მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ტოვებს პარლამენტარი თეონა აქუბარდია "სტრატეგია აღმაშენებელს"?
რატომ ტოვებს პარლამენტარი თეონა აქუბარდია "სტრატეგია აღმაშენებელს"?

თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს“ ტო­ვებს, თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის "რე­ფორ­მე­ბის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რჩე­ბა. ამის შე­სა­ხებ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია "ფე­სი­ბუქ­ზე“ წერს.

რო­გორც აქუ­ბარ­დია წერს, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბოლო პე­რი­ოდ­ში "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის" სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბის­გან დის­ტან­ცი­რე­ბით.

მისი თქმით, ამან არა­ერ­თხელ გა­მო­იწ­ვია გან­სხვა­ვე­ბე­ბი მას­სა და პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ებს შო­რის.

"მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დავ­ტო­ვო პარ­ტია "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, თუმ­ცა ვრჩე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის რე­ფორ­მე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, სა­დაც პარ­ტია "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან" ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლია "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ლი­დე­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ სიით გავ­ხდი, თუმ­ცა რა­ი­მე პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა პარ­ტი­ა­ში არ მქო­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­აა, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი აქ­ტი­უ­რად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა­ში სხვა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქვეყ­ნის­თვის უაღ­რე­სად კრი­ტი­კულ დროს, რო­დე­საც სა­კი­თხი ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის­თვის ევ­რო­პუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ეხე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბოლო პე­რი­ოდ­ში "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის" დის­ტან­ცი­რე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბის­გან, რა­მაც არა­ერ­თხელ გა­მო­იწ­ვია გან­სხვა­ვე­ბე­ბი ჩემ­სა და პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ებს შო­რის.

ჩემი, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით გა­დავ­წყვი­ტე გავ­ხდე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი და გა­ვაგ­რძე­ლო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ­თან და ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრთან ერ­თად ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის.

გულ­წრფელ წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს და მის ლი­დერ გი­ორ­გი ვა­შა­ძეს“, - წერს აქუ­ბარ­დია.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბლა ბლა
0

აქუს პირველ ცოლთან ოთხი შვილი ყავს და ერთ ერთი მათგანია,,,,

დონ კორლეონე
3

მიიღო ისეთი შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რატომ ტოვებს პარლამენტარი თეონა აქუბარდია "სტრატეგია აღმაშენებელს"?

რატომ ტოვებს პარლამენტარი თეონა აქუბარდია "სტრატეგია აღმაშენებელს"?

თეონა აქუბარდია "სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს, თუმცა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების" შემადგენლობაში რჩება. ამის შესახებ თეონა აქუბარდია "ფესიბუქზე“ წერს.

როგორც აქუბარდია წერს, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებელის" საპარლამენტო მუშაობისგან დისტანცირებით.

მისი თქმით, ამან არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მასსა და პარტიის პოზიციებს შორის.

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. პარლამენტის წევრი "სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული.

ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.

შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებელის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს“, - წერს აქუბარდია.