ავტორი:

"ისეთი შემოსავალი არასოდეს მქონია, რომ გოგოს ჩემთან ანგარებით ურთიერთობა გაება" - რას საქმიანობს მსახიობობის მიღმა გიგი მიგრიაული და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა?

"ისეთი შემოსავალი არასოდეს მქონია, რომ გოგოს ჩემთან ანგარებით ურთიერთობა გაება" - რას საქმიანობს მსახიობობის მიღმა გიგი მიგრიაული და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა?

მსახიობი გიგი მიგრიაული ამჟამად, სერიალში - "სიყვარულს მიღმა" კასპერას როლს ასრულებს. გამოგვიტყდა, რომ წინათ, ხალხისგან ისეთი ყურადღება და გულშემატკივრობა არასოდეს უგრძნია, როგორსაც ახლა გრძნობს. მსახიობობის გარდა, გიგი სხვა საქმითაცაა დაკავებული, მუშაობის საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს...

- როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ შეიძლებოდა მემუშავა. მანამდეც, პატარა ასაკში, ბოთლებს ვაბარებდი, მთელი უბანი ამით ვიყავით გატაცებული. ბოთლების ჩასაბარებლად რომ მივდიოდით, ჩვენი დანახვისას ეცინებოდათ, ისეთი პატარები ვიყავით. გვეკითხებოდნენ, - ვინ გამოგატანათო? - ჩვენიაო, - ვპასუხობდით, მაგრამ არ სჯეროდათ (იცინის).

- აღებულ თანხას რაში იყენებდით?

- იქვე ტირი იყო, სადაც ვთამაშობდით - ვისროდით. ძირითადად, ასეთ საბავშვო გასართობებში, ხაჭაპურში, გაზიან სასმელში, ტკბილეულში ვხარჯავდით... იმ პერიოდში, ყველას გარეთ ჭამა გვინდოდა.

- მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენს პირად, მცირე შემოსავალთან დაკავშირებით?

- ეცინებოდათ. სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ჩვენც ვერთობოდით.

- სტუდენტობის პერიოდზე რას გვეტყვით?

- მაშინ უკვე გადაღებები დაიწყო. ძირითადად, პირველი-მეორე კურსის სტუდენტებს დიდ და საპასუხისმგებლო როლებზე არავინ ამტკიცებს, მაგრამ "მასოვკებში" ვმონაწილეობდით. რამდენიმე რეკლამაში მთავარი გმირის როლშიც ვიყავი, ჩვენი შემოსავალი რეკლამებში მონაწილეობას უკავშირდებოდა, რადგან უნივერსიტეტში ბევრ დროს (დილიდან საღამოს 9-10 საათამდე) ვატარებდით - სხვაგან ფიზიკურად ვერ იმუშავებდი სტუდენტი.

- სტიპენდია და შემოსავალი გყოფნიდათ?

- რა თქმა უნდა, არა. საერთოდ, თეატრალური უნივერსიტეტი და სამხატვრო აკადემია გამორჩეული ამითაა: იქ მატერიალური ფაქტორები, მაგალითად, ვის რა აცვია, მნიშვნელოვანი არასოდესაა. იყო დღეები, როცა შესვენებაზე ყველა ერთად ფულს ვაგროვებდით და ლობიანს, პურს, პაშტეტს და მსგავს საკვებს ვყიდულობდით. ვინც თეატრალურ უნივერსიტეტს ამთავრებს, ყველა თაობას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ძირითადად - გასტრიტის (იღიმის). სხვა უნივერსიტეტებში, სადაც სწავლის ადამიანური რეჟიმია, მაგალითად - დილიდან შუადღემდე, ალბათ, იქ კვებაც შედარებით მარტივია. ჩვენ "ყაზარმულზე" ვიყავით გადასული.

- ყველაზე სერიოზული, დიდი ჰონორარი რისთვის მიგიღიათ?

- კარგი ჰონორარი ძირითადად, რეკლამებშია, მაგრამ კონკრეტულს ვერ ვიხსენებ. ისე, ტურისტულ კომპანიაშიც მიმუშავია, ასევე - ქართველ კაცადაც, რის შესახებაც გადაცემაში - "კაცები" ვყვებოდი (იცინის).

- "ქართველ კაცად" მუშაობა რას ნიშნავს?

- ჩოხებში გამოწყობილები ტივზე ვისხედით და ტურისტები რომ მოდიოდნენ, გვათვალიერებდნენ. როგორც მსახიობები, ისე ვიყავით წასულები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს ვასახიერებდით. პირადად მე, ქართლის წარმომადგენელი გახლდით.

- ამ საქმით ფინანსური საჭიროების გამო დაკავდით?

- ეს სტუდენტობის პერიოდში იყო. მსახიობებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ შეიძლება მსგავსი შემოთავაზებით დაგირეკონ. ეს არავის უნდა ეთაკილებოდეს. მაშინ მაგრად გავერთეთ. ძირითადად, ყველანი სტუდენტები გახლდით. თითქოს ისევ უნივერსიტეტში ვიყავით, ოღონდ - ტივზე (იღიმის).

- თქვენი პროფესიისგან განსხვავებული რა საქმიანობით დაკავებულხართ?

- ამჟამად, ნავთობის ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ. ყველას უკვირს და მეკითხებიან, - რას აკეთებ, ჩამსხმელი ხარო? რემონტების ზედამხედველობა და ერთ-ერთი ინდუსტრიული ბაზა მაბარია. როცა ტელეეკრანზე ვჩანვარ, ძირითადად, თავისუფალი სტილის სამოსი მაცვია (ჰუდი, 2-ჯიბიანი შარვალი, ბოტასები...), მაგრამ შემიძლია, საქმიანად, სოლიდურად ჩაცმულიც ვიყო და სერიოზულ თემებზეც ვილაპარაკო, თუმცა საუბრისას მაინც ეს კითხვა უჩნდებათ, სერიალის - "სიყვარულს მიღმა" შემდეგ ეპიზოდებში რა მოხდებაო? არ ვეუბნები ხოლმე.

- თქვენი პროფესიისგან განსხვავებულ საქმეებს თავს როგორ ართმევთ?

- ალბათ, ცხოვრების განმავლობაში, ცოდნა დამიგროვდა. მხოლოდ სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და იქ ისეთი არაფერი მისწავლია, რაც ახლა მადგება. ბუღალტერიაც ვიცი, უცხო ენაც, "ექსელიც"... ყველაფერი თანდათან, უნებურად ვისწავლე.

- ბუღალტერიაშიც თვითნასწავლი ხართ?

- კი, თვითნასწავლი ვარ. ბუღალტრებს ვუსმენდი ხოლმე. ადვილად ვითვისებ...

- როგორც მსახიობს, გიცნობენ და ბუნებრივია, კასტინგებზე გიწვევენ, მაგრამ სხვა საქმეებით, სხვადასხვა პოზიციაზე როგორ კავდებით ხოლმე?

- მაგალითად, "სივი" გამიგზავნია და სამსახურში ავუყვანივართ. იყო პერიოდი, როცა ვერ ვმუშაობდი. ჩემი მეგობარი ფშავში ექსტრემალურ პარკს აკეთებდა და იქ წავედი. თან, მთამსვლელობის გამოცდილებაც მაქვს. მერე ისე აღმოჩნდა, რომ ამ სფეროში ფეხი მოვიკიდე. ყველაფერთან ერთად, ბოლოს მთამსვლელიც გავხვდი (იცინის).

- თქვენს მრავალფეროვან საქმიანობას და ოჯახურ ცხოვრებას ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

- სხვათა შორის, ძალიან კარგად: უფროსი 4 წლისაა, უმცროსი - წლისა და 4 თვის. ბავშვები დილის 6 საათზე იღვიძებენ. სამსახურის დაწყებამდე 3 საათი მაქვს. უფროსი - გოგონა საბავშვო ბაღში მიმყავს. იქ თავს ძალიან კარგად გრძნობს, მაგრამ ჩემთან განშორება უჭირს, - რომ მომენატრები, რა ვქნაო? ყურადღებას სხვა რამეზე გადავატანინებ, ბაღში უცებ შევიყვან და მოვდივარ ხოლმე (იცინის). იცის, რომ საღამოს მივაკითხავ... უმცროსი სახლში, ძიძასთან რჩება. მას უამრავი "საქმე" აქვს გასაკეთებელი: ოთახის მცენარეები უნდა დაარბიოს, ტანსაცმელი და სათამაშოები გადმოყაროს (იცინის)... ძირითადად, ამით ერთობა. ხან ეზოში გადის. ძიძა ძალიან გვეხმარება. დედაჩემი და ჩემი სიდედრიც მუშაობენ, ამიტომ ისინი ჩვენს დახმარებას ვერ ახერხებენ (შაბათ-კვირის გარდა). ძიძაში გამიმართლა - ჩათვალეთ, რომ ბავშვებისთვის მესამე ბებიაა..წაიკითხეთ სრულად