ავტორი:

"ვაშინგტონის ქართულ ტაძარში ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი ჩამოასვენეს, დავესწარი საზეიმო მსახურებას" - რას წერს აშშ-ში საქართველოს ელჩი?

"ვაშინგტონის ქართულ ტაძარში ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი ჩამოასვენეს, დავესწარი საზეიმო მსახურებას" - რას წერს აშშ-ში საქართველოს ელჩი?

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ვაშინგტონის ტაძარში საზეიმო მსახურებას დაესწრო, რომელიც "ჰავაის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატის" ჩაბრძანების შემდეგ ჩატარდა.

ინფორმაციას და ფოტოებს ელჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"26 ოქტომბერს, ვაშინგტონში წმინდა მეფე თამარის სახელობის ქართულ ტაძარში "ჰავაის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი” ჩამოაბრძანეს. საზეიმო მსახურება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბა ინწკირველმა აღავლინა.

მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ დღეს ვაშინგტონში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად ვყოფილიყავი. მადლობა დეკანოზ პავლეს და წმინდა თამარის სახელობის ეკლესიის მრევლს ამ მნიშვნელოვანი დღისთვის" - წერს ზალკალიანი.