩიანოს ძალიან უყვარს სოფლის ცხოვრება, ფლობს ფერმას, ვენახს, ზეთისხილის პლანტაციებს და როცა საფეხბურთო საქმიანობით არ არის დაკავებული, მაშინ ფერმერის ცხოვრებას მისდევს.

სოციალურ ქსელში პოპულარულია სპალეტის იხვი. ის ნეაპოლური გუნდის მთავარი მწვრთნელის საუკეთესო მეგობარია.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="it" dir="ltr"><a href="https://twitter.com/hashtag/Spalletti?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Spalletti</a> presenta Biancaneve <a href="https://t.co/ztVUGqHDse">pic.twitter.com/ztVUGqHDse</a></p>&mdash; Daniele Mari (@marifcinter) <a href="https://twitter.com/marifcinter/status/1287369896423292929?ref_src=twsrc%5Etfw">July 26, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ლუჩანოს ძალიან უყვარს წითელი ღვინო და თვითონაც მეღვინეა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ - გასულ წელს მას მანქანა Fiat Panda მოპარეს.

ხოლო მოპარვიდან 7 თვის შემდეგ შეტყობინება გაუგზავნეს, რომ თუ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა, ავტომობილს დაუბრუნებდნენ. სპალეტიმ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ შეტყობინებას მისთვის ისეთივე ფასი ჰქონდა, როგორც ცარიელ A4 ფურცელს.

იხილეთ ასევე: