პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი, უკრაინასთან ომის ფონზე, ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე კონტროლი შეინარჩუნოს" - ფაშინიანი პუტინის შეთავაზებას დათნხმდა: რას ამბობენ სომეხი ექსპერტები?
"რუსეთი, უკრაინასთან ომის ფონზე, ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე კონტროლი შეინარჩუნოს" - ფაშინიანი პუტინის შეთავაზებას დათნხმდა: რას ამბობენ სომეხი ექსპერტები?

რუ­სე­თი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თობ­ლივ ძა­ლის­ხმე­ვას, ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სომ­ხეთ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვთ... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას­თან ომის ფონ­ზეც კი, ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებს, ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ა­დუ­ნოს და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე კონ­ტრო­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს...

არი­ან ისე­თე­ბი, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სეთ­თან მე­გობ­რო­ბის გა­რე­შე ვერც აზერ­ბა­ი­ჯან­თან და­ა­ლა­გე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბას და ყა­რა­ბაღ­საც ნელ-ნელა და­კარ­გა­ვენ...

ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ახლო წარ­სულ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თი, რუ­სეთ­თან ერ­თად, ერთი სა­ხელ­მწი­ფოს ნა­წი­ლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სია მშვი­დი და სტა­ბი­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­დი რე­გი­ო­ნი იყოს.

მი­სი­ვე თქმით, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მდგრა­დი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა, მხო­ლოდ ორი­ვე მხა­რის მიერ შე­თან­ხმე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

პუ­ტი­ნის თქმით, სა­უ­ბა­რია სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ა­ზე, სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის განბ­ლოკ­ვა­ზე და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ბა­ქო­სა და ერე­ვანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცველ ნორ­მა­ლი­ზე­ბას მი­აღ­წი­ოს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხე­თი რუ­სე­თის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ აზერ­ბა­ი­ჯან­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­ზე მუ­შა­ო­ბას სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში და­თან­ხმდა.

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის შე­ფა­სე­ბით, კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად რუ­სე­თი­სა და და­სავ­ლე­თის კონ­კუ­რენ­ცია პრობ­ლე­მის სიმწვა­ვეს არ ცვლის...

პო­ლი­ტო­ლო­გი არ­მენ ვარ­და­ნი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სეთ­საც და ევ­რო­კავ­შირ­საც კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა თა­ვი­ან­თი ეგი­დით სურთ.

"შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მეა სა­მი­ნის­ტრო ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის აქ­ტი­უ­რო­ბით, პრესს­პი­კე­რი მა­რია ზა­ხა­რო­ვა კი, სომ­ხეთ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა­ში ვა­შინგტონს ადა­ნა­შა­უ­ლებს. ის ვერ ეგუ­ე­ბა, რომ და­სავ­ლე­თი მოს­კო­ვის ჩა­ნაც­ვლე­ბას ცდი­ლობს", - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი kavkaz-uzel.eu-სთან სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე თქმით, და­სავ­ლეთს სურს, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მოგ­ვარ­დეს კონ­ფლიქ­ტი, რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­საც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა უნდა, რათა სომ­ხე­თის გავ­ლით ნა­ხი­ჭე­ვან­ში დე­რე­ფა­ნი ჰქონ­დეს.

"ამ პი­რო­ბებ­ში, მას სა­სი­ცო­ცხლოდ სჭირ­დე­ბა თურ­ქეთ­თან სატ­რან­სპორ­ტო გზა. სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით, ამ გზას, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ გა­ივ­ლის, ამი­ტომ რჩე­ბა, მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი-ნა­ხი­ჩე­ვა­ნი, რომ­ლი­თაც თურ­ქეთ­ზე გავა" - ამ­ბობს ვარ­და­ნი­ა­ნი.

სხვე­ბის თქმით, დე­რეფ­ნის პრო­ექ­ტი, სომ­ხე­თის გავ­ლით, რუ­სე­თის­თვის ძალ­ზე ხელ­საყ­რე­ლია.

"და­სავ­ლე­თი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დარ­ღვე­ვის წი­ნა­აღ­მდე­გია. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი, ის ხე­დავს, რომ თუ რუ­სე­თი თურ­ქეთ­ზე გავ­ლით გა­სას­ვლელს მო­ი­პო­ვებს, ეს ნიშ­ნავს, რომ ის ამ დე­რე­ფანს აზერ­ბა­ი­ჯან­თან ერ­თად გა­ა­კონ­ტრო­ლებს. რაც ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ირ­ღვე­ვა" - დას­ძენს სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გი.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, და­სავ­ლე­თი კი არ გვი­რევს ტვინს, უბ­რა­ლოდ, ჩვენს ხალ­ხს ცუ­დი­სა და კარ­გის გარ­ჩე­ვა შე­უძ­ლია. ეს მშვე­ნივ­რად იცის ზა­ხა­რო­ვა­მაც, მაგ­რამ ვი­თომ ჩვენ­ზე ზრუნ­ვით ცდი­ლობს, მა­სებს გო­ნე­ბა აუ­რი­ოს. და­ვი­ღა­ლეთ და ცვლი­ლე­ბე­ბი გვინ­და" - წე­რენ სომ­ხე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

"თუ ზა­ხა­რო­ვა­სა და სი­მო­ნი­ანს აინ­ტე­რე­სებთ, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა მათი პერ­სო­ნა ნონ გრან­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა, გა­და­ხე­დონ მათ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ პო­ლი­ტი­კას და პა­სუხს თა­ვად იპო­ვი­ან. ხალ­ხი რუ­სე­თის გამ­ყიდ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კით და­ი­ღა­ლა - ყო­ველ­თვის თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებს, ერთი პრინ­ცი­პით, არ და­კარ­გოს გავ­ლე­ნა!" - წერს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ნა­ი­რა აბ­რა­მი­ა­ნი.

"ახლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დია და ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა გზას აირ­ჩევს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - თუ ფა­ში­ნი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ის რუ­სე­თის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პრო­ექტს ირ­ჩევს, ეს ნიშ­ნავს, რომ სომ­ხე­თი ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბის შანსს კარ­გავს, ჩვე­ნი რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე დაბ­რუნ­დე­ბა კი, კო­ლექ­ტი­უ­რი რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნე­ბის ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ტკი­ცებ­ლად გა­მო­უშ­ვა. ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია, მაგ­რამ ამის ში­შით უკე­თეს არ­ჩე­ვან­ზე უა­რის თქმა, და­ღუპ­ვას ნიშ­ნავს" - მი­აჩ­ნია გორ ჰა­რუ­კი­ანს.

ნა­ხეთ ასე­ვე

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

რა ძნელია მიწის დაკარგვა,მითუმეტეს შენი არ არის და შენად რომ თვლიდით რუსეთმა თხასავით გაგყიდათ,სად არის ბაგრამიანის ,,ბატალიონი,,ასეა საქართველოს მიწისკენ ყურებამ ასე იცის,ჯავახეთის მიწებზეს გეჭირათ თვალი,საქართველოს მიწები ყველას გაქვთ მიტაცებული ყველა სახელმწიფო ვინც კი გვესაზღვრებით და ჩვენთან შეხებაში ხართ.

ტატა
4

საკუთარი სკამის შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის პაშინიანი.ბოლომდე ჩაუწვა ტერორისტ პუტინს,სომხეთში კი ორი მილიონი ადამიანიც აღარ დარჩა,ყველა გაიქცა.

ავტორი:

"რუსეთი, უკრაინასთან ომის ფონზე, ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე კონტროლი შეინარჩუნოს" - ფაშინიანი პუტინის შეთავაზებას დათნხმდა: რას ამბობენ სომეხი ექსპერტები?

"რუსეთი, უკრაინასთან ომის ფონზე, ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე კონტროლი შეინარჩუნოს" - ფაშინიანი პუტინის შეთავაზებას დათნხმდა: რას ამბობენ სომეხი ექსპერტები?

რუსეთისა და ევროკავშირის ერთობლივ ძალისხმევას, ყარაბაღის რეგიონის გარშემო მიმდინარე პროცესების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, სომხეთში არაერთგვაროვანი პოზიციები აქვთ... ადგილობრივების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის ფონზეც კი, ძალისხმევას არ იშურებს, ყურადღება არ მოადუნოს და სამხრეთ კავკასიაზე კონტროლი შეინარჩუნოს...

არიან ისეთები, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთთან მეგობრობის გარეშე ვერც აზერბაიჯანთან დაალაგებენ ურთიერთობას და ყარაბაღსაც ნელ-ნელა დაკარგავენ...

ამ თემაზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახლო წარსულში, აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთთან ერთად, ერთი სახელმწიფოს ნაწილი იყო. შესაბამისად, რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი იყოს.

მისივე თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა, მხოლოდ ორივე მხარის მიერ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით არის შესაძლებელი.

პუტინის თქმით, საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე, რომლის ფარგლებშიც, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას მიაღწიოს.

რამდენიმე დღის წინ, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის მიერ შეთავაზებულ აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებზე მუშაობას სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა.

სომეხი პოლიტოლოგების შეფასებით, კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთისა და დასავლეთის კონკურენცია პრობლემის სიმწვავეს არ ცვლის...

პოლიტოლოგი არმენ ვარდანიანი მიიჩნევს, რომ რუსეთსაც და ევროკავშირსაც კონფლიქტის მოგვარება თავიანთი ეგიდით სურთ.

"შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის საგარეო საქმეა სამინისტრო ძალიან შეშფოთებულია ევროკავშირის აქტიურობით, პრესსპიკერი მარია ზახაროვა კი, სომხეთში ანტირუსული განწყობების გაღვივებაში ვაშინგტონს ადანაშაულებს. ის ვერ ეგუება, რომ დასავლეთი მოსკოვის ჩანაცვლებას ცდილობს", - ამბობს პოლიტოლოგი kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.

მისივე თქმით, დასავლეთს სურს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს კონფლიქტი, რუსეთისგან განსხვავებით, რომელსაც მშვიდობიანი მოლაპარაკება უნდა, რათა სომხეთის გავლით ნახიჭევანში დერეფანი ჰქონდეს.

"ამ პირობებში, მას სასიცოცხლოდ სჭირდება თურქეთთან სატრანსპორტო გზა. საქართველოს გავლით, ამ გზას, გასაგები მიზეზების გამო ვერ გაივლის, ამიტომ რჩება, მხოლოდ აზერბაიჯანი-ნახიჩევანი, რომლითაც თურქეთზე გავა" - ამბობს ვარდანიანი.

სხვების თქმით, დერეფნის პროექტი, სომხეთის გავლით, რუსეთისთვის ძალზე ხელსაყრელია.

"დასავლეთი ნებისმიერი სახის სუვერენიტეტის დარღვევის წინააღმდეგია. ამ შემთხვევაში კი, ის ხედავს, რომ თუ რუსეთი თურქეთზე გავლით გასასვლელს მოიპოვებს, ეს ნიშნავს, რომ ის ამ დერეფანს აზერბაიჯანთან ერთად გააკონტროლებს. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა" - დასძენს სომეხი პოლიტოლოგი.

"სინამდვილეში, დასავლეთი კი არ გვირევს ტვინს, უბრალოდ, ჩვენს ხალხს ცუდისა და კარგის გარჩევა შეუძლია. ეს მშვენივრად იცის ზახაროვამაც, მაგრამ ვითომ ჩვენზე ზრუნვით ცდილობს, მასებს გონება აურიოს. დავიღალეთ და ცვლილებები გვინდა" - წერენ სომხები სოციალურ ქსელებში.

"თუ ზახაროვასა და სიმონიანს აინტერესებთ, თუ რამ განაპირობა მათი პერსონა ნონ გრანტად გამოცხადება, გადახედონ მათ ბოლოდროინდელ პოლიტიკას და პასუხს თავად იპოვიან. ხალხი რუსეთის გამყიდველი პოლიტიკით დაიღალა - ყოველთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ერთი პრინციპით, არ დაკარგოს გავლენა!" - წერს სამოქალაქო აქტივისტი ნაირა აბრამიანი.

"ახლა ძალიან საინტერესო პერიოდია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზას აირჩევს ჩვენი ხელისუფლება - თუ ფაშინიანი ამბობს, რომ ის რუსეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტს ირჩევს, ეს ნიშნავს, რომ სომხეთი ევროპასთან დაახლოების შანსს კარგავს, ჩვენი რუსულ ორბიტაზე დაბრუნდება კი, კოლექტიური რუბენ ვარდანიანების ქვეყანაში ცხოვრებას ნიშნავს, რომელიც რუსეთმა მთიან ყარაბაღში თავისი პოზიციების გასამტკიცებლად გამოუშვა. ცვლილებები ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ამის შიშით უკეთეს არჩევანზე უარის თქმა, დაღუპვას ნიშნავს" - მიაჩნია გორ ჰარუკიანს.

ნახეთ ასევე