სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, ბოლო ინფორმაციით, 151 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 82.ამის შესახებ BBC-ი წერს.
კორეის ეროვნული სახანძრო სააგენტოს წარმომადგენლის ჩოი ჩხონ სიკის ცნობით, ჭყლეტა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო “ჰამილტონთან” ვიწრო გზაზე ხალხის დიდი მასა წინ წასვლას ცდილობდა.
BBC-ის ცნობით პოლიციაში შევიდა ცნობები დაკარგული ადამაინების შესახებ. დაკარგულია დაახლოებით 2900 ადამიანი და მათ ახლობლები ეძებენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 19 არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა უმეტესობა არის 20 წლის, ან 20 წლამდე პირი.
ცნობისთვის, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სეულის იტევონის რაიონის ქუჩებში ჰელოუინის აღსანიშნავად დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო გამოსული. აღსანიშნავია, რომ სეულში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ ეს იყო პირველი "ჰელოუინი", რომელიც აღნიშნეს.
ტიპები, საკლავით და სისხლით რწყავენ მინდორ-ველს და პარალელურად, ჰელოუვინი აღიზიანებთ.
მეტი ნიშნისმოგების კომენტარები დაყარეთ :) როგორც იცით ,,ჭეშმარიტმა" მორწმუნეებმა.
ჰო, ჰო, ჰო მსოფლიო ტვინების როგორი დაუთოვება მიდის! სად კორეა და სად კელტების წარმართული საკულტო რიტუალი?! ხალხო გამოფხიზლდით, ვის ეთაყვანებით?! აქაც უაზრო მიმბაძველებმა და ევროპა რომ შიგ აქვთ იმ ხალხმა ყურები გამოიფხიკეთ, მატრაკვეცობას შეეშვით და აზრზე მოდით, თორემ არც თქვენ დაგაყენებთ ბოროტი უკეთეს დღეს!