მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ შეუძლია სადღაც კრემლში ამ რაღაც ხროვას გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს მაგიდაზე საჭმელი" -  ზელენსკი რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების დატოვებაზე
"რატომ შეუძლია სადღაც კრემლში ამ რაღაც ხროვას გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს მაგიდაზე საჭმელი" -  ზელენსკი რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების დატოვებაზე

რუ­სე­თი, შავი ზღვის ფლოტ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბის გამო, მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას წყვეტს,- ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა “რია ნო­ვოს­ტი” რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის გე­მებ­ზე მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბებს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ “ტე­რაქ­ტე­ბი” უწო­და და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა “ბრი­ტა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით” უკ­რა­ი­ნე­ლებს და­აბ­რა­ლა.

  • რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ შავი ზღვის ფლო­ტის გე­მებ­ზე “თავ­დას­ხმა­ში” ჩარ­თუ­ლი იყო ცხრა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და შვი­დი სა­ზღვაო უპი­ლო­ტო აპა­რა­ტი. ამავდრო­უ­ლად, უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ “თავ­დას­ხმის” შე­დე­გად “უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი” მხო­ლოდ ნაღ­მო­სან­მა ხო­მალდმა “ივან გო­ლუ­ბეც­მა” მი­ი­ღო.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმა­ში მო­ყო­ლი­ლი შავი ზღვის ფლო­ტის გე­მე­ბი მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი”.

  • უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბი­დან რუ­სე­თის გას­ვლის გამო “დიდი ოცე­უ­ლის” და გა­ე­როს მკაცრ რე­აქ­ცი­ას ელო­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

“ახლა მკაც­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­აქ­ცი­აა სა­ჭი­რო. რო­გორც გა­ე­როს, ისე­ვე სხვა დო­ნე­ებ­ზეც, მათ შო­რის “დიდი ოცე­უ­ლის” დო­ნე­ზე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თი G20-ში სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის იყოს, რო­დე­საც ის გა­აზ­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობს რამ­დე­ნი­მე კონ­ტი­ნენტზე შიმ­ში­ლის­თვის? ეს ნონ­სენ­სია. “დიდ ოცე­ულ­ში” რუ­სე­თის ად­გი­ლი არ არის”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ აფ­რი­კის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და სამ­ხრეთ აზი­ის მი­ლი­ო­ნო­ბით მცხოვ­რე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი შიმ­ში­ლის ან რო­გორც მი­ნი­მუმ, ფა­სე­ბის მკაც­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდეს. “მაგ­რამ რა­ტომ შე­უძ­ლია სა­დღაც კრემლში მყოფ პირ­თა ამ რა­ღაც ხრო­ვას გა­და­წყვი­ტოს, ექ­ნე­ბა თუ არა ხალ­ხს მა­გი­და­ზე საჭ­მე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ში ან ბან­გლა­დეშ­ში? რა არის ეს? მსოფ­ლიო აქვს ძალა, რომ ხალ­ხი ამის­გან და­იც­ვას”, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ჩაშ­ლის შე­სა­ხებ რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბა “საკ­მა­ოდ პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი” იყო, ვი­ნა­ი­დან მოს­კოვ­მა სა­სურ­სა­თო კრი­ზი­სის გა­აზ­რე­ბუ­ლად გამ­წვა­ვე­ბა ჯერ კი­დევ სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც სურ­სა­თით სავ­სე უკ­რა­ი­ნუ­ლი გე­მე­ბის მოძ­რა­ო­ბა დაბ­ლო­კა.

“სექ­ტემ­ბრი­დან დღემ­დე, მარ­ცვლე­უ­ლის დე­რე­ფან­ში უკვე 176 გემი დაგ­როვ­და, რო­მელ­საც არ შე­უძ­ლია თა­ვი­სი მარ­შრუ­ტით გას­ვლა. ეს რუ­სე­თის სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლი ბლო­კა­დაა”, - თქვა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
0

ისტორიას თუ გადახედავთ, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში გადაწყვეტილებას ერთეულები, ან მცირე "ხროვა" იღებდა და იღებს. სხვაგვარად ვერც იქნება. ასე რომ, ახალი არაფერი უთქვამს. უბრალოდ, რომელი მხარეც ძლიერია, ის იმარჯვებს. 

ქეთი
2

რავი ატომს ვისვრითო პუტინმა და ხირბლის სროლაზე გადავიდნენ. ეგ მაგარი პროვოკაცია-კარიკატურა ყავთ რუსებს ცარად. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"რატომ შეუძლია სადღაც კრემლში ამ რაღაც ხროვას გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს მაგიდაზე საჭმელი" -  ზელენსკი რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების დატოვებაზე

"რატომ შეუძლია სადღაც კრემლში ამ რაღაც ხროვას გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს მაგიდაზე საჭმელი" -  ზელენსკი რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების დატოვებაზე

რუსეთი, შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა.

  • რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე “თავდასხმაში” ჩართული იყო ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი და შვიდი საზღვაო უპილოტო აპარატი. ამავდროულად, უწყება აღნიშნავდა, რომ “თავდასხმის” შედეგად “უმნიშვნელო დაზიანებები” მხოლოდ ნაღმოსანმა ხომალდმა “ივან გოლუბეცმა” მიიღო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ტერორისტულ თავდასხმაში მოყოლილი შავი ზღვის ფლოტის გემები მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იყვნენ ჩართული”.

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ახლა მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო. როგორც გაეროს, ისევე სხვა დონეებზეც, მათ შორის “დიდი ოცეულის” დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის? ეს ნონსენსია. “დიდ ოცეულში” რუსეთის ადგილი არ არის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მილიონობით მცხოვრები ხელოვნური შიმშილის ან როგორც მინიმუმ, ფასების მკაცრი კრიზისის პირობებში აღმოჩნდეს. “მაგრამ რატომ შეუძლია სადღაც კრემლში მყოფ პირთა ამ რაღაც ხროვას გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს მაგიდაზე საჭმელი ეგვიპტეში ან ბანგლადეშში? რა არის ეს? მსოფლიო აქვს ძალა, რომ ხალხი ამისგან დაიცვას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ჩაშლის შესახებ რუსეთის განცხადება “საკმაოდ პროგნოზირებადი” იყო, ვინაიდან მოსკოვმა სასურსათო კრიზისის გააზრებულად გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როდესაც სურსათით სავსე უკრაინული გემების მოძრაობა დაბლოკა.

“სექტემბრიდან დღემდე, მარცვლეულის დერეფანში უკვე 176 გემი დაგროვდა, რომელსაც არ შეუძლია თავისი მარშრუტით გასვლა. ეს რუსეთის სრულიად გააზრებული ბლოკადაა”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.