ქართული შოუბიზნესის ისტორიაში 2000-იანი წლები აღმავლობის ხანად ითვლება. ამ დროს იწერებოდა ყველაზე ბევრი საესტრადო სიმღერები, აქტიურობდნენ ყველა თაობის ვარკვლავები და იღებდნენ უამრავ კლიპებს. 2002 წელს ბადრი პატარკაციშვილმა შექმნა საპროდიუსერო კომპანია ART-იმედი, სადაც გაწევრიანდნენ მომღერლები, მუსიკოსები, კომპოზიტორები. ამჯერად ცნობილ სახეებზე უკვე საპროდიუსერო გუნდი ზრუნავდა.
ქართველი ვარკვლავები, რომლებიც მანამდე რაიონებში ხშირად ატარებდნენ კონცერტებს, უკვე ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობდნენ... ისინი ძველებურად ხელმისაწვდომები აღარ იყვნენ, თუმცა კომპანია ქმედითუნარიანი ვერ აღმოჩნდა და 2004 წელს დაიშალა. მიზეზად თანხების არასწორი გადანაწილება დასახელდა. კომპანიაში უამრავი მომღერალი იყო გაწევრიანებული, რომელთაც უხდიდნენ ყოველთვიურ ხელფასს, ტელეფონებზე საუბრის გადასახადს და საწვავის ფულს. ამ მომღერლებში ჩადებული თანხიდან კი შემოსავალი მინიმალური იყო, რამაც კომპანია გააკოტრა. მოგვიანებით ამბობდნენ, რომ პატარკაციშვილს მომღერლების მომადლიერება, მომავალში პოლიტიკაში მოსვლისთვის სჭირდებოდა.
არტ-იმედის დაშლის შემდეგ დაიშალა ქართული ესტრადა. თუმცა პერიოდულად შოუბიზნესში ახალი სახეები მაინც ჩნდებოდნენ, ისინი, ვისაც საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდათ. მაგრამ წლების მანძილზე იშვიათად იქმნებოდა ქართული ხარისხიანი პროდუქტი. ერთადერთი სიახლე მუსიკალური კონკურსები იყო, „ევროვიზია“ და „ახალი ტალღა...“ გაქრა უამრავი ძველი სახე, მათ კი, ვინც დროს გადაურჩნენ, ხელახლა დაიწყეს ახალი თაობის მაყურებლის შეკრება...
ფოტოებზე, რომელსაც ქვევით წარმოგიდგენთ, ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები არიან ასახული. სურათები ჯერ კიდევ მათი კარიერის გარიჟრაჟზეა გადაღებული... იმ წლებში გარდა მომღერლებისა, პოპულარულები იყვნენ ჟურნალისტები, მოდელები, დიზაინერები...