ავტორი:

ირაკლი მაქაცარია საერთაშორისო, ფრანგული ბრენდი „ლოქსიტანის“ ბრენდ ამბასადორი გახდა

ირაკლი მაქაცარია საერთაშორისო, ფრანგული ბრენდი „ლოქსიტანის“ ბრენდ ამბასადორი გახდა

ძლიერი, დახვეწილი, გემოვნებიანი, წარმატებული მამაკაცი, რომელმაც იცის რა სურს - ეს არის ბრენდ “ლოქსიტანის” ელჩი საქართველოში ირაკლი მაქაცარია.

საერთაშორისო, ფრანგული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ბრენდი „ლოქსიტანი“ შეიქმნა 1976 წელს. ის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ფრანგული სილამაზისა და ესთეტიკის ინდუსტრიაში.

მსოფლიოს მასშტაბით 𝟗𝟑 ქვეყანაში 𝟑 𝟎𝟎𝟎-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. ის წარმოდგენილია პარიზში, ნიუ-იორკში, ჰონგ-კონგსა და ტოკიოში. საყოველთაოდ ცნობილია,რომ ლოქსიტანი თითოეულ ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ბრენდის სახეების შერჩევას, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. “ლოქსიტანთან” თანამშრომლობა განპირობებულია მისი პროდუქციის სრულიად გამორჩეული უმაღლესი ხარისხით და ასორტიმენტით.

„ვფიქრობ, ბრენდის დახვეწილი სტილი და პროვანსული სურნელი, სრულად ესადაგება ჩემს გემოვნებას. აღფრთოვანებული ვარ პროდუქციის მაღალი ხარისხით და მოხარული ვარ ასეთი მდიდარი ისტორიის მქონე ბრენდთან თანამშრომლობით, - ამბობს ირაკლი.

საერთაშორისო, ფრანგული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ბრენდი „ლოქსიტანის“ ბუტიკი ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. უახლოეს მომავალში ბრენდი კიდევ ერთ სილამაზის სივრცეს, ამჯერად სითი მოლში შემოგვთავაზებთ, სადაც გელით ბევრი სიახლე, გამორჩეულად ლამაზი და თბილი გარემო.

R