სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარტნიორი ქალების შიშველი ფოტოებისა და ვიდეოების სოცქსელში გავრცელების გამო 5 პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო უწყება? (ვიდეო)
პარტნიორი ქალების შიშველი ფოტოებისა და ვიდეოების სოცქსელში გავრცელების გამო 5 პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო უწყება? (ვიდეო)

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სხვა­დას­ხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფი­სა და პი­რა­დი ხა­სი­ა­თის მი­მო­წე­რის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის ფაქ­ტზე 5 პირი და­ა­კა­ვა.

  • და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი ქა­ლე­ბის შიშ­ველ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს ინა­ხავ­დნენ, მათ ნა­თე­სა­ვებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დებ­დნენ

"სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სხვა­დას­ხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფი­სა და პი­რა­დი ხა­სი­ა­თის მი­მო­წე­რის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის ფაქ­ტზე 5 პირი და­ა­კა­ვა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა დროს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს, ვი­დე­ო­ებს, ინ­ტი­მუ­რი და პი­რა­დი ხა­სი­ა­თის მი­მო­წე­რებს ინა­ხავ­დნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათავ­სებ­დნენ, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვებ­სა და ახ­ლობ­ლებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ, ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში კი აღ­ნიშ­ნულ ვი­დეო და ფოტო მა­სა­ლას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბი­სათ­ვის შან­ტა­ჟის ია­რა­ღად იყე­ნებ­დნენ.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლით, 159-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ებ­ზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2022 წლის 1 მარ­ტი­დან სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქვემ­დე­ბა­რე­ო­ბას, სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლის გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე, 157 პრი­მა, 158-ე და 159-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა, ასე­ვე კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღვე­ვა და პი­რა­დი მი­მო­წე­რის, ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რი­სა და სხვაგ­ვა­რი ხერ­ხით შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღვე­ვა) გა­მო­ძი­ე­ბაც და­ექ­ვემ­დე­ბა­რა" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
10

მთელი მთავრობა დასაჭერია რასაც ესენი ხალხსბ უთვალთვალებენ

ასეა
14

ესენი ნაგვები არიან და გამოვაქვეყნოთ მათი სახეებიო, კი ბატონო არაა პრობლემა, მაგრამ ნურც იმათ სახეს დამალავენ ვინც ბო...და ანუ დანაშაულს ჩადიოდა (დიდი ალბათობით ეს ახლა გახდნენ პარტნიორები ერთმანეთისთვის დამატებითი პასუხისმგებლობა რომ აირიდონ). არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათგანი ოჯახს, ქმარს ღალატობდა, ან მისი ნებით პოზიტებდა სურათების გადაღებისას იმ მოტივით, რომ ,,ხომ ლამაზი ვარ'' ან, რომ მომენატრები შენი სურათი ხომ უნდა მქონდეს'' და შეიძლება ჭკუაზე არ იყვნენ სიხარულისგან, როგორ ვუყვარვარ ჩემს ,,პარტნიორსო''! ხე ერთი მხრიდან არ იჭრება მარტო ერთი მხარის დადანაშაულება არასწორია ქალია და ყველაფერში მართალია და მარტო კაცია დამნაშავე ასე შორს ვერ წავალთ, სიმართლე ნახევარი არ არსებობს ამიტომ სიმართლე ვთქვათ ბოლომდე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პარტნიორი ქალების შიშველი ფოტოებისა და ვიდეოების სოცქსელში გავრცელების გამო 5 პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო უწყება? (ვიდეო)

პარტნიორი ქალების შიშველი ფოტოებისა და ვიდეოების სოცქსელში გავრცელების გამო 5 პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო უწყება? (ვიდეო)

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა.

  • დაკავებულები ყოფილი პარტნიორი ქალების შიშველ ფოტოებსა და ვიდეოებს ინახავდნენ, მათ ნათესავებს უგზავნიდნენ და სოციალურ ქსელში დებდნენ

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157 პრიმა, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო: