პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოკურ მდგომარეობაშია, არ მახსოვს, არაფერი ვიციო, ვერ ლაპარაკობს მომხდარზე" - რას ამბობს დის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
"შოკურ მდგომარეობაშია, არ მახსოვს, არაფერი ვიციო, ვერ ლაპარაკობს მომხდარზე" - რას ამბობს დის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გუ­შინ, კა­ხეთ­ში მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­ში, სა­კუ­თა­რი დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ზურა ალა­დაშ­ვი­ლის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. ად­ვო­კა­ტის, ლალი ჩა­ვე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლად 11 პრი­მა 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხი­ფა­თოა სი­ცო­ცხლის­თვის, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ედე­ბა ბრა­ლად.

ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მომ­ხდა­რი არ ახ­სოვს.

"ის იყ­ნებს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას, არის ძა­ლი­ან შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და არა­ნა­ი­რი უნა­რი არ აქვს რა­ი­მეს გად­მო­ცე­მის. მძი­მე სტრე­სი აქვს მი­ღე­ბუ­ლი და ამ სა­კი­თხზე ვერ ლა­პა­რა­კობს, ვე­რა­ფერს ამ­ბობს. საქ­მის მა­სა­ლებს ახლა ვეც­ნო­ბი და რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ არის, რომ არ ეთან­ხმე­ბა ბრალს და შე­სა­ბა­მი­სად იყე­ნებს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას.

მისი გად­მო­ცე­მით, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მე მი­ვა­ყე­ნე ჩემს დას და­ზი­ა­ნე­ბა, არ მახ­სოვს არა­ფე­რი, არ ვიცი არა­ფე­რიო. მას ჰგო­ნია, რომ ეს მას არ ჩა­უ­დე­ნია, რად­გან არ ახ­სოვს, არ იცის რა მოხ­და. " - აცხა­დებს ambebi.ge -სთან ად­ვო­კა­ტი.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, ზურა ალა­დაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი და სა­სიკ­ვდი­ლოდ და­ა­ზი­ა­ნა. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის - ტი­ბა­ა­ნი­სა და ჯუ­გა­ა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, გვი­ან ღა­მით მოხ­და.

მოკ­ლუ­ლი ქალი 34 წლის მერი ალა­დაშ­ვი­ლია. რო­გორც ნო­ბი­ლია, მოკ­ლუ­ლი ქალი ძმებს აშ­ვე­ლებ­და, რა დრო­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ბრალ­დე­ბულ­მა მან­ქა­ნი­დან გა­და­აგ­დო.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ავტორი:

"შოკურ მდგომარეობაშია, არ მახსოვს, არაფერი ვიციო, ვერ ლაპარაკობს მომხდარზე" - რას ამბობს დის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"შოკურ მდგომარეობაშია, არ მახსოვს, არაფერი ვიციო, ვერ ლაპარაკობს მომხდარზე" - რას ამბობს დის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გუშინ, კახეთში მომხდარ დანაშაულში, საკუთარი დის მკვლელობაში ბრალდებულ ზურა ალადაშვილის ბრალი წარედგინა. ადვოკატის, ლალი ჩაველაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად.

ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული შოკურ მდგომარეობაშია და მომხდარი არ ახსოვს.

"ის იყნებს დუმილის უფლებას, არის ძალიან შოკურ მდგომარეობაშია და არანაირი უნარი არ აქვს რაიმეს გადმოცემის. მძიმე სტრესი აქვს მიღებული და ამ საკითხზე ვერ ლაპარაკობს, ვერაფერს ამბობს. საქმის მასალებს ახლა ვეცნობი და რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ არ ეთანხმება ბრალს და შესაბამისად იყენებს დუმილის უფლებას.

მისი გადმოცემით, მეუბნებიან, რომ მე მივაყენე ჩემს დას დაზიანება, არ მახსოვს არაფერი, არ ვიცი არაფერიო. მას ჰგონია, რომ ეს მას არ ჩაუდენია, რადგან არ ახსოვს, არ იცის რა მოხდა. " - აცხადებს ambebi.ge -სთან ადვოკატი.

ცნობისთვის, გუშინ, ზურა ალადაშვილმა საკუთარი და სასიკვდილოდ დააზიანა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ტიბაანისა და ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მოხდა.

მოკლული ქალი 34 წლის მერი ალადაშვილია. როგორც ნობილია, მოკლული ქალი ძმებს აშველებდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ის ბრალდებულმა მანქანიდან გადააგდო.

ასევე იხილეთ: