ავტორი:

"უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთის გარეშე არ იქნება არანაირი სომხეთი, არათუ ყარაბაღი" - განაწყენებული მარგარიტა სიმონიანი სომხებს მიმართავს

"უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთის გარეშე არ იქნება არანაირი სომხეთი, არათუ ყარაბაღი" - განაწყენებული მარგარიტა სიმონიანი სომხებს მიმართავს

კრემლის პროპაგანდისტი, რუსეთის ტელეარხ Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი "ტელგრამარხზე" სომხეთთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოტს აქვეეყნებს. ამჯერად იგი სომხეთის მოქალაქეებს მიმართავს

"სომხეთის მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ხმა მიეცით ფაშინიანს, უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთის გარეშე არ იქნება არანაირი სომხეთი, არათუ ყარაბაღი. ვინ შეაჩერა 44-დღიანი ომი? ეს შეაჩერა პირადად პუტინმა.

და ამერიკას, რომელსაც სომხეთის ამჟამინდელი ხლისუფლება ცდილობს სამშბლო ფეხვეშ გაუგოს, თითიც არ გაუნძრევია.

რა, ამერიკას, როგორც ნატოს წამყვან ძალას, არ შეეძლო განეცხადებინა "რას შვებით, რას აკეთებ მანდ? ჩვენ სომხეთის მომხრე ვართ, მხარს ვუჭერთ. კალიფორნიში უამრავი სომეხი გვყავს და ასევე კიმ კარდაშიანი. ამერიკას საერთოდ არაფერი გაუკეთებია." - წერს სიმონიანი.

ოთხი დღის წინ სიმონიანი წერდა, რომ მას სომხეთში შესვლა აუკრძალეს.

ასევე იხილეთ: